|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Jun 24 2007, 05:20 AM
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
არ ვიცი ბიჭებო საიდან დავიწყო, გამიხარდეს თუ გამოვშტერდე ან იქნებ დავიძინო და რომ გავიღვიძებ ახლიდან ვნახო, მაგრამ ესეთი რამე მე ჯერ არ მინახავს (ხელები მიკანკალებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) დავიწყებ ყველაფერს თავიდან და მივყვები...
მოკლედ მაქვს 320Gb-იანი ვინჩესტერი, დავაყენე Windows დისკი რათქმა უნდა დაყოფილი მაქვს რამოდენიმე ნაწილად, ვაგრძელებ, დავაყენე პროგრამებიც, დრაივერებიც და მოკლედ ათასი სტანდარტული პროცედურა გავიარე! შემდეგ გადავწყვიტე აკრონისით შევქმნი იმიჯსთქო და ეგრეც მოვიქეცი დაიწყო იმიჯის კეთება გავიდა 5 წუთი მითხრა ყველაფერი კარგად არისო, შემდეგ შევედი Disk Managment-ში, რომ მენახა რა ხდებოდა ჩემს ვინჩესტერზე და ბრახ უცებ სურპრიზი (IMG:style_emoticons/default/ohmy.gif) (ვინ გამიკეთა კაციშვილმა არ იცის, აკრონისმა?): (IMG:http://img118.imageshack.us/img118/9205/partitionxt2.gif) კარგად დააკვირდით სურათს და გამოითვალეთ ჩემი ვინჩესტერის ზომა გარდა "ახალი ფართიშენისა", ეს რომ დავინახე გავგიჟდი, მაგრამნ ჯერ სად ვარ თურმე სურათზე არის კიდევ ერთი დისკი "E:" რომელშიც მქონდა ძირითადი ფაილები (პროგრამები, იმიჯები, სურათები რა ვიცი ყველაფერი რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს) ხოდა იმ "E:"-ს რომ ვხსნი მიწერს: "The File Or Directory Is Corrupted And Unreadable" ამან ხომ საერთოდ გამომაშტერა(IMG:style_emoticons/default/ohmy.gif) , ვერ გავიგე რა ხდება რა უნდა მაგრამ..? მოკლედ ეს ვინმესთვის უნდა მენახებინა თორემ მართლა გავგიჟდებოდი ან ამიხსენით რა ხდება ან არვიცი (რაღაც მგონია რომ გადავტვირთავ აღარ იქნება?) არვიცი... არვიცი... P.S. სად გამეხსნა არ ვიცოდი, Windows-ის ბრალი ეგ არ არის (ალბათ) და რკინა-კავეული შესაფერის თემად ჩავთვალე... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
|
![]() |
Jun 27 2007, 11:08 PM
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 |
ავოიე რამდენი გილაპარაკიათ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) რა იყო კონკურსია საუბარზე(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მოკლედ მოდი ნელნელა მივხედოთ საქმეს. 1. სამწუხაროდ გაითვალისიწნე რომ ეგეთი სახის შეცდომები ჩათვალე უნიკალურია, ანუ მე ან სხვას რაც გვაონდა შეცდომა, შეიძლება იმის მაგვარი მიზეზის გამო არ იყოს მომხდარი. ასე რომ გარანტირებულ გამოსავალს ვერაფინ გირჩევს. ასევთქვათ მეცნიერული ცდების გზით უნდა მივაღწიოთ ერთერთ საჭირო მეთოდს. 2. განსაზღვრე რამდენად საჭირო ინფო გქონდა იმ აწ გარდაწვლილ პარტიშენზე, (გაითვალისიწნე ამ დროს დისკი არ კვდება, არ ზიანდება, უბრალოდ ცუდი MBR-ის ჩანაწერების გამო არასწორედ ხდება დისკების დაყოფილს ცხრილის წაკითხვა) მიზეზი შეიძლება ვებრი იყოს, კონტროლერმა აურია, დენმა გაახურა, პროგრამა არასწორე მიმაღტვა გააკეთა, იგივე პროგრამა რაღაცეს წერდა შემდეგ რაღაც ნიტოდ დაამუშავა და შეცდომა გამოიწვია შედეგად აირია პარტიშენები. 3. რადგან მუშაობდი ACRONIS-ით და აკეთებდი Secure Zone-ს, იასნია ერთერთი პარტიშენიდან ამ ზონას ადგილი გამოუყავი, ფაქტია პარტიშენიდან ადგილის გამოყოფა და კორექტულად დაყოფა არ მოხდა. ისე შემდეგისთვსი რომ გაითვალისიწნო, მაგ პუნქტს ყოველთვის გულის ფანცქალით ვაკეთებ, უკეთესია თუ მაგისთანა ადგილს გამოყოფ ისეთ პარტიშენზე რომელიც ნაკლებად საჭირო ინფოთია დაგრუზული. იმიტომ რომ არასწორი მიმარტვა, გადატვირთვა ან რაიმე და ყოველთვის ეგეთ შედეგს მიირღებ, საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. 4. კაი შესავალი მოვრჩეთ ახლა მოქმედება. ასე დავყოთ ჩვენი მოქმედებები: ა) ჯერ სინჯე სხვა ოპერაციულით ჩატვირთვა (Live CD ან რაიმე ეგეთი< ბოლო ბოლო სხვა ვინტზე დააყენე ახალი სისტემა და ეს ვინჩესტერი მერე მიაერთე კომპზე სლეივად, ნუ თუ IDE დისკია, SATA-ს არაფრის მითიტება არ უნდა) და დარწმუნდი რომ მაგ დისკზე მართლა ეგეთი არეული პარტიშენებია. ბ) სინჯე რაიმე აღმდგენით ინფოს აღდგენა, მაგალიტად თვალი მოვკარი გისინჯია, Get Data Back-ი, კი კაი სოფტია, მაგრამ გაითვალისწინე, უნდა იყოს სხვა დისკიდან გაშვებული და სასურველია სხვა ოპერაციულიდან. გ) გაითვალისწინე რომ Get Data Back-ი უკეტესად იმუშავებს წაშლილ ფაილებთან თუ დისკის განლაგება მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ადრე არსებულთან (ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს დისკი ხედვადია, წაშლილია, დაფორმატებულია თუ რა დღეშია, უბრალოდ კაია თუ დისკის ორიგინალი პარტიშენია შენარჩუნებული რომ MFT ინფო და მისამარტები მაქსიმალურად ემთხვეოდეს აღმოჩენილი ფაილების სახელებს), ანუ თუ გახსოვს რომ დისკი ადრე დაყოფილი იყო: 60-120-200 ან რაიმე ეგეთით შეეცადე იგივე დაყოფას მიაღწიო. მაგალიტად შენს შემთხვევაში I დისკი ზედმეტია ხომ სცადე აბა წაშლა, რომ წაშლი მაგ პარტიშეს ადგილზე დარჩება გადატვირთვის მერე თუ გაქრება DISK MANAJER-იდან. თუ გაქრა ხომ კაი აღმდგენებისთვსი თუ არა და ვაი. დ) თუ დისკზე დიდი იმეჯები გქონდა, მაგალიტად ფილმის ვიდეო ფაილები, თამაშის იმიჯები ოეპრაიული სისტემები, მაშIნ სადრაც 80%-ით დაემშვიდებე მაგ სოფტს, დიდი ფაილები დისკზე დეფრაგმენტირების დროს იმდენ კლასტერს იკავებს რომ სღდგენის დროს რამდენიმეს მისამართი რომ არ იყოს დაკარგული პრაქტიკულად არ არსებობს. ე) ბოლო გამოსავალი კაია თუ ზუსტად გახსოვს მოცულობები, ამისათვის გირჩევ წაშალო ყველა პარტიშენი (მანამდე თუ რაიმე საჭიროს წაკიტხვა შეიძლება მეორე ვინჩესტერზე გადაწერე) შემდეგ ხელახლა გააკეტე ის პარტიშენები რაც გქონდა, სასურველია (ზხაზს ვუსვავ ძალინა სასურველია) დაემთხვეს შენი პირვანდელი დისკის კონკრეტულ მისამარტებს, ვთქვატ პირველი დისკი იწყებოდა ამ სექორში და მთავრდებოდა ამ სექტორში. თუ ეს ზუსტად გახსოვს, რა მოცულობებად დაყავი თავის დროზე დისკი, და გახსოვს ფაილური სისტემები, მაშინ წაშალე ყველა პარტიშენი (ოღონდ იმის შემდეგ რაც ყველა სხვა აღდგენის შესაძლებლობა ამოწურული იქნება), მერე ხელახლა გააკეთე ყველა პარტიშენები, მიეცი Qvick FOrmat-ი (ან შეგიძLია არ მისცე მაინც აღადგენს წესით, უბრალოდ ძიებისას მიუთიტე რა ტიპის ფაილური სისტემა გქონდა) იმავე ფაილურ სისტემაში რაშიც იყო და მეორე ვინჩესტერიდან გაუშვი აღმდგენი პროგრამები, მაგალიტად იგივე Get Data Back. თუ დაყოფა გახსოვს და სექტორებშI არაფერია ჩაწერილი, უბრალოდ MBR-ია არეული, მაშIნ ასეთი მოქმედების დროს MBR-ი ახალ მართებულ ჩანაწერებს ირებს, ხოლო კონკრეტული პარტიშემების MFT მიახლოებით იმავე ადგილზე რჩება სადაც ადრე იყო, აღმდგენი ნახულობს ძველ MFT და მისამართებით აგნებს ფაილებს, თუ ყველაფერი მაქსიმალურად დაემთხვა და ამ დაზიანების დროს რაიმე ინფორმაციის გადაწერაც არ მოახერხა დამზიანებელმა პროგრამამ, მაშIნ სადრაც 70-90% შანსი გაქვს რომ ასე არადგენ ინფოს, არაფერთელ გადავურჩენივარ ამ მეთოდს. სხვა რაიმე რჩევა ახლა ამ დროს ტავში არ მომდის, თუ რაიმე აღმდგენები უკვე გამოიყენე და გამოსავალი არ არის, მაშIნ გირჩევ ექსტრემალურ ანუ ზემოთ აღწერილ მეთოდზე გადახვიდე, ოღონდ იმედია ხვდები თუ დაზიანების გარდა პროგრამამ რაიმეს ჩაწერაც მოახერხა დიდი შანსია იმისა რომ MFT გადაწერილი ან დაზიანებული იქნება, ამ შემთხვევაში აღდგენა არცერთი მეთოდით არ გაამართლებს. რავი აბა გადაწყვიტე და დაწერე რა ხდება ან რას აპირებ. P.S სათაური ამ თემას ისეთი მიეცი რომ რამდენჯერ დავინახე ჩავთვალე ალბათ ბიჭებმა რაღაც საიტი იპოვეს და იმაზე კამათობენ ემთქი, ადრე იყო ინტერში ინფო იმაზე რომ GHOST-ით შეიძლებოდა, ორი ერთნაირი დისკის კოპირება გაგეკეთებინა, მერე უნდა შეგეჭყვიტა კოპირება და იღებდი გაორმაგებულ დისკს, მეგონა იგივეზეა საუბარი მეთქი და ამ თემაში აღარ ვიჭყიტებოდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ჰო მართლა ის GHOST-ის იდეა დეგენერატისმი იყო, დსკი მართლაც 2 პარტიშენად იყოფოდა, ზომა დისკისა მართლა ორმაგდებოდა, მაგრამ საკამრისი იყო ერთერთი გაგევსო მეორეზე ადგილი არარ იყო, ან ორივე დისკზე 50-50%-ი რომ ჩაგეწერა მერე ვერარაფერს ჩაატევდი, პრობლემა იმაში იყო რომ არასწორედ იყოფოდა დისკი და არასწორი მოცულობა ენიჭებოდა, იდეაში მოცულობა იგივე რჩებოდა უბრალოდ დაზიანებული MBR-ის გამო ჩანდა რომ დისკის ზომა ორჯერ გაიზარდა :-), რაღაც მაგდაგვარი გაქვს ახლა შენც მომხდარი, იმ განსხვავებით რომ GHOST-ის ის ვერსია კი ურევდა ზომებს, მაგრამ ფაიელბს არ აზიანებდა, შენი შემთხვევა კი გამოწვეული პროგრამის არაკორექტული გამორთვის შეწყვეტის ან არიმე ეგეთის გამო. |
|
|
|
Giena შემოდი ყბა ჩამოგივარდება! (მე ჩამომივარდა) Jun 24 2007, 05:20 AM
ja_ja Giena
ხრდება ხოლმე
არა... Jun 24 2007, 01:15 PM
Giena ja_ja
არა ძამიკო დენის... Jun 24 2007, 01:29 PM
Davidus Giena
მე მაქვს ნანახი ... Jun 24 2007, 06:14 PM
Giena Davidus
აკრონისით მეც ვ... Jun 24 2007, 07:48 PM
გიგა ტაკ მასეთი რამე ხდ... Jun 25 2007, 01:05 AM
Giena გიგა
რავი რაღა უნდ... Jun 25 2007, 05:04 AM
Giena giorgius
Very Sexy Man თუ ჯაჯამ ი... Jun 25 2007, 08:54 PM
Power_VANO Giena
R-Studio ცადე? თუ არა, გ... Jun 25 2007, 11:16 PM
Giena Power_VANO
კი ეგეც ვცადე მ... Jun 26 2007, 12:39 AM
გიგა ციტატაკარგად დააკ... Jun 26 2007, 01:00 AM
Giena გიგა
მოკვდება და გ... Jun 26 2007, 01:10 AM
Sh@ko Giena, რახან ეგრეა საქ... Jun 26 2007, 08:39 AM
Giena Sh@ko
9 გიგაბაიტს კი არ... Jun 26 2007, 09:59 AM
Sh@ko ფლოპზე არ გიცდია მ... Jun 26 2007, 11:51 AM
Giena Sh@ko
გმადლობ დაიმედი... Jun 26 2007, 06:45 PM
გიგა Giena რისი გაკეთება გი... Jun 26 2007, 07:27 PM
Giena გიგა
ეგ ვიცი ძამიკ... Jun 26 2007, 08:15 PM
გიგა ციტატა Windows-ს არ ვენდ... Jun 26 2007, 09:30 PM
Giena გიგა
ეგ ხო თავიდან ... Jun 26 2007, 09:35 PM
Giena ციტატაP.S სათაური ამ... Jun 28 2007, 02:16 AM
ja_ja Giena
ჰოო სამწუხარო ამ... Jun 28 2007, 11:23 PM
otosaxel Giena
მე ეგრე ვაპშე მე ... Jun 29 2007, 01:24 AM
Giena ja_ja
არა დისკებს მშვე... Jun 29 2007, 02:10 AM
ja_ja Giena
ციტატავერაფრით ... Jun 30 2007, 10:58 AM
Giena ja_ja
თუ არ ვცდები 8.5-ით ... Jun 30 2007, 01:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 11:16 PM |