მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პეიჯ ფილის გათიშვა, რამდენად რეკომენდირებულია?
gi0_kiborg
პოსტი Mar 17 2010, 09:42 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



კომპზე ვამატებ Kingston-ების RAM-ებს (2 ცალ 512მბ-იან Samsung-ებს ვცვლი 2 ცალ გიგაბაიტიან Kingston-ში, 2 ცალი ზუსტად იგივე კი მაქვს ახლაც და ვამუშავებ) ჯამში გამიხდება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება (4X1gb). OS-ად კი ვიყენებ Windows 7 და XP SP3 ორივეს 32 ბიტიანს...
ვიცი, რომ დიდ სხვაობას არ მომცემს RAM-ის მოცულობის მიხედვით, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აწი ოთხივე RAM ერთნაირი იქნება და შედარებით მაღალ სიხშირეზე იმუშავებს (Samsung-ებს დაბალი სიხშირეებიაქვთ, თუმცა ECC-თი არიან "აღჭურვილები")
ხოდა, ამ სიტუაციაში რამდენად მისაღებია SWAP ფაილის გათიშვა ორივე Windows-ისთვის? ახლა ლიმიტირებული მაქვს 2გბ-ით ორივეზე და სხვა (არასისტემურ) დისკზეა მოთავსებული.
როგორც ვიცი, 64 ბიტიანი OS-ების შემთხვევაში თუკ 8გბ და მეტი RAM გაქვს, SWAP ფაილის გათიშვა საკმაოდ ეფექტურია...
მოკლედ, რას მირჩევთ? თეორიულად რა უპირატესობა ექნება ვირტუალური მეხსიერების გათიშვას (როცა RAM საჭიროზე მეტია)? თუ ემპირიული მეთოდით ვცადო და ორივე შემთხვევაში (ჩართულ/გამორთულზე) დავბენჩო?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V   1 2 >  
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 32)
Giena
პოსტი Mar 17 2010, 08:51 PM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
წარმადობას მოგცემს ყველა ვარიანტში, მე პირადად 64 ბიტიანზე სულ ვთიშავ, 32 -ზეც ვთიშავდი, რადგან 4GB მეხსიერება საკმაოდ ყოფნის, როდესაც მხოლოდ სამომხმარებლო საქმიანობას ეწევი და თამაშებზეც, აი ვირტუალურების მხრივ ცოტა ტეხავს რადგან ისინი ფიზიკურ მეხსიერებას მოიხმარენ და სისტემა მაინც, რომ სვაპშია ცოტა ბევრი ადგილი გვრჩება ვირტუალურებისათვის... მოკლედ მოხსენი უპრობლკემოდ, საკმაოდ წინ გადადგავ წარმადობის მხრივ ნაბიჯს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რაც შეეხება XP-ს მანდ ცოტა სხვაგვარად არის საქმე, XP აწყობილია სვაპთან სამუშაოდ და რეესტრის თვიქების გარეშე სვაპის გათიშვა იწვევს უაზრო მუშაობას, ხან სწრაფად ხან იდიოტურად, ნუ პრობლემებია... ამიტომ არ გათიშო უბრალოდ მიუთითე ვთქვათ 64MB ფიქსირებული ზომა, რომ მეტი არ გაზარდოს, ამით მიიღებ პატარა სვაპსაც, თუმცა უმეტესი სისტემის და პროგრამების კომპოინენტები ოპერებში გექნება ...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 18 2010, 07:32 AM
პოსტი #3


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



როგორ იწვევს სვაპ ფაილის გათიშვა წარმადობის ზრდას? თუ ოპერატიული საკმარისიზე მეტია და ამ ფაილს ვინდოუსი მაინც არ იყენებს, რა აზრი აქვს, გათიშული მექნება თუ არა? ან უკიდურეს შემთხვევაში ,მივცეთ "system managed size", მაინც არ გამოიყენებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 18 2010, 08:50 AM
პოსტი #4


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



davizo70
საქმე იმაშია, რომ XP მაგალითად როგორც ზემოთ ვახსენე ვერ მუშაობს ვირტუალური მეხსიერების გარეშე კარგად, რადგან არ იცის მის გარეშე მუშაობა, ლოგიკურიც არის მაშინ 2002 წელში 512 მეგაბაიტი ოპერატიული ითვლებოდა ძალიან ბევრად, არადა მარტო XP-ს 127 მეგაბაიტი მიაქვს... ამიტომ სხვა პროგრამების ბიბლიოთეკების და სხვა კომპონენტების სამუშაოდ გამოიყენებდა ვირტუალურ მეხსიერებას... მოდი მარტივად მივუდგეთ, ოპერატიული მეხსიერება ვინჩესტერზე მინიმუმ 10-ჯერ ჩქარია ხო? თუ პროგრამის სამუშაო ფაილები ოპერატიულში იქნება ჩათტვირთული და არა ვინჩესტერზე პროცესორი ხომ უფრო სწრაფად მიიღებს საჭირო ინფორმაციას? ამ ლოგიკით უფრო სწრაფად ხდება პირდაპირ ოპერატიულიდან მუშაობა ვიდრე ვირტუალური მეხსიერებიდან, მითუმეტეს, რომ როდესაც რამოდენიმე პროგრამა გვაქვს გაშვებული და თან მუსიკას ვუსმენთ ან ფილმს ვუყურებთ მთელი დატვირთვა მიდის ვინჩესტერზე (ვირტუალური მეხსიერების დროს) შესაბამისად რაც უფრო მეტია მოთხოვნა ინფორმაციის მით უფრო ნელა ხდება ამ ინფორმაციის გადაცემა (ვინჩესტერიდან)... დღეს როდესაც უმეტესობა კომპებისა აღჭურვილია 2GB ოპერატიულზე მეტით და მაინც XP-ს ვიყენებთ ლოგიკურად ჩნდება კითხვა რა ჯანდაბად გვინდა ვირტუალური მეხსიერება როდესაც XP იყენებს 127MB მოცულობას ოპერატიულში? ამასთან 1.73GB ადგილი თავისუფალი გვაქვს სადაც დამეთანხმები ყველა პროგრამის თუ თამაშის ბიბლიოთეკები და კომპონენტები თავისუფლად ჩაეტევა ...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Mar 18 2010, 08:52 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 18 2010, 09:47 AM
პოსტი #5


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



ეგ გასაგებია, მაგრამ ვეცდები ჩემი კითხვა სხვანაირად დავსვა: ვინჩესტერზე პეიჯ ფაილის გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპერატიული მთლიანად შეივსება, ხომ ასეა? როცა გვექნება ზომაზე მეტი ოპერატიული, სისტემა პეიჯ ფაილს მაინც არ გამოიყენებს, ვინაიდან ოპერაიულის ნაწილი კიდევ თავისუფალია. ამიტომ ვიკითხე, რა აზრი აქვს ამ ფაილის გათიშვას? დავაყენოთ "system managed size" და სისტემა თვითონ გადაწყვეტს მისი გამოყენება-არგამოყენების აუცილებლობას.თუ იდეაში მაინც მოხდა ისე, რომ ბევრი რამ ჩავრთეთ ერთდროულად და ეს გაძლიერებული ოპერატიულიც არ იქნა საკმარისი, მხოლოდ მაშინ დადგება მისი გამოყენების აუცილებლობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით პეიჯ ფაილის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა უფრო ხელსაყრელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 18 2010, 10:34 AM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



davizo70
არაა მასე მარტივად ანუ მხოლოდ იმ დროს არ იყენებს როცა სვაპ ფაილს როცა ოპერატიული შეივსება, როგორც Giena-მ თქვა XP განსაკუთრებით
მადლობა რჩევისთვის, ე.ი გამოვრთავ 7-ისთვის, XP-სთვის კი ცოტას დავტოვებ
ხო, 7-ზე მიყენია Vmware და სვაპის გათიშვა პრობლემას შEუქმნის? (ასევე XP Mode-ც თუმცა არ ვიყენებ ხშირად)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Mar 18 2010, 10:51 AM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 18 2010, 07:34 PM
პოსტი #7


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



davizo70
ციტატა(davizo70 @ 18th March 2010 - 01:47 PM) *
ვინჩესტერზე პეიჯ ფაილის გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპერატიული მთლიანად შეივსება, ხომ ასეა? რ

ზუსტად მაგიტომ ვთქვი:
ციტატა(Giena @ 18th March 2010 - 12:50 PM) *
ამიტომ სხვა პროგრამების ბიბლიოთეკების და სხვა კომპონენტების სამუშაოდ გამოიყენებდა ვირტუალურ მეხსიერებას...

ანუ ოპერატიულის შევსებას არ ელოდება, პირდაპირ სვაპთაბ იწყებს მუშაობას (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 18th March 2010 - 02:34 PM) *
7-ზე მიყენია Vmware და სვაპის გათიშვა პრობლემას შEუქმნის? (ასევე XP Mode-ც თუმცა არ ვიყენებ ხშირად)

ნუ, გააჩნია ეხლა 5-6 მანქანას თუ უშვებ არ გეყოფა უბრალოდ ოპერატიული, თორემ პრობლემას ნამდვილად არ შეუქმნის... ამ შემთხვევაში სახელდობრ ("იმენნო" (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) ტევადობაზე მიდის ლაპარაკი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 18 2010, 07:45 PM
პოსტი #8


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მოკლედ, გიო, 4 GB-ზე გათიშვა სჯობს 7-ში, XP-შიც როგორ გიენამ გირჩია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რეალურად კიდევ, პრაქტიკა დაგანახებს, გჭირდება თუ არა სვაპი. თუ RAM-ი გადაივსო, ე.ი. გჭირდება, არ გადაივსო? ე.ი. არაა საჭირო.




რაც შეეხება ოპერებისა და HDD-ს წარმადობის შედარებას:

თანამედროვე დესკტოპ HDD-ები საშუალოდ 100-130 მბ/წმ სიჩქარით კითხულობენ და წერენ, ეხება ეს Linear Read/Write-ს. DDR2-ი Core 2 სისტემაზე სტოკ რეჟიმში საშუალოდ 8000 მბ/წმ წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეს იძლევა. საშუალოდ 60-80-ჯერ სწრაფი შედეგია. DDR3 ნეჰალემზე იძლევა 15-18 ათას მბ/წმ-ს, სტოკ რეჟიმში, შეადარეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

თუმცა, სხვაობა გაცილებით დიდია Random Read/Write-ში, რაც რეალურად მუშაობისას გამოიყენება (Linear Read/Write სიჩქარეები მარტო დიდი ზომის ფაილების, მაგალითად ფილმების გადაწერისას მიიღება). აქ ოპერების წარმადობა შეუდარებელია. იგივე მუღამია SSD-ებშიც.

და კიდევ უფრო კოლოსალური სხვაობაა ლატენურობაში. თუ HDD-ს შემთხვევაში მილიწამებზეა საუბარი ლატენურობაში, ოპერების შემთხვევაში ეს ყველაფერი ნანოწამებზე (!!!) დაიყვანება. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


მოკლედ, შეუდარებლად სწრაფია ოპერატიული მეხსიერება HDD-სთან შედარებით. არსებობს ე.წ. RAMDISK პროგრამები, რომლებიც ოპ. მეხსიერების ნაწილის დისკად გამოყენების საშუალებას იძლევიან. ჩაწერეთ მაგით გამოყოფილ ოპერატიულში რამე HDD-intensive აპლიკაცია (PCMark ბენჩმარკი მაგალითად, კოლოსალურ სხვაობას იძლევა ქულებში) და "Feel the change" (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 19 2010, 08:34 AM
პოსტი #9


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



მე მაინც ვერ გავიგე-....
თუ ოპერატიული არაა ბოლომდე გამოყენებული და პეიჯ ფაილის ზომა დაყენებულია System Managed რეჟიმზე, რატომ უნდა გამოიყენოს სისტემამ ის? ანუ გათიშვა რატომაა სასურველი. ვგულისხმობ windows 7-ს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 19 2010, 08:49 AM
პოსტი #10


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



davizo70
კაი, მაშინ მარტივად ვთქვათ, რამდენი გაქვს ოპერატიული? დააყენე ვირტუალური System Managed-ზე და ნახავ რომ მაინც სავსე იქნება :-) 2-3GB მდე მაინც ავა... ნებისმიერ შემთხვევაში იყრბეა მანდ ფაილები, თუნდაც მოძველებული პროგრამის ბიბლიოთეკები...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 19 2010, 12:29 PM
პოსტი #11


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



გავთიშე მოკლედ...
ბევრი აღარ მიჩალიჩია, მაგრამ ერთი შეხედვით მომატა თითქოს სიჩქარემ,გადაწერა-გადმოწერაზე ზუსტად მოკლედ კმაყოფილი ვარ
VMware-ს და Virtual PC-ს რაც შეეხება თითო მანქანას თუ გავუშვებ 1 გბ RAM-ით მხოლოდ, უბრალოდ სამსახურის ზოგი პროგრამისთვის XP SP2 მჭირდება... ბოლო-ბოლო სულ მივაშლი Win7-დან მაგენს და XP-ზე დავაყენებ VMvare-ს (ბევრად მირჩევნია XP Mode-ს) და აღარც RAM-ის პრობლემა მექნება
მოკლედ, 4გბ რომ ჩავაყენე (4 X Kingston PC6400-ები) Win7-მა დაწერა რომ მაქვს 4გბ RAM აქედან 3.25გბ არის Useable
P.S: სულ მაინტერესებდა: როცა ამბობენ, რომ 32 ბიტიანი სისტემა იყენებს 3.25გბ RAM-ს მაქსიმუმ, ამაში ვიდეოკარტის RAM-იც შედის? მაგალითად გრაფიკული აპლიკაციები მოშნად იყენებენ როგორც RAM-ს ისე, VRAM-ს)
ანი იმ 3.25-გბ-ს 512მბ ვიდეოსი გამოაკლდება თუ არა?
P.P.S: მომდევნო ჯერზე უკვე 64 ბიტიან OS-ს ვაყენებ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 20 2010, 05:19 AM
პოსტი #12


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 19th March 2010 - 04:29 PM) *
3.25გბ არის Useable

ეგ არის სულ რაც შეუძლია დაინახოს სისტემამ, ამიტომ ნებისმიერი მოქმედება რაც მოხდება რამში წავა მაქედან, იგივე იმ ინტეგრირებული ვიდეოს მოჭრილიც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ფაქტიურად 700MB-ს კარგავ რისი გულისთვის? დამიჯერე წელიწადზე მეტია 64-ზე ვზივარ და არავითარი პრობლკემა არ შემქმნია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) 32 ბიტიანებსაც აღიქვავს და ამუშავებს ჩვეულებრივად, ამიტომ დაივიწყე შემდეგი ჯერი და გადაბარგდი 64-ზე (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 20 2010, 05:41 PM
პოსტი #13


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 19th March 2010 - 04:29 PM) *
P.S: სულ მაინტერესებდა: როცა ამბობენ, რომ 32 ბიტიანი სისტემა იყენებს 3.25გბ RAM-ს მაქსიმუმ, ამაში ვიდეოკარტის RAM-იც შედის? მაგალითად გრაფიკული აპლიკაციები მოშნად იყენებენ როგორც RAM-ს ისე, VRAM-ს)

არა, ვიდეოს გინდა 2 GB ჰქონდეს VRAM, ის ცალკეა და სისტემურ მეხსიერებასთან არაფერი ესაქმება. ანუ თუ შენს ვიდეო კარგას აქვს სიტყვაზე 2 GB ოპერატიული და სისტემაში გიყენია 4 GB + 32 ბიტიანი სისტემა, შენი სისტემა იყენებს ~3.3 GB + 2GB-ს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 20 2010, 09:55 PM
პოსტი #14


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



ისე ეს 4 გბ უთავსებადობა მაგრად მაკვირვებს 2^32 ხომ კაკრაზ ეგ 4 გბ.-ია და რატომ კაგავს M$ სისტემები ამდენს?


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 21 2010, 10:00 PM
პოსტი #15


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
მოიცა და გგონია 32 ბიტიანი *NIX სისტემა 4-ვე გიგაბაიტს იყენებს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რეგისტრები აღარ გვყოფნის 32 ბიტიან სისტემაშI 3.3 გბ-ის ზემოთ. თუ მოვიცალე მერე, ერთ სტატიას დავწერ მაგაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი Mar 22 2010, 02:01 PM
პოსტი #16


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



Power_VANO
ხო რა დაწერე საინტერესო იქნება....


ის არვიცოდი რომ ოპერატიული თუ ბოლომდე არ არის შევსებული მაინც მაგ ვირტუალურ მეხსიერებას იყენებს ვინდოუსი... და 64 მეგაბაიტზე რომ დავაყენო ეგ 64 მეგაბაიტი ხო იქნება მაინც ანუ 64 მეგაბაიტს მაინც გამოიყენებენ პროგრამები და უფრო ნაკლების დაყენება არ ჯობია? მაგალითად 16-ის ან 8-ის ან 4-ის?


პ.ს. ეგ ფუნქცია ვერღარ ვიპოვე და ხომ ვერ შემახსენებთ სადაა? გადავქექე მთელი სისტემა (IMG:style_emoticons/default/blink.gif)

პ.ს. XP მაქ


კაი ვიპოვე უკვე მადლობთ მაინც.... რამდენჯერ ჩავუარე გვერდზე და ვერ დავინახე სად ყოფილა ეგ მაიმუნი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 22 2010, 02:08 PM
პოსტი #17


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
დააყენე 4 შენი რა მიდის, 64 მაგალითზე ვთქვი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Mar 22 2010, 02:08 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი Mar 22 2010, 02:44 PM
პოსტი #18


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



კაი 4-ს დავაყენებ...


ისე ნეტა 2 ან 1 რომ დავაყენო რა მოხდება? (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 22 2010, 03:53 PM
პოსტი #19


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
გათიშე აწი საერთოდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

უბრალოდ XP ვირტუალურის გარეშე ხანდახან ჭედავს ხოლმე, ჭედავს არა პირდაპირი მნიშვნელობით, რაღაც სისულელეებს ჩადის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამიტომ ჯობია, რომ ცოტა დაუტოვო, 4MB ალბათ ძალიან ცოტა იქნება ნუ ნახე, გათიშე საერთოდ, თუ რამეზე ერორი ამოგიგდო ვირტუალურ მეხსიერებასთან დაკავშირტებით მიეცი მერე 4, თუ კიდე ამოგიგდო 8, 16,32,64 და ა.შ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 22 2010, 04:41 PM
პოსტი #20


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 22nd March 2010 - 02:00 AM) *
რეგისტრები აღარ გვყოფნის 32 ბიტიან სისტემაშI 3.3 გბ-ის ზემოთ. თუ მოვიცალე მერე, ერთ სტატიას დავწერ მაგაზე

(IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ვოვ მე რამს ესე ვთვლიდი:
2^იმ ბიტის ხარისხად რაზეც სისტემაა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ძლიან კარგი იქნება თუ დაწერ მსგავს სტატიას (IMG:style_emoticons/default/smile.gif) და იქამდე შესაბამისი ლინკი ხომ არ შეგიძLია მომაწოდო?


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 22 2010, 07:48 PM
პოსტი #21


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



ამ პოსტიდან ერთი რამ მაინც ვერ გავიგე კარგად-რატომ იყენებს ოპერაციული სისტემა page file-ს მაშინ, როცა საკმარისზე მეტი ოპერატიული მეხსიერება გვაქვს. ვეცადე სხვადასხვა უცხოურ ფორუმებზე ამის გარკვევას, მაგრამ იქაც აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა უმრავლესობა წერს, რომ ამ ფაილის სრულად გათიშვა წარმადობის ზრდას არ იწვევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 22 2010, 08:20 PM
პოსტი #22


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



davizo70
მე ვნახე Tomshardware-ზე ადრე, რომ პირიქით, იწვევს...
+ პირადი გამოცდილებითაც ვეთანხმები (win7-ზე ყოველ შემთხვევაში)
რაც შეეხება RAM-ის და Pagefile-ს გამოყენების მექანიზმებზე კი Microsoft-ის სპეციალისტი თუ გიპასუხებს დაწვრილებით


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 22 2010, 08:28 PM
პოსტი #23


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



davizo70
ლინუქსზე ამგრად არის როცა გადაივსება რამი მერე გადადის სვოპზე, რაც შეეხება ვინდას ძლიან კრიტიკულებს წერს რამში დანარჩენს სვოპში ყრის, ბეჭვდითის ერთერთ ნომერში იყო მაგის გასწორება, რეესტრის რამდენიმე ტვიკი იყო საჭირო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 24 2010, 10:58 AM
პოსტი #24


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



ციტატა(Giena @ Mar 19 2010, 01:49 PM) *
davizo70
კაი, მაშინ მარტივად ვთქვათ, რამდენი გაქვს ოპერატიული? დააყენე ვირტუალური System Managed-ზე და ნახავ რომ მაინც სავსე იქნება :-) 2-3GB მდე მაინც ავა... ნებისმიერ შემთხვევაში იყრბეა მანდ ფაილები, თუნდაც მოძველებული პროგრამის ბიბლიოთეკები...

დავწერე ჩემი კითხვა მაიკროსოფტის ფორუმზე და ასეთი "სრულყოფილი" პასუხი მივიღე: Reply:
Let the system manage the sizeof the pagefile and don't waste your time to "tweak" our system by changing anything around the pagefile.
--------------------------------------------------------------------------------
"A programmer is just a tool which converts caffeine into code" CLIP- Stellvertreter http://www.winvistaside.de/

The Microsoft Developer Network (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მარტივად რომ ვთქვა, "ყველაფერი გასაგებია" (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Mar 24 2010, 11:17 AM
პოსტი #25


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



davizo70
ციტატა(davizo70 @ 24th March 2010 - 02:58 PM) *
მარტივად რომ ვთქვა, "ყველაფერი გასაგებია"

მე ვერ გავიგე შენთვის რა არის გასაგები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) (ბრჭყალებში მოქცეული სიტყვებიდან გამომდინარე)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 24 2010, 11:26 AM
პოსტი #26


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



არაფერიც არაა გასაგები და იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში. ვერც მაიკროსოფტმა მომცა ზუსტი ახსნა იმისა, რატომ იყენებს ვინდოუსი პეიჯ ფაილს თუ არ ჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 24 2010, 01:31 PM
პოსტი #27


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



davizo70
მოდი, ან ჩვენ დაგვიჯერე, რომლებიც ვამბობთ, რომ PageFile-ს გათიშვა ჯობია Seven-ზე თუკი 4გბ და მეტი RAM გაქვს,
ან სხვებს სხვა ფორუმებზე სადაც გინახია რომ არაა რეკომენდირებული გათიშვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ან კიდევ თვითონ ცადე...
მექანიზმის და მიზეზების ღრმად კვლევას შეეშვი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ჩვენი ლოგიკით აგიხსენით რატომ უნდა გაიზარდოს წარმადობა:
RAM ბევრად სწრაფია ვიდრე HDD და თუკი RAM არ ივსება, ჯობს PF გათიშო საერთოდ, რადგანაც "რატომღაც" Windows მაინც იყენებს PF-ს იმის მიუხედავად RAM გყოფნის თუ არა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
დაწვრილებით, გადაიკითხე სხვადასხვა პუბლიკაციები GOOGLE


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 24 2010, 02:40 PM
პოსტი #28


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ ტექნიკური ფორუმია, სადაც საკითხები შეძლებისდაგვარად სიღრმისეულად განიხილება. ეჭვიც არ მეპარება თქვენს სიმართლეში, თუმცა კითხვა-"რატომ" მაინც დარჩა. ამით ვამთავრებ ამ თემაზე შეკითხვების დასმას და მომავალში, თუ მოვძებნი პასუხს, დავწერ ამ თემაში. მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Mar 24 2010, 03:16 PM
პოსტი #29


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



იქნებ დაწეროთ საიდან ითიშება ეგ ფუნქცია ანდა xp-ის შემთხვევაში როგორ შევამციროთ მისი ზომა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 24 2010, 03:18 PM
პოსტი #30


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



gi0_kiborg
ციტატა(gi0_kiborg @ 24th March 2010 - 05:31 PM) *
რადგანაც "რატომღაც" Windows მაინც იყენებს PF-ს იმის მიუხედავად RAM გყოფნის თუ არა

ამაზე იყო ჯაჯას ტვიკი, ელ ჟურნალში, სანამ რამი არ შეივსებოდა არ ეხებოდა PF-ს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , მაგრამ რომელ ნომერშI არ მახსოვს :S


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 24 2010, 04:39 PM
პოსტი #31


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



otosaxel
ციტატა(otosaxel @ 22nd March 2010 - 08:41 PM) *
, ვოვ მე რამს ესე ვთვლიდი:
2^იმ ბიტის ხარისხად რაზეც სისტემაა

ძლიან კარგი იქნება თუ დაწერ მსგავს სტატიას და იქამდე შესაბამისი ლინკი ხომ არ შეგიძLია მომაწოდო?

არა, რეალურად ნამდვილად სწორად თვლი, 2-ს თუ აიყვან 32-ე ხარისხში, მიიღებ იმ რაოდენობას, რა რაოდენობის RAM-იც იდეაში 32 ბიტიან სისტემას შეუძლია დააინდექსიროს. ანუ თითქმის 4.3 GB-ს.

მოკლედ, 2-ის 32-ე ხარისხში აყვანით იღებ ზუსტად სისტემის რეგისტრების მაქსიმალურ რაოდენობას. მაგ ფორმულის შესაბამისად, 32 ბიტიან სისტემას თეორიულად 4GB-ზე მეტი ოპ. მეხსიერების მხარდაჭერა ჰქონია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ რეგისტრების დიდი ნაწილი "საწყალ" სისტემას სჭირდება სხვა კომპონენტებისთვისაც (მარტო RAM-ი ხომ არაა მისახედი). იგივე დედა დაფაზე ოხრად კომპონენტებია, რომლებიც ასეულობით რეგისტრს ჭამენ და ა.შ. ჯამში, სისტემის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 32 ბიტიან სისტემაზე, რომელსაც 4GB ოპ. მეხსიერებასთან აქვს წვდომა, გამოყენებადია, საშუალოდ 2.7-დან 3.4-3.5 GB-მდე ოპ. მეხსიერებას. კიდევ ვიმეორებ, დამოკიდებულია ეს ყველაფერი სისტემის კონფიგურაციაზე. რაც უფრო მეტი კომპონენტია სისტემაში, რაც უფრო მეტი კომპონენტია დედა დაფაზე ჩართული (სხვადასხვა პორტები და ა.შ.) მით უფრო ნაკლები ოპ. მეხსიერების ინდექსირება შეეძლება 32-ბიტიან სისტემას.

გამოსავალი PAE-ეა, რაც საშუალებას იძლევა 32-ბიტიანმა სისტემამ 36-ბიტიანი სისტემის რეგისტრების რაოდენობა მიიღოს (ანუ თეორიული ლიმიტი ოპ. მეხსიერებაზე - 64 GB), მაგრამ არა კარგი გამოსავალი. PAE თავის მხრივ სხვა ბევრ პრობლემას აჩენს კიდევ.

davizo70
მოდი მე ვეცდები გავცე პასუხი შენს კითხვას შეძლებისდაგვარად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

დავიწყოთ სისტემიდან:

როგორც ჩემს ამავე პოსტში წერია, თუ 32 ბიტიან სისტემაზე 4+ GB ოპ. მეხსიერებას ვიყენებთ, რეალურად წვდომადი არის მხოლოდ 2.7-დან 3.5 GB-მდე მეხსიერება. ამის მიზეზიც მიწერია მანდვე.

+ 32 ბიტიან პროგრამებთან/პროცესებთან ვაწყდებით მეორე პრობლემას - ნებისმიერი 32 ბიტიანი პროცესი შეზღუდულია 2 GB ოპ. მეხსიერებით (სტანდარტულად). ანუ ვერცერთი 32 ბიტიანი პროცესი სისტემის სტანდარტულ კონფიგურაციაში ვერ გამოიყენებს 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას.

კარგი, თუ 2 GB-ზე მეტ ოპ. მეხსიერებას ვერ ვიყენებთ, რა ვქნათ მაშინ? ერთ-ერთი გამოსავალია პეიჯ ფაილის გამოყენება ზუსტად. HDD-ზე რამდენ ადგილს გამოვიყენებთ, ამაში ხომ არ გვზღუდავს სისტემა?
ესეც პეიჯ ფაილის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი გავიარეთ.


მაგრამ შენ გაინტერესებს უფრო მნიშნველოვანი, რატომ უნდა გამოიყენოს პროგრამამ პეიჯ-ფაილი, თუ ოპ. მეხსიერებაში ადგილი მისთვის კიდევაა დარჩენილი?

ამ შემთხვევაშიც, პასუხი მარტივია.

1) ოპ., მეხსიერების ბოლომდე შევსება რეკომენდირებული არაა, ბოლომდე შევსებული ოპ. მეხსიერებით სისტემა ნელა მუშაობს, თავისუფალი სივრცე აუცილებელია სწრაფი მუშაობისთვის.

2) პრიორიტეტები, პრიორიტეტები და პრიორიტეტები. ანუ, უფრო მარტივად რომ ავხსნა, არსებობს რაღაც კომპონენტები, რისი ჩატვირთვაც კონკრეტული პროგრამის "აზრით" უკეთესია RAM-ში, ან უკეთესია Page File-ში.

აი წარმოიდგინე სიტუაცია, მუშაობ ფოტოშოპში, გახსნილი გაქვს 10 დიიიიდი სურათი და ამუშავებ. როცა შენ სიტყვაზე მუშაობ მე-9 სურათზე, იმის გამო, რომ ეს შენი სამუშაო გარემო საკმაოდ ბევრ RAM-ს მიირთმევს, ფოტოშოპი იღებს გადაწყვეტილებას, შენი დანარჩენი სურათები გაუშვას პეიჯ ფაილში იმისთვის, რომ შენ კონკრეტული სამუშაო გარემოსთვის დაგიზოგოს ოპ. მეხსიერება. თუ პროგრამა ამას არ გააკეთებს, მისთვის გამოყოფილი მეხსიერების მოცულობა შეივსება და შედეგად მიიღებ ნელ მუშაობას და ჭედვებს (ანუ კიდევ ერთხელ - თავისუფალი RAM-ი აუცილებელია სწრაფი მუშაობისთვის).

სწორედ ასეთი პრიორიტეტების მიხედვით ხდება პეიჯ ფაილის გამოყენება. იგივე ვინდოუსიც ამ პრინციპით იყენებს პიეჯ ფაილს. დროებით არასაჭირო კომპონენტებს, DLL -ებს და ა.შ. მეხსიერებიდან პეიჯ ფაილში უშვებს, რათა მეტი მეხსიერება გამოათავისუფლოს.

მოკლედ, თუ კიდევ შეკითხვები გაქვს, მკითხე, შევეცდები იმათზეც გაგცე პასუხი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
davizo70
პოსტი Mar 24 2010, 05:12 PM
პოსტი #32


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 344
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 9.173



უღრმესი მადლობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , მაიკროსოფტის ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენლის პასუხი არა მგონია ამაზე უფრო დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო. შეკითხვები აღარ მაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 25 2010, 01:00 PM
პოსტი #33


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



davizo70
არაფერს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st August 2025 - 02:21 PM