![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia-Tbilisi წევრი №: 354 ![]() |
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ასეთი რამე რო ავიღო .GE დომენი და ftp-თ რომელიმე უფასო სერვერი გამოვიყენო თუ მაინც და მაინც უნდა ვიყიდო ?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
domen
ციტატა მაგრამ ალბათ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის სინდრომიც გასათვალისწინებელია. არა არანაირი ნათესაობა არაა საჭირო თუ კონკრეტულად კაუკასუსის მიერ მოცემულ უფასო 10-20 მეგაბაიტიან სივრცეზე აბავ. LOADER ოდნავ აგიხსნი რა რას ნიშნავს: 1. დომენი ეს არის მხოლოდ სახელი, რომელიც დარეგისტრირების შემდეგ, თითქმის იგივეს მანიშნებელია რაც საავტორო უფლება ან ვთქვათ სახელის პატენტი, მაგალითად რომ მოითხოვო იგივე სახელზე (და მხოლოდ სახელზე, მაგალითად maputu.ge) პატენტის გაცემა, გეტყვიან რომ ეგ სახელი ისედაც პატენტის ექვივალენტია და მაგაზე ცალკე პატენტი არ გაიცემა, მეორე საკითხია თუ ეს სახელი ემთქვევა რომელიმე ფირმის სავაჭრო ნიშნავს, მაგრამ მართალი რომ გითხრა აქაც არაერთი სასამართლო პრეცენდენტი არსებობს უკვე რომ რომელიმე კომპანიის სახელის დამთხვევა დომენის სახელზე სულაც არ ნიშნავს იამს რომ ამ კომპანიას უნდა გადაეცეს ვიღაც გივის მიერ დარეგისტრირებული დომენი. ასეთი შემთხვევა უკვე იყო Nokia-სთან მიმართებაში, და MS-თან მიმართებაში, თუმცა ეს მხოლოდ გახმაურებული ამბავი რაც მახსოვს ეგაა. იასნია პრეცენდენტები უფრო მეტია, მარამ ყველას ვერც ჩამოვთვლი და თან მაგას მექანიზმიც უნდა მოვაყოლო რა შემთხვევაში და როგორ. 2. ანუ წინა პუნქტიდან ვიცით რომ დომენური სახელი უბრალოდ ადამიანური სიტყვაა, პლიუს მიწერილი აქვს ქვეყნის ზონა, ჩვენს შემთხვევაში კი ეს არის GE. 3. ახლა როგრო მუსოაბს ბროუზერები რომ აგნებენ დომენებს და საჭიროა თუ არა ამ დროს მოგცემ პაროლი და რაიმე ეგეთი: - პაროლს არ მოგცემენ, ეგ აფსურდია და აი რატომ - როდესაც ბროუზერში რაიმე სახელს კრიფავ, მაგალითად maputu.ge ბროუზერი ეკითხება პროვაიდერის DNS სერვერს სადაა GE ზონა (წარმოიდგინე რომ ფრანგი ხარ და იქედან შედიხარ ქართულ საიტზე), თუ ინტერნეტ პროვაიდერის DNS სერვერს ეს ინფო არა აქვს, მაშინ მოთხოვნა სხვა სერვერს გადაეცემა, ან შეიძლება მთლიანად იკან-იანას DNS სერვერზე გავიდეს. როდესაც ეს მოთხოვნა მცოდნე DNS სერვერამდე მიდის, ის ბროუზერს აგზავნის შემდეგ DNS სერვერთან, ოღონდ ამ შემთხვევაშI რეგიონალურთან, საქართველოს შემთხვევაში ადრე იყო SANET-ის სერვერი. ანუ მთავარ DNS სერვერზე ჩაწერილია რომ ყველა GE ფდომენის მოთხოვნა გადაიგზავნოს SANET-ის IP-ზე მიბმულ DNS სერვერზე (საერთოდ რომ იცოდე ძებნა და მიგნება ხდება უკნიდან და არა წაღმა), ანუ ჯერ იძებნება GE ზონა და შემდეგ მას ეკითხევა სადაა ამ GE ზონაში გაწერილი სახელი maputu. SANET-ის სერვერი ეუბნება რომ ასეთი სახელის ჩანაწერი მისი ინფორმაციით უნდა იყოს ამა და ამ ჰოსტერის DNS სერერზე გაწერილი, შედეგად გადაეცემა საჭირო სერვერის IP მისამართი. ასე მიდის მოთხოვნა ჰოსტერის DNS სერვერამდე, იქ კი ეს ბოლო DNS სერერი უკვე თავის კომპში ან კომპიუტერებში არკვევს რომელ მანქანაზე და რომელ საქაღალდეშია გაწერილი ამ სახელის დომენი. შედეგად ამ პაპკიდან ბროუზერს გადაეცემა ინფო და ხდება საიტის გახსნა. რა თქმა უნდა ახლა რაც მე აგიხსენი ცოტა დიდი გზით არის ახსნილი მაგრამ მარტივადაა რომ წარმოდგენა გქონდეს. სინამდვილეშI გამოიყენება DNS სერვერების ქესშირება რომ ყოველ მოთხოვნაზე არ იყოს საჭირო მტელი ასეთი გრძელი მოთხოვნების გავლა. მაგალითად ქართველი პროვაიდერების DNS-ებში პრაქტუკულად ყველა ქართული დომენებია ქეშირებული რომ პირდაპირ აკრეფვისას ბევრი ძებნის გარეშე მომხმარებელი პირდაპირ საჭირო IP-ზე მოხდეს და მიიღოს ინფო. ეს აჩქარებს საიტების გახსნას, მაგრამ თუ კრიფავ რაიმე ჩინურ საიტს რომელსაც ჩვენთან არ იყენებნ, შეიძლება მის პირველი გვერდის გახსნაზე რამდენიმე წამი ან მთელი წუთი წავიდეს, ეს იმიტომ რომ მთელი ზემოთ აღწერილი გზა არის გასავლელი. აქვე დავძენ რომ ერთის მხრივ კაია DNS-ების ქეშირება, იმიტომ რომ ეს აჩქარებს საიტების გახსნას, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგალიტად ჩვენი საიტის დაგატანის დროს ბევრი მომხარებელი ერთი და იგივეს გვატყობინებს ჩემტან ტქვენი ძველი ტექსტი იხსნებაო, ეს იმას ნიშნავს რომ მისი პროვაიდერის DNS სერვერს ჯერ განახლება არ გაუვლია და მომხმარებელს ძველი ინფორმაციის თანახმად ძველ სერერზე აგზავნის. ეს კურიოზი მარტო ჩვენ არ გვჭIრს, ყველა DNS სერვერზე ესეა, საშუალოდ ჩანაწერების განახლება ხდება კვირაში ერთხელ, ასე რომ შეიძლება 1 კვირა ზოგიერთმა ქეშირებულმა სერვერმა ჩვენნაირი გადასვლისას მომხმარებელი ძველ სერვერებზე გაუშვას ხოლმე. აი ეს დისკომფორტი ახასიათებს ქეშირებას, მაგრამ მის გარეშე ძალიან ნელი ქინებოდა საიტების გახსნა. 4. რაც შეეხება უფასო ჰოსტინგებს, მაგალიტად თუ იEღებ სივრცესრაიმე BOOM.GE-ზე სადაც უფასო საიტს ეძლევა სახელი maputu.boom.ge. ანუ მესამე დონის დომენი და არა მეორე დონის (ხომ არ დაგავიწყდა ათვლა უკნიდან მოდის, GE არის პირველი დონის დომენი, მაგას რეგისტრატორის გარდა ვერავინ იღებს, მერე მოდის მეორე დონის სახელი boom, მერე წერტილი და მესამე დონის სახელი maputu), მოკლედ მესამე დონის სახელად თუ გაძლევენ სივრცეს ეგეთი არავინ არ მოგცემს საშუალებას შენი მეორე დონის დომენი მიაბა ნაჩუქარ სივრცეს, მაგრამ ყველა ინტერნეტ პროვაიდერი გაძლებს რაღაც მოცულობას, რომელიც შეგიძლია ან დეფაულტად მესამე დონის სახელად გამოიყენო, მაგალიტად maputu.caucasus.net, ან შეგიძლია უთხრა რომ დომენი შენ დარეგისტრირებული გაქვს და სთხოვ ტავიანთ DNS ან მეორენაირად ეძახიან NAME სერვერებზე გაწერონ შენი მეორე დონის დომენი. ი ვსიო. 5. პაროლები გჭირდება ჰოსტინგის დროს, ანუ იმ ინტერნეტ სივრცეზე როემლსაც ჰოსტერი გაძლევს. პაროლით საჭიროა სივრცესტან, ფოსტასთა, ან ბაზებტან წვდომა, ხოლო დომენთან წვდომა უპაროლოა, წარმოიდგინე რომ რაიმე საიტის აკრეფვისას პაროლი იყოს მოთხოვნილი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , სისულელეა იმედია დამეთანხმები. დომენის წვდომა ანუ გადატანა, გათიშვა და ასე შემდეგ შენი პირადი მონაცემების წარდგენის გარეშე არავის არ შეუძლია, ანუ მაიტა პასპორტი დაამტკიცე რომ მართლა შენ ხარ და მერე თუ მართლა შენ ხარ სადაც გვეტყვი იქ გადავამისამართებთო. ასე რომ პაროლი აქ უაზრობა გამოდის. ასევე რეგისტარციის დროს უნდა მიუთითო საკონტაქტო ელ-ფოსტა, ისეთი რომელიც შენს დომენზე არ იქნება დამოკიდებული და მხოლოდ ამ წერილით მიღებული მოთხოვნით შეიძლება მოხდეს იგივე ცვლილება. აი თუ ფული არ გადაიხადე დომენის, ან დაარღვიე რაიმე წესი, ან სასამართლო წესით ჩამოგერთვა დომენის სახელი, მერე უკვე არავინ დაგეკითხება რამდენად გაყიდონ, ვიზე, სად გაწერონ და ასე შემდეგ, მანამდე კი სანამ ფული გადახდილი გაქვს ბატონიც ხარ, პატრონიც და ასე შედმეგ. 6 მოკლედ შეგიძლია ჩათვალო რომ იდეაში დომენი და ჰოსტინგი ეს სხვადასხვა რაღაცაა, ერთი გაძლევს სახელს მეორე კი სივრცეს რომელზეც მიაბავ ამ შენს სახელს და რასაც გინდა იმას ჩაწერ ზედ. უბრალოდ დომენის რეგისტრაციის დროს რაიმე ჰოსტინგი აღებული უნდა გქონდეს რომ შენს მიერ მოთხოვნილი სახელი ეგრევე იმ ჰოსტინგის Name სერვერებზე ან იგივე DNS-ებზე გაიწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელს არ დაგირეგისტრირებენ, შემდეგ შეგიძLია ნებისმიერ დროს და ნებისმიერჯერ შეცვალო შენი სახელის ჰოსტინგი, დღეს ერთი კომაპნია მოგწონს ხვალ მეორე ზეგ კი საკუთარ სერვერს აყენებ. იმედია გრძელი მაგრამ ამომწურავი ინფოა, რაც შეეხება თვითონ რეგისტრაციის მიმდევრობას ეგ ჩვენს ელექტრონულ ჟურნალებში გავქვს აღწერილი და უფასოდ შეგიძლია დაქაჩო, სამწუხაროდ ზუსტად ნომერი არ მახსოვს რომ გითხრა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 12:43 PM |