მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Win Roll Back vs ლოკალური ქსელი, პირდაპირ დასახური თემა
Sh@ko
პოსტი Jan 12 2007, 10:19 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



პროგრამული პრობლემები სადაცაა, იქ ვარ მეც (მე კი არა თემა იძახის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

გამარჯობათ ბიტებო და გოგოებო (ეს SMS-ს სტილში, აბა, გაციფრულებას კი არ გიპირებთ)! მინდა მოგითხროთ ერთი პრომლემის გადაჭრის გზა არა, მაგრამ თავიდან აცილების ხერხი. პრობლემა ეხება Win Roll Back-ისა და ლოკალური ქსელის უთანხმოებას. მე შევეცდები მარტივი ენით ავხსნა მდგომარეობა, შევქმნა მითი - კვეცხი, შემდეგ გავტეხო, დავასხა შიგთავსი ტაფაზე და მოგიხრაკოთ ერბო-რეალობა. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

უხსოვარ დროში არსებობდა და არსებობს(ც) პროგრამა, სახელად Win Roll Back (ჩინური გვარ-სახელის მსგავსია), რომელიც შექმნა Datapol-მა, ანუ ქართულად ”მონაცემთა პოლიციელმა”. პროგრამა უნივერსალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეეძლო დაცვის 100%-იანი უზრუნველყოფა: ვერავინ შეძლებდა ვერც საძაგელი, ვერც სასურველი პროგრამის ინსტალირებას დაცვის გათიშვის გარეშე, რაც პატრონის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

მეც დავიყენე მოსამსახურედ ეს პროგრამა და არ მქონია რაიმე პრეტენზია. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ სხვა კომპიდან ჩემი კომპი ქსელში არ ჩანდა, არადა მე თავისუფლად შევდიოდი სხვაგან. ვიფიქრე, ვინდოუსს ჰქონდა მიქარული, სანამ Win Roll Back-ს დავაყენებდიო...

სახლშიც მეყენა სხვა კომპზე და ჰამაჩის იუზერმა - ვერ შემოვდივარ შენთანო, მე შევდიოდი. ვიფიქრე 99-იანი ვინდის ბრალია (სამსახურშიც და სახლშიც იგივე ვერსიის მიყენია). 1% ჰამაჩის კონფიგურაციის ვერგაგებას დავაბრალე.

სამსახურში ერთ კოპზე ვინდის დაყენებამ მომიწია და სხვა ვერსიის ვინდი დავაყენე, რომელზეც ქსელი გამართულად მუშაობდა ”ტუდა-აბრატნა”. დაყენებიდან მრავალი ათასი წუთის შემდეგ კომპს ”ცუდი” ბიძია შემოეჩვია, რომელიც ასევე ცუდ საიტებზე დაძვრებოდა. ასეთ დროს უნივერსალური დაცვა უნდა, ამიტომ - Win Roll Back !!! დავმშვიდდი, მაგრამ კომპის შერინგში შესვლა რომ დავაპირე, ნაცნობი პრობლება დამხვდა: "Comp" is not accesible... Please contact your administrator".

თურმე ტყუილად დავაბრალე ვინოუსს... აღნიშნული პროგრამა კარგია, მაგრამ ალბათ იმ დროში, როცა მას ”მონაცემთა პოლიციაში” წერდნენ, არ არსებობდა ანეგდოტი:
ციტატა
ორი პოლიციელი საუბრობს:
- გაიგე, ყველა ჩვენგანს პატრულირებისას ძაღლები უნდა დაგვირიგონ!

- კი, მაგრამ რად გვინდა?

- უმფროსმა თქვა, ერთი ჭკუა კარგია, ორი - უკეთესიო.


სისტემური სალტე იქა,
L2 ქეში აქა,
მეგაჰერცი იქა,
მეგაბაიტი აქა.

ახლა კი ტექნიკური დეტალები:
პროგრამა Win Roll Back ჩემს მიერ გატესტილია 4-ჯერ სამ კომპზე.

ერთი ცუდი თვისება ისა აქვს, რომ ქსელს ცალმხრივს ხდის. სამუშაო ჯგუფის კომპებიდან საკუთარ კომპში და სხვა კომპ(ებ)შიც უპრობლემოდ შედის, მაგრამ სხვა კომპიდან ვერავინ ახერხებს შერინგებში შემოსვლას.

მეორე კი ის, რომ თუ პროგრამა (ვირუსიც) დააყენე ჩართული დაცვის დროს, მერე რესტარტის გარეშე დაცვა გამორთო, აი, მერე დაარესტარტო, პროგრამა (ვირუსიც) დაყენებული რჩება.

მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა?! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დახმარებას არ ვითხოვ, უბრალოდ განვსაჯოთ, იქნებ გამოსავალი არის მის სამკურნალოდ, თუ Shadow User-ი სჯობია?!


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 2)
Frrrredo
პოსტი Jan 12 2007, 12:43 PM
პოსტი #2


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 623
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 39



Controp Panel>Administrative Tools>Local Security Policy, ან Run_ში gpedit.msc და მარცხენა ფრეიმში User Rights Assigment
დადექი გდადი მარჯვენა მხარეს და პირველივე შეამოწმე (ანუ:Access this computer from network) ხო არ გათიშა მაგ პროგამ?
უფო ზუსტად მანდ ის მომხმარებლენბი და მათი სტატუსებია აღწერილი ვინც გინდა,რომ ქსელიდან შენთან შემოვიდეს.


--------------------
Dita Von Teese

Jesus Saves, Buddha does incremental backups.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jul 25 2007, 10:49 PM
პოსტი #3


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



giorgius
არა, სამწუხაროდ უფასო არ არის!
Deep Freeze ( http://www.faronics.com )
ტესტერების (თქვენი:-) კომფორტისთვის არქივი (.zip) პროგრამის უახლესი ვერსიით და მოხმარების ინსტრუქციით (.pdf) ავტვირთე Link.ge-ზე.
ფაილი: http://www.link.ge/file/159787/DeepFreeze.zip.html
ინსტრუქცია ტყუილად არ არის დართული. ყველას ვინც აპირებს ამ პროგრამისთვის "გემოს გასინჯვას" მოვუწოდებ ყურადღებით წაიკითხონ ის (DF6Std_Manual.pdf). განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ განყოფილებას რომელიც დათმობილია პროგრამის ინსტალაცია/დეინსტალაციას!
P.S. ყურადღება! ფაილ DeepFreeze.zip-ში ვერ იპოვით ამ პროგრამისთვის არც სერიალს, არც ქიგენს და არც კრეკს. ამიტომ თუ გადაწყვეტთ ამ პროგრამის მისის საცდელი პერიოდის შემდეგაც გამოყენებას, "პატარები აღარ ხართ .." (®Ja_Ja;-)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:48 PM