![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 21 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 309 ![]() |
ხალხო მიშველეთ ტორემ გავაფრინე!
ვიყიდე fujitsu amilo pro v2060(lep-top-I) თავიდან ვინტი განულებული იკო და არაფერი არ იკო ინსტალირებული. მოკვა Linux Fedora და იმის მუღამით,რომ ლიცენზირებული იკო დავაკენე. ჩვეულებრივათ უპრობლემოდ დადგა,მერე დავითრიე Vistas-ს ბოლო ბეტა ვერსია და დავაკენე. ისიც უპრობლემოდ დადგა. მოგეხსენებათ,რომ Vista ოპერატიულის მჭამელია,ხოლო Linux-ზე რაღაც პროგები ვერ ვიშოვე, იძულელებული გავხდი ისევ მამაპაპურ XP-ზე დავბრუნებულიყავი,მაგრამ მანდ დამერხა. Lep-Tpps Floppy არ აქვს და ოპ. სისტემის ინსტალაციის დროს მტხოვს SATA-დრაივერს,უფრო სცორედ ვინტს ვერ ხედავს და მემგონი იმიტომ,რომ SATA-დრაივერია საჭირო. CD-კი ჩავცერე დრაივერი,მაგრამ გაიგიჟა თავი გინდა თუ არა და CD-დან არ მინდაო. აბა რა დედიმისის უნდა ხალხო გამაგებინეთ! (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) ხო სულ დამავიწყდა! კველაზე გასაგიჯებელი და გადასარევი ის არის,რომ Win98-მა დაინახა ვინტი. ხალხო DOS-მა დაინახა და ამ XP-რა ჭირი ეტაკა. ტან რამოდენიმე ვერსიის და სერრვის პაკის მოვსინჯე,მაგრამ შენც არ მომიკვდე. ხალხო თქვენი იმედი მაკვს! |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მეც მსგავსი პრობლემა მქონდა ჩემ ცინცხალ LepTop-თან, ოღონდ ჩემთან ნულირებული არ იყო, FreeDOS-ი უპრობლემოდ მუშაობდა. როგორც ვხედავ იქიდან გამომდინარე რომ ვინტს შენთვითონ აყენებ შენი ლეპტოპის საგარანტიო უკვე გასულია ან უკვე ნახმარი იყიდე. ანუ მაღაზიისგან უანგარო მხარდაჭერა გამორიცხულია (ჩემ შემთხვევაში მივიტანე კომპ ფირმაში, ჩემ თვალწინ მიუერთეს გარეთა floppy დრაივი (USB კაბელით უერთდება კომპს), შეაგდეს ფლოპი დრაივერებით და ..) მოკლედ ერთი გამოსავალია ჩაიტანო ნებისმიერ კომპიუტერულ ფირმაში, მათ აქვთ ეს დაწყევლილი გარეთა ფლოპი და ყველაფერს დაგიყენებენ. ოღონდ მცირე გადასახადის სანაცვლოდ!-)
აი რა მაინტერესებს: შენ თქვი რომ ციტატა ..CD-კი ჩავცერე დრაივერი,მაგრამ გაიგიჟა თავი გინდა თუ არა და CD-დან არ მინდაო. აბა რა დედიმისის უნდა ხალხო გამაგებინეთ!.. ხოდა დრაივერები როგორ მიაწოდე? ხომ იცი ეგ (მყარი დისკის) დრაივერები Windows-მა უშუალოდ ინსტალაციისას უნდა მიიღოს (მაშინვე Win-ის CD-ს რომ შეაგდებ, სანამ ფაილების კოპირება დაიწყება, ქვევით გეწერება რომ თუ გინდა სხვა მწარმოებლის ***** დრაივერები დააყენო დააჭირე F*(რაღაცას)-ო. მაშინ უნდა დააჭირო შესაბამის ღილაკს და მიაწოდო დრაივერი).
-------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 21 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 309 ![]() |
ციტატა აი რა მაინტერესებს: შენ თქვი რომ ციტატა ..CD-კი ჩავცერე დრაივერი,მაგრამ გაიგიჟა თავი გინდა თუ არა და CD-დან არ მინდაო. აბა რა დედიმისის უნდა ხალხო გამაგებინეთ!.. ხოდა დრაივერები როგორ მიაწოდე? მადლობა ღმერთს ეს პრობლემა ადვილად მოვაგვარე! არ ვიცი ჩენთან იმუშავა თუ მასე უნდა იკოს, მაგრამ თურმე ბიოსში ICH Delayeb Transaction უნდა გაუთიშო ანუ Disabled-ზე უნდა დააკენო და არის აღსრულდა ოცნება! ვაშაააააა! მუშაობს ჩვეულებრივად და უპრობლემოდ. ხო მართლა ცნობისათვის თუ ისევ Enabled-ზე დააყენებთ, დაყენებული ვინდოუსი აღარ ჩაიტვირთება. მაშშშშ! ციტატა ხომ იცი ეგ (მყარი დისკის) დრაივერები Windows-მა უშუალოდ ინსტალაციისას უნდა მიიღოს (მაშინვე Win-ის CD-ს რომ შეაგდებ, სანამ ფაილების კოპირება დაიწყება, ქვევით გეწერება რომ თუ გინდა სხვა მწარმოებლის ***** დრაივერები დააყენო დააჭირე F*(რაღაცას)-ო. მაშინ უნდა დააჭირო შესაბამის ღილაკს და მიაწოდო დრაივერი). ხოდა Windows-ი ინსტალაციის დროს თვიდან საინსტალაციო პაკეტი ხომ საჭირო დირექტორიებს წერს ვინტზე, შემდეგ დრაივერებს აყენებ და ზუსტად მაშინ თუ მის არქივში ვერ აღმოაჩინა რაღაც დრაივერი, რომელიც ინსტალაციის დროს ჭირდება მაგალითად SATA-ს დარაივერი, შესაბამისად ვინტს ვერ დაინახავს და მოგთხოვს საჭირო დრაივერს, რომელსაც დეფაულტად floppy-იდან ითხოვს(მისი მიცოდება სხვა ხერხებიტაც შეიზლება,მაგალითად ფლეშკით, მაგრამ კოველთვის არმუშაობს) ამიტომ რადგან ჩემს კომპს ეს წინა საუკუნის გადმონაშტი სასიკვდილე და ამოუძირკვავი floppy არ გააჩნდა, Windows-ს საინსტალაციო დისკში საჭირო დრაივერების ინტეგრირება გავაკეთე. მართალია ამით საინსტალაციო პაკეტი თურმე გავაფუჭე, მაგრამ ინსტალაციის დროს SATA-ს დრაივერი აღარ მომთხოვა და ბოლოს რაღაც ერორი გამოაგდო. -ნუ იდეა გასაგებია და მომავალში ალბად იტერესის გულისთვის კიდევ ვცდი. საბოლოო ჯამში რაგაც სხვადასხვა ხრიკებით,ტვინის რახარუხით,მიკითხვა-მოკითხვითა და ასშ. ეს პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრა კოველი Windows-ის გადაკენების დროს ამდენს ხომ არ ვიჩალიჩებდი ბლინ! მოკლედ ბიოსში ძრომიალის შემდეგ სინათლესა და შვებას მივაგენი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ისე შენც სინჯე იქნებ შენთანაც გამოვიდეს! P.S ერთადერთი კაცი ხარ, რომელმაც ყურადგება დამითმე და გამომეხმაურე, რისთვისაც მადლობას გიხდი! |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ციტატა(gearge @ Dec 18 2006, 08:35 PM) [snapback]6004[/snapback] .. როგორც ვხედავ იქიდან გამომდინარე რომ ვინტს შენთვითონ აყენებ შენი ლეპტოპის საგარანტიო უკვე გასულია ან უკვე ნახმარი იყიდე.. მხოლოდ ეხლა გავიაზრე რომ რატომღაც (პრაქტიკულად აუხსნელი მიზეზის გამო) 'fujitsu amilo pro v2060(lep-top-I)' აღვიქვი როგორც ნოუთბუქისთვის განკუთვნილი მყარი დისკი. .. გამაოგნებელია პირდაპირ; უბრალოდ პასუხი ტექსტის გადახედვისთანავე ენაზე (უფრო სწორედ კი თითის წვერებზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მადგა, ამიტომ არ ჩაუკვირდი!.. piplikosa, გასაკვირი კი იყო რომ ვინჩესტერს ცვლიდი (როგორც ვხედავ მომეჩვენა (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ), ლეპტოპისთვის ამის გაკეთება არც ისე მარტივია როგორც ჩვეულებრივ Desktop PC-ზე, დიდ სიბრთხილეს და წინასწარ მინიმალურ თეორიულ მომზადებას მაინც საჭიროებს. რათქმაუნდა არც ექსპერიმენტები გვეკრძალება მაგრამ მსგავსი კლასის კომპიუტერი მაინც ძვირ სიამოვნებად ითვლება (განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში) და ეჭვი მეპარება უმრავლესობამ გაბედოს მისი, თუგინდ გაფუჭებულის, დაშლა და მითუმეტეს რაიმე კომპონენტის გამოცვლა (მაგრამ ეს ყველას არ ეხება, რადქმაუნდა). მოკლედ მეყოფა თავის გამართლება.. (IMG:style_emoticons/default/huh.gif) P.S. მადლობა დამატებითი ინფოსთვის! ყოველთვის მაინტერესებდა ვითომც და რატომ არ შეიძლებოდა დრაივერების ფლეშ დრაივიდან მიწოდება (მაგრამ არც კვალიფიციურ ხალხთან შეკითხვის დასმა და არც ექსპერიმენტის ჩატარება მომსვლია თავში. ალბათ იმიტომ რომ არ დამჭირვებია). რაც შეეხება 'ICH Delayed Transaction'-ს, მას ჯერჯერობით არ შევხვედრივარ ლეპტოპის ბიოსში (გარკვეული დრო გავატარე ბიოსის ოფტიმალურ კონფიგურირებაში და წესით უნდა შემემჩნია ეს პარამეტრი, მაგრამ აუცილებლად გადავამოწმებ). ისე, თვითონ ამ პარამეტრის რეალურმა ფუნქციამ დამაინტერესა, მივაბარე Google ძიებას მაგრამ რეალური პასუხი ვერ მივიღე (ახსნა/განხილვათა უმრავლესობა ჩემთვის გაუგებარ გერმანულ ენაზე იყო, მწირმა ინგლისურენოვანმა თარგმანმა კი სრული პასუხი ვერ გამცა). ვიპოვე pdf ფაილი Intel-ისგან, რომელშიც წესით BIOS-ის პარამეტრების ახსნა უნდა იყოს, მაგრამ ფორუმზე თქვეს რომ ეს ინფორმაციაც მცირე იყო და მოცემული თემა არც იყო ნახსენები (იქნებ როგორმე "ჩამოვიხსნა ზარები" და წავიკითხო ეს ფაილი (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) ). რათქმაუნდა როგორც კლასიკურმა ზარმაცმა ფორუმის შესაბამის გავყოფილებაში გავხსენი თემა (რა საჭიროა ძებნა და წვალება, როცა შეგიძლია იჯდე და ელოდო გამზადებულ პასუხს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). ეს არასერიოზულად რათქმაუნდა! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() In vitro member ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 545 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 11 ![]() |
piplikosa
კარგია რომ გადაჭერი პრიბლემა მაგრამ სათანადო ადგილას რომ დაგეპოსტა უფრო კარგი იქნებოდა! მეორედ მანდ ნუ დაპოსტავ. თემა გადატანილია და დახურულია! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 02:21 PM |