ფორუმზე ესეთი ერთი თემა იყო და ისიც დახურული... ხოდა ასეა საქმე, მოკლედ, ასუსს აქვს თავისი watage calculator ხოდა იქ დამიწერა 600 ვატი, მერე აქ ფორუმზე მომწერეს ლინკი და იქ გავოცდი 220-230 ვატი დაწერა, მოკლედ როგორ მოვიქცეთ რომ არც ელექტრო მრიცხველი ვაწვალოთ და არც ჩვენი ვირტუალური და განუყრელი მეგობარი
smart22
smart22
მაგ ფირმებში ვერ ვერკვევი (კვების ბლოკებში) ჩემი Gembird-ია, ვატობის მიხედვით ვიყიდე, უაზროდ... ისე 2 წელია მაგრად უბერავს რა... ნეტა როგორი სახელი აქვს ამ ფირმას?
smart22
smart22
ე. ი. 550 ვატი უნდა ეყოს ჯიგრულად
http://www.allmark.ge/ge/item221.html რაც დავთვალე ეს უნდა ეყოს
მაგრამ აქვე თუ 600ვატზე აიღებ ორინტაციას უკეთესია. ანუ ეს ასუსი ცოტა ურევს, ანუ თუ 600 ვატიანი გინდა http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=86&artpage=6&type=review ვანოს რჩევიდან გამომდინარე Ultron UN650S 650W ეს გადაუვა, ეს უკვე კარგად წავა.
ანუ იდეაში http://www.allmark.ge/ge/item221.html არ უნდა გაუჭირდეს
ისე სხვების რჩევასაც დაელოდე, მაგრამ არა მგონია ამაზე ძლიერი კვება საჭირო იყოს
გაიხარე, გმადლობ ყურადღებისათვის.
მე მინდა კვების ბლოკი რომელიც მეყოფა და +10 ჰა ჰა 15% მეტი მაინც ყოველი შემთხვევისათვის, ვიცი რაც მეტია უკეთესია მაგრამ ფინანსების ამბავში ვერ ვართ და მაგიტომ მინდა ის რაც იაფი იქნება იმის ხარჯზე რომ ის იქნება რაც მინდა და არა ქართული სიტუაცია, X2 ანუ უნდა 500 დგამენ კილოვატიანს
პ.ს. უნდა იყოს ხარისხიანი, უბრალოდ ზედმეტი არ მინდა
...
მოკლედ,
დედადაფა Asus P5Q SE
CPU E6750
RAM DDRII 2 ან 3 1066 - იანი
HDD 500 GB SATAII
VIDEO - 9600 GT 1GB
DVD RW
2 USB მოწყობილობა
ერთი დიდი პროცესორის ქულერი ფრეონით და სიყვარულობით და 4-5 ქეისის ქულერი
ამას რა კვება ეყოფა ტკბილად, + 50 ვატი დაამატეთ მეორე ვინჩესტერისთვის
და იგივე კონფიგურაცია ვიანგარიშოთ ოღონდ ვიდეო დაფა 9800GT 1GB
smart22
პირველ კონფიგს HKC 550 ვატიანი ეყოფა, მეორეს გაჭრივებით, ამიტომ ზემოთ რომ ვთქვით 600 დაითრიე
smart22
600 გასაგებია და რა ფირმის? ან ის 550 რამდენად ხარისხიანია? ვნახოთ, ვიდეოზე ვფიქრობ, თან ძვირია, თან კვებაზეც დამატება უნდა... და 9800 რომ ავიღო და ორი ვინჩესტერით, 600 ვატი რომ აწერია ის ეყოფა? დატვირთვაზე მუშაობისას? თან ეგ 600 რეალურად 450-ა არა?
smart22
HKC ზოგადად ნორმალური ბრენდია
ნუ ფასის გათვალისწინებით
მაგის 430 ვატიანი 8800GTS 320mb-იანს რთავდა 8400-სთან ერთად თან ვიდეო G80 ბირთვზე იყო რომელიც საკმაოდ მომთხოვნია კვებისადმი
9600-ისგან განსხვავებით რომელიც G92 ბირთვზეა და შედარებით ნაკლებ დენს მოიხმარს
550-იანი HKC 9800-საც ეყოფა ჩემის აზრით ოღონდ გააჩნია პროცესორსაც
ვინჩესტერი და ოეპრატიული უმნიშვნელო ვატებს მოიხმარენ
ყველაზე მეტს ვიდე და პროცესორი ითხოვს
საერთოდ კვების ბლოკის არჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციო +12 ვოლტზე ამპერების რაოდენობას
რაც მეტია მით უკეთესია
ბანძი კვების ბლოკებს გაბერილი ამპერები აქვთ +3.3 და +5 ვოლტზე
მოკლედ მარტო ვატები არაფერს ნიშნავს
მერე გააჩნია ძაბვის რეგულაციასაც (ძაბვა რომ არ დააგდოს განხრებზე)
და დიდი მნიშვნელობა აქვს Active PFC-ზეა თუ Passive PFC-ზე
HKC მაგალითად Passive PFC-ზეა
სამწუხაროდ საქართელოში ბევრია ეგეთი კვება და ხალხს ჩაციკლული აქვს ტერმინები რეალური და არარეალური
კვების ბლოკის შეფასება ეგრე არ ხდება
აი ეს კვება
http://www.enermax.com/home.php?fn=eng/product_a1_1_1&lv0=1&lv1=14&no=24
350 ვატიანია და Active PFC და 80+ სპეციფიკაციებით
ჯიბეში ჩაისვავს HKC 550 ვატიანს
რეალურად ენერმაქსის ეგ კვება 400 ვატსაც იძლევა
http://overclockers.ru/lab/33884.shtml
უბრალოდ ბევრად ძვირია
და +12 ვოლტზე 27 ამპერი აქვს (რალურად ცოტა მეტიც)
ხოლო
HKC 550-ს +12 ვოლტზე 24 ამპერი აქვს
http://www.yatego.com/ywog/pdf,4ad21a5f729c2,550-watt-netzteil-hkc-usp-5550-atx-silent
სწორედ მაგს უნდა უყურო კვების ბლოკის არჩევისას ამპერებს +12 ვოლტზე და Active PFC და 80+ სპეციფიკაციები თუ აქვს საერთოდ უკეთესი
smart22
ვატყობ ტვინს ვბურღავ მაგრამ კარგად თუ არ შევაჯერე გული ისე ვერ ვიყიდი და მერე ჩემს თავს უნდა ვეწუწუნო...
მოკლედ ესეა საქმე, შევაფასოთ ეს კვება (600 მახსოვდა და 450 ყოფილა... ან მაღაზიაში იმაიმუნეს )
Gembird მოდელი არ ვიცი.
მონაცემები:
+5V 34A. +12V 14A. -5V 0.5A. -12V 0.8A. +3.3V 28A. +5V&+3.3 250W. Totall 450 Watt... AC Input 10/5A. Active თუ Passive არ ვიცი PFC აწერია.
აბა რას იტყვით? რამე შეუძლია?
ჰო მართლა, ქულერი (კვების ბლოკის) ქეისს გარეთ არ აქვს გამოყოფილი, ანუ დიდი პროპელი აქვს და ქეისს ჩაჰყურებს ქვევიდან, ქვედა მხარე სულ პროპელია რა. ჩემს შემთხვევაში ეს ამპერები რამდენი მინდა?
პ.ს. ეს კვება მიყენია ეხლა, ანუ არ მიყიდია ჯერ, ძველია. ჰო კიდევ, CPU ქულერი ასუსია.
კვების ბლოკები არსებობს 80 მმ-იანი ქულერით
90 მმ-იანით
და არის 120 ან 140 მმ-იანი ქულერით (ორ ქულერიანებიც არის)
რომელიც ქვევიდან უნდა იყოს გვერდიდან ვერ დაეტევა
იდეაში ბევრად უფრო ჩუმია ვიდრე გვერდიდან როცაა 80 ან 90 მმ-იანი ქულერი უყენია
+12 ვოლტზე 14 ამპერი ნამეტანი ცოტაა ვერ ვარგა ეგ კვება
და Passive PFC-ზეა
12 ვოლტი ვიდეოსთვისაა არა? და 9600-ზე რამდენი ამპერი უნდა იყოს? კარგად რო იმუშაოს დატვირთვაზე
დიდუ რამდენიაააა ერთი მაგარი სულელური კითხვა მაგრამ ეგებ კი იყოს ესე... ხოოდა, PCI 2.0 რომ უნდა ვიდეოს ნუ 9600 გადავწყვიტე, PCI X16 უბრალოზე წავა? 9600 და P5Q - SE ეს მაზერი გადავწყვიტე, ახლობელს ფული გავატანე (თბილისს შინა არა ვარ და...) ხოდა ალტაში მაზერი ეგ არ გაქვსოოოო და უნდა ჩამოვიტანოთო არ ვიცით როდისოოო ხოდა ვიდეო რომ დავითრიო ჩამოსვლამდე ჩემს მაზერზე ვამუშავებ? თუ არადა რა აზრი აქვს ყიდვას, მერე ეგებ გაიაფდეს... თან მაგარი ტეხავს 9600 რომ გიდევს... და არა ქეისში ალბათ არ წავა ხო?
PCI-E 2.0 ვერსიას ნიშნავს
კიდე არის PCI-E 1.1 თავსებადობა უპრობლემოდ
ნებისმიერი ნებისმიერზე მიდის
PCI-E X16 ეს ნიშნავს რა ზომის სლოტი უნდა იყოს და შესაბამისად რამდენი კონტაქტი და რა გამტარობა ექნება
ვიდეო კარტები PCI-E-ზე ყველა X16-ია
X8 ან X4 და X1 ვიდეო კარტა არ არსებობს
საუნდ კარტებია X1-ზე ან SSD-ები შეიძლება იყოს X4 ან X8-ზე
მოკლედ თუ მაზერს PCI-E ვიდეოს მხარდაჭერა აქვს პრობლემა არ გექნება
ნებისმიერ PCI-E ვიდეოს დასვავ ზედ
მაგ მაზერს PCI-E აქვს ასე რომ პრობლემა არ გექნება
სოსო ძამიკო ეხლა რა ხდება... მინდა P5Q-SE და 9600 GT 1GB ხოდა ორივეს ფული ერთად არ მაქვს, ჩემი ლოგიკით P5KPL მაქვს ეხლა და 9600 არ წავათქოოოო ხოოდა კერ მაზერს ვიყიდითქო, მერე ვიდეოსაც... მაღაზიაში არ აქვთ ეგ მაზერი და ვიდეო თუ წავა ჩემს ძველ მაზერზე ვიყიდი ვიდეოს და მაზერს მერე, თუ არადა რა აზრი აქვს ვიდეო სახლში მედოს?
ძველ მაზერს ეხლა რაც მაქვს აქვს PCI E X16 ნუ ვიდეო დაფა მიყენია EAH 2600 PRO 1GB (ამ ვიდეოს 2.0 არ უნდა მემგონი) ეჭვი ნაქვს რომ არ წავა 9600... თუ არასწორად ვმსჯელობ?
smart22
Specifications
CPU Intel Socket 775 Core™2 Quad/Core™2 Extreme/Core™2 Duo/Pentium® Extreme/Pentium® D/Pentium® 4/Celeron Processors
Support Intel® 45nm CPU
Intel® Hyper-Threading Technology ready
Support Enhanced Intel SpeedStep Technology (EIST)
Chipset Intel G31
Intel ICH7
Front Side Bus 1333/1066/800 MHz
Memory 4 x240-pin DIMM, Max. 4 GB, DDR2 800/667 Non-ECC,Un-buffered Memory
Dual Channel memory architecture
*When installing four DDR2 DIMM modules, install only single-sided memory modules.
**When installing total memory of 4GB capacity or more, WindowsR 32-bit operation system may only recognize less than 3GB. Hence, a total installed memory of less than 3GB is recommended.
Expansion Slots 1 x PCIe x16
1 x PCIe x1
3 x PCI
Storage Southbridge
1 xUltraDMA 100/66
4 x Serial ATA 150/300
LAN PCIe Gigabit LAN
Audio ALC662 High Definition Audio 6 -Channel CODEC
S/PDIF out on back I/O port
Audio Jack-detect Technology
USB 8 USB 2.0 ports 1.1 ports
Special Features ASUS MyLogo 2
ASUS EZ Flash 2
ASUS CrashFree BIOS 3
ASUS CPU Lock Free
ASUS Q-Fan
ASUS CPU multiplier
Overclocking Features SFS (Stepless Frequency Selection)
- FSB tuning from 133MHz to 500MHz at 1MHz increment
Overclocking Protection
- ASUS C.P.R.(CPU Parameter Recall)
Back Panel I/O Ports 1 x Parallel
1 x PS/2 Keyboard
1 x PS/2 Mouse
1 x S/PDIF Out
1 x LAN(RJ45) port
4 x USB 2.0/1.1
1 x COM port
6 -Channel Audio I/O
Internal I/O Connectors Azalia High definition Analog Front panel Audio connector
S/PDIF output connector
Chassis Intrusion connector
System Panel connector
2 x USB 2.0 connector supports additional 4 USB 2.0 ports
CPU/ Chassis/Power FAN connectors
CD audio in connector
24-pin EPS12V Power connector
4-pin ATX 12V Power connector
BIOS 8 Mb Flash ROM
Special H/W write protection
DMI v2.0
AMI BIOS
PnP
WfM 2.0
SM BIOS v2.5
ACPI v2.0
Manageability WOL by PME,WOR by PME,WOR by Ring
O/S Compatibility Windows Vista
Windows XP
Windows 2000
Accessories User's manual
1 x I/O Shield
1 x UltraDMA 133/100/66 cable
1 x Floppy disk drive cable
2 x SATA cable
2 x SATA power cable
1 x USB Cable
Support Disc Drivers
ASUS PC Probe II
ASUS LiveUpdate Utility
Form Factor ATX Form Factor
12 inch x 7.6 inch ( 30.5 cm x 19.3 cm )
ვიცი ოფფტოპიკია მაგრამ აქ მივაწერ თორემ თუ ვიყიდე მაზერი აზრი აღარ აქვს და სანამ სხვა თემაში შემოვლენ....
მოკლედ ეს მაზერი მაქვს (დავაკოპირე მწარმოებლიდან)
აწერია 1 x PCIe x16 ამაზე 9600 წავა რომელსაც უწერია რომ 2.0-ა?
გაიხარე სოსოჯან გულდადებით ვყიდულობ 9600-ს, ბოლომდე ვუწევთ გრაფიკას კრიზისს, GTA4, ვეგასს დავიღიმებით
ხოდა ესეა საქმეეე შეძენილ იქნა ზემოთხსენებული ვიდეო, ჩაყენებულ იქნა, შეიცვალა კვება, აყენია HKC 580, ჰოდა როგორც ზემოთ ვახსენე ბოლომდე აწეული გრაფიკით და ღიმილით ჩართული კრიზისი კარგი 5 საათიანი თამაშის მერე გაჭედასავით რამდენიმეჯერ (მასიურ აფეთქებებზე გაშლილ ტერიტორიაზე, მანამდე 1-2 საათი ისე მიდიოდა გრაფიკა 15-20 პროცენტით თუ დაიტვირთებოდა ვიდეო, 90% შავი იყო ეკრანი) ჰოოდა ამ ფაქტის მერე დამაინტერესა ვოლტემბა თან ბატონმა სოსომ მითხრა ნახეო, ეგეც გამახსენდა და ფრიად მჭმუნვარედ გახლავართ, რადგან 12 ვოლტის ნაცვლად ევერესტი ბიძიამ 9.30 ვოლტი მიდის მაგ საქმეზეო მანამდე UPS - დავაბრალე და 2-3 დღეა მოვხსენი... რა შეიძლება იყოს და რა გავაკეთო?
შენა და, პროცის გაგრილება როგორი გაქვს? რა ტემპერატურაზეა ხოლმე დატვირთვის ქვეშ პროცი?
9.30 ვოლტი 12-ის ნაცვლად ძალიან ცუდია. მაგხელა გადახრა დაუშვებელია. შეიძლება ვიდეო დაიწვას, მაზერის კვების ფაზებიც და ა.შ. სასწრაფოდ მიიტანე ეგ კვება სადაც იყიდე. გარანტია გაქვს?
ისე კი არ დავაკვირდი, მეძინა გუშინ ნახევრად და
ევერესტს არ უნდა ენდოს, მართალია
ქულერი ასუსისაა უზარმაზარი, ფრეონზე, 150$ დაჯდა ალტაში 2 წლის წინ, ბიოსშიც და ევერესტშიც ტემპერატურა ჯიგრულადაა, აი ვოლტებს როგორ არ დავაკვირდი არ ვიცი, ხვალ ვნახავ, ეხლა ვწევარ თან დაღლილი ვარ მაგარი, გარანტია კვებაზე არ მაქვს, ნახმარია და ახლობელს ვიდეო დაფაში გავუცვალე
smart22
ფრეონზე არა, მშრალ ყინულზეა მაგ გაგრილება
smart22
ფრეონზე? Silent Square გექნება ჩვეულებრივი ჰაერის გაგრილებაა, განსაკუთრებული არაფერი.
რავიცი მე მიტხრეს ფრეონი ასხიაო და რავიცი მანუალი არ მოყოლია, ისე ბიოსიდან სანამ არ დავარეგულირე ბრუნები რომ მოგეკლა პროცი 13 გრადუსს არ ცდებოდა...