BIOS (ბიოსი) ანუ Basic Input / Output System
ეს არის მცირე ზომის პროგრამული ნაკრები, რომლის ფუნქციაშიც შედის, მოწყობილობათა საწყისი ტესტირება (ჩატვირთვისას) და კომპის მოწყობილობების უერთიერთქმედებათა პროგრამული უზრუნველყოფა.
თითქმის ყველას შეუმჩნევია ალბათ, ჩატვირთვის დროს ხმების არსებობა, რომელსაც ბიოსი გამოსცემს, ამ ხმებით შეიძლება მივხვდეთ რაშია საქმე:
აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის:
1. ხმოვანი სიგნალის არ არის:
შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან.
უნდა გავსინჯოთ:
1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე
2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე
3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს)
4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა)
2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის):
სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს)
3. ერთი მოკლე სიგნალი:
ეს სიგნალი წესით ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს. ყოველი ჩართვისას, მაუწყებელია იმისა რომ კომპში ყველა კომპონენტი მუშაობს ნორმალურად
4. განმეორებადი მოკლე სიგნალი:
ოპერატიული მეხსიერების რეგენერაციისას მომხდარი შეცდომა, გამორთეთ კომპი და კარგად შემაოწმეთ ოპერატიული ზის თუ არა სათანადოდ ბანკში (სლოტში) ჯობია ამოიღოთ და ისევ ჩააჯინოთ, შეიძლება CMOS-მეხსიერებაში არაკორექტულად არის დაყენებული რაღაც-რაღაცეები, ამიტომ შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულებაც,"
5. ორი მოკლე სიგნალი
გამოიცემა იმ შემთვევაში როცა ჩატვირთვისთანავე აღმოჩენილია შეცდომა რომელიც შეიძლება იყოს მაგ, როცა სისტემა ვერ აღმოაჩენს CMOS-მეხსიერებაში მითითებულ რომელიმე დისკის წამკითხველ მოწყობილობას. როგორც წესი ამ დროს მონიტორზე გამოდის პროგრამა CMOS Setup Utility რათა შეცვლილ იქნას არასწორი მონაცემები, თუ ამან არ უშველა შესამოწმრბრლი შემაერთებელი კაბელების შეერთების სიწორე, მაინც ნა ვსიაკი პაჟარნი
6. სამი გრძელი სიგნალი:
კალვიატურის კონტროლერის ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, გადაარესტარტეთ კომპი, ან ცოტა ხნით გამორთეთ, თუ არ უშველა მაშინ სავარაუდოდ დედა დაფა იქნება გამოსაცვლელი! (მე მეტი შველა არ ვიცი ამის, ვინც რამე იცის დაწერეთ)
7.ერთი დიდი სიგნალი + ერთი მოკლე სიგნალი:
ოპერატიული მეხსიერების ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, ცადეთ 4 პუნქტში განხილული მეთოდი ( ხშირ შემთხვევაში ამართლებს)
8. ერთი დიდი სიგნალი + ორი მოკლე სიგნალი:
ვიდეოდაფის ინიციალიზაციისას მომხდარი შეცდომა. ნახეთ კარგად ზის თუ არა ვიდეოდაფა თავის სლოტში (განსაკუთრებით AGP) აგრეთვე მონიტორის კაბელის შეერთების ადგილიც შეამოწმეთ, თუ ამან არ უშველა სავარაუდოთ ვიდეოდაფა გამოსაცვლელია, თუ ინტეგრირებული მაშინ დედა პლატა იქნება გამოსაცვლელი ან უარეს შემთხვევაში მოგვიწევს მოძველებული PCI ინტერფეისის გამოყენება!
9. ერთი გრძელი სიგნალი + სამი მოკლე სიგანლი
კლავიატურის კონტროლერის ინიციალიზაციისას მოხდა ისევ შეცდომა. მოიძიეთ მიერთებულია თუ არა კლავიატურა, ან ხომ არ არის მისი კაბელი დაზიანებული, ცადეთ ის კლავიატურა რომელიც სხვა კომპზე მუშაობდა, თუ პრობლემა არ მოგვარდა დედაპლატის ბრალია და საცარაუდოდ მისი გამოცვლა მოგვიწევს
10. გრძელი განმეორებადი სიგნალი
ისევ ოპერატიული მეხსიერებასთან დაკავშირებული შეცდომებია, გააკეთეტ ჯერ რესტარტი, შემდეგ ზემოტ განხილული მოქმედებები, აგრეთვე შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულება" რადგან შეიძლება დაუშვებელი პარამეტრები იყოს მაგ. სისტემური სალტეს სიხშირე იყოს მომატებული მნიშვნელოვნად.
11. მოკლე განმეორებადი
აღმოჩენილია რაღაც შეცდომები კვების ბლოკთან დაკავშირებით, კერძოდ ერთ-ერთი გამომავალი ძაბვის ვოლტაჟის სიდიდე არ შეესაბამება სტანდარტებს ან საერთოდ არ არის, მიზეზი შეიძლება იყოს მტვერიც, აგრეთვე ერთი სადენის დაზიანება, გაწმინდეთ კვების ბლოკი მტვრისგან და შეამოწმეთ გამომავალი სადენების მთლიანობა!
P.S. ეს მოკლედ მინდოდა მეთქვა და რამხელა გამოვიდა, მოკლედ თუ ვინმეს აქვს დასამატებელი რამე დაუმატეთ, ან თუ კიდევ გაგიგიათ რაიმე ხმები სადიაგნოსტიკო-რამის მაფიქრებელი ეგეც დაწერეთ
ძაან სასარგებლო და საინტერესო ინფოა, დიდიიიი მადლობა
დიდი მადლობა, მართლაც სასარგებლო ინფორმაციაა, 3 პუნქტის გარდა არცერთის მნიშვნელობა არ ვიცოდი.
მე რომ ვრთავ კომპს იძლევა ტრადიციულ 1 მოკლე სიგნალს, და მერე ზედ POST-ის დასრულების შემდეგ იძლევა ერთ მოკლე სიგნალს და მიწერს : 3rd Master Hard Disk: S.M.A.R.T. Status BAD, Backup and Replace. მაგარია არა, Replace ადვილი სათქმელია 160 დოლარიან ვინტზე!
ერთი ამიხსენი, შენი სიიდან რომელი შეესაბამება ამ შემთხვევას?
რომელი ბიოსი გაქვს ???
Reechard
მაგრამ შენ ხომ თქვი: "აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის"
კარგი, დავიკიდოთ )))))))))
არა, დაკიდება ამ შემთხვევაში არ გამოვა AWARD-ის ბიოსები და PHOENIX-ი ჩემი ყურით მაქვს რამოდენიმე ხმიანობა მოსმენილი და თავს დავდებ რომ ეგრეა, სხვა ბიოსებზე კი ნამდვილად ვერ გავახურებ, უბრალოდ ახალი სტანდარტით მიღებულია რომ ძირითადი სადიაგნოსტიკო ხმიანობა ერთი უნდა იყოს ყველასთვის, ისე შენ არ თქვი ერთი მოკლე სიგნალი აქვსო ჩატვირთვისას (ე.ი. აპარატურული შეუთავსებლობა არ არის), ახლა POST-ის მერე თუ გამოაქვს კიდევ, ეგ უკვე სხვა ბიოსებისგან განმასხვავებელი ინდივიდუალური სიგნალია ალბათ, ისე ეგ ჩამოთვლილი სიგნალები (ყველას უნდა ქონდეს, როგორც ძირითადი, და მნიშვნელოვანი ალბათ), როგორც ვთქვი, მაგრამ დამატებითს და ინდივიდუალურს რა დალევს ასე მგონია მე.
BIOS (Basic Input Output System). BIOS რეალურად არის შუამავალი აპარატურასა და ოპერაციულ სისტემას შორის, ოპერაციული სისტემა როცა ირთვება მაგ: Windows XP ჯერ მიდის BIOS-თან და ეკითხება ყველაფერი რიგზეა თუ არა, რომელი აპარატურა მუშაობს კორეკტულად და ასე შემდეგ
ბიოსის წუილ-ყმუილი რაღაცით ძია მორზეს ანბანს ჰგავს, გრძელი სიგნალი, მოკლე სიგნალი და ასე მიმდევრობით, ისინი ძირითადათ იმას გვატყობინებენ რომ სადღაც რაღაც შეცდომაა, სადღაც რაღაც პრობლემაა დაფიქსირებული. ეს ენა მანქანური კოდის მსგავსია 0 და 1, ოღონდ BIOS-ის ენა ”აუდიო ალტერნატივაა” 0-ისა და 1-ის. მოკლედ აუდიო ორობითი სისტემაა. გვაქვს ენის ორი სახეობა: ენა AWARD BIOS-ისთვის და ენა AMI BIOS-ისთვის (რაღაცით ციფრულ ბაბილონს წააგავს ) ამ ბიოსებს ერთი განსხვავებაა აქვთ ”სიტყვები” , დანარჩენი: ”ბგერები” და ”ასოები” ერთნაირი აქვთ. მათი დამწერლობა ორი ასობგერისაგან შედგება პირველი ასოა * და მას მოკლე სიგნალი შეესაბამება, მეორე ასო გახლავთ ეს - მას გრძელი სიგნალი შეესაბამება.
მაშ ასე:
khakikrack
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=10
khakikrack
Giena
გიო ეს სტატია ჰაკინგ.გე ზეც მიწერია
khakikrack
ეგ კი ვიცოდი მაგრამ ჩემი http://www.hacking.ge/board/index.php?showtopic=3766[ თუ იწყებოდა შენი სტატია, ნაღდად არ ვიცოდი
Giena
იმანაც დაწერა, შენც დაწერე და დაემთხვა
Davidus
ძალიან საინტერესოა მართალია ვიცოდი მაგრამ მასეთი დაწვრილებით და კარგად ნამდვილად ვერ დავწერდი როგორც შენ.
ბევრს გამოადგება.
როგორ უნდა გავარჩიო რომელი ბიოსია?AWARD, AMI თუ PHOENIX
zaza.r
Gi0rgius
Gi0rgius
კარგი, ვნახავ მაგას და შევეცდები ხვალვე მოგაწოდო პასუხი
არა, სამწუხაროდ ჯერ არა, რომ მეპოვნა დავწერდი ე.ი. შენ ამბობ რომ ეს "ხმა" მას შემდეგ გაჩნდა რაც კომპი შტეფსელიდან გამოგითიშეს რამდენჯერმე ხომ?