კაცურად იქნებ მითხრათ ოპერატიული 1 სლოტში მიზის და მეორეზე რო გადამყავს იწყებს წრუპუნს (3 ჯერ) კომპიუტერი და აღარ ირთვება .. და რო დავაბრუნებ ოპერატიულს ძველ სლოტზე უშვებს ჩვეულებრივ.. და იქნებ მითხრათ რატომ?
P5QL pro მაზერი მაქვს
სურათზე ცოტა ცუდად ჩანს და ყვითელში მიზის და შავში მინდა გადავიყვანო.. მოკლედ იმ პირველი ყვითელის გარდა ყველზე წრუპუნს იწყებს
იქნებ მირჩიოთ რამე?
რატომ გინდა შავში მაინცდამაინც?
შენი დედაპლატის მანუალში ეწერება ოპერატიულის ოპტიმალური განლაგება როგორც უნდა, როგორც წესი ყვითლებიდან (უფრო ღია ფერიდან ზოგადად) იწყებენ
თუმცა, წესით სხვაგანაც უნდა იმუშაოს
ერთს გირჩევ, BIOS განაახლე და გაანულე (Load Setups Default)
აქ ნახავ შენი დედაპლატისთვის BIOS-საც და პროგრამატორს (ან Asus Update-თი გააკეთე)
http://support.asus.com/download/Options.aspx?SLanguage=en&type=1
ტყობა მეორე სლოტი არ მუშაობს
OC.GE-ზე უკვე გაგეცი პასუხი ამ კითხვაზე აი ისიც: გადავხედე შენი მაზერის მანუალს და წავიკითხე რომ მანდ მეხსიერების მოდულებს როცა ამუშავებ ერთს მაშინ ეს ერთი მოდული ან უნდა ჩადგა ერთ ყვითელში და ან მეორე ყვითელში, და როცა დუალ რეჟიმში ამუშავებ მაშინ შეგიძლია შავებიც გამოიყენო