![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 346 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 4 ![]() |
http://www.viva.ge
გამოვცვალე დიზაინი და შეაფასეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ნუ საიტზე ბევრი სტრუქატურული ცვლილებაა, მაგრამ მაგაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დიზიანზე დავკონკრეტდეთ :-))))) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
რახან დაპირებული "რევოლუციური სიახლეების" ნაწილი უკვე ვიხილეთ, მგონი, დროა, მათზე ვისაუბროთ კიდეც :-)
პირველი - News მარათონი უკვე განხილულია ათასგან და ჩემი პოზიტიური შეფასების მეტს ვერაფერს დავამატებ, თუმცა, მგონია, რომ ეგ ვივას იდეა არ არის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე შეიძლება ითქვას ახალ დიზაინსა და სურათების ატვირთვის ფუნქციაზე. მეორე - რაც ამწუთას ვნახე, "ჩემი საიტი" ღირს განხილვად - ეს სიახლე "ჯერ კიდევ თბილია" :-) 1) სიახლის აღწერისას გამოყენებული სურათი, როგორც ყოველთვის, მშვენიერია, ნოუთბუქიდან მომზირალი Viva! კი - "კრეატიული" ((IMG:style_emoticons/default/huh.gif) ) .. 2) აღწერის ტექსტი, როგორც ყოველთვის, გაჟღენთილია ქართული ვებისადმი ცინიზმით; და ახლა ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ვივამ, თავისდა უნებურად, საზღვრებს გადააჭარბა: ციტატა ... ეს არ არის დამყაყებული და ქართველი მომხმარებლისთვის ... სიტყვები "დამყაყებული" და "ქართველი" სიტყვა "მომხმარებლის" განსაზღვრებებია. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართველი მომხმარებელი დამყაყებულია? (IMG:style_emoticons/default/blink.gif) გასაგებია, რომ ეს ეპითეტი ქართულ ვებს ეკუთვნის, მაგრამ ტექსტი გადასახედია. მოვრჩეთ სიახლის გადმოცემის მეთოდის განხილვას, გადავიდეთ თვითონ შინაარსზე. 3) მგონი ვერ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს სიახლე რევოლუციური მხოლოდ ლოკალში ჩაკეტილი, "გამოავოეგოლებული" მომხმარებლისთვის იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთებიც არ არიან ცოტა.. დანარჩენებისთვის კი ალბათ გასაგებია, საიდან გვეცნობა სიახლეების გამოქვეყნების ეს სტილი(სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას სურათების საიტზევე ატვირთვის ფუნქციაზეც); ასევე შეიძლება ითქვას ძრავაზეც: ლაშა, ასეთი ფუნქცია რამდენიმე სხვა ძრავაზეც მინახავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასე თუ ისე, საქართველოსთვის ასეთი რამ ჯერჯერობით მაინც უცხო ხილია და მგონია, რომ ორ-სამ დღეში უკვე გაქანებული პოსტვა დაიწყება :-) განსაკუთრებით გოგონებს მოეწონებათ(პიკზოზე უკეთესი მაინცაა! :-)).. რჩევის სახით კი ვიტყვი, რომ სჯობს, დაპოსტილი სიახლეები იმწამს გამოქვეყნდეს, მოდერაციაში კი თვითონ მომხმარებლები დაგეხმარებიან - რამე "ისეთი" სიახლის გაპარვას მომენტალურად აცნობებენ ადმინისტრაციას. მართალია, რისკი არსებობს, მაგრამ საფასურიც დიდია - წარმოიდგინე, ორი საათით დაგვიანებას რამდენად სჯობს "წკაპ და გამოქვეყნებულია" ვარიანტი! :-) ერთი სიტყვით, ვივამ იპოვა თავისი "გასაღების ბაზარი", აითვისა გოგონების სეგმენტი, სწრაფ-სწრაფად გვთავაზობს საქართველოსთვის გამაოგნებელ, რევოლუციურ და პირისდასაღებ სიახლეებს.. მოკლედ, არის "ჩემი ოცნების ვარეზი" :-) მაგრამ არის ერთი, რის გამოსწორებასაც ვისურვებდი - ესაა დამოკიდებულება კონკურენტებისა და ზოგადად ქართული ვებისადმი. სადაც კი ხელი მიუწვდათ საიტის ადმინებს, ერთი კონკურენტი არ დაუტოვებიათ გაულანძღავი და დაუმცირებებლი. ძირითადი შენიშვნებია: "თქვე ანანისტებო!" და ”კოპი-პეისტერებო”. გეთანხმებით, არაა მოსაწონი, როცა ვარეზები პორნომასალებით ირჩენენ თავს ან იპარავენ რამეს ერთმანეთისგან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დაცინვა კიდევ უფრო მეტად არაა მოსაწონი. კიდევ უარესი, როცა ქართულ ვებს "ჩამყაყებულად" და "აყროლებულად" იხსენიებთ, ნუ დაგავიწყდებათ, მისი ნაწილი თქვენც ხართ! გამოსწორება კი დაცინვით არ ხდება. ვივა გვერდზე კი არ უნდა გადგეს და დანარჩენებს სხვა ნაპირზე მყოფივით კი არ უნდა უყუროს, არამედ, როგორც ძლიერს, ჩემი აზრით, სხვებისთვის ხელშეწყობა თუ არა, გაჩუმება მაინც ევალება. მით უმეტეს, რომ ახლავე შემიძლია დავასახელო რამდენიმე ვარეზი, რომელთა სიახლეებიც პირდაპირაა დაკოპირებული ვივაზე(ტექსტიც კი არაა შეცვლილი!) ან კიდევ ვარეზები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ვივაზე გაცილებით მაღლა დგანან რეიგინტში(თან არა პორნოებით), ან კიდევ ვივაზე ფლეშ თამაშებში გამოჩენილი ახალი თამაში აღწერით ”უნდა იშოვნოთ გოგოების პორნო სურათები”. მეჩვენება, რომ ვივაზე აკრძალული სიტყვა გაჩნდა.. (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ასე რომ, სრულყოფილი არავინაა, დაცინვას და თითის შვერას კი სჯობს ერთმანეთს დავეხმაროთ ან ვენ-ჩვენი საქმე ჩუმად ვაკეთოთ. მომხმარებელი შეურაცხმყოფელი ფრაზების გარეშეც ყოველთვის მიხვდება, რა უკეთესია და რა უარესი. Phew, რაღაც პოსტვის ხასიათზე ვარ დღეს! :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th August 2025 - 10:40 PM |