გამარჯობათ... ესეიგი ინტერნეტში ერთ კვირიანი ბოდიალის შემდეგ ჩემი აზრით ვიპოვე ყველაზე იაფი და ძლიერი ნაწილები... ხოდა თქვენი რჩევა მჭირდება რომელიმე ნაწილი ხომ არ არის სხვაზე სუსტი ან უფრო ძლიერი... ანუ ნაწილები პროპორციულად მაქ შერჩეული?
ეს ვიდეო კარტა
http://www.ncixus.com/products/41460/VCGGTX260CXPB/PNY%20Technologies%20Inc/
Memory
Bus Width: 448bit
Memory Speed: 1998MHz
Memory Technology: GDDR3 SDRAM
Standard Memory: 896MB
Processor & Chipset
Chipset Manufacturer: nVIDIA
Chipset Model: GeForce GTX 260
Number of Stream Processors: 216
Processor Speed: 576MHz
ესეც პროცესორი
http://www.ewiz.com/detail.php?name=Q8200
Processor Class: Core 2 Quad
Processor Interface: Socket 775
L2 Cache: 4MB
Bus Speed: 1333MHz
Processor Speed: Q8200 / 2.33GHz
Wattage: 95W
ეს ვიდეოკარტა და პროცესორი ერთი დონისაა? და რამდენად ძლიერი კომპიუტერი გამოვა აქედან?
და პატარა პრობლემები მაქ დედაპლატის და ოპერატიულის შერჩევაში... საერთოდ დედაპლატა რამდენად მნიშვნელოვანია? ანუ ყველაზე იაფიანი რომ ავიღო ეს წარმადობაზე იმოქმედებს? მე არანაირ დარაზგონებას და არაფერს არ ვაპირებ უბრალოდ ძლიერი თამაშების მაღალ გრაფიკაზე თამაში მინდა... და დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულს 800 მეგაჰერცი ექნებათ თუ 1066?
აი ზოგ პროცესორს აწერია retail ზოგს კი OEM და მათ შორის არის 10$ განსხვავება... ვინდოუსებში კი ვიცი მაგრამ პროცესორებში რა განსხვავებაა ამ ორს შორის??
ესეც სავარაუდოდ დედაპლატა
http://www.ewiz.com/detail.php?name=MB-G31MS
ოპერატიულები მინდა 2 X 2 გეგაბაიტი ალბათ 800 მეგაჰერცზე (გააჩნია თქვენ რას მირჩევთ) ხოდა ეგ 32 ბიტიან სისტემაზე უნდა დავაყენო ვიცი რომ მაქსიმუმ 3.5 გეგაბაიტს აღიქვამს ეგ არაუშავს და რამე ხარვეზები ან რაღაც ხომ არიქნება 4 გეგაბაიტი რომ მქონდეს 32 ბიტიანზე?
ნუ ქულერი არვიცი ეგეთ პროცესორს როგორი ქულერი სჭირდება და თქვენ რას მირჩევთ? ალბათ hyper TX2-ს ავიღებ მემგონი ჯობია მაგი საქართველოში რომ ვიყიდო ჯობია 46 ლარი ღირს და ჩამოტანა უფრო ძვირი არ დაჯდება? ხო და დედაპლატაც საქართველოში ხომ არ ვიყიდო?
და ამ ყველაფერს რაიმე განსაკუთრებული კეისი სჭირდება? ნუ რავიცი რას მირჩევთ? ამ ყველაფრის ჩამოტანა როგორ შეიძლება ყველაზე იაფად?
ხო და ამ ნაწილებს როგორი კვების ბლოკი უნდა ერთი 550 ეყოფა?
fashisti
სალამი!
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენ ფორუმზე!
მოდი დავიწყებ, თავიდან და 0 დავიწყოთ შერჩევა, ამ შენარჩევზეც გაგცემ პასუხს
ნუ კაი ჯერ პასუხი, ვიდეო კარტებში ვერ ვერკვევი! ანუ არ ვიცი ეხლა მიყწნია EN7200GS და ამასაც ვერ ვწურავ, ადრე მეყენა 5500FX და ვერაფერი განსხვავება ვერ ვიგრძენი დაჟე MX440-ს შორის. ანუ მე რაც ვითამაშე ყველაზე მომთხოვნი თამაში ეგ იყო GTA Vice Cyti
ასე რომ ვიდოკარტაზე მე პასს, დაელოდე სხვებს, ისე GTX 260 საკაოდ ძლიერ ვიდეოკარტათ ითვლება!
კარგი ეხლა შენ აარჩიე პროციკო, რმელიც არის ოთხ. ბირთვიანი, რელურად ოთხ, ბირთვს ამოწურავ შესაბმის ლათოფრმაზე ანუ ეწ. DATA Center და სხვა. სახლის კომპზე იდეაში ოთხი ბირთვი არ დაგჭირდება. მგას ჯობია იგივე E8300 .
ანუ ორი ბირთვი, თან მაგას მოხმრება აქვს 95 ვატი და იმას მარტო 65. მოკლედ გასაბია , თან ინტელის ახალი აღნიშვნებით ინდექსი აღნიშნავს წამრდაობას, მაგის ინდექსია 8200, იმისი კი 8300, მგონი გასაბია
ეხლა რანაირად იყიდება პროცები, არსებობს ეწ. Retail და BOX ვერსია. პირველს არ მოყვება ქულერი და იდეაში აქვს 90 დღიანი გარანტია, მეორეს კიდევ ქულერი მოყვება და იდეაში სამ წლიანი გარანტია აქვს. მაგრამ საქართველოში გათანდაბრებულია მაღაზიების უმრავლესობაშI გარანტია 1 წელი აქვს ხოლმე ორივეს
ანუ 10$ არის ქულერის
კარი დალშე, ეგ მაზერი დაივიწყე, პირდაპირ გეტყვი ნაგავია! თან ვიდეო აქვს ინტეგრირებული და რა ჯანდაბად გინდა?
მე გირჩევ ახალ ჩიპსეტს, (რადგან რაზგონი არ გინდა) P სერიიდან, კონკრეტულად P45-ს!
DDR 2-ზე ასუსის (ან სხვა რომელიმე ფირმის შესაბამისი) P5Q http://www.asus.com/product.aspx?P_ID=BxdaHYTJECBvPJ3k&templete=2
DDR 3-ზე ასუსის (ან სხვა რომელიმე ფირმის შესაბამისი) P5Q3 http://www.asus.com/product.aspx?P_ID=3Ps8dmpKZqQAt7fS
მაგრამ რახან რაზგონი არ გინდა შეგილია ფასის აკონომია რომ გაწიო არ აიღო FULL ATX მაზერი + ქეისში თავისუფლად ჩაეტევა
მაგ. P5Q SE
ჰო მოერიდე კომმბო მაზერებს,ანუ სადაც ერთად DDR 2-იც და DDR 3-იც ერთადაა ვთქვათ P5Q-C-ს , უბრალოდ არ ივარგებს, ანუ ან გინდა DDR 2 ან DDR 3
ნუ ეხლა ოპერების ამბავი:
ოპერებს როგორც პროცს აქვს ეწ. ტაქტი. ანუ სიხშირე. და რაგანაც ახალ ინტელის პლათფორმის და atlon-ის შემდეგ AMD გარდა აკავშირებს პროცს და ოპერებს NB. ხდება შეფარდებების წარმოქმნა, ანუ პროცის შინა ისე შეეფარდება ოეპრების შინას როგორც ვთქვათ 3:4-ს!
ეხლა ეს შეფარდება არის სინქრონული და ასინქრონული. სინქრონლია 1:1 და 2:1. დანარჩენი ყველა ასინქრონულია
რგორც წესი ასინქრონულის დროს წარმადობა იკარგება, მაგრამ თანამედროვე LGA775-ზე უკვე ნაკლებად.
ეხლა როგორ ითვლება ეს შეფარდება. პროცის შინა უნდა გაყო 4-ზე და ოპერების ტაქტი 2-ზე. და ნახო.
ანუ მაგ. ჩემი პროციკოს შინაა 533 მეგაგერცი. ანუ 4-ზე რომ ვყოფ რეალური 133. ოპერებისაც 533 მეგაერცია ანუ, რეალური 266.
როოგრც ხედავ შეფარდებაა 2:1-ზე.
ჰო და აქვე 2:1-ზე მაღალი შეფარდება იდეაში არ არსებობს ამიტომ მე რომ ჩავდგა 800-იანი ოპერები, ანუ რელური 400. იქნება მაინც 2:1 და იმუსავებს ოპერები 533-ზე ანუ 266 მეგაგერცზე.
ეხლა უყურე შენ აარჩიე პროცი 1333 მეგაგერციანი შინით, ზნაჩით სინქრონული რომ დასვა უნდა დააყენო 667-იანი ოპერები 1:1-ზე, რაც იდიოტიზმია , ძაან დაბალი შIნაა თანამედროვე პირობებზე. ან უნდა დააყენო 1333 მეგაგერცი და 2:1-ზე. არადა როგორც იცი DDR 2-ის ზღვარი არის 1200 მეგაგერცი.
ანუ შეგილია ამუშავო ან DDR 3. ან ასინქრონული, ეს შენ გადაწყვიტე.
და კიდევ ერთი ამ შეფაერდებბის იქით სულ რომ 1066 მეგაგერციან პრცოს ყიდულებდე გირჩევ DDR3-ს და რტომ, როგორც ადრე იყო DDR 1 თუ 2.
ვინც აირჩია ერთი დღეს ვეღარ გააპდეიტებს სისტემას, ხოლო ვინც ცოტა მეტი გადაიხადა და DDR 2 არჩია მაინც გააპდიტებს
ქულერზე რა გითხრა აბა ეს ნახე:
http://www.oriontech.ge/index.php?m=36&cat_id=44&pid=469 მგონი ნორმალურია. ერთი რასაც გირჩევ არ დატოვო BOX, ნუ პრონციპში იმუშავებს ზამთარში ჯიგრულად, მაგრამ ზაფხულში გაუჭირდება, თან თუ BOX დატოვებ კარგი კეისიც გინდა რომ სითბო არ დაგროვდეს და ჩემსავით გვერდებ მოხნილი არ მოგიხდეს დატოვება
ეხლა კეისი:
თუ აიღებ SE მაზერს მაშინ ჩაეტევი ვთქვათ ამაშიც:
http://www.spirecoolers.com/main/product_detail.asp?ProdID=765 და ასეთი რომელიღაც მაღაზიაში თუ სწორე მახსოვს 40 ლარამდე ღირდა
ხოლო თუ აიღებ არა SE მაზერს, ანუ FULL ATX, მაშIნ ამ კეისში კი ჩატევ, ოღOნდ წიხლით
ამიტომ უფრო ძვირიანი კეისი გინდა ვთქვათ ეს:
http://www.spirecoolers.com/main/product_detail.asp?ProdID=606
(ჰო სპაირი მაგალითად მოვიყვანე! ისე არაა ძალიან "cool")
კარგი დალშე კვება, ამაზე ხომ იყო სტატია?! წაიკითხე? მთავარზეა და ნახე ისე შენი ვარინტი დავთვალე და საღაც 500 ვატში ჯდება (GTX 260 core 216, E8300, 2XDDR3, 1XHDD, 1XDVDRW, 8 USB, 2 PCI), ანუ 450 დაწერა, მაგრამ ჩემსაზე დაწერა დაახ. 300-მდე, ამგრამ 500-იანი კვება ჩავდგი
ამიტომ მე გრიჩევ ჩადგა 650 ვატიანი და ვანოს ამ სტატიის მიხ. იდეაში:
http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=86
Ultron UN650S 650W
ნუ უფრო კარგია თუ ჩადგამ 700 ვატიან cooler master-ს , მაგრამ ეგ ძვირია
თუ რამე კითხვები გაგიჩნდა მომწერე
otosaxel
ვაახ დიდი მადლობა ძლივს ნორმალური პასუხი მოვისმინე გასაგებია ესეიგი DDR3-ს ავიღებ მაგრამ პროცესორზე 4 ბირთვიანზე მიმიწევს გული და რავიცი... ეხლა გავრბივარ და რომ მოვალ კააარგად გავაანალიზებ შენ რჩევებს
fashisti
მე გამოცდილი არ ვარ მარა რაც ვიცი იმას დავცწერ ალბათ მერე გამოცდილი ხალხი მოვადა უფრო ამომწურავ პასუხს გაგცემს
ამერიკაში შეკვეთისას ალბათ ჯობია ერთ საიტზე შეუკვეთო მაქსიმალურად ყველაფერი რო შემდეგ შიფინგი იაფი დაგიჯდეს ამერიკულ მისამართამდე საიდანაც მერე შენ გამოგიზავნიან
ასევე უნდა გაითავლისწინო ისიც რომ აფერისტი ფირმები ამერიკაშიც საკმაოდ არიან ხოლო ზოგი ფირმა არ იღებს უცხოურ საკრედიტო ბარათებს (ამ მაგალითად newegg.com არ იღებს)
ამ სიამოვნებას ეხლახანს დაემატა ახალი კანონი განბაჟების შესახებ რომელიც გვაუწყებს რო 300 ლარზე ზემოტ ყველაერი განბაჟდებაო (აქამდე იყო 1500 ლარი თუ არ ვცდები)
მე ჩამოვიტანე ამერიკიდან ფოტოაპარატი USA2GEORGIA თი (მეტ ფირმასთან არ მქონია შეხება შეილება სხვა ჯობდეს ამას) და დამიჯდა 24 ლარი (კილოგრამის ფასი აქვთ 8 დოლარი) მარა ეხლა ამ კანონის გადამკიდე 300 ლარზზე მეტი თუ არი გზავნილი მოგიწევს განბაჟება. განბაჟება როგორ და რა თანხა ჯდება ვედ დავაზუსტე ჯერ. USA2GEORGIAS რო მივწერე მაგარი პასუხი მომწერეს ტელეფონის ნომერი ეწერა და ეგეც ჩემი ფირმააო მაგათთან დარეკე და ეგენი გიპასუხებენ დაწვრილებითო მარა ჯერ არ დამირეკავს
დანარჩენი ნაწილებს რაც შეეხება შეიძლება ჯობდეს შენ დაწერო რა თანხის დახარჯვას აპირებ რა საქმიანობისთვის გამოიყენებ კი გიწერია უკვე და მასე უფრო ადვილოი იქნება ალბაათ შენთვის რჩევის მოცემა (ანუ რაღაც თანხაში რა იქნება ოპტიმალური ვარიანტი)
დანარჩენს სხვები გირჩევენ ალბათ მე რაც ვიცოდი ეგაა სუ თუ რამე შემეშალა კი შემისწორებენ
დედაპლატას მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აწმყოშიც და მომავლისთვისაც ასევე კარგ კვებას ანუ ხარისხიანს და არა ციფრებით ბევრ ვატიანს
ოპერატიულის სიხშირესაც მე რამდენჯერმე ჩავრთე 1066 ზე და ვინდი გაცილებით ჩქარა ირთვება ...
მე ეგ ქულერი მაქვს და სხვისი რჩევით ვიყიდე ხოშიანად მუშაობს მარტო სამაგრები არ მომწონს
მე სანამ დავწერე აგერ otosaxel კი დაუწერია ყველაფერი
otosaxel
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენ ფორუმზე!
მადლობთ....
მემგონი ვიპოვე დდრ3ზე დედაპლატაც და ოპერატიულებიც შესაბამისად....
ეხლა ამაზეც არ მითხრა რომ ნაგავიაო ძალიან კარგი მაზერია! http://www.ewiz.com/detail.php?name=MB-P45D3P
ესეც ოპერატიულები დდრ3 1333 მეგაჰერცზე რომ 2:1 ზე იმუშაონ პროცესორთან სინქრონულად )))) http://www.ewiz.com/detail.php?name=W1333UX4G8
ხოდა პროცესორს რაც შეეხება ეს კი ვიპოვე E8300 http://www.ewiz.com/detail.php?name=E8300 მაგრამ იგროკებს ვკითხე და მითხრეს რომ "ძველ" თამაშებზე E8300 ჯობიაო მაგრამ ახალ თამაშებს აქვთ ოთხბირთვიანი პროცესორების მხარდაჭერაოო ამიტომ ახალ თამაშებზე Q8200 აჯობებსო... მაგალითად GTA 4 და უკვე რაც გამოვა თამშებიო... ხოდა მე რას ვფიქრობ ძველ თამაშებს რომლებსაც დიდი მოთხოვნები არააქვთ Q8200 ორი ბირთვით გაქაჩავს მემგონი ხოლო ახლებზე რასაც ძლიერი პროცესორი დასჭირდება Q8200 უფრო კარგად გაუმკლავდება მემგონი ამიტომ მაინც ამ პროცესორს ავიღებ რა...
CHABA
მე რასაც ვიღებ ყველა დეტალი 300 ლარზე ნაკლები ღირებულებისაა... და შენ ეგ ფოტოაპარატი რომ იყიდე ანუ გადაიხადე მისი საფასური რაც ეწერა ფასი და პლიუს 24 ლარი ჩამოტანაში და რამე???
მე ფულზე მაქსიმუმი არ მაქ შეიძლება გავწელო გამოვწელო მაგრამ 1000 ლარზე ზემოთ წითლადაა ეგ გაწელვები ამიტომ...
fashisti
დაელაპარაკე იმ ფირმას ვისაც ჩამოატანინებ კითხე სათითაოდ რო აგზავნო ეგრე უფრო ცოტა დაგიჯდება თუ ყველა ერთად რო ჩამოიტანო და განაბაჟო
ფოტოაპარატი ვიყიდე ამაზონზე (გადავიხადე visa classic ით) ფოტოაპარატის + მეხსსიერების ბარათის საფასური და შიფინგი უფასო კი ქონდა მარა მე 7$(მგონი) კიდევ გადავიხადე ცოტა ადრე რო მიეტანათ
შემდეგ უკვე გადავიხადე აამ ქარტულ ფირმაში ჩამოტანის საფასური. წონით და გაბარიტებით ანგარიშობენ რა დაგიჯდება ჩამოტანა მე გამომივიდა 24 ლარი +1 ლარი საკომისიო (ბანკში იხდი ანუ)
CHABA
და რავიცი აბა რომელ ფირმას ჩამოვატანინო? შენ ვის ჩამოატანინე?
otosaxel
ოთხბირთვიანზე დაწერილი პროგრამები რას ნიშნავს?
დაი აი ვთქვათ E8300 ღირს $142 ხოდა მაგას $12 რომ დავუმატო და Intel Core 2 Quad Processor Q8400 2.66GHz 1333MHz 4MB LGA775 CPU, OEM ეს რომ ვიყიდო არ აჯობებს?
http://www.ewiz.com/detail.php?name=Q8400
ხო და კიდევ ერთი კითხვა მაქ აი დდრ3-ები ხშირად იყიდება 3 გეგაბაიტები 3X1 ხოდა შესაძლებელია თუ არა რომ სამი ცალი 1 გეგაბაიტიანი ოპერატიული ჩავდგა და კარგად იმუშავონ? ანუ რა ჯობია 2 ცალი ორ გეგაბაიტიანი ოპერატიული თუ 3 ცალი 1 გეგაბაიტიანი? ხოდა ეგ სამი ცალი არის 1600 სიხშირეზე და რა იქნება უკეთესი 1333 სიხშირიანი ოპერატიული მქონდეს რომელიც სინქრონულად იმუშავებს პროცესორთან თუ 1600-იანი რომელიც ასინქრონული იქნება?
fashisti
MSI მაგარი მაზერები აქვს მარა იდეაში თუ რაზგონს არ აპირებ რამპაჯა ფორმულები და ეხტრემები არაფერში გინდა
ჩვეულებრივი P45 ჩიპსეტზე რო დაითრიო რამე მაზერი მშვენიერია
განსხვავებას ვერ ნახავ
DDR3 ჩემის აზრით 775 სოკეტზე უაზრობაა მარა თუ ძალიან გინდა დააყენე უბრალოდ რაზგონი თუ არ იცი 1333 სიხშირეზე მეტს ვერ ამუშავებ
ან Nvidia-ს ჩიპსეტზე და 775 სოკეტის მაზერებზეა სტრანნი მამრავლები რო ოპერები ამუშავო 1333-ზე მეტი სიხშირით მარა არ გირჩევ ხშირად პრობლემებია და არ ღირს
მოკლედ 775 სოკეტზე 1333 მეტს ვერ ამუშავებ ან ექსტრემ პროცესორი გინდა 1600-იან შინაზე
ეგეთი პროცესორები ძალიან ძვირი ღირს Q8400 აიღე E8400-ს ჯობია მაინც მულტისრიდინგი შემოდის ყველგან უკვე
ანუ უმეტესობა პროგრამა 4 ბირთვიანისთვის იწერება უკვე
775 სოკეტზე დუალ ჩენელი წავა ოპერები მარტო ანუ წყვილები
სამი ცალი და 6 ცალი არ გამოვა ანუ triple channel მხარდაჭერა მარტო 1366 სოკეტზეა
და 775-ზე როგორც ორარხიანს ისე ამუშავებს მაინც
ვიდეო კარტას რაც შეეხბეა 7200 ძალიან არა !!!!
არ ვარგა
ნაგავია !!
GTX 260 216 core ძალიან ბევრად ჯობია
ასე 10 თავით
თუ მეტი არა
პროსტა არ შეადარო მაგარი არჩევანია ეგ ვიდეო
არის მაგაზე უკეთესი ვარიანტებიც 275
285
295
მარა ნუ ეგ ფინანსებზეა დამოკიდებული
აიღე GTX 260 216 core არ ინანებ !
თან კაი პროცესორზე Q8400 ან E8X00 სერიაზე ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებ
სოსო
სოსო
გასაგებია... ისე 1600 სიხშირეზე ოპერატიულები უფრო იაფი ღირს ვიდრე 1333-ზე
და მაზერს რაც შეეხება ეგ არის ყველაზე იაფიანი მაზერი რომელშიც DDR3 ოპერატიულები მიდის...
otosaxel
თამაშებს თუ არ თამაშობ მაშინ მთავარია ყველა ფერი გიჩვენოს ანუ 32 ფერიანი გამოსახულება და რამე არიყოს ....
დაა აი კიდე რა მაინტერესებს დდრ2-ს და დდრ3-ს შორის რა განსხვავებაა? ანუ ვთქვათ დდრ2 1066 სიხშირეზე რომ დავაყენო და დდრ3 1066 სიხშირეზე მათ შორის დიდი განსხვავება იქნება?
მომოვალში აფგრეიდს არ ვაპირებ და დდრ2ები რომ ჩავდგა 1066 სიხშირეზე დდრ3-ის ნაცვლად რომლებიც 1333ზე იქნებოდნენ აი მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იქნება?
fashisti
დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის... განსაკუთრებით ოთოსახელს...
fashisti
რაქენი ბოლო ბოლო მოგილოცოთ ახალი კომპიუტერი?
fashisti
არა ჯერ არა... რაჭულად ვყიდულობ ახალ კომპიუტერს ... ხოდა რავი ამ კვირაში ვაპირებ ვიყიდო ეს კომპიუტერი
CPU INTEL INTEL Q9400 x 2.6 ГГц/ 6Мб/ 1333МГц LGA775
M/B P43Neo F
RAM Kingston DDR II 800 (ან 1066) 4 Gb
GeForce GTX 260 OVERCLOCED PCI Express (620/2100MHz) / 896 DDR3 (448Bits) 192 Stream Processor
პ.ს. ეს კომპიუტერი ახალი და გარანტიით 1400 ლარამდე ღირს
მარა კვება kveba realuri 500w fsp ეს გვაქო და მემგონი ცოტაა რავიცი
და ხომარიცით UPS უფრო ძლიერი დასჭირდება ამ კომპიუტერს? ანუ არის მათ შორის განსხვავება და რამე? ჩემი მე ვიყიდე ერთი 5 წლის წინ თან არცისე ძლიერია და შეიძლება რომ ახალი კომპიუტერი ვერ გაქაჩოს ნეტა?
fashisti