ეხლა,რა ხდება,დამტანჯა კომპა.სკაიპი+მოზილა+პოტოების ნახვა და ჩემი კომპის Usage 100%-ზე ადის.
მე მგონია რომ ეს ყველაფერი დაბალი პროცესორის სიჩქარის ბრალია.
ბიოსში რო შევდივარ არაფერი არ შეიძლება ვიდეო კარტის მეხსიერების (128მბ და ქვემოთ) დროის,ჩამტვირთავი ფლოპის და დისკის მითითების გარეშე არაფერი შეიძლება.(ნუ კიდე არის რაღაც-რაღაცეები მაგრამ პროცესორამდე არ მივყავარ!
პროგრამები ჩაწერე Overclockulator-იო ვერ ვაფიქსირებ პროცზო.
ვერცერთ ოვერქლოქის პროგრამა ვერ აფიქსირებს ამ საწყალ პროცესორს.!
და სახლში,მეგობრებში არავინ არა მყავს ეგეთი ვინმე,მარტო ჩემი თავი ფორუმი
და აბა თქვენი იმედი მაქ. ჩემი აზრია ის რომ ან პროცესორს მამრავლი აქ ჩაკეტილი და ვერ აფიქსირებს პროგი.
ან კიდე ბიოსი უნდა განვაახლო (არ ვიცი საიდან და რანაირად)
ჩემი თავი და ფორუმი უნდა მეთქვა!
მობაილ პროცესორის ოვერქლოქინგი ცოდვაა
100%-ზე რომ ადის ცპუ მოხმარება ეგ უპირველეს ყოვლისა ოპერაციული სისტემის და ტემპერატურის ბრალია ხოლმე...
ჯერ დაშალე ნოუთი, მტვერი მოაცილე ქულერს და ახალი თერმოპასტა წაუსვი პროცესორზე..
წესით უნდა ეშველოს
ნახე ჯერ კონკრეტულად რომელი პროცესი გრუზავს ასე პროცესორს.
სიხშირის აწევა თითქმის არაფერს შეცვლის Performance ში პირიქით მაღალ სიხშირეზე პროცესორი არასტაბილურია ხოლმე.
პროცესორში მთავარია არქიტექტურა + დამზადების ტქენოლოგია ესე რომ დაიკიდე ტყულა წვალობ
პროგრამებით დარაზგონება არც ღირს
პლუს ეგ პროგრამა Overclockulator პირველად გავიგე (სად იპოვეთ? )
პლუს ნოუთის ბიოსში რაზგონის ფუნქციები როგორც წესი საერთოდ არ არის
კაი რჩევებისთვისს მადლობა.
ისე მგონი მართლა ხურდება.
და რომელი პროცესი გრუზავს? POWER-ისო გათიშული მაქ იმის გამო არ დანელდეს.
ისეთ ოპერატიულის მჭამელ ბრაუზერს მე არ ვიყენებ.
ბევრი პროგრამა არც მაქვს და რომელი გრუზავს?????????????????????????
სკაიპი და ეგეთი სალაპააკოები ხოლმე.
თუმცა ზაფხულის ბოლოს PC გამომიგზავნიან და ეგ პრობლემც მორჩ.
პროგრამული პრობლემაა.
მოკლედ, კლავიატურაზე მიაჭირე CTRL + SHIFT + ESC კომბნაციას. გამოვა Task Manager-ი.
გადადი Processes ჩანართზე და დაიხანავ მთელი პროგრამების სიას, რაც შენს კომპზეა გაშვებული. მანდვე ნახავ რომ რამდენიმე სვეტადაა დაყოფილი. შენ გაინტერესებს კონკრეტულად CPU სვეტი. მანდ წერია რომელი პროცესი რამდენად ტვირთავს პროცს.
კარგი იქნება თუ მაგ პროცესების განყოფილებას დასკრინავ და დადებ აქ, უფრო ადვილად დაგეხმარებით.