მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> რა ჭირს საიტს?, რატომ ვერ შემოვდივართ?
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Jun 16 2007, 04:23 PM
პოსტი #1





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




დღეს საიტზე 17 საათამდე ვერ შემოვედი და რისი ბრალია. ასევე იყო გუშინ. თვითონ საიტის ბრალია თუ იმის რომ მე ცაუცასუსუს დსლზე გადავედი გოლის დაილაპიდან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jun 20 2007, 04:27 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



ყველას

პრობლემები თვითონ სერვერს აქვს. სამწუხაროდ იმ დაყენებულ მანქანაზე რაც ახლა მუშაობს ნორმალურად აქტივირება შეუძლებელია, იმიტომ რომ მანქანის დაქოქვაში და გამზადებაში ფული გადავიხადეთ და ხელზე მივიღეთ უნიჭოდ მომზადებული სისტემა. კერძოდ მთელის ბირვერი არის არაოპტიმიზირებული, და დილეტანტურად არის დაყენებული.

მარტო ერთს ვიტყვი და მიხვდებით რომ დილეტანტმა იმუშავა მაგრამ თავი პროფიკად მოაქვს, სერვერი დაინსტალირებული გრაფიკული გარსით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იასნია გრაფიკას სერვერის მუშაობისას არავინ იყენებს და როგორც ასეთი, ჩატვირთვა გრაფიკაში არ მიმდინარეობს (ნუ კონფიგში მითიტებულია რომ ტექსტურ რეჟიმში გაიშვას სერვერი), მაგრამ ბირთვი გადაკომპილირებული არ არის, ანუ მოდულური არქიტექტურაა დატოვებული და უამრავი არასაჭირო პაკეტია ჩათხრილი (მათ შორის ნახევრად მუშა, და ნახევრად მკვდარი გრაფიკული გარსი, რომელიც ბოლომდე ვერ ფუნქციონირებს, მაგრამ რესურსს ჭამს). შედეგად სერვერის კომპი ზედმეტ რესურსს ხარჯავს, იგულისხმება არა მარტო ადგილი, არამედ პროცესორული რესურსი და მეხსიერების რესურსი.

სამწუხაროდ თავის დროზე მე ვერ მოვიცალე მაგ საქმისთვის და მეგობრის რჩევით სხვას ვენდეთ. არადა ის პიროვნება საქართველოში ერთერთ LINUX მამად ითვლება (ვაბშეტა უძლიერეს მამად ითვლება), ამასობაში ბევრ მცოდნეს თავი მამა არ ჰგონია მაგრამ აშკარად ამ თვითმარქვია მამიკოზე მეტი იციან. ვერ დავიკვეხნი ყველაზე ძლიერი ვარ მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა პირადად მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე იმ (სახელს არ დავასახელებ) Linux-ის მამიკომ.

მოკლედ ახლა მეორე სერვერს ვაწყობთ, ისე რომ პირველი არ გავთიშოთ. სამწუხაროდ დროის ფაქტორი ძალიან მიშლის ხელს და კონკრეტულ ვადებს ვერ ვასახელებთ, მაგრამ უახლოეს დროში მეორე პიპიას ავამუშავებთ და იმედია ყველაფერი გაიწურება. მირჩევნია მეთვითონ გავაკეთო ყველაფერი ვიდრე ისევ ვირაცას ვენდოთ, როგორც აღმოჩნდა ჩვენთან ბევრი თვითმარქვიაა და ჰგონია როცა იტყვის Windows-ი ბანძია Linux-ი მაგარიაო, ამით საქმე თვითონ გაკეთდება.

ყოველთვის ვამბობდი ეგეთმა ხალხმა არცერთი სისტემა ნორმალურად არ იცის მეთქი და აგერ ჩვენ გავებით ასეთი თვითმარქვიების მახეში. მოკლედ ერთისმხრივ ჩემი ბრალია რომ თავის დროზე არ მოვიცალე და დრო ამ საქმისთვის არ გამოვყავი არ დავესწარი კომპის კონფიგურირებას, მეორესმხრივ მეგობარს ეჩქარებოდა და სურდა თავისი საიტი აემუშავებინა, თანახმა იყო ნებისმიერ ხარჯზე. ახლა იასნია რომ ხარჯი წავიდა მაგრამ შედეგი არ არის, ასე რომ ახლა სანამ მე არ გავაკეთებ ყველა დაცვით და ოპტიმიზაციით, მანამდე ეს სერვერი იმუშავებს, იასნია ის მოჩქარეც ახლა იძულებულია მე დამელოდოს, სხვა რა გზა აქვს.

სამწუხაროდ მიმდინარე სერვერს ბევრი შეცდომა აქვს, ეს ეხება ოპრიმიზაციას, უსაფრთხოებას და ბირთვის ვერსიას (მაგალითად 24-36 საათში ერთხელ სერვერი თუ არ გადატვირთე სისტემა ეკიდება და შემდეგ მხოლოდ პროვაიდერთან თუ გადარეკავ და სთხოვ რომ რეალურად RESET-ს დააჭირონ ხელი, თუ არა და კომპი არის პროსტრაციაში, ან მოვა აზრზე ან იქნება ეგრე დრეების განმავლობაში< ღამის საატებში თუ მოხვდა დაკიდება დილის 9 საატამდე პროვაიდერთან ოფისში RESET-ი დამჭერი კაციც არ არის, მოკელდ კოშმარია, ყველაფერს ველოდი მაგრამ ასეთს ვერც კი გავიფიქრებდი). მართალია ბირთვის ერთერთი ბოლო ვერსიაა 2.6.18, მაგრამ რაღაც ნიტოა. მოკლედ დიდი მიხვედრა არ უნდოდა ჩვენი ჰოსტის შეცვლის მერე რომ საიტი მუხრუჭებით მუშაობდა. ჯერ მარტო Too Many Connectio-ი რად ღირდა. როგორც გაირკვა MySQL-ი საერთოდ პრაქტიკულად თავდაყირაა დაყენებული და კონფიგურაცია (ოპტიმიზაციაზე აღარაფერს ვამბობ) საერთოდ არ იყო ჩატარებული, ანუ დეფაულტ კონფიგი იყო დაგდებული და 4 კაცზე მეტი ბაზას თუ აკითხავდა MySQL-ი ვენებს იჭრიდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) .

ალბათ მეტყვით თუ მაგდენი იცოდი თავიდანვე რატომ არ გაასწორეო, - უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე რომ პიროვნება რომელიც ფულს აიღებდა ამ საქმეში და ერქმეოდა Linux-ი მამა (როგორც თვითონ Caucasus-შიც განგვიცხადეს და Forum.ge-ზეც გრიმიტობს), აღმოჩნდებოდა Linux-ის მკივანა კნუტი, რომელმაც დეფაულტ კონფიგის მეტი არაფერი არ იცის. როცა უკვე ეჭვი შემეპარა მის ცოდნაში მერე კი გადავშმონე ყველაფერი და ვიპოვე ოხრად შეცდომები (ნეტა არ მენახა დრემდე აზრზე ვერ მოვსულვარ). სამწუხაროდ ახლა იმ მანქანაზე რომელიც ამწუთას მუშაობს რაიმეს ოპტიმიზირება გვიანია, ან საიტი უნდა გამოირთოს 2-3 კვირით სულ მინიმუმ, რეალობაში კი ალბათ 4-5 კვირით რომ ყველაფერი ხელახლა დაყენდეს გაიტესტოს და ამუშავდეს. ან დამოუკიდებელ მეორე მანქანაზე უნდა ამუშავდეს მეორე სერვერი გაიტესტოს და მერე ამ არსებულს ჩაენაცვლოს.

ასე რომ გადავწყვიტეთ იყოს ეს როგორც არის 2-4 კვირა, სულმთლად გათიშვას ჯობია ასე მაინც იყოს, ამასობაში ავაწყობთ მეორე მანქანას (ვაბშეტა უკვე ნაყიდი და აწყობილია) გავტესტავთ და ჩავანაცვლებთ დღევანდელ პიპიას. ამ ამორჩეულ გზას კი როგორც ხვდებით დრო უნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th August 2025 - 06:52 PM