მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Jul 30 2009, 06:53 PM
პოსტი #141


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



domen, Giena და ყველა ...
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი აფხაზეთში ნავთობისა და გაზის საბადოებზე. მწვანეთა პარტიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და აფხაზეთის მოსახლეობას

ციტატა
რაც შეეხება მამისონის უღეტეხილს, ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგალითად, რომ წავიდნენ მთავრობის წარმომადგენელები (მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ატეხა პანიკა!) და განაცხადეს, რომ ხიდი იყო დაზიანებული (როდესაც ის განადგურებულია) და ასევე ის, რომარაფერი არ დაგვიკარგავს და ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია, თუმცა!!! პირველ რიგში ხიდის არ არსებობა ხელს უშლის მეორე მხარეს ჩვენი 17 კილომეტრიანი პერიმეტრის კონტროლირებას!!! ვერცერტმა ტელეარხმა ვერ აჩვენა მამისონის უღელტეხილთან მდებარე ჰიდროელეკტრო სადგური, რომელიც ჩვენს მხარეს არის, მაგრამ იქამდე ვერ მიდის ვერავინ... აქედან გამომდინარე ეჭვი მიჩნდება, რომ არაფერსაც არ ვაკონტროლებთ...


გავაგრძელებ ...

მამისონის უღელტეხილის თხემზე იდგა მეტეო სადგური, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლობდნენ. გაურკვეველი მიზეზებით ზამთარში მესაზღვრეებმა დატოვეს მეტეო სადგური და დაბლა ჩამოინაცვლეს. დღეს მის ზევით რუსული დროშა ფრიალებს! მესაზღვრეებმა 18 კილომეტრით უკან, საუკუნოვანი ხიდის აქეთ გადმოინაცვლეს. ივნისში ქუთაისიდან ჩასულმა სამხედროებმა ააფეთქეს "ნიკოლოზის ხიდი", რომლის ნამსხვრევები 200 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული, ხოლო ახლო-მახლო სოფლებში ფანჯრებია ჩაიმსხვრა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ხიდი ჩაინგრაო ... მორიგი დანაშაულებრივი ტყუილი!

მამისონის უღელტეხილზე რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან და დაახლოებით 20 კილომეტრიანი ტერიტორია სრულიად უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული. ამასთან, სრული დეზინფორმაცია და საზოგადეობის შეცდომაში შეყვანაა, რომ მდინარე ჭანჭახზე აფეთქებული ხიდის იქით პაატა დავითაია იმყოფებოდა და ტერიტორიას ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ!

რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებსაც მესაქონლეობა დაეჩენიათ თავის სარჩენად, წაერთვათ საძოვრები, რაც რეგიონის დაცარიელების გეგმის ნაწილია!

რუსებს, ტყვიის გასროლის გარეშე დაეთმო პატარა საქართველოს მოზრდილი ნაწილი! ზუსტად ისევე როგორც ახალგორი (ნაციონალური ხელისუფლების მიერ ოსეთისთვის მიკუთვნებით) და პანკისის ხეობა, ზემო აფხაზეთად მონათლული, იგივე ნაციონალების მიერ!

აფეთქების მიზესს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ ასახელებს!

არ შემიძლია ამ ყველაფერს სხვა, თუ არა, მოღალატე ხელისუფლების მიერ საქართველოს გამიზნული გაყიდვა ვუწოდო, შეთქმულება სამშობლოს წინააღმდეგ!

ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი" მამისონის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით - Video (14/06/2009).

"ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო,
ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო!"


პროფესორი ბიძინა სავანელი,
თემის პირველივე პოსტი


P.S. მოგვიანებით გავაგრძელებ, დომენმაც საინტერესო გამონათქვამები გაგვიზიარა ...
P.P.S. domen, ეგ "ბრიყვი გრეჩიხა", 2008 წლის არჩევნებით არჩეული საქართველოს პრეზიდენტია! ისევ ჭაბუას სიტყვებს მოვიშველიებ:

"2. ხელახალ არჩევნებში თქვენი დამარცხების მიუხედავად, აგრეთვე ძალის გამოყენებით მიითვისეთ გამარჯვებული პრეზიდენტის თანამდებობა!"


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 30 2009, 07:36 PM
პოსტი #142


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



gearge
ციტატა(gearge @ 30th July 2009 - 10:53 PM) *
ივნისში ქუთაისიდან ჩასულმა სამხედროებმა ააფეთქეს "ნიკოლოზის ხიდი",

ამ ფაქტის 100%-იანი დამდასტურებელი გეგულება ვინმე? ვინც დაინახა რომ მართლა ქუთაისიდან ჩასულმა სამხედროებმა ააფეთქეს?
რათქმაუნდა ასეთი არავინ იქნება და როგორც ყოველთვის ოპოზიციას ბრმად უნდა ვენდოთ, ბრმად საკუთარ თავს არ ვენდონი, სხვის ნდობაზე ლაპარაკიც ზემდეტია (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 30 2009, 07:38 PM
პოსტი #143


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 30th July 2009 - 10:36 PM) *
ამ ფაქტის 100%-იანი დამდასტურებელი გეგულება ვინმე? ვინც დაინახა რომ მართლა ქუთაისიდან ჩასულმა სამხედროებმა ააფეთქეს?

კი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჩემი ძმაკაცის ბიძა მსახურობს მაგ დანაყოფში (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. და რეალურად, რომ ითქვას... რა მნიშვნელობა აქვს რო? მთავარია ფაქტი მოხდა...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 30 2009, 09:35 PM
პოსტი #144


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 30th July 2009 - 11:38 PM) *
კი ჩემი ძმაკაცის ბიძა მსახურობს მაგ დანაყოფში

რომელ დანაყოფში, რომელმაც ააფეთქა? (IMG:style_emoticons/default/huh.gif)

ციტატა(Giena @ 30th July 2009 - 11:38 PM) *
რა მნიშვნელობა აქვს რო? მთავარია ფაქტი მოხდა...

უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უამრავი ფაქტი ხდება ყოველ წამს, მაგრამ თუ დაუდასტურებლად დავუჯერებთ ვინც რას იტყვის იცი რა მოხდება? იქნება ქაოსი (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 30 2009, 09:48 PM
პოსტი #145


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
ვიდეო რეპორტაჟს უყურე? ამის შემხედვარე ხელისუფლება კიდევ რომ უარყოფს აფეთქების ფაქტს, რამეზე არ მეტყველებს?! რეპორტაჟში ხალხს მოუსმინე!


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jul 31 2009, 06:16 AM
პოსტი #146


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



domen
ნუ ხარ შენ პროვოკატორი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მისეული ხედვა საინტერესოა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 31 2009, 07:23 AM
პოსტი #147


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gearge
ვეღარ ვხვდები ნამდვილად, რაზე ვკამათობთ?

ჭაბუას სიტყვები არჩევნების საკითხში ვერც ისე სანდოა, არა მგონია, მას რაიმე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა ამ ამბების შესახებ (და არც არჩევნების ამბებში აქვს გამოცდილება, რამდენადაც ვიცი). მე რაც შემეხება, ძალიან მჯერა, რომ იმ არჩევნებში (თუმცაღა შეიძლება ყოფილიყო მცირე გაყალბება), მიშამ მოიგო. აქ ნუ ვილაპარაკებთ, რატომ და როგორ, გვისაუბრია ჩვენ მაგაზე.

gi0_kiborg
(IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 31 2009, 10:48 AM
პოსტი #148


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



domen
აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის საბადოებზე ტენდერსა და მამისონის უღელტეხილის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე ხომ უკვე გაგიგე საკმარისი? კიდევ შეიძლება ინფოს მოძიება, თუ დაგჭირდა. რა რეაქცია გაქვს ამაზე?

სამშობლოს პატრიოტებო, როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ სააკაშვილის რეჟიმს იმაში, რომ კიდევ მეტი საქართველოს ტერიტორია არ დაიკარგოს?

ხომ უკვე წამოსცდა(?) მიხეილ სააკაშვილის: "ნატოში გაწევრიანების იმედი თითქმის მკვდარია". „The Wall Street Journal“-თან ინტერვიუში მიშა გვაცნობებს, რომ ეს ტრაგედიაა და დასძენს, „გამოდის, რომ რუსები მართლები იყვნენ.“

"We all know that the issue is almost dead. It's tragic. If they manage to kill NATO [Georgia's hopes of joining the alliance], it means the Russians fought for the right reasons."

ეს გატკეპნილი ნატოს თემა, ყველში ამოყვანილი ნაციონალური არხების გაუთავებელი, ყოველდღიური პროპაგანდით რომ სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ გაერთიანებას, ის რომ მაპი არ მივიღეთ თურმე კარგი ყოფილა, რომ "კარები ღიაა" და ა.შ. უცბათ ეს "დააბრახუნა" ჩვენმა ხელისუფალმა, მჯერა რომ გამიზნულად! სხვათაშორის, პარლამენტის სხდომაზე სააკაშვილის სიტყვები, რომ "Wall Street Journal" ბოდიში მოიხადა არასწორად დაბეჭდილი სიტყვებისთვის, ცნობილი მატყუარას მორიგი სიცრუეა! მეტიც, საპასუხოდ გამოცემამ სრული სტატია გამოაქვეყნა. სხვათაშორის, ქართული ბეჭდური მედიისგან განსხვავებით, უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს "მიშა" სწყალობს და უხვად აჯილდოვებს ინტერვიუებით. შევაგროვე რამდენიმე გამორჩეულად საინტერესო გამონათქვამი მრჭევრმეტყველი "პრეზიდენტისა" და სიამოვნებით გაგიზიარებთ!

ეჭვიც არ მეპარება რომ მალე ჩვენი ნაციონალი პრეზიდენტი გვაცნობებს რომ "ქვეყანას ახალი რეალობა დაუდგა და უნდა შევეგუოთ მას, აფხაზეთსა და ოსეთზე უარის თქმით ნატოში შესვლის შანსი დაგვიბრუნდება" და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, რის გამო არ გვაქვს შანსი ნატოში შესვლისა?! დემოკრატიის დონისა და წაგებული ომის გამო, რომლის შედეგად ორი არა მარტო ცხელი, მდუღარე წერტილი მივიღეთ, ერთი პირდაპირ ქვეყნის გულში! ომი ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა და აუცილებლად ვისაუბრებ მასზეც, ვრცლად მაგრამ ცალკე. იგივე ის, რასაც გაჩეჩილაძე იძახის დომენის დადებულ პირველ ვიდეოში, შორს არ არის სიმართლისგან! ქვემოთ აუცილებლად გავევრცობი, მანამ კი ყველას კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას:

სამშობლოს პატრიოტებო, როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ სააკაშვილის რეჟიმს იმაში, რომ კიდევ მეტი საქართველოს ტერიტორია არ დაიკარგოს?

ხომ, გაყალბებული არჩევნების თემა ... კრიტიკულად მნიშვნელოვანია! რომ არა ჩემთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც წავიდა არჩევნებზე (იგივე ნაციონალების მომხრეებისთვისაც კი) წართმეული ხმები, დღეს არ დავკარგავდით ისედაც პატარა საქართველი 1/5-ს და ასეულობით ახალგაზრდა მეომარი არ ჩაიყრებოდა საერთო სასაფლაოებში ბულდოზერებით! (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 31 2009, 11:34 AM
პოსტი #149


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
შენ რა იდეასაც გვთავაზობ, მამისონთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, არა ნაკლებ შემაშინებელია! ვხედავ არ დაობ იმაზე, რომ ხიდი აფეთქებული იყო. მაგრამ შენი მსჯელობიდან ვასკვნი რომ არ გჭერა ქართველების მონაწილეობისა უშუალოდ აფეთქებაში. ესეიგი, უცხო ქვეყნის (ალბათ რუსეთის, აბა სხვა ვინ იქნებოდა) ამფეთქებელთა ჯგუფმა ააფეთქა "ნიკოლოზის ხიდი", არა? ანუ, რუსეთის სპეც ჯგუფმა უპრობლემოთ გადმოლახა საქართველოს პირობითი საზღვარი, შემოვიდა რაჭაში 20 კილომეტრით (რათქმაუნდა გესმის რომ აქ მარტო ზურგჩანთიანი მამაკაცები არ იქნებოდა საკმარისი!), როგორც "ბასიაკებმა" მხოლოდ რამდენიმე ცდით მოახერხეს ხიდის აფეთქება და ასევე უპრობლემოდ დატოვეს ტერიტორია? ამ დროს ქართველი სამხედროები/მესაზღვრეები შეწინააღმდეგების მაგივრად, დადიოდნენ და მოსახლეებს აბრთხილებდნენ არ გაკარებოდნენ არემარეს? უარესი კოშმარია! "Кошмар среди бела дня", როგორ რუსი პოეტი იტყოდა.


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 31 2009, 12:35 PM
პოსტი #150


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gearge
მაინც ვერ მივხვდი - ვკამათობთ რამეზე? თუ უბრალოდ ჩვენი რეაქციები გაინტერესებს ამ საკითხებზე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რაც შეეხება მაგ ციტირებას, რომ სააკაშვილს რაღაც "წამოსცდა", ცოტა სხვანაირად მეჩვენა. ჯერ ვნახოთ იმ სტატიის სრული ვერსია, საიდანაც ეგ მოკლე ციტატაა ამოღებული:

ციტატა
We all know that the issue is almost dead. It's tragic. If they manage to kill NATO, it means the Russians fought for the right reasons. It would mean you can still achieve political goals with brutal sinister means and that Putin was proved right. He told me many times. He told me your allies promise good things but don't have a good record of delivery. I can't promise good things but I always deliver.


გამოკვეთილია სიტყვები, რომლებიც ტექსტის "თურმეობით" ფორმაზე მიანიშნებენ - აქ ნაწერი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ :-) შენი ციტატა კი უნდა წავიკითხოთ, როგორც "თუ ისინი მოახერხებენ ნატოს გაჩუმებას, გამოვა, რომ რუსეთი სწორი მიზნებისთვის იბრძოდა" და ამაში, ჩემი აზრით, არაფერია საგანგაშო ან თავშისაცემი. მით უმეტეს, თუ მომდევნო წინადადებებსაც წაიკითხავ.

არც იმაშია რამე უცნაური, რომ პრეზიდენტი ამბობს, ნატოში გაწევრიანების იმედი ლამის მკვდარიაო - ნატო შემადგენლობაში ცხელ (თუ მდუღარე) წერტილებიან ქვეყანას არ იღებს.

რაც შეეხება ტყუილს, WJS-მ ბოდიში მოიხადაო, მართალია, მათ ბოდიში არ მოუხდიათ (რედაქტორის თავმოყვარეობა?), მაგრამ ნამდვილად ჩაასწორეს თვითონ სტატია. შენს მოცემულ ბმულზე ბოლომდე ჩამოსკროლე და შენიშვნას დააკვირდი.

რაც შეეხება იმას, რომ მიშა უცხოურ გაზეთებს სწყალობს, ეს უბრალოდ მისასალმებელია - რაც მეტი დაიბეჭდება ჩვენი აზრი, მით უკეთესი. ქართულზე რა გითხრა. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რაც შეეხება მოთხოვნას, "რამე" გავაკეთო ქვეყნისთვის - ჯერ მომეცით ლიდერი, რომელსაც ვენდობი, რომელიც ხალხს საპროტესტოდ გამოიყვანს (და არა პირიქით), რომელიც ფოკუსირდება ნამდვილად მტკივნეულ პრობლემებზე და მერე ვიფიქრებ. ახლა ძალიან მეშინია, ჩემი დრო არ დავხარჯო იმაზე, რომ ვინმემ თავისი არც ისე წმინდა მიზნებისთვის გამომიყენოს.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 31 2009, 01:33 PM
პოსტი #151


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148





ყველა გირჩევდით კიდევ ერთხელ მოუსმინოთ გრიგოლ რობაქიძის "პოლიტიკურ" (ბრჭყალებში რათქმაუნდა) სიტყვებს. ამის შემდეგ თქვენს თავში გაავლეთ პარალელი საბჭოთა საქართველოსა და ნაციონალურ საქართველოს, წითელ დემონოკრატიასა და ვარდების რევოლუციის დემონოკრატიას შორის! ეჰ ... (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

”მამული გულით გიხმობთ შორეთიდგან ახალგაზრდებო. თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი.”

ბოლშევიკები გაჰყვირიან, ხალხურ დემოკრატიას ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიაც სჩანს. ”დემოს” ნიშნავს ბერძნულად ხალხს, მაშასადამე ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს: ხალხური ხალხოკრატია. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ, ვამყარებთ დემონოკრატიას.”

ყურები გვაქვს გამოჭედილი ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო. ამავე დროს ხალხს, როგორც ცოცხალს, კრებულს, ბასრი დანით სახვრებს უსრიან. ხალხის ალაგსაგ მასაა გამეფებული რომელშიაც პიროვნება, ეს უღვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვეფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი.

დილითგან შუაღამემდე გაისმის დავეწიოთ-გავუსწროთ. ხალხი წელზე ფეხს იდგამს და წაპანწყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი ნაკელი ასეწოდებულ სოციალისტური მშენებლობისათვის. ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით არის მხოლოდ კოლექტივი ბნელი და უსახელო.

განვაგრძობ ...

domen
ციტატა
პოეტებმა, რეჟისორებმა, მოჭადრაკეებმა, სპორტსმენებმა და მომღერლებმა აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ მათ ამისთვის ვცემთ პატივს. პოლიტიკაში მათი ფასი ნულია, რატომღაც არ გესმის შენ ეგ.


რა არის საზოგადო მოღვაწის მოვალეობა, თუ არა დროის ტკივილი გაიზიაროს და გამოხატოს იმ გზით, როგორც შესწევს?! თუგინდ გრიგოლის მაგალითზე მითხარი, არ უნდა ჩარეულიყო იმ ფორმით მაინც, როგორც ახერხებდა? როცა ქვეყანა გენგრევა თავზე, კაპიკი აქვს ფასი შენს მეცნიერულ აღმოჩენებს, სიმღერას, პოეზიას, რეჟისურას და სპორტულ მიღწევებს, თუ აპრიორ ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას არ ემსახურება! დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა მოითხოვს [ჩარეცხილი] ინტელიგენციის გაერთიანებას მძლავრ, არა-პოლიტიკურ ორგანიზაციაში, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა ექნება! ამ ორგანიზაციის მოვალეობა უნდა იყოს ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის გზაბის ძიება, სტრატეგიის დაგეგმვა, გონიერი ხალხის კოლექტიური გონების გამოყენებით. დიახ, ძმები გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა, "დაიცავი საქართველოს" სხვა დამაარსებლებსა და წევრებთან ერთად, "გონიერი ქართველები" არიან! კიდევ ბევრ გონიერ ქართველს ველი, რომ გაერთიანდებიან მასში, მათ შორის შენც!

P.S. შემდეგში ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მდგომარეობასაც შევეხებები. კატასტროფული ციფრები მაქვს! (IMG:style_emoticons/default/sad.gif)

domen
"აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის საბადოებზე ტენდერსა და მამისონის უღელტეხილის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე ხომ უკვე გაგიგე საკმარისი? კიდევ შეიძლება ინფოს მოძიება, თუ დაგჭირდა. რა რეაქცია გაქვს ამაზე?"

ჯერ არ გიპასუხია!

არ ვიცი დომენ ეს კამათია თუ დავა, მე გეუბნები ქვეყანა გვენგრევა (ანდა, უკვე დაგვენგრა) თავზე, შენ მოითხოვ "ლიდერს".


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 31 2009, 01:57 PM
პოსტი #152


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



gearge
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 03:34 PM) *
ანუ, რუსეთის სპეც ჯგუფმა უპრობლემოთ გადმოლახა საქართველოს პირობითი საზღვარი, შემოვიდა რაჭაში 20 კილომეტრით (რათქმაუნდა გესმის რომ აქ მარტო ზურგჩანთიანი მამაკაცები არ იქნებოდა საკმარისი!), როგორც "ბასიაკებმა" მხოლოდ რამდენიმე ცდით მოახერხეს ხიდის აფეთქება და ასევე უპრობლემოდ დატოვეს ტერიტორია?

ამას რაც შეეხება შეიძლება გაგიკვირდეს და უცნაურს ვერაფერს ვხედავ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) სპეცდანიშნულების რაზმები იწრთვნება ზუსტად ასეთი გზით ქვეყანაში შესაღწევად არა საბაჟოს გასავლელად, საქართველოზე ბევრად კარგად დაცულ ქვეყნებშიც აღწევენ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იგებს, ამაშია ასეთი ტიპის რაზმების უპირატესობა ზუსტად.
ციტატა
რათქმაუნდა გესმის რომ აქ მარტო ზურგჩანთიანი მამაკაცები არ იქნებოდა საკმარისი!

და რატომაც არა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხიდის ასაფეთქებლად არაა საჭირო ატომური ბომბი, შესაბამისად ამისთვის საკმარისი ბომბის შემოტანა ერთ ადამიანსაც შეეძლო და მარტოს აეფეთქებინა (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 05:33 PM) *
ამ ორგანიზაციის მოვალეობა უნდა იყოს ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის გზაბის ძიება, სტრატეგიის დაგეგმვა, გონიერი ხალხის კოლექტიური გონების გამოყენებით.

მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს უნდა ეძებდეს ამ საქმის მცოდნე და არა მომღერალი, მსახიობი და ა.შ. აბსურდია იმის მტკიცება რომ მწერალი იპოვის ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების გზას!!!
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 05:33 PM) *
ძმები გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა

ძალიან გთხოვ ამ ნაგვებს ნუღა ახსენებ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლების გვერდით, სირცხვილია უბრალოდ ხაინდრავა მოიხსენიებოდეს ამირეჯიბის გვერდით, ყველამ კარგად იცის "რაში ქონდა წაყოფილი ხელი" იგივე აფხაზეთის ომის დროს, ეხლა რომ ეროვნულობაზე დებს თავს და სხვის დანაშაულზე ლაპარაკობს.
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 05:33 PM) *
რა რეაქცია გაქვს ამაზე?

იცი რა, იგივე კითხა გამიჩნდა რაც დომენს, ჩვენი რეაქციები გაინტერესებს მარტო? რამე კვლევას ატარებ თუ რას ნიშნავს ეს კითხვა მაინც ვერ გავიგე, ჩვენი რომელიმეს რეაქციას კონკრეტულად ამ საკითხის გადაწყვეტასთნ აქვს კავშირი?


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jul 31 2009, 02:07 PM
პოსტი #153


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gearge
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 06:33 PM) *
ბოლშევიკები გაჰყვირიან, ხალხურ დემოკრატიას ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიაც სჩანს. ”დემოს” ნიშნავს ბერძნულად ხალხს, მაშასადამე ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს: ხალხური ხალხოკრატია. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ, ვამყარებთ დემონოკრატიას.

გრიგოლ რობაქიძე ძალიან მიყვარს თავისი შემოქმედებისთვის, მაგრამ ეს ნაჭერი (შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილია და ამიტომ ჩანს ასე ცუდად) უბრალოდ აბდაუბდაა. "სიყალბე", რომელზეც აქ ლაპარაკია, სინამდვილეში ტავტოლოგიაა და სხვა არაფერი, დემონოკრატია რატომაა, ისიც არსად ჩანს.

ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 06:33 PM) *
რა არის საზოგადო მოღვაწის მოვალეობა, თუ არა დროის ტკივილი გაიზიაროს და გამოხატოს იმ გზით, როგორც შესწევს?!


საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც მხოლოდ თავის სფეროში აქვს გამოცდილება და პოლიტიკას ეჭიდება, კატასტროფა შეუძლია გამოიწვიოს! ვაიდა გამოდგეს არასწორი თავის არჩევანში და თავისი "ფან-კლუბიც" (საკმაოდ მოზრდილი, თან) გადაიყოლოს, სად მიდიხარ მერე?! სადაა გამოცდილება და ცოდნა, გარანტი იმისა, რომ არ შეცდება?! არსად! მოჭიდებიხარ უაზრო პოზიციას, ვისაც რა შეგვიძლია, ახლავე, დღესვე გავაკეთოთო და იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება უბრალოდ შეცდომა მოგივიდეს გამოუცდელობისგან ან ლიდერმა შეგიყვანოს შეცდომაში და "შემთხვევით" ყველაფერი უარესობისკენ შეცვალო, როგორც აგერ სულ ამასწინებზე მოუვიდათ მაგ "გონიერ ქართველებს"! ქვეყნის სიყვარულს სწავლა, ცოდნა და გამოცდილება ნაკლებად სჭირდება, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთებას ყველა უნდა, თან დიიიდი დოზით.

ამიტომ მგონია ამ მომენტისთვის ყველაზე სწორი ჩაურევლობა და საკუთარი საქმის კეთება. ამიტომ ვითხოვ ლიდერს, რომელიც ბრბოს ძალას გამოიყენებს სასიკეთოდ. თავისთვის ბრბოს ძალა აქვს მხოლოდ, ჭკუა - არა. ვარდების რევოლუციას გამოვიყენებ ამის დასტურად.

ელოდოს ძმები გაჩეჩილაძეების და გოგა ხაინდრავას დაარსებული ორგანიზაცია ნამდვილად გონიერ ახალგაზრდობას. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. იმ ვითარებებზე ვერაფერს ვფიქრობ. ნამდვილად რომ გადავწყვიტო, მჭირდება ინფორმაცია, რომელიც შენ არ გაქვს.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 31 2009, 03:29 PM
პოსტი #154


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
კი, თუმცა თვითონ არ ყოფილა მონაწილე...



ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 12:35 AM) *
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უამრავი ფაქტი ხდება ყოველ წამს, მაგრამ თუ დაუდასტურებლად დავუჯერებთ ვინც რას იტყვის იცი რა მოხდება? იქნება ქაოსი

ქაოსი და უბედურება იმაზეა ასატეხი, რომ ამ ტერიტორიას ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არა იმაზე ქუთაისელმა ჯარისკაცებმა ააფეთქეს თუ გორელებმა...

ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 04:57 PM) *
ამას რაც შეეხება შეიძლება გაგიკვირდეს და უცნაურს ვერაფერს ვხედავ სპეცდანიშნულების რაზმები იწრთვნება ზუსტად ასეთი გზით ქვეყანაში შესაღწევად არა საბაჟოს გასავლელად, საქართველოზე ბევრად კარგად დაცულ ქვეყნებშიც აღწევენ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ იგებს, ამაშია ასეთი ტიპის რაზმების უპირატესობა ზუსტად

აქ ის უნდა გაითვალისწინო აუცილებლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ ადანაშაულებდნენ რუსეთს ხიდის აფეთქებაში არამედ ამტკიცებდნენ რომ ხიდი დაზიანდა (როცა გასწორებულია მიწასთან იმხელა ხიდი)... შესაბამისად ჩნდება ეჭვი და მე მგონი დამეთანხმები არც თუ უსაფუძვლო....


ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 04:57 PM) *
მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს უნდა ეძებდეს ამ საქმის მცოდნე და არა მომღერალი, მსახიობი და ა.შ. აბსურდია იმის მტკიცება რომ მწერალი იპოვის ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების გზას!!!

მოდი მაშინ ესე შეხედე... ჩვენ ვირჩევდით ნაციონალურ მოძრაობას მაშინ როდესაც ყავდათ სიის დასაწყისში გია როინიშვილი (კულტურასთან ამაზე ახლოს ვინ მივაიო), ყავდათ გიორგი თარგამაძე (ოლიმპიური ჩემპიონია და სპორტის ესმისო), დავით კირკიტაძე (იყოს რა იცი რაში გამოგვადგეს გმირია მაინცო) და ასე შემდეგ თუ გსურს ჩამოვთვლი მათ სიას და სწორედ ასეთი ხალხი ყავთ მათაც... საქმე ერთშია მხოლოდ ჩვენ ვეძებთ მიზეზებს იმისათვის, რომ არ დავუჭიროთ რაღაც გაერთიანებას მხარი რადგან ....


ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 04:57 PM) *
ძალიან გთხოვ ამ ნაგვებს ნუღა ახსენებ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლების გვერდით, სირცხვილია უბრალოდ ხაინდრავა მოიხსენიებოდეს ამირეჯიბის გვერდით, ყველამ კარგად იცის "რაში ქონდა წაყოფილი ხელი" იგივე აფხაზეთის ომის დროს, ეხლა რომ ეროვნულობაზე დებს თავს და სხვის დანაშაულზე ლაპარაკობს.

ხაინდარავაზე გეთანხმები 100%, მაგრამ უცნობზე და ლევანზე რა მოგახსენო არ ჩათვალო, რომ დავივიწყე თუ საიდან იშოვა ლევანამ ფული, მაგრამ დღეს მას კაპიკი აღარ აქვს (ყველამ იცის ეს, ბიზნესი თავად დატოვა და გაყიდა!!!), ამასთან მან განაცხადა სრულიად გასაგებად (ასევე გოგა ხაინდრავამ) "ჩვენ პოლიტიკაში აღარ ვიქნებით!"



ციტატა
იცი რა, იგივე კითხა გამიჩნდა რაც დომენს, ჩვენი რეაქციები გაინტერესებს მარტო? რამე კვლევას ატარებ თუ რას ნიშნავს ეს კითხვა მაინც ვერ გავიგე, ჩვენი რომელიმეს რეაქციას კონკრეტულად ამ საკითხის გადაწყვეტასთნ აქვს კავშირი?

კი რეაქცია იწვევს დაფიქრებას და გაანალიზებას, თუ ეს ნაფიქრალი და გაანალიზებული იწვევს ჩვენში პროტესტს უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ მთავრობას STOP! და თუ დადებითს იწვევს მაშინ აგვიხსენით რატომ არის დადებითი და რითი ამართლებთ მას...


domen
ციტატა(domen @ 31st July 2009 - 10:23 AM) *
მე რაც შემეხება, ძალიან მჯერა, რომ იმ არჩევნებში (თუმცაღა შეიძლება ყოფილიყო მცირე გაყალბება), მიშამ მოიგო.

გამოფენა, რომ მოაწყო ოპოზიციამ ცესკო-დან გამოტანილი ოქმების ოპოზიციამ დაგავიწყდა? თვითონ აღიარეს, რომ ქუთაისში, თბილისში და თითქმის ყველა რეგიონის დედაქალაქში წავაგეთო... და შენ გჯერა, რომ მარნეულში იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რომ მიშას ამდენი ხმა მოეგროვებინა? გეხვეწები გადახედე მაშინდელ არჩევნების პროცესს და თუ არ დაგეზარება ერთ კაი დოკუმენტურ ფილმს აგიტვირთავ და უყურე...

ციტატა(domen @ 31st July 2009 - 05:07 PM) *
გრიგოლ რობაქიძე ძალიან მიყვარს თავისი შემოქმედებისთვის, მაგრამ ეს ნაჭერი (შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილია და ამიტომ ჩანს ასე ცუდად) უბრალოდ აბდაუბდაა. "სიყალბე", რომელზეც აქ ლაპარაკია, სინამდვილეში ტავტოლოგიაა და სხვა არაფერი, დემონოკრატია რატომაა, ისიც არსად ჩანს.

ეს არავის ამოჭრილი არ არის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე ავტვირთე (უფრო სწორად ძმაკაცმა, მე მივეცი) ეს არის დისკი "XX საუკუნე -უნიკალური ხმები" სადაც მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანების ხმებია ჩაწერილი და წარმოდგენილი... დემონოკრატიაა ზუსტად ის, რომ გვაბოლებენ ყველაფერი კარგად არისო და რეალურად შენც იცი და მეც, რომ ყველაფერი მთლად კარგად ვერ გვაქვს...

ციტატა(domen @ 31st July 2009 - 05:07 PM) *
საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც მხოლოდ თავის სფეროში აქვს გამოცდილება და პოლიტიკას ეჭიდება, კატასტროფა შეუძლია გამოიწვიოს! ვაიდა გამოდგეს არასწორი თავის არჩევანში და თავისი "ფან-კლუბიც" (საკმაოდ მოზრდილი, თან) გადაიყოლოს, სად მიდიხარ მერე?! სადაა გამოცდილება და ცოდნა, გარანტი იმისა, რომ არ შეცდება?! არსად! მოჭიდებიხარ უაზრო პოზიციას, ვისაც რა შეგვიძლია, ახლავე, დღესვე გავაკეთოთო და იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება უბრალოდ შეცდომა მოგივიდეს გამოუცდელობისგან ან ლიდერმა შეგიყვანოს შეცდომაში და "შემთხვევით" ყველაფერი უარესობისკენ შეცვალო, როგორც აგერ სულ ამასწინებზე მოუვიდათ მაგ "გონიერ ქართველებს"! ქვეყნის სიყვარულს სწავლა, ცოდნა და გამოცდილება ნაკლებად სჭირდება, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთებას ყველა უნდა, თან დიიიდი დოზით.

ეხლა ჭაბუა ამირეჯიბზე თქვა პოლიტიკა არ იცისო მე მგონი არ იქნება სწორი, თავისი მთელი შეგნებული ცხოვრება ციხეებიდან გარბოდა და კბილებს აცლიდნენ სიმართლისათვის.... რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს და საერთოდ ქვეყნის საქმის კეთებას... ალია თუ გახსოვს შენ? ებრაელებმა დიდი გამოწვევა, რომ გამოაცხადეს და ყველა თავის სამშობლოში რომ დააბრუნეს? ისრაელი ბოლო 40-წლამდე არის თავისუფალი ქვეყანა, მანამდე დანგრეული იყო, მაგრამ შეხედე აბა რა დონეზეა? ზუსტად ამ საზოგადო და ქვეყანაზე შეყვარებული ხალხით არის ამ დონეზე და არა მხოლოდ პოლიტიკოსების და დიპლომატების!

ციტატა(domen @ 31st July 2009 - 05:07 PM) *
ამიტომ მგონია ამ მომენტისთვის ყველაზე სწორი ჩაურევლობა და საკუთარი საქმის კეთება. ამიტომ ვითხოვ ლიდერს, რომელიც ბრბოს ძალას გამოიყენებს სასიკეთოდ. თავისთვის ბრბოს ძალა აქვს მხოლოდ, ჭკუა - არა. ვარდების რევოლუციას გამოვიყენებ ამის დასტურად.

ლიდერი და ეს რაღაცისტობა ყველაზე დიდ უაზრობად მიმაჩნია მე, იგივე ვარდების რევოლუციის მაგალითს მივმართოთ თუნდაც... უნდა იყოს 5-6 ან 7 პარტია და მათ უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი, ან ორი და ორივე ქვეყანაზე შეყვარებული... რადგან მონოპოლია საქართველოსთვის დამღუპველია და ვიცით მაგ ჩვენ...


ციტატა(domen @ 31st July 2009 - 05:07 PM) *
P.S. იმ ვითარებებზე ვერაფერს ვფიქრობ. ნამდვილად რომ გადავწყვიტო, მჭირდება ინფორმაცია, რომელიც შენ არ გაქვს.

რომელ ვითარებაზე? იქნებ მე მოგაწოდო ინფორმაცია...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Jul 31 2009, 03:49 PM
პოსტი #155


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 31st July 2009 - 07:29 PM) *
ქაოსი და უბედურება იმაზეა ასატეხი, რომ ამ ტერიტორიას ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არა იმაზე ქუთაისელმა ჯარისკაცებმა ააფეთქეს თუ გორელებმა...

მე სხვა რამე ვთქვი საერთოდ, წინადადების ასე შემობრუნება ნათქვამის არასწორად გაგებას იწვევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ციტატა(Giena @ 31st July 2009 - 07:29 PM) *
შესაბამისად ჩნდება ეჭვი და მე მგონი დამეთანხმები არც თუ უსაფუძვლო....

მე ის ხიდი მანამდე არ მინახია რამხელა იყო და არც დანგრეული, ასე ვერ ვიმსჯელებ რა იყო და რა არის, მაგრამ ვიღაცის დაჯერებას არ ვაპირებ, რომელსაც სავსებით შესაძლებელია უბრალოდ ინტერესი ქონდეს რომ მთავრობა აძაგოს და მეტი არაფერი.
ციტატა(Giena @ 31st July 2009 - 07:29 PM) *
არ ჩათვალო, რომ დავივიწყე თუ საიდან იშოვა ლევანამ ფული, მაგრამ დღეს მას კაპიკი აღარ აქვს (ყველამ იცის ეს, ბიზნესი თავად დატოვა და გაყიდა!!!), ამასთან მან განაცხადა სრულიად გასაგებად (ასევე გოგა ხაინდრავამ) "ჩვენ პოლიტიკაში აღარ ვიქნებით!"

საიდან იშოვა და მაიმუნობით, მილიონებს ხელფასით და პატიოსანი შრომით ერთეულები შოულობენ, ძალიან იშვიათი ერთეულები! და კაპიკი რომ აღარ აქვს იმიტომ კი არა, რომ ბიზნესი დატოვა და გაყიდა (რომ გაეყიდა ძალიან ბევრი ფული ექნებოდა ელემენტარულია ეს (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) არამედ წაართვეს, იცი რატომ? ხელისუფლებას აჭმევდა და იქიდან იყო აყვავებული, აღარ აჭამა და წაართვეს (ეს მწარე რეალობაა, მაგრამ მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ ეხლა), ეხლა კიდე თავისი მილიონების დაბრუნებას ცდილობს და არა საქართველოს აყვავებას, საპირისპიროს ვერ დამაჯერებს ვერავინ დედამიწაზე.
"და პოლიტიკაში აღარ ვიქნებით" ასეთი ზღაპრები მოუყვნენ ისევ იმათ, ვისაც აქამდე ჯეროდა მაგათნაირების, მასეთების აღარ მჯერა უკვე დიდი ხანია, თვალები და ყურები მაქვს + გამოვედი მაგ ასაკიდან (არავის ეწყინოს, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და მე მეხება).


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 31 2009, 04:07 PM
პოსტი #156


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Bekward
ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 06:49 PM) *
მე ის ხიდი მანამდე არ მინახია რამხელა იყო და არც დანგრეული, ასე ვერ ვიმსჯელებ რა იყო და რა არის, მაგრამ ვიღაცის დაჯერებას არ ვაპირებ, რომელსაც სავსებით შესაძლებელია უბრალოდ ინტერესი ქონდეს რომ მთავრობა აძაგოს და მეტი არაფერი.

(IMG:http://internet.ge/v2/news_images/200907012640.jpg) აი ნახე ... რამხელა იყო...

ესეც იხილე... რეალურად დიდი ნაგებობაა... და ახლა ღდგენითი სამუშაოები მიმდნიარეობს (და სხვათაშორის ოპოზიციის წივილ-კივილის შემდეგ)...

ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 06:49 PM) *
საიდან იშოვა და მაიმუნობით, მილიონებს ხელფასით და პატიოსანი შრომით ერთეულები შოულობენ, ძალიან იშვიათი ერთეულები! და კაპიკი რომ აღარ აქვს იმიტომ კი არა, რომ ბიზნესი დატოვა და გაყიდა (რომ გაეყიდა ძალიან ბევრი ფული ექნებოდა ელემენტარულია ეს ) არამედ წაართვეს, იცი რატომ? ხელისუფლებას აჭმევდა და იქიდან იყო აყვავებული, აღარ აჭამა და წაართვეს (ეს მწარე რეალობაა, მაგრამ მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ ეხლა), ეხლა კიდე თავისი მილიონების დაბრუნებას ცდილობს და არა საქართველოს აყვავებას, საპირისპიროს ვერ დამაჯერებს ვერავინ დედამიწაზე.
"და პოლიტიკაში აღარ ვიქნებით" ასეთი ზღაპრები მოუყვნენ ისევ იმათ, ვისაც აქამდე ჯეროდა მაგათნაირების, მასეთების აღარ მჯერა უკვე დიდი ხანია, თვალები და ყურები მაქვს + გამოვედი მაგ ასაკიდან (არავის ეწყინოს, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და მე მეხება).

ნაწილში გეთანხმები, მაგრამ აი "ზღაპრების" არ დაჯერება ნამეტანი არასწორია ჩემი აზრით... ბოლო ბოლო ხალხი ჩაქოლავს თვითონ, დამიჯერე დღეს ხალხი ისეა გაგიჟებული არავის აპატიებს ტყუილს!

და ბოლოს ერთი ძალიან "მაგარი" ციტატა:
ციტატა
მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. ნიკოლოზის ხიდი 11 ივნისს ააფეთქეს. ხიდის მშენებლობა აფეთქებიდან ერთ კვირაში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს სს „ხიდმშენი“ აწარმოებს.



ამ ნიუსიდან


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 31 2009, 04:42 PM
პოსტი #157


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Bekward
ვიდეო რეპორტაჟს უყურე? ხალხს მოუსმინე?
ციტატა(beka_sh @ 31st July 2009 - 05:57 PM) *
მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს უნდა ეძებდეს ამ საქმის მცოდნე და არა მომღერალი, მსახიობი და ა.შ. აბსურდია იმის მტკიცება რომ მწერალი იპოვის ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების გზას!!!

ბენჯამენ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი, ნოე ჟორდანია, ზვიად გამსახურდია ...

ილია ჭავჭავაძე!

საინტერესოა, "კვალიფიციურ" ხალხს ხუბუას "სახელმწიფო მართვის" დიპლომის მქონეთა შორის, თუ მაისაშვილის "ლიდერთა სკოლიდან" ელი? მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა გიას მიმართ, სკოლის კონცეფცია არ არის რეალობის ადექვატური.


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jul 31 2009, 05:19 PM
პოსტი #158


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



ეხლა ვუყურე გუშინდელ გადაცემას კავკასიაზე სადაც მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე იყო მიწვეული, სიმართლე გითხრათ და ასე კარგად და აზრიანად დიდი ხანია არ მომისმენია ადამიანის საუბარი, გთხოვთ ყველას უყუროთ ამ გადაცემას (გარდა მისი გარჩევისა, იყო ორი ძალიან მნშვნელოვანი ჩართვა ქალბატონების, რომლებიც არ არიან არცერთი პარტიიის და ა.შ. წარმომადგენლები...), კიდევ ერთხელ გთხოვთ უყუროთ გადაცემას სულ 1 საათით მიმდინარეობს, მაგრამ დამიჯერეთ ღირს ამ ერთი საათის ამ საკითხვისთვის დათმობა...

გადაცემა


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 31 2009, 07:21 PM
პოსტი #159


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მეც, შევუერთდები Giena-ს და უღრმესად გთხოვთ ყველას, ყოველგვარი მინიშნებებისა და ქვეტექსტის გარეშე, მოუსმინოთ მწვანეთა პარტიის ლიდერს გიორგი გაჩეჩილაძეს. გვარის მიუხედავად არანაირ ნათესაურ კავშირში არ არის "გრეჩიხებთან" და არც "გრეჩიხას" ორგანიზებულ აქციებს დასწრებია (ერთხელაც კი). მეტი "რეკლამა" როგორ გავუწიო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვიდეო:

30-07-2009 გადაცემის სტუმარი: გიორგი გაჩეჩილაძე


დარწმუნებული იყავით, გადაცემის ყურების შემდეგ არ დაგრჩებათ დაკარგული 1 საათის შთაბეჭდილება და პირიქით ...!

ყველას, წინასწარ დიდი მადლობა!

თუ არ დაგხვდათ ვიდეო, სარეზერვო ასლი შენახული მაქვს.


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Aug 1 2009, 07:59 AM
პოსტი #160


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



Giena
ციტატა(Giena @ 31st July 2009 - 08:07 PM) *
ნაწილში გეთანხმები, მაგრამ აი "ზღაპრების" არ დაჯერება ნამეტანი არასწორია ჩემი აზრით... ბოლო ბოლო ხალხი ჩაქოლავს თვითონ, დამიჯერე დღეს ხალხი ისეა გაგიჟებული არავის აპატიებს ტყუილს!

მე მაგ გაგიჟებული ხალხის აღარ მჯერა იმის მერე რაც ბურჯანაძე ჯერ ისევ ოპოზიციაში მოიხსენიება და ჩაქოლილი არაა, მართლად და მართლაც რახან მთავრობიდან წამოვიდა კარგი გახდა და დანაშაულებები ეპატიება, იგივე ნოღაიდელი, იგივე ხაინდრავა, ერთ დროს შეგვჭამეს და ეხლა სააკაშვილზე იძახიან დამნაშავეაო, თითქოს თვითონ არ ქაფავდნენ და ცალ წიხლზე არ ეკიდათ ხალხი.
გუშინ ის დაუნი ნოღაიდელი გამოეთრა ტელევიზორში (სხვათაშორის შენს საყვარელ კავკასიაზე) და განაცხადა რომ საქართველოს იწყება სარფიდან და მთავრდება ლაგოდეხით, წიგნი წაიკითხოს ჯობია და მერე მელაპარაკოს საქართველოს გამთლიანებაზე და სხვის დანაშაულზე, არავისი არ მჯერა სანამ ეს წურბელები არიან ცოცხლები და მინიმუმ დაუსჯელები, ხალხის მხრიდან!!! (მთავრობას დასჯა რომ დომოდა ახლა ციხეში იჯდებოდნენ!)
ციტატა(Giena @ 31st July 2009 - 08:07 PM) *
და ბოლოს ერთი ძალიან "მაგარი" ციტატა:
ციტატა
მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. ნიკოლოზის ხიდი 11 ივნისს ააფეთქეს. ხიდის მშენებლობა აფეთქებიდან ერთ კვირაში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს სს „ხიდმშენი“ აწარმოებს.

მაგარი რა არის მაგაში ვერ მივხვდი (IMG:style_emoticons/default/huh.gif)
gearge
ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 08:42 PM) *
ვიდეო რეპორტაჟს უყურე? ხალხს მოუსმინე?

ათჯერ დამიდე ეგ ლინკი და არ ირთვება ჩემთან და როგორ ვუყურო (IMG:style_emoticons/default/huh.gif)

ციტატა(gearge @ 31st July 2009 - 08:42 PM) *
ბენჯამენ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი, ნოე ჟორდანია, ზვიად გამსახურდია ...

ილია ჭავჭავაძე!

ჯერ ერთი გაჩეჩილაძისნაირები მაგ ხალხთან შესადარებელი არაა და მეორე ყველა მაგ ჩამოთვლილმა არაერთი შეცდომა დაუშვა, მარტო მამულისთვის გულანთებულობა არ კმარა სახელმწიფოს შენებისთვის! ნუ აურევ მაგათ ერთმანეთში.
იგივე ზვიად გამსახურდიამ დაუშვა არაერთი შეცდომა, რომელთა შედეგებსაც ვიმკით დღემდე.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 08:22 PM