მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Apr 28 2010, 08:41 PM
პოსტი #241


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



უფლებადამცველებისა და ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილის თანამონაწილეობით გრძელდება აქტიური ბრძოლა უკანონო პატიმრების უფლებების დასაცავად.

ხელისუფლების მიერ არ წყდება პოლიტიური ნიშნით დევნა, უკანონო, დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანა. სწორედ ამ ხელისუფლებას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტიკური და რამოდენიმე ათასი უკანონო პატიმარი.

ხელისუფლებამ უნდა გაანთავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივნისის და სხვა ძალადობის ფაქტები. ასევე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, გახმაურებული მკვლელობები.

აუცილებელია უკანონო პატიმრების საქმეების გადასინჯვა, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.

ამ მოთხოვნებით 30 აპრილს, 15.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება სოლიდარობის აქცია.

"მოვიდა დრო, როდესაც სქართველოში არა სააკაშვილი უნდა აპატიმრებდეს ხალხს, არამედ ხალხი უნდა აპატიმრებდეს სააკაშვილს."

(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/cotne-gamsaxurdia.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/06.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/goginashvili.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/ratishvili.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/talaxadze.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/a41.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/03.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/11.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/07.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/10.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/vaxania_0.jpg)
(IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/beselia.jpg) (IMG:http://conservatives.ge/wp-content/gallery/media/02.jpg)
... არ გახდე შემდეგი, გამოდი ...

ერთად მოვითხოვოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და რეპრესირებული ხალხის განთავისუფლება. მიიღე მონაწილეობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" აქციაში.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 28 2010, 08:52 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი Apr 29 2010, 07:57 AM
პოსტი #242


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



gearge
ისა და რა მაინტერესებს ცოტნე გამსახურდია პოლიტიკური პატიამარია?

ოპოზიციონერებს რა ვერსია გაქვთ ის ბეჯელიძე პოლიციამ დაჭრა და მერე ცოტნეს გადააბრალეს თუ უბრალოდ სხვა ვიღაცამ დაჭრა და მერე ცოტნეს იარაღი ჩაუგდეს და იმ კაცის დაჭრა დააბრალეს უსამართლოდ? ან შეიძლება სააკაშვილმა საერთოდ მოისყიდა ის ბეჭელიძე და მან თვითონ დაიჭრა თავისი თავი და მერე ცოტნეს დააბრალა?

ნუ მოწმეები რომ შუსუსუს აგენტები და მოსყიდულები იყვნენ მაგაში ორი აზრი არ არსებობს... (IMG:style_emoticons/default/ph34r.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Apr 29 2010, 11:00 PM
პოსტი #243


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



gearge
თხოვნა მაქ მე ნურაფერს ნუ მომიწოდებ (ანუ ნუ დაწერ CHABA მოგიწოდებ და მსგავსი) თუ შეიძლება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მე არვიცი ეს ხალხი რისთვის რატო დაიჭირეს მაგრამ, ფაქტი ის რომ ამ ხალხთან ერთად შალვა რამიშვილიც არი მაგ საიტზე გვიმტკიცებს რომ ბევრი დამნაშავე (არაპოლიტპატიმარი) იქნება ამ სიებში
+ ცოტნე გამსახურდია არ გავს ანგელოზს

P.S. ჩემი ნება რომ იყოს, ფორუმზე ნებისმიერ სახის მოწოდებს ავკძალავდი, მითუმეტეს პოლიტიკურს


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია CHABA: Apr 29 2010, 11:07 PM


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 29 2010, 11:43 PM
პოსტი #244


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
ციტატა(fashisti @ 29th April 2010 - 11:57 AM) *
ნუ მოწმეები რომ შუსუსუს აგენტები და მოსყიდულები იყვნენ მაგაში ორი აზრი არ არსებობს...

აბა მაშინ რატომ არ გჯერა, რომ არ არის დამნაშავე? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) როგორც წესი დანაშაულის დასამტკიცებლად ყალბი მოწმეები არ არის საჭირო, ამას მქვია ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

CHABA
ციტატა(CHABA @ 30th April 2010 - 03:00 AM) *
მე არვიცი ეს ხალხი რისთვის რატო დაიჭირეს

შეგიძლია გადაიკითხო სხვადასხვა გაზეთები და არა ერთ ინფორმაციას ნახავ მათ შესახებ.

ციტატა(CHABA @ 30th April 2010 - 03:00 AM) *
რომ ამ ხალხთან ერთად შალვა რამიშვილიც არი მაგ საიტზე გვიმტკიცებს რომ ბევრი დამნაშავე (არაპოლიტპატიმარი) იქნება ამ სიებში

ეგ არაფერს არ ამტკიცებს და გეტყვი რატომ, თუ რამიშვილი იყო დამნაშავე და დააკავეს, ისეთივე დამნაშავე იყო კობა ბექაურიც (რომელიც დღეს მილიონებს ჭრის) და თუ მხოლოდ რამიშვილი დაიჭირეს აქედან გამომდინარე ჩნდება პატარა ეჭვი, რომ იგი ნამდვილად პოლიტიკური პატიმარი იყო.

ციტატა(CHABA @ 30th April 2010 - 03:00 AM) *
ცოტნე გამსახურდია არ გავს ანგელოზს

მართალი ხარ 100% გეთანხმები, რომ არ არის ანგელოზი, ისევე როგორც მე, ან შენ ან ნებისმიერი ადამიანი, ადამიანი დასაჭერი თუ არის უნდა დაიჭირო, მაგრამ არა იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩაუდენია, ეს პირდაპირ მოშორებაა მეტი არაფერი. სხვა რამე თუ დააშავა იმის გულისთვის დაიჭირონ 100% გავამართლებ ყველას მაგრამ აფსურდისთვის დაჭერა უკვე პოლიტიკაა! ეგეც არ იყოს კაცი 40 დღე შიმშილობდა და გჯერა შენ, რომ დამნაშავე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დამნაშავეა ამდენხანს იშიმშილებს? მე არა. შიმშილი როგორც წესი უსამართლობის გასაპროტესტებლად არის მიმართული და არა სამართლისადმი პროტესტით...


ციტატა(CHABA @ 30th April 2010 - 03:00 AM) *
P.S. ჩემი ნება რომ იყოს, ფორუმზე ნებისმიერ სახის მოწოდებს ავკძალავდი, მითუმეტეს პოლიტიკურს

კიდევ კარგი, შენი ნება არ არის (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Apr 29 2010, 11:45 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 1 2010, 11:18 PM
პოსტი #245


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(fashisti @ 29th April 2010 - 11:57 AM) *
ისა და რა მაინტერესებს: ცოტნე გამსახურდია პოლიტიკური პატიამარია?

ოპოზიციონერებს რა ვერსია გაქვთ, ის ბეჯელიძე პოლიციამ დაიჭირა და მერე ცოტნეს გადააბრალეს, თუ უბრალოდ სხვა ვიღაცამ დაჭრა და მერე ცოტნეს იარაღი ჩაუგდეს და იმ კაცის დაჭრა დააბრალეს უსამართლოდ? ან შეიძლება სააკაშვილმა საერთოდ მოისყიდა ის ბაჯელიძე და მან თვითონ დაიჭრა თავისი თავი და მერე ცოტნეს დააბრალა?

ის ერთეულები, ვისაც გული შეგვტკივა ამ ქვეყნის მომავლისთვის, ვინც მოვითხოვთ სამართალს დღესვე, აქედან გამომდინარე ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს და აქტიურად ვეწინააღმდეგებით ბოროტს - დიახ ჩვენ, ოპოზიციონერები - იგივე ფაქტებს ვეყრდნობით, რომლებსაც ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ქეთი ბექაური. იმაში დასარწმუნებლად, რომ ცოტნე პოლიტიკური მიზეზებით ისჯება, თავად დავით ბაჯელიძის ნოტარიულად დამოწმებულ სიტყვებიც იქნებოდა საკმარისი, რომელშიც დაზარალებული კატეგორიულად გამორიცხავს ცოტნე გამსახურდიას მონაწილეობას. მკითხველო, ისიც უნდა გყოფნოდა, რომ ბრალდების ყველა მოწმე ყალბი იყო! ამაში ეჭვიც კი არ გეპარებათ და მიუხედავად ამისა, ყველას ერთად, ყველაფერი ეს ფეხებზე გკიდიათ!

http://tvali.ge/win_kavkasiatv.php?v=150806

ამის შემდეგ, 2010 წლის 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა!

რას შვრები შენ ამის წინააღმდეგ?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 1 2010, 11:36 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Classical
პოსტი May 2 2010, 09:46 AM
პოსტი #246


Computer Addict
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 771
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 5.653



ციტატა
რას შვრები შენ ამის წინააღმდეგ?


არც არაფერს და არც არაფერს გავაკეთებ მომავალში ალბათ მაგისთვის იმიტომ რომ ცალ წიხლზე მკიდია ცოტე გამსახურდიაც და სხვა ყველა დანარჩენი გაბერეილი ვითომ ''პოლიტიკოსი მოღვაწე'' და საერთოდ ვერ ვიტან ამ გაბერილ თემებს პოლიტიკა მანიპულირებს ხალხით ცალკეულად ინდივიდი შემდეგ ცდილობს რომ მანიპულირება მოახდინოს სხვა ინდივიდზე.

თუ რამის გაკეთება გინდა რეალურად ამისთვის ფორუმზე პოსტვა საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არაა, მაგრამ თუ გინდა რომ იოცნებო და კოშკები აშენო კი ბატონო. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 2 2010, 07:47 PM
პოსტი #247


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



მდა საინტერესო ვიდეოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 8 2010, 08:15 AM
პოსტი #248


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, ამ თემაშიც "მოკრძალებით" მოგიწოდებთ ერთმანეთისადმი მეტი პატივისცემისა და კორექტულობისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს დავხურო ეს თემა და პოლიტიკური შინაარსის თემები ავკრძალო (არადა, არ მინდა სიტყვის თავისუფლება შეგიზღუდოთ, მაგრამ მაიძულებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ).


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 8 2010, 10:55 AM
პოსტი #249


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



otosaxel

ციტატა(otosaxel @ 18th April 2010 - 12:45 PM) *
და მტელი ოპზიცია ვერ ხვდება რომ ამ ბუნდოვანი ნეგატიური შეტღზული რაღაცეებით ვერაფერს გახდება, არადა იმენა რაც დიდი ნაკლი აქვს მთავრობას მთელი ოპოზიცია დუმს. მაგრები ხართ, იმის მაგივრად ნაკლის აღმოფრა გინდოდეთ და ნაკლი ეძებოთ ისტორიებს თხზავთ

მართალი ხარ. რადიკალური ოპოზიცია იმაზეა მიმართული რომ როგორმე რამე ცუდი თქვას ხელისუფლებაზე არააქვს მნიშვნელობა ეს სიმართლეა თუ არ მთავარია რაც შეიძლება უფრო ცუდი და რადიკალური რამ თქვან ის კი სულ არ აინტერესებთ რომ რაღაცა გამოასწორონ... მაგალითად შარშან რომ იყო აქციები მაშინ სააკაშვილი მზად იყო პრაქტიკულად ნებისმიერ ოპოზიციის წინადადებაზე წასულიყო იმის სანაცვლოდ რომ მიტინგები და რუსთაველის ბლოკადა შეწყდებოდა მაგრამ ჩვენმა გაჩეჩილაძემ მხოლოდ მიშა გადადექიო და მიშა დაგამთავრებთო იძახა... ხომ შესთავაზა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოადგილედ თუარვცდები დავნიშნავთო ოპოზიციონერსო ვინმე სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს? მათ მართლა რომ სდომოდათ რამის გამოსწორება ვთქვათ ხდება ხო უსამართლობა ქვეყანაში? ხოდა გვეყოლებოდა შსს-ში ოპოზიციონერი რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებდა მაგრამ რადიკალებს მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ ხოლო მინუსების აღმოფხვრა არ ადარდებთ




Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 8th May 2010 - 09:15 AM) *
მოკლედ, ამ თემაშიც "მოკრძალებით" მოგიწოდებთ ერთმანეთისადმი მეტი პატივისცემისა და კორექტულობისკენ.

ხაინდრავა თუ დარეგისტრირდება ეგრევე ბანი დაადე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი May 8 2010, 12:49 PM
პოსტი #250


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



fashisti
ციტატა(fashisti @ 8th May 2010 - 02:55 PM) *
მართალი ხარ. რადიკალური ოპოზიცია იმაზეა მიმართული რომ როგორმე რამე ცუდი თქვას ხელისუფლებაზე არააქვს მნიშვნელობა ეს სიმართლეა თუ არ მთავარია რაც შეიძლება უფრო ცუდი და რადიკალური რამ თქვან ის კი სულ არ აინტერესებთ რომ რაღაცა გამოასწორონ... მაგალითად შარშან რომ იყო აქციები მაშინ სააკაშვილი მზად იყო პრაქტიკულად ნებისმიერ ოპოზიციის წინადადებაზე წასულიყო იმის სანაცვლოდ რომ მიტინგები და რუსთაველის ბლოკადა შეწყდებოდა მაგრამ ჩვენმა გაჩეჩილაძემ მხოლოდ მიშა გადადექიო და მიშა დაგამთავრებთო იძახა... ხომ შესთავაზა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოადგილედ თუარვცდები დავნიშნავთო ოპოზიციონერსო ვინმე სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს? მათ მართლა რომ სდომოდათ რამის გამოსწორება ვთქვათ ხდება ხო უსამართლობა ქვეყანაში? ხოდა გვეყოლებოდა შსს-ში ოპოზიციონერი რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებდა მაგრამ რადიკალებს მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ ხოლო მინუსების აღმოფხვრა არ ადარდებთ

ეგრეა ყველას კუჭI ადარდებს და ქვეყანა ვისაც ადარდებს, ის არ იღწვის ხელისუფლებაში შეკვეტებისკენ, ან თავის საქმეს აკეთებს, ან აპროტესტებს.

სხვა რა უნდა ითქვას და ქვეყნის გულშემატკივარ ხალხს რომ შესთავაზო პოლიტიკა არ უნდა, ეწ. ლიდერები არიან ის ვისაც მაყუთI უნდა (IMG:style_emoticons/default/dry.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 8 2010, 11:19 PM
პოსტი #251


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა
ციტატა
otosaxel
თუ გაინტერესებს და გაწუხებს როგორც მართლმადიდებელს, გამოიძიე და გაარკვიე!

ასე ლაპარაკობს ის, ვისაც სათქმელი არაფერი დარჩა და ლიჟბი (ოღონდ - რედ. მინ.) რამე ცუდი მათქმევინო მთავრობაზე... ვოვ, მაგარია.

otosaxel
შენ მეკითხები მე, როგორ ებრძვის ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამავდროულად იგნორირებ ჩემ მიერ მრავალჯერ მოყვანილ შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებს. მართლმადიდებელს ის მიზეზიც უნდა გყოფნოდა, რომ ქვეყნის თვითაღიარებული პრეზიდენტი ბედავს შევიდეს რელიგიური თაყვანისცემის ადგილზე - ეკლესიაში - საკუთარი ტრიბუნით, სრულად შეიარაღებული ამალით და გვიკითხავს იქიდან ლექციებს იმაზე, რა ცუდია ოპოზიცია და რა კარგი რეფორმები მიმდინარეობს. აფსურდი და მრევლის შეურაცმყოფა არ არის? კიდევ უარესი, უცნობის მისვლასთან დაკავშირებით 26 მაისს ვანო მერაბიშვილის მიერ ტყვედ აყვანილი კათალიკოს პატრიარქი და უგულავას შეიარაღებული მხლებლები იარაღით საკურთხეველში, როდესაც ილია II მის სიტყვებს კითხულობდა... იმსახურებთ!

(IMG:http://a.pix.ge/a/igu29.png) (IMG:http://a.pix.ge/d/8xkfp.png)
(IMG:http://b.pix.ge/u/s8x63.png)

აი თეთრების კონკრეტული და საკმაოდ ვრცელი პრეტენზიების სია, რომლის გარკვეულ პასაჟებს არ ვეთანხმები, მაგრამ რომელშიც მართლმადიდებლობა ათჯერ არის ნახსეები. არ გაწყენდა გაეცნო მას თავიდან ბოლომდე, სანამ განაგრძობ საუბარს!

შენ დაადანაშაულე plastic, რომ "რელიგიას და წმინდას, ვაჟკაცობას და ა.შ." ებრძვის. ამიტომ მაინტერესებს შენი, როგორც "ერთ-ერთი მორწმუნე ფორუმელის" პასუხი...
ციტატა
რაში გამოიხატება შენი ვაჟკაცობა, როგორ იცავ შენს რელიგიას და ქვეყანას


რაზეც შენ მპასუხობ, რომ: "პოლიტიკაში სირობა და რელიგიაზე და ქვეყანაზე გადავლა სხვადასხვა რამეა". რომ:
ციტატა


რაც ერთისმხრივ აფსურდია და მეორესმხრივ გამიზნული მცდელობა პასუხის გაცემისას გამოტვო ვაჟკაცობის (საერო) საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულე პლასტიკი. ამიტომ ჯერკიდევ ველოდები ჩემს წინა კითხვაზე პასუხს, ოღონდ ისე, რომ არ განვაცალკევოთ განუცაკლევებელი - "მამული, ენა, სარწმუნოება" (ი. ჭავჭავაძე).

არ მივიღებ ისეთ პასუხს, როგორსაც აქამდე მცემდი - გაჯერებულს ნაციონალურ არხებზე გაგონილი გამოთქმა-ფერომონებით, (კონსტრუქციული, რადიკალურ ან სუსტი ოპოზიციაზე და ა.შ.) - უკვე დაზეპირებული, კითხვასთან კავშირში არ მყოფი ბრალდებებებით და სლოგანებით, რომლებსაც ყველა ერთხმად იმეორებთ. კითხვას სხვანაირად ჩამოვაყალიბებ:

ვაჟკაცო, როგორ აპირებ უპასუხო უფრო ძლიერ ხალხს, ვიდრე plastic, მაგ წიგნის ავტორი, ან თუგინდ ყველა დამცველი ერთად - ხალხის, ვინც მაგ წიგნის უკან დგას, დამკვეთებს, საქართველოს მმართველ ბანდას?

ციტატა(fashisti @ 8th May 2010 - 02:55 PM) *
შარშან რომ იყო აქციები, მაშინ სააკაშვილი მზად იყო ოპოზიციის პრაქტიკულად ნებისმიერ წინადადებაზე წასულიყო, იმის სანაცვლოდ რომ მიტინგები და რუსთაველის ბლოკადა შეწყვეტილიყო


პრობლემის წყაროს უნდა ებრძოლო და არა სიმფტომებს. ყველაზე მარტივი და შემზარავი მაგალითი: 2008 წლის დასაწყისში რომ დაგეცვათ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის - ლევან გაჩეჩილაძის - ხმები, იმის მაგიერ, რომ გაგექილიკებინეთ ისინი, ვინც ამისკენ მოგიწოდებდით, ქვეყანა არ ამოვარდებოდა დროის დინების ნორმალური კალაპოტიდან და "ტალიავინის კომისიის" მიერ არ დადასტურდებოდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო - "ღია დაპირისპირება დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით - შეტევით ცხინვალსა და მის მეზობელ ტერიტორიებზე, რომელიც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით განხორციელდა". ღირს კი ვახსენო სისხლიანი ხელისუფლების ამბიციებისთვიის დაღუპული ან დაშავებული მოქალაქეები და ჯარისკაცები, საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიები და გეტოებში იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომელთა ბედი აშკარად არ გაწუხებთ!
---


თუ ხაინდრავას და გაჩეჩილაძის ეს სიტყვები შეურაცმყოფლად მიგაჩნიათ, მაშინ ისინი ზუსტად თქვენთვის იყო გამიზნული!

რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ, ამა წლის 28 აპრილს, მშვიდობის დაცვის დარგში საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მანამ ეს ჯილდო "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს სალომე ზურაბიშვილს გადაეცა. გაითვალისწინეთ, სანამ "ოპოებს" ახსენებთ, ან გოგას "ხუინდრავას" უწოდებთ!
---
P.S. Power_VANO, ვღებულობ შენს პრეტენზიებს ჩემი მხრიდან სხვა ფორუმელების მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და ვეთანხმები შენს კომენტარებს მაგ წიგნზე, მაგრამ ვერ მივიღებ იდეას, რომ ზვიად ძიძიგურმა სტრიპტიზ კლუბის სკოლის პირველ სართულზე განთავსების თემა პოლიტიკური სპეკულირებისთვის წამოწია! პრეტენზია მაქვს მათ მიმართ, ვინც ამის ნებართვა გასცა. სკოლას პრეტენზია რომც ჰქონდა, ვერ გამოთქვამდა და ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა მათ მაგიერ გავაპროტესტოთ! კარგი იქნება, თუ არ მოგიწევს ამ თემის დახურვა, მანამ ერთი ფორუმელი მაინც რჩება, რომლისთვის ლაპარაკი ლაპარაკისთვის - "მანქანები, მუსიკა, ფილმები, თქვენი ჰობი, გასართობი" და 1000 სხვა თემა - ფუჭი და მე-1000 ხარისხოვანია მაშინ, როდესაც სამშობლოს არსებული ტემპით მომავალი არ უწერია! ამიტომ არის საჭირო თემა "დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი". მე ვერ შევწყვეტ ჩემთვის მტკივნეულ და ყველა ჩვენგანის მომავლის გადამწყვეტ თემებზე საუბარს, სხვისი წყენის შიშით - ამით ნაწყენებო, არ მაინტერესებთ!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 9 2010, 11:00 AM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 8 2010, 11:42 PM
პოსტი #252


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



აი ახლა ვუყურე რა მოხდა გუშინ კავკასიაში (TV). მესმის რომ ერის რაღაც ნაწილს ინსაიდ აქვს, მაგრამ ესეთ დონეზე? რა მმკ, რა სახალხო მართმადიდებლური (ესე წერენ თვითონ, ლ-ს გარეშე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) მოძრაობა თუ კავშირი...

სერიოზულად, ეგ ორივე ორგანიზაცია, მმკ-ც და ეგ მეორეც, მოსაშთობია ძირფესვიანად. რასაც ეგენი აკეთებენ, რელიგიური ექსტრემიზმი ჰქვია. ექსტრემიზმს კი კარგი არაფერი მოაქვს. ეგეთი ზღვარსგადაცილებული რამე კაცო? ეგეთ დონეზე ინსაიდ ქონა? + ტეხავს ის, რომ ბევრი მაგათ მხარს უჭერს. ან ის ფსევდო-მღვდლები რაღამ .... ?!

ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 03:19 AM) *
ზვიად ძიძიგურმა სტრიპტიზ კლუბის სკოლის პირველ სართულზე განთავსების თემა პოლიტიკური სპეკულირებისთვის წამოწია! პრეტენზია მაქვს მათ მიმართ, ვინც ამის ნებართვა გასცა. სკოლას პრეტენზია რომც ჰქონდა, ვერ გამოთქვამდა და ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა მათ მაგიერ გავაპროტესტოთ!

აი ამ სტრიპტიზ კლუბთან დაკავშირებით. მე კიდევ ვამბობ, რომ არავის საქმე არაა, DIVA-ს თავზე სკოლა იქნება თუ არა.
სწორი დასკვნა რომ გამოვიტანოთ, რომელი სკოლაა ეგ? მე როგორც ვიცი, ეგაა ერთ-ერთი კერძო სკოლა. კერძო სკოლებს სახელმწიფო ფართით არ უზუნველყოფს, შესაბამისად, სკოლამ თვითონ უნდა იქირავოს ფართი. არ მოსწონთ რომ სტრიპ. კლუბია მათ ქვემოთ? უნდა გადავიდნენ სხვაგან. + უფრო იაფი დაუჯდებათ ქირა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფილარმონიის გვერდით ფართის ქირა ცოტა ნამდვილად არაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) როგორც ჩანს, იმ სკოლას ეგ ადგილი "უსწორდება".

+ სტრიპ.კლუბი სკოლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი - იქ ბავშვებს არ უშვებენ, ორი - სტრიპ. კლუბი დღისით არ მუშაობს, შესაბამისად, როცა სკოლაში სწავლა მიდის, სტრიპ. კლუბი არის "ბილბორდის" რეჟიმში, მხოლოდ გარედან შეგიძლია შეხედო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
თუ გაპროტესტება უნდათ, რომ ბავშვები სწავლას ცდებიან, გააპროტესტონ იმავე სტრიპ. კლუბის გვერდით, იმავე შენობაში მდებარე საბილიარდო, სადაც სკოლის მოსწავლეებიც დაიშვებიან თავისუფლად და დღისითაც მუშაობს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ის საბილიარდო უფრო "საშიშია" ვიდრე სტრიპ. კლუბი დივა.



---------------
---------------
gearge
დახურვა არ მინდა ნამდვილად.
დიდი იმედი მაქვს, რომ წინა თემის (წიგნის შესახებ) შედეგებს გაითვალისწინებენ ჩვენი წევრები და ამ თემაში არ წავა იგივე მარაზმი.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი May 9 2010, 08:32 AM
პოსტი #253


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



gearge
ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 03:19 AM) *
შენ მეკითხები მე, როგორ ებრძვის ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამავდროულად იგნორირებ ჩემ მიერ მრავალჯერ მოყვანილ შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებს. მართლმადიდებელს ის მიზეზიც უნდა გყოფნოდა, რომ ქვეყნის თვითაღიარებული პრეზიდენტი ბედავს შევიდეს რელიგიური თაყვანისცემის ადგილზე - ეკლესიაში - საკუთარი ტრიბუნით, სრულად შეიარაღებული ამალით და გვიკითხავს იქიდან ლექციებს იმაზე, რა ცუდია ოპოზიცია და რა კარგი რეფორმები მიმდინარეობს. აფსურდი და მრევლის შეურაცმყოფა არ არის? კიდევ უარესი, უცნობის მისვლასთან დაკავშირებით 26 მაისს ვანო მერაბიშვილის მიერ ტყვედ აყვანილი კათალიკოს პატრიარქი და უგულავას შეიარაღებული მხლებლები იარაღით საკურთხეველში, როდესაც ილია II მის სიტყვებს კითხულობდა... იმსახურებთ!

ლოლ მართლა რარაც ლინკი მეგონა და გამოვშტერტი კომერსანტის მონაჭორი, რომელიც ალბათ 24 არის ნათარგმნი და გადაკეთებული, ეს შემიძლია დავაკვნა იმით რომ თUნდაც CHABA ცისტატები როგორ გადააკეტე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

მერე რა პატრირქის დაპატიმრება, ვაპშე ხომ არ გაუტიე? ეხლა შენ სპეკულირებ?! ეგეთი რამე რომ მომხდარიყო ქვეყანაში რა ამბავი ინებოდა იცი? რაღაც ძიძიგური ნაბოდვარით ნუ მელაპარაკები.

ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 03:19 AM) *
ვაჟკაცო, როგორ აპირებ უპასუხო უფრო ძლიერ ხალხს, ვიდრე plastic, მაგ წიგნის ავტორი, ან თუგინდ ყველა დამცველი ერთად - ხალხის, ვინც მაგ წიგნის უკან დგას, დამკვეთებს, საქართველოს მმართველ ბანდას?

ეგ უკვე ნამეტანია! შენ გინდა თქვა რომ ხელისუფლება იმდენად იდიოტია რომ ქვეყნის რელიგიას ებძვის? აუ რეებს ბოდიალობ ატყობ?
ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 03:19 AM) *
პრობლემის წყაროს უნდა ებრძოლო და არა სიმფტომებს.

პრობლემა არის დემოკრატიობანას თამაში (IMG:style_emoticons/default/wink.gif) და ის რომ დომოკრატიობანააა, აბა იყოს 100% ავტორიტალური რეჟIმი (IMG:style_emoticons/default/wink.gif)



და კიდევ ვერ გავიგე რატომ სპეკულირებ რელიგიით ფაქტია რელიგიას შეურაცყოფას აუენებს ის იდიოტი წიგნის ავტორი და ხელისუფლების ერთადართ დანაშაული ისაა რომ მაგ ნაძირალას არ იჭერს.


და კიდევ რა შუაშია ტელევიის დაკეთვა ვაჟკაცობასთან? მე თუ მკითხავ იმ იმედს კიდევ რუსთავი 2-იც რომ მიეყოლებინათ და ერთი ორი არხიც უკეთესი იქნებოდა (IMG:style_emoticons/default/dry.gif)


ლოლ იმის მაგივრად რომ იმაშI დაადანაშაულოთ რომ აგვიტოშI რუებს დააკლეს პატარა შესვენებები იყო და ჯარი არ იყო ორგანიზებული, იძახი რომ ომი თითქოს ჩვენ დავიწყეთ და პირდაპირ ასხამ დამპყრობლის წიქსვილზე წყალს.

რა უნდა გელაპარაკო ლიჟბი ხელისუფლება გააფუჭო ყველაფერზე მიდიხარ დაჟე იმ ნაძირალის ნათქვამს ხელისუფლებას აბრალებ და რელურად რაშიც ცდება ხელუუფლება ის გკიდია, რა თქმა უნდა გამოგონი ბრალდებები უფრო "მაგარია"

ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 03:19 AM) *
რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ, ამა წლის 28 აპრილს, მშვიდობის დაცვის დარგში საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მანამ ეს ჯილდო "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს სალომე ზურაბიშვილს გადაეცა. გაითვალისწინეთ, სანამ "ოპოებს" ახსენებთ, ან გოგას "ხუინდრავას" უწოდებთ!

კაი ერთი აფხაზეთის ომში ვინ იყო მხედრიონელი, ააა? ვიიიინ? ვინ დახოცა უამრავი მეგრელი ქონების გულისთვის ვიიინ? (IMG:style_emoticons/default/mad.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 9 2010, 02:29 PM
პოსტი #254


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



gearge
ციტატა(gearge @ 9th May 2010 - 12:19 AM) *
შენ მეკითხები მე, როგორ ებრძვის ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამავდროულად იგნორირებ ჩემ მიერ მრავალჯერ მოყვანილ შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებს. მართლმადიდებელს ის მიზეზიც უნდა გყოფნოდა, რომ ქვეყნის თვითაღიარებული პრეზიდენტი ბედავს შევიდეს რელიგიური თაყვანისცემის ადგილზე - ეკლესიაში - საკუთარი ტრიბუნით, სრულად შეიარაღებული ამალით და გვიკითხავს იქიდან ლექციებს იმაზე, რა ცუდია ოპოზიცია და რა კარგი რეფორმები მიმდინარეობს. აფსურდი და მრევლის შეურაცმყოფა არ არის? კიდევ უარესი, უცნობის მისვლასთან დაკავშირებით 26 მაისს ვანო მერაბიშვილის მიერ ტყვედ აყვანილი კათალიკოს პატრიარქი და უგულავას შეიარაღებული მხლებლები იარაღით საკურთხეველში, როდესაც ილია II მის სიტყვებს კითხულობდა... იმსახურებთ!

უკაცრავად მაგრამ აბსოლიტური აბსურდი გიწერია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შენ ალბათ შარშანდელზე ამბობ როდესაც სინანულის კვირაში პატრიარქმა მოუწოდა პოლიტიკოსებს მოინანიეთ და შერიგდითო ამის მერე კი ოპოზიციამ ულტიმატუმები წაუყენა ხელისუფლებას ეს შეასრულეთ თორე არ შევრიგდებითო და აღარ მახსოვს რომელი დღესასწაული იყო მაშინ ოპოზიციამ არც იკადრა სამებაში ასვლა მიშა კი იქ იყო მაშინ პატრიარქის ქადაგების მერე მიშაც გამოვიდა და შერიგებაზე ილაპარაკა რაღაცეები ეხლა ძებნა მეზარება თორე შემიძლია ვიდეო დაგიდო მაშინ ოპოზიცია მოიქცა არაკაცურად ულტიმატუმები რომ წააყენეს მიშა კი გამოვიდა და შერიგებისკენ მოუწოდა მე ხელისუფლების დამცველი არ ვარ მაგრამ როდესაც ყველაფერი პირიქითაა თქვენ კი რადიკალურად საწინააღმდეგო რაღაცას ამტკიცებთ ეს უბრალოდ არ არის ლამაზი არვიცი ბრმა და დებილი ვინაა მაგრამ მე კარგად მახსოვს ეგ ყველაფერი

და პლენში აყვანას რაც შეეხება ნუ მაგას ეხლა მე ვერ დავამტკიცებ ვერაფრით თუმცა ვისაც სჯერა რომ თურმე პატრიარქს უნდა მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის გადადექითო თქვე ტირანებოო და ჩეფჩიკ მაგარი ხარო, ამის აღსაკვეთად კი უგულავამ შეაშინა თურმე პატრიარქი აი ამ ყველაფრის ვისაც გჯერათ მე რაც არ უნდა ვთქვა აზრი არ ექნება კამათს


ოპოზიციაში მემგონი ერთადერთი ალასანიაა რომელიც განსაკუთრებული სიდებილით და ფარისევლობით არ გამოირჩევა და რომელსაც სავარაუდოდ მე ხმას მივცემ (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 9 2010, 10:54 PM
პოსტი #255


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



2009 წლის 30 ივლისიდან გაფრთხილებდით Giena და თქვენი მონა მორჩილი, ნაციონალური ხელისუფლების მიერ მამისონის უღელტეხილზე შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. შეგახსენებთ:

ციტატა(Giena @ 30th July 2009 - 09:21 PM) *
რაც შეეხება მამისონის უღეტეხილს, ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგალითად, რომ წავიდნენ მთავრობის წარმომადგენელები (მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ატეხა პანიკა!) და განაცხადეს, რომ ხიდი იყო დაზიანებული (როდესაც ის განადგურებულია) და ასევე ის, რომარაფერი არ დაგვიკარგავს და ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია, თუმცა!!! პირველ რიგში ხიდის არ არსებობა ხელს უშლის მეორე მხარეს ჩვენი 17 კილომეტრიანი პერიმეტრის კონტროლირებას!!! ვერცერტმა ტელეარხმა ვერ აჩვენა მამისონის უღელტეხილთან მდებარე ჰიდროელეკტრო სადგური, რომელიც ჩვენს მხარეს არის, მაგრამ იქამდე ვერ მიდის ვერავინ... აქედან გამომდინარე ეჭვი მიჩნდება, რომ არაფერსაც არ ვაკონტროლებთ...

ციტატა(gearge @ 30th July 2009 - 10:53 PM) *
მამისონის უღელტეხილის თხემზე იდგა მეტეო სადგური, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლობდნენ. გაურკვეველი მიზეზებით ზამთარში მესაზღვრეებმა დატოვეს მეტეო სადგური და დაბლა ჩამოინაცვლეს. დღეს მის ზევით რუსული დროშა ფრიალებს! მესაზღვრეებმა 18 კილომეტრით უკან, საუკუნოვანი ხიდის აქეთ გადმოინაცვლეს. ივნისში ქუთაისიდან ჩასულმა სამხედროებმა ააფეთქეს "ნიკოლოზის ხიდი", რომლის ნამსხვრევები 200 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული, ხოლო ახლო-მახლო სოფლებში ფანჯრებია ჩაიმსხვრა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ხიდი ჩაინგრაო ... მორიგი დანაშაულებრივი ტყუილი!

მამისონის უღელტეხილზე რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან და დაახლოებით 20 კილომეტრიანი ტერიტორია სრულიად უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული. ამასთან, სრული დეზინფორმაცია და საზოგადეობის შეცდომაში შეყვანაა, რომ მდინარე ჭანჭახზე აფეთქებული ხიდის იქით პაატა დავითაია იმყოფებოდა და ტერიტორიას ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ!

რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებსაც მესაქონლეობა დაეჩენიათ თავის სარჩენად, წაერთვათ საძოვრები, რაც რეგიონის დაცარიელების გეგმის ნაწილია!

რუსებს, ტყვიის გასროლის გარეშე დაეთმო პატარა საქართველოს მოზრდილი ნაწილი! ზუსტად ისევე როგორც ახალგორი (ნაციონალური ხელისუფლების მიერ ოსეთისთვის მიკუთვნებით) და პანკისის ხეობა, ზემო აფხაზეთად მონათლული, იგივე ნაციონალების მიერ!

აფეთქების მიზესს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ ასახელებს!

არ შემიძლია ამ ყველაფერს სხვა, თუ არა, მოღალატე ხელისუფლების მიერ საქართველოს გამიზნული გაყიდვა ვუწოდო, შეთქმულება სამშობლოს წინააღმდეგ!

გუშინ გახდა ცნობილლი ის, რისიც გვეშინოდა:

ციტატა
Погранпост РФ выставлен на границе с ЮО на Мамисонском перевале

ВЛАДИКАВКАЗ, 8 мая - РИА Новости. Российский пограничный пост выставлен на участке государственной границы между РФ и Южной Осетией - на Мамисонском перевале, сообщил РИА Новости руководитель пресс-службы Погрануправления ФСБ России в Северной Осетии Александр Солод.

"Пост выставлен в целях усиления охраны государственной границы Российской Федерации на юге России", - пояснил Солод.

По его словам, 30 апреля с целью определения условий для размещения поста была проведена рекогносцировка данного участка. "А 6 мая, после восьмичасового восхождения на перевале Мамисонский, на высоте 3 трех тысяч метров был выставлен пограничный пост, который расположился на бывшей, так называемой метеостанции", - рассказал Солод.

Он напомнил, что 30 апреля 2009 года между Россией и Южной Осетией было подписано соглашение о сотрудничестве по охране государственной границы сроком на пять лет. Этот документ, регламентирующий совместную охрану и патрулирование границы, был разработан в рамках договора "О дружбе, сотрудничестве и взаимопомощи" между двумя государствами.

"С этого момента сотрудники Погрануправления ФСБ РФ по Северной Осетии приняли участок российско-югоосетинской границы на Мамисонском управлении под свою охрану", - сказал Солод.

По его словам, российские пограничники уже второй год несут службу непосредственно на Мамисонском перевале, что повышает надежность охраны государственной границы на данном направлении.

წყარო: newsgeorgia.ru


კიდევ ერთხელ გეკითხებით:

სამშობლოს პატრიოტებო, როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ სააკაშვილის რეჟიმს იმაში, რომ კიდევ მეტი საქართველოს ტერიტორია არ დაიკარგოს?


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Classical
პოსტი May 10 2010, 08:25 AM
პოსტი #256


Computer Addict
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 771
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 5.653



ციტატა
სამშობლოს პატრიოტებო, როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ სააკაშვილის რეჟიმს იმაში, რომ კიდევ მეტი საქართველოს ტერიტორია არ დაიკარგოს?


იქნებ ჯერ შენ გვითხა ასეთი პათოსით რომ შემართულხარ რითი აპირებ შეეწინააღმდეგო ?



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Classical: May 10 2010, 08:25 AM
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 10 2010, 08:38 PM
პოსტი #257


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



რადგან ახალ ამბებს დებთ მეც დავდებ ხოლმე რაღაცეებს :უსერ:


ციტატა
ბათუმში თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა "ალიანსის" სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს

თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა ბათუმის #4 და # 5 საარჩევნო ოლქებში ნოდარ კილაძემ და თეიმურაზ ციმნარიძემ საკუთარი კანდიდატურა "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატების სულხან ღლონტისა და თემურ ყურაშვილის სასარგებლოდ მოხსნეს.

"ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატები თავიანთი კოლეგების ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულით აშკარად დასტურდება, რომ გია თორთლაძის ოპოზიციაში ყოფნა ფარსია.

"როგორც კი კილაძემ და ციმნარიძემ გააცნობიერეს, რომ თორთლაძის პარტიის ძირითადი სტრატეგია იყო არა გამარჯვება, არამედ ოლქებში "ალიანსი საქართველოსათვის" ხმების წართმევა სახელისფლებო კანდიდატების სასარგებლოდ მათ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსი საქართველოსათვის კანდიდატმა ბათუმის #4 საარჩევნო ოლქში სულხან ღლონტმა.

ღლონტის თქმით, კილაძისა და ციმნარიძის გადაწყვეტილება და ის არგუმენტები რის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნათლად ადასტურებს, რომ "თორთლაძე არ არის ოპოზიცია და ეს ხალხმა უნდა იცოდეს".


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია fashisti: May 10 2010, 08:38 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 11 2010, 03:20 PM
პოსტი #258


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(fashisti @ 11th May 2010 - 12:38 AM) *
ციტატა

ბათუმში თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა "ალიანსის" სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს

თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა ბათუმის #4 და # 5 საარჩევნო ოლქებში ნოდარ კილაძემ და თეიმურაზ ციმნარიძემ საკუთარი კანდიდატურა "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატების სულხან ღლონტისა და თემურ ყურაშვილის სასარგებლოდ მოხსნეს.

"ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატები თავიანთი კოლეგების ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულით აშკარად დასტურდება, რომ გია თორთლაძის ოპოზიციაში ყოფნა ფარსია.

"როგორც კი კილაძემ და ციმნარიძემ გააცნობიერეს, რომ თორთლაძის პარტიის ძირითადი სტრატეგია იყო არა გამარჯვება, არამედ ოლქებში "ალიანსი საქართველოსათვის" ხმების წართმევა სახელისფლებო კანდიდატების სასარგებლოდ მათ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსი საქართველოსათვის კანდიდატმა ბათუმის #4 საარჩევნო ოლქში სულხან ღლონტმა.

ღლონტის თქმით, კილაძისა და ციმნარიძის გადაწყვეტილება და ის არგუმენტები რის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნათლად ადასტურებს, რომ "თორთლაძე არ არის ოპოზიცია და ეს ხალხმა უნდა იცოდეს".

გემი რომ იძირება, [ჰალსტუხიანი] ვირთხები გარბიან...

ნებისმიერ შემთხვევაში, სასიხარულოა ყველა ნაბიჯი, გადადგმული ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ - განსაკუთრებით ისეთი მედროვისგან, როგორც გია "პადოშა" თორთლაძეა!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 11 2010, 03:25 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 11 2010, 05:41 PM
პოსტი #259


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



ხო რავი აბა... ასეა თუ ისეა ალასანიამ დანარჩენ გიჟებს რომ გადაუსწროს ძალიან სასიამუვნო იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ უგულავა კი მაინც გახდება მერი (გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ) მაგრამ მეორე ადგილზე გასულსაც მნიშვნელობა აქვს და სასურველია რომ ვინმე გიჟი არ იყოს მეორე ადგილას...

პ.ს. თან საკრებულოს თავმჯდომარეებიც ხომ ეყოლებათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Classical
პოსტი May 11 2010, 05:44 PM
პოსტი #260


Computer Addict
*****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 771
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 5.653



gearge

კითხვებზე პასუხების გაცემა არ გიყვარს როგორც ვხედავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:31 AM