![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia-Tbilisi წევრი №: 354 ![]() |
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ასეთი რამე რო ავიღო .GE დომენი და ftp-თ რომელიმე უფასო სერვერი გამოვიყენო თუ მაინც და მაინც უნდა ვიყიდო ?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
domen
უაზრო რაღაც მკითხე. კონკრეტულად აზრზე არ ვარ რომელი IP-ს მქონე DNS-ს აკითხავს და რომელი ბროუზერი რას იყენებს. DNS სერვერები ოხრადაა, ყოველი ინტერნეტ პროვაიდერის, ჰოსტერის, კორპორაციული ქსელების და ასე შემდეგ, მათი ჩამოთვლა ან კლასიფიცირება იგივეა რომ მთხოვო თუ გაქვს მსოფლიოს ყველა დომენური სახელის სია ეგებ მომაწოდოო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , იმედია ამ შედარების მერე ხვდები რომ ეგეთი რამ შეუძლებელია. უბრალოდ ყოველი ბროუზერი გარკვეული მისამართის აკრეფვისას მიდის და შენს მიერ მითითებულ სახელს პირველ შემხვედრ DNS სერვერს ეკითხება პირველი შემხვედრი კი არის, ან ლოკალურ ქსელში დაყენებული სერვერი, ან პროვაიდერის DNS სერვერი. როგორ ფიქრობ ქსელის კონფიგურირებისას რისთვისაა საჭირო პირველადი და მეორადი DNS სერვერების მითითება! იმისათვის რომ ყველა მოთხოვნა იგზავნება პირველად სერვერზე და თუ ის არ მუშაობს მაშინ იგზავნება მეორად სერვერზე, თუ ისიც არ მუშაობს ვააბშე ვერ შესძლებ ინტერნეტში შესვლას. თუ შენს ქსელის პარამეტრებში არ არის გაწერილი არანაირი IP და DNS-ი ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ უნიკალური ადამიანი ხარ, უბრალოდ ამ შემთხვევაში შენ იყენებ მოდემს (Lan ან USB მოდემს, არა აქვს მნიშვნელობა) რომელსაც თვითონ აქვს გაწერილი შესაბამისი პარამეტრები შენ კი თავის ტავთან გაერთებს DHCP სტანდარტით. ვინც არ იცის განვუმატრავ, ამ სტანდარტის აქტივირების დროს ერთერთი კომპიუტერი (სერვერი), ან როუტერ მოდემი თვითონ იღებს თავის თავზე ქსელის განაწილების ფუნქციას, მას აქვს მითითებული DNS სერვერი რომელსაც უნდა დაუკავშირდეს და თავისი გარე IP, გარდა ამისა აქვს შიდა ქსელის IP მისამართების დიაპაზონი, სიმარტივისთვის მოდი ვთქვათ რომ ასეთი დიაპაზონი მოიცავს 10 მისამართს. შესაბამისად ამ მოდემის გაგებით 10 კომპიუტერს შეიძლება მიეცეს ავტომატური მისამართები, მე-11 ვეღარ შეერთდება. ამ დროს ნებისმიერი ამ 10 კომპიდან რომელიც ჩაირთვება ქსელში DHCP სერვერიდან მიიღებს პარამეტრებს, ანუ რომელი თავისუფალი IP მიენიჭება 10 არსებულიდან და ასევე გადაეცემა სტანდარტული DNS სერვერი, ან ეს უკანასკნელი არ გადაეცემა და მოთხოვნებს თვითონ მოდემი აგზავნის კონკრეტულ DNS სერვერზე. იმედია ეს უკვე გასაგებია. ახლა გადავხედოთ პირველ DNS სერვერს, ანუ ვთქვათ კავკასუს-ის DNS-ებს, ესენია პირველადი: 62.168.168.2 და მეორადი: 62.168.168.5. შენს მიერ აკრეფილი მისამართის მოთხოვნა იგზავნება ამ სერვერებზე, თუ 1 კვირის განმავლობაში შენს მიერ მოთხოვნილი მისამართი სხვასაც ჰქონდა აკრეფილი, მაშინ ეს სერვერი საქმის გასამარტივებლად კი არ დაიწყებს ინტერნეტში ძრომილს სადაა ეს დომენი და ჰაი ჰუი, არამედ წინა ძიებიდან ახსოვს, რომ ბევრი ჩალიჩის შემდეგ მაინც მოუწევს ვთქვათ 80.82.136.152-ზე გასვლა, ამიტომ ადგება და შენს მოთხოვნას პირდაპირ ამ DNS სერვერზე გადააგდებს. ახლა დავუშვათ რომ ეს არის ჰოსტერის DNS სერვერი, შედეგად მიიღებს მოთხოვნას რომ შენ გინდა MAPUTU.GE ჩახედავს თავის ჩანაწერებს და ნახავს რომელ პაპკაზე უნდა გაუშვას შენი მოთხოვნა, გადაგიშვებს ვთქვათ მისამართზე C:\ukaku\maputu.ge\www (ეს სიმარტივისთვის დავწერე Linux-ში ასეთი მისამართი არ არის) მორჩა ამ პაპკის შიგნით არსებული ფაილები ითვლება სერვერ MAPUTU.GE-ს შიგთავსად თუ შიგნით აღმოჩნდება index.HTM, index.PHP ან რაიმე სხვა სახის ინდექს ფაილი რომელიც WEB სერვერის კონფიგურაციაში გაწერილია როგორც საწყისი ფაილი, მაშინ მოხდება შენთან საიტის გახსნა. შემდეგ სანამ კავშირი დამყარებული გაქვს და სესია აქტიურია სულ არარაა საჭირო DNS სერვერი, მოთხოვნა პირდაპირ შენს კომპსა და ჰოსტერის კომპს შორის მიმდინარეობს. ახლა რაც შეეხება ქეშირებას. ზედა მიმოხილვაში რომ ვახსენე. წარმოიდგინე სიტუაცია ახალი ინტერნეტ პროვაიდერი ხარ, ჩართე ვიღაც ახალი მომხმარებელი და იმან აკრიფა ბროუზერში მისამართი MAPUTU.GE იასნია მომხმარებლის ბროუზერი მოთხოვნას გადასცემს შენს DNS სერვერს, მაგრამ მან ჯერ არ იცის სადაა ეს მისამართი, იმიტომ რომ პირველად იღებს ასეთ მოთხოვნას, მაშინ თუ თვითონ ასეთი ჩანაწერი არა აქვს მოთხოვნას გადასცემს ახლომდებარე და მიბმულ სერვერზე, მაგალითად შეიძლება ახალბედა პროვაიდერმა გამოცდილ პროვაიდერს სთხოვოს, საქმის აჩქარების მიზნით ალტერნატიულ DNS სერვერად მისი ქეში ანუ შენახული მოთხოვნების ბაზა გამოიყენოს, ანუ ვთქვათ შენ ხარ ონლაინი, და შენს DNS არ აქვს ჩანაწერი MAPUTU.GE-ზე, მაშინ შენი სერვერი შეეცდება საჭირო ინფო მიიღოს კაუკასუს-ის სერვერიდან. თუ ასეთი შესაძლებლობა მას არ აქვს (ვტქვათ სხვა პროვაიდერი კონკურენტად მიგიჩნევს, გეომება და გიჟმოტავს ინფოს) მაშინ მოთხოვნას მეგობარ DNS-ს კი არ გადასცემს, გადასცემს იმ DNS სერვერს, რომელზეც შენ ხარ მიბმული. შენ რომ პროვაიდერი ხარ, შენც ხომ ვიღაცისგან გაქვს ინტერნეტის არხი აღებული და ჩართული ხარ ქსელში როგორც ერთერთი რგოლი, რომელიც კიდევ ერთ DNS-ზე ხარ მიბმული. თუ იმ შენს ზემოთ მდგომ DNS-ს სერვერსაც არ აქვს ასეთი ჩანაწერი მაშინ მოთხოვნა გადაიგზავნება კიდევ ზემოთ, ხისებრი სრტრუქტურის მიხედვით. ბოლოს შეიძლება მიადგე ICANN IANA-ს სერვერებს, რომლებითაც საერთოდ იწყება რეგიონალური დომენური სახელების გაცემა, სახელების რეგისტრირება და საერთოდ ინტერნეტის რეგულირება. ამ ძირეულ სერვერზე უკვე იწყება სტანდარტული მიმართვა. ანუ მოთხოვნა აფორმირებს შემდეგ საკითხს, მინდა Maputu, რომელიც გაწერილი GE ზონაში, შესაბამისად ძირეულო სერვერო, მითხარი სადაა და ვიზეა გაწერილი GE ზონა რომ მის DNS ვკითხო სად აქვს გაწერილი თავის ზონაში MAPUTU. მიიღებ პასუხს რომ შენი ძიება ახლა დროა გადასცე SANET-ის სერვერს, იმიტომ რომ მაგას აბარია GE ზონა და შესაბამისად მის DNS სერვერში იქნება ჩაწერილი სად არის დომენი Maputu, გაწერილი. შენი მოთხოვნა ბრუნდება საქართველოში და აქ SANET-ის DNS სერვერი გაძლევს მისამართს რომელ ჰოსტინგ კომპანიის IP მისამართზე უნდა ეძებო შემდეგი DNS-ი. შეიძლება ეს ჰოსტინგი იყოს საქართველოშივე, ან შეიძლება იყოს საზღვარგარეთ. მოკლედ შენი მოთხოვნა ვთქვათ მიდის ჰოსტ პროვაიდერამდე 80.82.136.152, იქ კი იღებს კონკრეტული პაპკის მისამართს C:\ukaku\maputu.ge\www შიგნით ისევ ხვდება index.php და იხსნება საიტი. შემდეგში ახალი პროვაიდერის DNS სერვერმა ამდენი რომ არ იბოდიალოს ამ შენს მოთხოვნას თავისთან შეინახავს, ანუ სახელი maputu.ge=80.82.136.152 მორჩა შემდეგში ამ სახელის აკრეფვის დროს DNS სერვერი უკვე ჭკვიანია და მომხმარებელს პირდაპირ ამ მისამართზე გადაუშვებს. ერთის მხრივ გამარტივებულია საქმე, მეორესმხრივ ცუდია. იმის გამო რომ საიტის მფლობელებს სჩვევით ჰისტინგის შეცვლა, გადატანა იასნია რომ ხანდახან საჭიროა DNS სერვერის მონაცემების განახლება, თორემ შეიძლება maputu.ge=80.82.136.152 ერთი თვის თავზე აღარ ამართლებდეს, იმიტომ რომ შენ შენი საიტი ანუ დომენი გადაიტანე სხვა ჰოსტერთან, რომლსაც აქვს სხვა IP მისამართი 255.255.255.255 (ნუ ეს ისე დავწერე, იასნია რომ ეს დურაკული მისამართია :-), იმედია ვუგებთ ერთმანეთს), შესაბამისად თუ ახალი პროვაიდერის DNS სერვერს მიმართავს მომხმარებელი იგივე დომენის ნახვით და DNS სერვერს ვეჩნა ექნება ფორმულა maputu.ge=80.82.136.152, მაშინ მომხმარებელი გადაიგზავნება ხოლმე ვეჩნა ძველ მისამართზე, იქ კი შეიძლება საჭირო საიტი აღარ არსებობდეს. ამიტომ სადრავ კვირაში ერთხელ ხდება ხოლმე ქეშირებული ინფორმაცისი განახლება, ოღონდ არა სპონტანურად, მაგალითად: - აი დღეს მე კავკასუსისს DNS სერვერს გასაახლებელი მაქვს შემდეგი სიის დომენური სახელები და ასე შედმეგ, არამედ ხდება შემდეგი (სიმარტივისთვის შემდეგ ფორმუალდ მოვიგონებ, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ იოლად გაგაგებინებთ ტექნოლოგიას): maputu.ge=80.82.136.152/20.05.2007 ანუ მიეწერება ბოლო განახლების თარიღი, ამ ინფორმაციით სერვერი იმუშავებს 26,05,2007-ის ჩათვლით, ხოლო 27,05,2007-ში ხელახლა გაიქცევა და მთელს წრეს გადაამოწმებს ან შესაბამის დომენურ ზონაში შეამოწმებს ხომ არ შეცვლილა შესაბამისი დომენის მისამართის მდებარეობა. შედმეგ მიღებულ მისამართს ისევ ჩაიწერს და თარიღს მიაწერს. მორჩა, იმედია ამით მთელი საკითხი ამოწურულია, თუმცა ვიცი კიდევ გაგიჩნდებათ უკუღმართული კითხვები, თუ ამ ორ ვეებერთელა პოსტში აღწერილია ის კითხვები რას თქვენ მომავალში დაგაინტერესებთ, იმაზე მე პასუხს აღარ გაგცემთ ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტები, სხვა ახალ კითხვაზე კი ჩემი თავი გენაცვალოთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 03:17 PM |