![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
გვეღირსა! მოვიდა ის, რამაც უნდა "გადაგვატრიალოს"! ინტერნეტ-ანგარიშსწორების ქართული სისტემა! პერსპექტივა უბრალოდ გადასარევია! ჩემი აზრით, ეს მისცემს ქართულ ვებს იმ ფუნქციას, რომლის გარეშეც ნორმალურ ქვეყნებში ინტერნეტი უკვე წარმოუდგენელია - ნამდვილი ინტერნეტ-ბიზნესი! მგონი მალე ამოვძვრებით warez და Google Adsense ჭაობიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ესაა eMoney-ს საკვანძო ფუნქციები: ციტატა eMoney სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ: გადაურიცხოთ თანხა სხვა მომხმარებლებს ანგარიშსწორებების ჩატარება ინტერნეტ მაღაზიებში საკრედიტო ბარათის გარეშე აწარმოოთ ინტერნეტ ანგარიშსწორებები გამოიყენოთ eMoney როგორც გადახდის საშუალება ინტერნეტ ბიზნესისთვის მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება გადარიცხოს თანხები საერთაშორისო ანგარიშსწორების ისეთ სისტემაზე როგორიცაა Webmoney მიიღოთ შემოსავალი ინტერნეტიდან eMoney-ის რეკლამისთვის! მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ, პირდაპირ გთავაზობთ eMoney-ს. P.S. ჩემი რეფერალით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ja_ja
lasha_t გარანტიის შესახებ კითხვაზე - "რა არის გარანტი იმისა, რომ თქვენთან შენახული ჩემი ფული არ დაიკარგება?" - პასუხი შემდეგია: ციტატა გამარჯობათ. სამართლიანი შეკითხვა არის. უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რა გარანტია გაქვთ რომ თანხა არ დაგეკარგებათ ვებმანიში მაგალითად? ერთადერთი გარანტია ის არის, რომ თქვენი ფულის მითვისება, გინდა ინტერნეტით და გინდა ჩვეულებრივ რეალობაში არის სისხლის სამართლის საქმე. მაგალითად თაღლითობა. იმ შემთქვევაში თუ ვინმე გაიგებს თქვენს პაროლს, ან შეძლებს თქვენი იმეილის გატეხვას, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე იმ პიროვნების მიმართ იქნება აღძრული. ხოლო თუ უბრალოდ მე მივითვისე მაშინ ჩემს წინააღმდეგ. დანარჩენზე სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ. მე არ მაქვს ეს პროექტი წამოწყებული თაღლითობისთვის. მე ვმუშაობდი 9 წელიწადი პროკრედიტ ბანკში, როგორც წამყვანი პროგრამისტი. ახლა ვარ პროკრედიტ-ჰოლდინგის IT კომპანიაში უკრაინაში. ჩემს შესახებ მოკლე ბიოგრაფია გაგაცანით. შპს-ც არის დარეგისტრირებული ჩემი ოჯახის მიერ. ჩემის მხრიდან მე ვცდილობ მაქსიმალურად დაცული სისტემის შექმნას. მეტ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ. პატივისცემით ნუგზარ ნებიერიძე forum.ge-ზე მფლობელს შესთავაზეს, დაეზღვია თავისი კლიენტების ფული, რათა ნდობა გაზრდილიყო eMoney-ს მიმართ, მან კი უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგანაც შეტანილი თანხის რაოდენობა დიდი არაა, მომავალში კი იფიქრებს ამ საკითხზე. ja_ja შენთან მოსული წერილი გადავუგზავნე "შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის"(© პატრული) და ასეთი პასუხი მივიღე: ციტატა გამარჯობათ. ეს არის მთელი ტექსტი? არ იყო იქ თვითონ eMoney-ის ბმული? ბმულში უნდა იყოს მითითებული ვინ არის ამ წერილის ავტორი. თუ შეიძლება გამომიგზავნეთ რა ბმული იყო წერილში მითითებული. მე შევამოწმე ორივე მეილის მისამართი ჩემს ბაზაში და ასეთი მეილებით არავინ არ არის დარეგისტრირებული. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ ამ წერილთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეტყობა იმანის მომხმარებელმა ასეთი ფორმით მოისურვა შემოსავლების მიღება. თუ შეიძლება მომწერეთ წერილში მითითებული ზუსტი ბმული. კეთილი სურვილებით ნუგზარ ნებიერიძე მე ვუპასუხე, რომ წერილი მე არ მიმიღია, უბრალოდ ადრესატმა მთხოვა გადმომეგზავნა; ამ წერილს გადავცემ მას და თუ სურვილი და დრო ექნება, დაგიკავშირდებათ-მეთქი. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th August 2025 - 02:59 AM |