მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სტიკად გთხოვთ დამეხმაროთ, მარტივი რამე არ გეგონოთ
Givicha
პოსტი Jan 25 2010, 08:24 PM
პოსტი #1


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 11
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: გარდაბანი

წევრი №: 9.264



სალამი სულ ყველას.
მოკლედ ასეთი ამბავი მომივიდა.
ძალიან გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ, ძალიან მჭირდება.


ვინდოუზის გადაწერა ვიცი და ამაში დიდი გამოცდილებაც მაქვს, ხოდა ისეთი რამე მომივიდა რომ ასეთი რამე ცხოვრებაში არ მქონია (IMG:style_emoticons/default/dry.gif)

რასაც მე ეხლა დავწერ, ყველაფერი ზუსტად მასე გავაკეთე, არაფერი არ გამომრჩა. მომაწოდეთ აზრი რა ვქნა.

მოკლედ, ერთ ჩემს ახლობელს გადავუწერე ვინდოუზი,მანამდე ვინც იცით ერდ კომანდერი რომ არის [ოპერაციული სისტემა დისკზე],აი მაგით ვცადე ცე დისკიდან დე დისკზე ინფორმაციის გადატანა რაც 14 გიგაბაიტს შეადგენდა,მაგრამ უშედეგოდ, მიწერდა აქსეს დენიიდედ, ანუ არ მქონდა კოპირების უფლება. ასე იმიტომ ვცადე გადატანა რომ კომპი იყო დავირუსებული და ჩართვისას მხოლოდ ცარიელი ეკრანი გამოდიოდა.

ეხლა რა ხდება, რა თქმა უნდა CTRL+ALT+DELETE – თი ვცადე ჩამერთო EXPLORER.EXE , მაგრამ უშედეგოდ, მიწერს რომ დაზიანებულია.
შემდე ჩავდე ვიდოუზის დისკი და პირველივე რეპაირზე დავიწყე დოსის ბრძანებით თვითონ EXPLORER.exe - წაშლა ცე დისკის ვინდოუზ პაპკიდან და საინსტალაციო დისკიდან EXPLORER.ex_ – ამ ფაილის დაკოპირება ისევ ცე დისკის ვინდოუზ პაპკაში EXPLORER.exe სახელით.
ანუ გავაკეთე ეს ბრძანება: copy explorer.ex_ C:\windows\explorer.exe
შემდეგ, როგორც იქნა ჩავიტვირთე და ისევ როცა ცარიელი ეკრანი გამოვიდა ავკრიფე ეს CTRL+ALT+DELETE და გავუშვი ხელით EXPLORER.exe და გამოვიდა მართლა ვინდოუზის ექსპლორერი და არა ინტერნეტ ექსპლორერი, არ აგერიოთ ეგენი ერთმანეთში.

სწორედ ამის მერე, მე შევძელი ინფორმაციის გადაკოპირება ცე დისკიდან დე დისკზე, ამ შემთხვევაში კომპს არაფერი არ უთქვამს იმის თაობაზე, რომ მე არ მაქვს კოპირების უფლება. ამ დროს არ დავაკვირდი და მერე მახსენდება: კოპირების დროს ყველანაირ ინფორმაციას წარწერები ქონდა მწვანე ფერით, ანუ სახელები ეწერა მწვანად.
როდესა მოვრჩი კომპირებას გადავაყენე ჩვეულებრივი ვინდოუზი SP2.

რა თქმა უნდა მაზერის დისკიდან დავაყენე თავისივე დრაივერები, პროგრამები რაღაცეები,მანამდე კი დე დისკი მთლიანად შევამოწმე ვირუსებზე ავასტით, როგორც ვიცი არაა ცუდი ანტივირი, ხოდა, ნახა ორი რაღაცა, ერთი იყო რაღაცა ფაილი და მეორე სისტემ ვოლუმეში ნახა, რა თქმა უნდა ორივე წავაშლევინე.

ამის მერე,როდესაც მე შევეცადე გადატანილის გახსნას, ეს იყო სურათები უმეტესად, ცოტა ოდენი დოკუმენტები და სიმღერები, ისევ მწვანე ფერით ეწერა სახელები და არფერი არ გაიხსნა, ზომა ყველას შენარჩუნებულია. ამ შემთხვევაში,კომპი არც მაკომპირებინებს რამეს ამ გადატანილებიდან,მხოლოდ მაძლევს უფლებას რომ წავშალო,მეტი არაფერი.
ამ სურათებს,დოკუმენტებს და სიმღერებს ყველაფერს თავისი ზომა აქვს შენარჩუნებული. ანუ,რაც იყო ისევ 14 გიგაბაიტია.
და კიდევ ერთი, ამ გადატანილებში სულ რამოდენიმე სურათი იყო, რომელიც გადაიტანა და გაიხსნა,დანარჩენი კი არაფერი საერთოდ.

მოკლედ, მივმართავ იმას ვინც მართლა რამეში ერკვევა, არ მინდა აქ საღადაო ნაწერები, მართლა მინდა დახმარება.
თუ, დავუშვათ რომ ინფორმაცია დაზიანებულია,რაიმეთი არ შეიძლება რომ აღვადგინო. ერთმა მირჩია აკრონისი, მაგრამ ჯერ არ მიცდია და გამოცდილებს გეკითხებით, არის კი რაიმე შანსი რომ აკრონისის სკანით რაიმე გამოსწროდეს, ან საერთოდ აქვს კი აკრონისს რაიმე მასეთი აღმდგენი ან შემმოწმებელი?

მოკლედ, მიშველეთ
მომწერეთ პირადშიც, ყველგან ვიქნები, ჩემი სკაიპია Givicha2005
მომწერეთ ნებისმიერ დროს
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd August 2025 - 05:52 AM