თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროცესორები, მეხსიერება, გაგრილება, აჩქარება (Overclocking) _ პროცესორი

პოსტის ავტორი: AVSITKVA Mar 25 2007, 12:13 PM

მაგრად მაინტერესებს როგორ დავაჩქარო პროცესორი.........

პოსტის ავტორი: alchemist Mar 25 2007, 12:48 PM

BIOS-დან მოუმატე სიჩქარე.
ოღონდ ასეთი საქციელი არაა რეკომენდებული მწარმოებლების მიერ.
გადახურების პრობლემა ყველა ვარიანტში შეიქმნება. კარგი ქულერი დაგჭირდება.
გარდა ამისა ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია უფრო მძიმე შემთხვევბი. სისტემის დაკიდებიდან დაწყებული და სრული დაზიანებით დამთავრებული.

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 26 2007, 06:36 AM

AVSITKVA
ნუ სიხშირისგაზრდა შესაძლებელია როგორც Multiplier-ის გაზრდით, ასევე FSB-ს გაზრდით. ძირითადად, მულტიპიერი პროცებს ,,გაყინული" აქვთ, ამიტომ FSB გრჩება.

მაგრამ გაითვალისწინე, თუ ახალბედა ხარ (ე.წ. n00b smile.gif) მაგ საქმეს შეეშვი. ოვერლოკინგს სჭირდება კარგი დედაპლატა, თუ სინქრონული ოვერლოკინგი გინდა, კარგი ოპერატიულიც გინდა, კარგი ქულერი რა თქმა უნდა და ცოტა პროფერსიონალიზმიც smile.gif

ისე დაწერე აბა დეტალურად რა კონფიგის კომპი გაქვს.

პოსტის ავტორი: AVSITKVA Mar 26 2007, 06:00 PM

SystemInfo version 3.1
XSLT StyleSheet version 3.09c-d

CPU Info
CPU 1/1
AMD Athlon 64 2.0 GHz
Manufacturer AMD
Family Athlon 64
Internal Clock 2.0 GHz
Internal Clock Maximum 2.0 GHz
External Clock 200.0 MHz
Socket Designation Socket 754
Type Central
Capabilities MMX, CMov, RDTSC, 3DNow!, Extended 3DNow!, SSE, SSE2
Version Model 4, Stepping 10
Caches
Level 1 128 KB
Level 2 512 KB


____________________________________________________________________
ზედმეტი კომენტარი წაშლილია ადმინისტარტორის მიერ, ეს უაზრობა ამ ტემას არ სჭირდება, ტექსტი კი კილომეტრ ნახევრამდე იზრდება და ამ ზღვა ინფორმაციას ნორმალური კაცი ვერ გადაამუსავებს!
____________________________________________________________________



Power_VANO
შეიძლება იტქვას რომ მაგ საკითხში ახალბედა ვარ

პოსტის ავტორი: Sh@ko Mar 26 2007, 06:28 PM

ისა, და... ეგ შენი პროცესორი სადმე აგვიანებს??? smile.gif ან რას მოელი აჩქარებისას?
აქ სადღაც იყო ნახსენები, რომ მარტო პროცესორის აჩქარება არაფერი ბედენა არაა, თუ მეხსიერებას სინქრონული არ იქნება მასთან. ზამთარი უკვე გავიდა და ღუმელი რაღად გინდა?

ბარემ ისიც დაწერე, რაში უნდა გამოიყენო აჩქარებული პროცესორი და კიდევ მოგცემენ რჩევას, რითიც იხსნი შენს პროცესორს მოსალოდნელი განსაცდელისაგან. smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 27 2007, 06:13 AM

Sh@ko

ციტატა
აქ სადღაც იყო ნახსენები, რომ მარტო პროცესორის აჩქარება არაფერი ბედენა არაა, თუ მეხსიერებას სინქრონული არ იქნება მასთან. ზამთარი უკვე გავიდა და ღუმელი რაღად გინდა?

არც ეგრეა საქმე, არსებობს მეხსიერების სიხშირისა და FSB-ს შეფარდებები, როცა არ იკარგება დიდი წარმადობა. ანუ არაა აუცილებელი რომ 1:1-ზე იყოს.

AVSITKVA
ჰოო შენ AMD გქონია. დედაპლატა საერთოდ გიგაბიტი ნორმალურია, მაგრამ ეგ კონკრეტულიი მოდელი როგორია ვერ გეტყვი, მე Intel-ის საქმეში უკეთესად ვარ ჩახედული, AMD-თი ღრმად არ ვინტერესდები ხოლმე smile.gif თუ შენი RAM სინქრონულ რაზგონს ვერ გაქაჩავს, შეფარდებებსაც ვერ გეტყვი, იმიტომ რმ ეგ შეფარდებები ნანახი/დატესტილი მაქვს ინტელზე. თან როგორც თქვი ახალბედა ხარ ამ საკითხში.

ამიტომ, გირჩევ, რომ თU არ უჭირს შენს კომპს არ გაუკეთო ოვერლოკინგი. თU მაინც გინდა, მაშინ ჯერ მაგ საკითხის გარეშე საკმაო ინფორმაცია დააგროვე და ისე გააკეთე, რომ არაფერი გააფუჭო smile.gif აი რამდენიმე საიტს მოგცემ სადაც საჭირო ინფოს ნახავ:

http://www.overclockers.ru
http://www.3dnews.ru
http://www.anandtech.com
http://www.tomshardware.com

აჰა საკმარისი იქნება ჯერჯერობით ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: AVSITKVA Mar 27 2007, 08:00 AM

Power_VANO
მადლობა რჩევისათვის

პოსტის ავტორი: Power_VANO Mar 27 2007, 08:04 AM

AVSITKVA
არაფერს smile.gif

პოსტის ავტორი: r_tatishvili Mar 30 2007, 07:53 PM

ციტატა(AVSITKVA @ Mar 25 2007, 04:13 PM) [snapback]8497[/snapback]

მაგრად მაინტერესებს როგორ დავაჩქარო პროცესორი.........


გახსენი cmd და დაუწერე ე ბიჭო მალეთქო და აჩქარდება biggrin.gif biggrin.gif

ისე საერთოდ BIOS-იდან ხდება FSB-ს მომატებით (Multiplyer-ს ვინღა მიგაკარებს დღევანდელ პროცესორში თუ Extreme ან FX არაა და მაგათ იმხელა სიხშირე აქვთ რომ მაგათ აჩქარებას უკვე გაგრილება უნდა კარგი...)

პოსტის ავტორი: AVSITKVA Apr 20 2007, 05:52 PM

BIOS -ში როგორ უნდა შევიდე და ტემპერატურა როგორ უნდა ვნახო?

პოსტის ავტორი: გიგა Apr 20 2007, 11:43 PM

ციტატა
BIOS -ში როგორ უნდა შევიდე და ტემპერატურა როგორ უნდა ვნახო?

უმრავლესობა კომპიუტერებში საჭიროა Delete-ზე დაჭერა მარა ზოგ კომპიუტერებზე საჭიროა F2
ხო მართლა როგორც კი ჩართავ კომპიუტერს ეგრევე დააჭირე

პოსტის ავტორი: Frrrredo Apr 21 2007, 12:57 PM

ტემპერეატურას ნახავ Hardware Monitor _განყოფილებაში

პოსტის ავტორი: shrek May 3 2007, 06:44 PM

არავის არ გეწყინოტ 66 პოსტი მაქვს და 6 რიცხვის ...... ოკლედ გახდი 67

პოსტის ავტორი: Hector May 13 2007, 09:29 AM

daaanebe mag Sakmes Upro jobia Makamde ar gadacvav biggrin.gif

Monacemebi Camocereo Da Aman tavisi Programebianat da video kartianad daceraa kvelaperi sagol biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიგა May 14 2007, 07:40 AM

ციტატა
Monacemebi Camocereo Da Aman tavisi Programebianat da video kartianad daceraa kvelaperi sagol

არ იცოდა რა დაეწერა და სხვა რა უნდა ექნა

პოსტის ავტორი: Sh@ko Jul 9 2007, 05:38 PM

თემას ზოგი ისე უყურებს, როგორც ამოსავალ წერტილს სუსტი კომპის ასაჩქარებლად, მაგრამ უცოდინრობის გამო ცუდი შედეგითაც რომ შეიძლება დამთავრდეს, არ უკვირდებიან.
ვისაც აჩქარების სურვილი გაქვთ (NFS), ბევრი არ გესმით და გაგრილებასაც ყურადღებას ნაკლებად უთმობთ, ეს ნახეთ:
IPB-ს სურათი

ესეთი შედეგი ალბათ არც წარმოგედგინათ...