გამარჯობათ. მაქვს ნოუთბუქი acer emachines E442. პროცესორი AMD V140. კომპიუტერს მოჰყვა Windows 7 და მინდა დავაკენო XP. მაგრამ ვერ ვაყენებ. სტანდარტულად კომპიუტერს ვტვირთაც სდ რომიდან და ერთ ადგილზე მიცერს ასეთ პრობლემას:file://localhost/C:/Users/User/Desktop/IMG_0203.JPG. ამის შემდეგ ცყდება ვინდოუსის ჩატვირთვა. ხომარ იცით როგორ უნდა მოვიქცე. იქნებ დამეხმაროთ
misha47
რაღაცას აშკარად არასწორად აკეთებ. ეგეთი შეცდომა პირველად ვნახე ცხოვრებაში, რომ Windows-ი არ ყენდებოდეს რაღაც სურათის გამო შეგიძლია სურათი გადაუღო მაგ მომენტს? წლის საუკეთესო პრიკოლებში მოხვდება პირობას გაძლევ
+1 :D:D:D
ალბათ სწორად ვერ დავწერე. მაგ სურათზე რაცაა მაგას მიწერს ერთერთ ადგილზე. 4 დისკი მაქვს XP და არცერთიდან არ ყენდება. სურათი დაყენების პროცესშია გადაღებული
სადაა სურათი?
Giena
EternalOnes
system32
Ronaldo
მაგრები ხართ რა, არ იცის კაცმა სურათის ატვირთვა და დაცინით
misha47
http://pix.ge/x/a/c/lxib8/ და ნახეთ.ნამდვილად არ მეგონა როგორ ამეტვირთა ჩემი აზრით სწორად ვაკეთებდი. მემგონი ეხლა სწორად ავტბირთე. დიდი მადლობა რომ მასწავლე როგორ მოვქცეულიყავი. იმედია ნახავთ და მიხვდებით რა პრობლემაა
შენს კომპიუტერს ვინდოუს 7-ის აღსადგენი იმიჯი თუ მოჰყვა? იმიჯი , რომლითაც სისტემას აღადგენენ ხოლმე და რომელიც ცალკე დაფარულ Recovery Partition-ზეა ჩაწერილი. მე როგორც მახსოვს, თუ ამ იმიჯს არ გააუქმებ და დანაყოფებს არ შეცვლი, Windows-ი არ იწერება. დანარჩენებმა სემისწორონ თუ ვცდები.
მოკლედ იმ დღეს მქონდა ზუსტად მასეთი შემთხვევადა აღმოჩნდა რომ სატა კონტროლერი იყო ძაალიან უცხო და ვერ ამოიცნო ვინდოუსის ინსტალერმა. ძალიან ბევრი ვეძებე და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ Floppy-დან ჩავატვირთვინე. მოკლედ თუ ვერ მიხვდი რაზე ვამბობ დაწერე და დეტალურად აგიხსნი როგორ უნდა მოაგვარო.
ვერ ვხვდები და თუ შეგიზლია ამიხსენი ცინასცარ მადლობა
misha47
system32-ი დაგპირდა დაწვრილებით ახსნას, მაგრამ სანამ იგი აგიხსნის იმ მეთოდს, რომელზეც ეჭვი მაქვს უფრო მარტივს შემოგთავაზებ.
შედი ბიოსში და მოძებნე ასეთი რამ: Sata Mode ან საერთოდ სატასთან დაკავშირებული რაც იქნება მერე მიეცი Enter და მანდ (BIOS გააჩნია)
ერთ ვარიანტში: ეწერება AHCI, Compatible და (შეიძლება RAID)
მეორე ვარიანტში: ეწერება Native ან Compatibility
პირველ ვარიანტში მიუთითე:Compatible
მეორე ვარიანტში: Compatibility
აგრეთვე მაგ ფუნქციას შეიძლება ერქვას IDE Mode, Sata Configuration და სხვა, მოკლედ დაქექე კარგად, კიდე შეიძლება არჩევანში იყოს SATA, IDE და RAID მოკლედ IDE-ს მითითებ ამ შემთხვევაში. შემდეგ კი სცადე ხელახლა ინსტალაცია.
თუ ვერ მოაგვარე დაწერე და კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნი
მოაგვარე პრობლემა?
GIENAS რჩევა გავითვალისწინე და ის პრობლემა მოვაგვარე მაგრამ ეხლა სხვა პრობლემა მაქვს. როდესაც ინსტალაცია მიდის სურათზე მითითებულ მომენტამდე http://pix.ge/x/a/m/h6ahy/ ანუ როდესაც უკვე უნდა ავირჩიო დისკი, დავაფორმატო და გავაგრძელო ინსტალაცია, იქმნება პრობლემა. ც დისკსზე მაქვს სისტემა დაყენებული და რეალურად ც დისკი არის 69 გბ. აქ კი მითითებული არის რომ ც დისკი არის მხოლოდ 100 მბ. შემდგომ ეტაპზე გადასვლისას კი მაძლევს ასეთ სურათს: http://pix.ge/x/b/i/gavpv/. ინგლისური არ ვიცი მაგრამ, ლოგიკურად ვხვდები რომ მეუბნება ც დისკზე არ არის საკმარისი ადგილიო. აქვე დავდებ ჩემი კომპიუტერის სურათს სადაც მითითებულია როგორ არის გაყოფილი ვინჩესტერი ც და ე დისკებად. http://pix.ge/x/a/i/fauv6/. ძჩვეულებრივად ვინჩესტერი ორადაა გაყოფილი ხოლო, ინსტალაციის დროს ჩანს რომ სამად. აქ კი ნამდვილად დავიბენი.
შეიძლება საერთოდ არაა პრობლემა და სულ იოლად ხდება ამის მოგვარება მაგრამ, რომ არ ვიცი ჩემთვის რაღაც საოცრებაა. კომპთან დიდი ხანია ვმუშაობ მაგრამ სისტემის დაყენებასთან და ასეთ რაღაცაებთან შეხება არასოდეს გამჩენია და რატომღაც ეხლა მომინდა რომ ყოველი ვინდოუსის დაკიდებისას სხვასთან არ ვირბინო. მემგონი უნდა გამომივიდეს.
misha47
ნწუ არაფერი შეცდომა არ არის, წაშალე ეგ 100MB-ანი განყოფილება, აგრეთვე წაშალე მეორე განყოფილებაც და შექმენი ახლიდან. თან განმარტება:
1. აიყვანე 100MB-ან განყოფილებაზე დააჭირე D-ს, შემდეგ Enter და ბოლოს L.
2. ჩამოიყვანე მეორე (69GB-ან) განყოფილებაზე დააჭირე D-ს შემდეგ Enter წესით L აღარ უნდა მოგთხოვოს.
3. ამ მოქმედებების შემდეგ გაჩნდება Unlocated space შემდეგ მაგაზე თხლიშე პირდაპირ Enter-ს და იმხიარულე (ანუ გააგრძელე ინსტალაცია) :-)
სისტემა რომ დგას მაგიტომ უნდა წაშალო აბა რა უნდა ქნა, თუ გადაყენება გინდა
69 გბ-იანი ფართიშენი არის შენი ც დისკი რეალურად,ხოლო 100 მბ-იანი კი ვინდოუს 7-ის მიერ შექმნილი სარეზერვო ფართიშენია,რომელიც XP-ისთვის აღარ გჭირდება ასე რომ ორივეს რომ წაშლი გაერთიანდებიან და იმ გაერთიანებულზე ჩაწერე ახალი ვინდოუსი.
დავაყენე როგორც იქნა XP. დიდი მადლობა რჩევებისათვის გაიხარეთთთთთთთთთთთთ. ერთი პრობლემა მაქვს და იქნებ ამის გადაცკვეთაშიც დამეხმაროთ. სურათს დავდებ. http://pix.ge/x/a/k/hjfx1/. D დისკი გამომიტანა რაღაც. ეტყობა 100 მგ დისკი რომ ცაიშალა ისაა. 0 მბ არის ზომა ასევე მარჯვენა დაბალ კუთხეში, საათის გვერდით გამომითანა რაღაც.(ჩიპს რომ მიაერთებ ისეთი) სურათში მოხაზულია ადგილები. ვინდოუსი ვერ გავაყენე სწორად თუ რისი ბრალია. როგორ უნდა მოვიქცე. დაყენებისას ზუსტად ისე გავაკეთე როგორც დამიწერეთ.
საათის გვერდზე რომ გამოაქვს ეგ ჩვეულებრივი ამბავია სატა ვინჩესტერის შემთხვევაში. და რაც შეეხება მაგ ახალ პარტიციას, შედი my Computer-ის მარჯვენა კლიკი და manage, მერე disk managment და იქ იქნება შენი ყველა პარტიცია და იქვე მონახე ეგ უცხო პარტიცია და მიე მარჯვენა კლიკი და delete volume ან რამე ეგეთი იქნება. სავარაუდოდ პარტიციების შექმნისას შეგეშლებოდა რამე ან თავიდანვე ეგრე იყო.
disk managment-ის სურათსაც თუ ატვირთავ უფრო მივხვდებით.
დიდი მადლობა ყველას მოვაგვარე ყველა პრობლემა წაისალა ის დ დისკი. გაიხარეთ