მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

domen
პოსტი Dec 19 2007, 02:40 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, გაუშვა გუგულიმ ვიკიპედიას კონკურენტი და Knol (სიტყვიდან Knowledge) დაარქვა.

აქცენტი კეთდება [Google-ის აზრით] ვიკიპედიას მთავარ მინუსებზე - თავისუფალი სტილით რედაქტირებისას(რითაც გაითქვა სახელი ვიკიპედიამ) ავტორის ვინაობა იკარგება და, შესაბამისად, ავტორს არანაირი მოგება არ რჩება თავისი ნაშრომისგან.

// საინტერესოა, რომ Google-ს ვიკიპედია უდიდესი პლიუსი - მილიონობით სტატია და მკითხველი რატომღაც გამორჩა; ვნახოთ, რას მოიტანს ეს უყურადღებობა ..

ამ "ვაანდალიზმის" საპირისპიროდ, Google გვპირდება, რომ შექმნის სისტემას, ორიენტირებულს არა მხოლოდ მკითხველზე, არამედ ავტორზეც. ავტორს ექნება კომფორტული გარემო სამუშაოდ და დაიტოვებს ყველანაირ უფლებას(მოვალეობასაც) თავის ნაშრომზე. მეტიც, თუ ის უფლებას მისცემს Google-ს, რომ ამ უკანასკნელმა სტატიის გვერდით თავისი კარგად ცნობილი ვებ-რეკლამაც განათავსოს, მაშინ ავტორი ამ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლიდან წილსაც მიიღებს.

ასევე იმუშავებს კომენტარების, სტატიის შეფასების, რედაქტირების (ეს ვეღარ გავიგე - რა შუაშია რედაქტირება?), სტატიისთვის ინფორმაციის დამატების და "სხვათა და სხვათა" სისტემები. იმედია, ეს ყველაფერი გუგლისთვის დამახისათებელი სტილით იქნება შესრულებული.

ამწუთას Knol დახურულია და მასთან წვდომა მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი (ასეთი ჯერ არ მაქვს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ), მაგრამ Google გვპირდება, რომ პროექტი მალე გაიხსნება.

ბმული ოფიციალურ ანონსზე - აქვე შეგიძლიათ იხილოთ Knol-ის მუშა ვებ-გვერდის სურათი.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 5)
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Dec 20 2007, 11:18 AM
პოსტი #2





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




domen
გუგლი ალბათ კარგად გააკეთებს თუმცა წიკიპედიას ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს.
ციტატა
რედაქტირების (ეს ვეღარ გავიგე - რა შუაშია რედაქტირება?)

მართლაც საინტერესოა რედაქტირება თუ შეიძლება საავტორო უფლებები და უზუსტობების გაქრობა რაღა შუაშია? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Dec 25 2007, 03:12 PM
პოსტი #3


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



დომენ, ეს ნიუსებში გაუშვი, კაია სიახლეა ნამდვილად + საინტერესოც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.S. სხვების საყურადღებოდ:
ჩემი პოსტის მხარდამჭერი პოსტების დაწერა არაა საჭირო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Dec 25 2007, 06:25 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
M.W.S.
პოსტი Jan 8 2008, 06:31 PM
პოსტი #4


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 381
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: მთვარე
წევრი №: 20



შევხედოთ და ვნახოთ... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ისე, ახლა უფრო "ღრმად ჩავწვდი" ვიკიპედიას, უფრო ინტენსიურად ვიყენებ და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მომწონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს გუგული ბიძია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
IPB-ს სურათი
Go to the top of the page
 
+Quote Post
george
პოსტი Jan 22 2008, 05:44 PM
პოსტი #5


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 146
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 63



www.knolstuff.com - ეს არის ხო მაგათი საიტი?
მე დავრეგისტრირდი.


--------------------
In the corner of some foreign field
The gunner sleeps tonight
What's done is done
We cannot just write off his final scene
Take heed of the dream...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 22 2008, 08:08 PM
პოსტი #6


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



george
გარკვევით წერია პირველ გვერდზე - ოფიციალური საიტი არ არის, უბრალოდ განიხილავენ Knol-ს.

ეხლა მეძინება, ხვალ ჩავუჯდები და ვნახავ.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 09:46 PM