![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ძველი ნივთები და დოკუმენტები ძალიან მიყვარს... ცოცხალი ზღაპრებივით არიან - ძველ ნივთს აიღებ და ახლებურად რომ შეხედავ, შანსი არაა, რაიმე სასიამოვნო გრძნობა არ გაგიჩნდეს.
ერთხელაც, სხვენის საფუძვლიანად დალაგების შემდეგ, აღმოვაჩინე ორი პატარა გაზეთი: კომX - კომXების პირველი ქართული გაზეთი, დათარიღებული 2002 წლის თებერვლით. სანაგვეში გადავაგდებდი(ც), რომ არა ერთი პატარა დეტალი... (თვითონ აღმოაჩინეთ! თუ ვერ იპოვით, გაერთობით მაინც წარსულის დღეთა ამბებით, რომელიც ამ ორ პატარა გაზეთშია აღწერილი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ) ზუსტად ეს "დეტალია" კომპიუტერული თავგადასავალი, ოღონდ ჩემი არა... სხვისი (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) ჟურნალების გადმოტვირთვა შეგიძლიათ მე-16 პოსტში მითითებული ბმულებით. ეს კი N2 და N3 ჟურნალიდან სურათები რეკლამისთვის. ზოგი იფიქრებს: რეკლამას პირველ გვერდზე უფრო აკეთებენო, მაგრამ მე ჟურნალ-გაზეთებს ბოლოდან ვათვალიერებ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) კომX #2: . . . . . . . . . . . . კომX #3: (IMG:http://thumbnail002.mylivepage.com/chunk2/19694/46/small_comX_2_8.png.jpg) (IMG:http://thumbnail002.mylivepage.com/chunk2/19694/10/small_comX_3_8.png.jpg) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jun 4 2007, 05:40 PM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
მტააკ როგორც ითხოვა საზოგადოებამ და როგორც შეგპირდით გთავაზობთ ყველა ნომერს.
მაშ ასე სულ ქსელში გაშვებული იყო 11 ნომერი, აქედან ბოლო 2 ნომერი, ანუ 10 და 11 იყო 16 გვერდიანი, წინა ნომრები კი იყო 8 გვერდიანი. პლიუს აქვე ვდებ ნულოვან ვერსიას, რომელიც არავის არ უნახია, ანუ ეს არის ვერსია რომელიც გაკეთდა მანამდე სანამ ჩაიშვებოდა, პროექტი ქსელში, იმისათვის რომ გვენახა გამოგვდის რაიმე თუ არა, თან გვინდოდა სპონსორები დაგვეინტერესებინა და ამიტომ გავაკეთეთ ვიწრო წრისთვის ეს ნომერი. როგორც ყოველთვის ასეთი წამოწყება არ შეფასდა, იმიტომ რომ გრანტის ფულის სუნი არ ტრიალებდა ამ საქმეში, SMS-ების ტინგიცაობა არ იყო, ზედმეტ ქულებს არ ვიწერდით, ამიტომ სპონსორები ვერ ვნახეთ და საკუთარი ძალებით და ხალისით ვუშვებდით ყველა ნომერს. მოკლედ, ვიცი რომ ნაწილი ჩვენს მიერ ნაჩალიჩები არის ინტერიდან აღებული, ნუ რა ვქნათ უფროსობამ ასე მოინდომა. ასევე გასათვალისწინებელია რომ პროექტი იდეაში ისხავდა პოლიტიკურ შაყირს, ეს იყო 2002 წელი, და ედიკას და მთავრობის შაყირი მოდაში იყო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ყოველი ახალი გაზეთი ასახავდა კვირის პოლიტიკურ სისულეებს (იმდროინდელს), ყდაზე გადიოდა ყველაზე დიდი სისულელე რაც იმ კვირაში მოხდა (მაგალითად ერთხელ იყო აქტუალური თემა იმის შესახებ რომ თურმე ბინ-ლადენი პანკისის ხეობაში იმალებოდა, იასნია სუპერ სისულელე იყო, ჩვენც შესაბამისად ვირადავეთ), ან იმ თემის ირგვლივ ტრიალებდა ამბავი, დრეს ძნელია გაიხსენო კონკრეტულად რა ხდებოდა იმ დრეებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ნომერს რომ გადავხედე, ერთი რამ ავღნიშნე, ზოგიერთმა ჩვენმა შაყირმა დრემდე არ დაკარგა აქტუალურობა. ახლა კონკრეტულად წარმოდგენილ ნაკრებზე: 1. გვერდები დალაგებულია ბეჭდვისთვის, ასე რომ აღარ დამილაგებია მიმდევრობით, კაი დრო უნდა მაგას. იდეაში დიდად არეული არაა და რთული არაა მიმდევრობის გაგება. მსურველები იოლად აუღებთ ალღოს. 2. მაპატიეთ მაგრამ ყველა ნომერი დაცულია ბეჭდვისაგან და რედაქტირებისაგან, იმედია გაიგებთ ეს იმიტომ გავაკეტე რომ მამაძაღლი ხალხი ყოველტვის მოიძებნება. 3. დაცვის გარდა ყველა ნომერში ჩავაყოლე სიტყვა Property of www.compinfo.ge. ეს იმისთვის რომ ვირაც ვიღაცეებმა ლიჩერობა არ დაიწყონ. 4. პაროლი არ მთხოვოთ, არ ვიცი, რაღაც გერმანული საიტი გავხსენი, პირველი გრძელი სიტყვა ავირე და 6 ციფრი ჩავამატე ალაგალაგ, აპროლის დაყენების მერე პაროლი მეც წავშალე, ასე რომ ნახვით ნახავთ ყველაფერს ეკრანზე ამობეჭდვა რედაქტირება გამორიცხულია. 5. გადაწერა და გავრცელება ყველას შეგიძლიათ, შეზღუდვა არანაირია, უბრალოდ ჩვენი რესურსი მიუთითეთ, თუ არ მიუთითებთ და შიგნით მაინც წერია, თქვენი სირცხვილი იქნება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , გაზეთი თავის სათქმელს იტყვის. 6. ალაგ ალაგ შეიძლება ქართული შიფტები დაკარგული იყოს, თითქოს ყველას გადავხედე მაგრამ თუ ასეთი მოხდა მაპატიეთ, მაინც 5 წელი გავიდა და ნაწილი შრიფტები დავკარგე. 7. ზომები დიდი არი არის ყველაზე პატარა იწონის 1.8 მეგაბაიტს, ყველაზე დიდი მე-11 ნოემრი კი არის 9 მეგაბაიტი, ძირითადად კი ზომები მერყეობს 2.5-4 მეგაბაიტს შორის. მორჩა ახლა კი თვითონ ნომრები: ნუმერო 0 - 8 გვერდი: ლიმიტირებული ტირაჟით გამოსული ნუმერო 1 - 8 გვერდი ნუმერო 2 - 8 გვერდი ნუმერო 3 - 8 გვერდი ნუმერო 4 - 8 გვერდი ნუმერო 5 - 8 გვერდი ნუმერო 6 - 8 გვერდი ნუმერო 7 - 8 გვერდი ნუმერო 8 - 8 გვერდი ნუმერო 9 - 8 გვერდი ნუმერო 10 - 16 გვერდი ნუმერო 11 - 16 გვერდი ახლა კი მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს ეს გაზეთი არ მოეწონება, ყველას ვინც ამ პროექტში მონაწილეობას ირებდა დიდ მადლობას ვუხდი და ამ პროექტზე მუშაობის პერიოდს ყველაზე კარგ და სახალისო პერიოდად ვთვლი. სხვა ბევ პროექტზეც მიმუშავია, მაგრამ ეს იყო ყველაზე სახალისო პროქტი ჩემთვის, ალბათ სხვა მონაწილეებისთვისაც. პროექტში კი მონაწილეობდნენ: ტვინის მბურღავი - დავით კუპრავა იდეის მოხალისე ავტორები, რომლებიც ყველას გვაცინებდნენ და გვახალისებდნენ: - ნინო ოშხერელი - ვეჩნა მოხარხარე - თეა კობახიძე - ვეჩნა სერიოზული - ნინო თათარაშვილი - ვეჩნა ორ დაქალს შორის საქმის გამრჩევი კომპიუტერული მამაძაღლი, რომელიც ბევრს ბურდღუნებდა, როდესაც ბევრი რამ გასასწორებელი იყო: - Ja_Ja მხატვრები, რომლებიც ხითხითა გოგონების იდეებს გრაფიკულ გამოსახულებად აქცევდნენ: - ზურაბ კობახიძე - ზაალ სულაკაური - გიგა ცხადია ყველაფერი ეს ღრიანცელი ხდებოდა საგამომცემლო სახლ "მატრიცაში" (მაგარი სახელია არა? ოღონდ კომპთან და ფილმთან საერთო არაფერი, აქვს, იგულისხმობოდა ბეჭდვის მატრიცა, ანუ ანაბეჭდის მთავარი ასლი, თუმცა აქვე დავძენ, თავიდან ეს საგამომცემლო სახლი, საგამომცემლო ოთახში ეტეოდა თავფეხიანად (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) P.S. თუ რომელიმე ლინკი არ მუშოაბს შემატყობინეთ გამოვასწორებ. P.S. p.s. და ბოლოს მაპატიეთ ამდენი ბოდიალისთვის. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 12:54 AM |