![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
გვეღირსა! მოვიდა ის, რამაც უნდა "გადაგვატრიალოს"! ინტერნეტ-ანგარიშსწორების ქართული სისტემა! პერსპექტივა უბრალოდ გადასარევია! ჩემი აზრით, ეს მისცემს ქართულ ვებს იმ ფუნქციას, რომლის გარეშეც ნორმალურ ქვეყნებში ინტერნეტი უკვე წარმოუდგენელია - ნამდვილი ინტერნეტ-ბიზნესი! მგონი მალე ამოვძვრებით warez და Google Adsense ჭაობიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ესაა eMoney-ს საკვანძო ფუნქციები: ციტატა eMoney სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ: გადაურიცხოთ თანხა სხვა მომხმარებლებს ანგარიშსწორებების ჩატარება ინტერნეტ მაღაზიებში საკრედიტო ბარათის გარეშე აწარმოოთ ინტერნეტ ანგარიშსწორებები გამოიყენოთ eMoney როგორც გადახდის საშუალება ინტერნეტ ბიზნესისთვის მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება გადარიცხოს თანხები საერთაშორისო ანგარიშსწორების ისეთ სისტემაზე როგორიცაა Webmoney მიიღოთ შემოსავალი ინტერნეტიდან eMoney-ის რეკლამისთვის! მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ, პირდაპირ გთავაზობთ eMoney-ს. P.S. ჩემი რეფერალით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
domen
კაი ფორუმზე მეთვოთონ ვნახავ მაგ კაცს, თორემ ასე გატეხილი ტელეფონი გამოდის. :-) ისე კი რაც შეეხება ავტორის მიერ მოწერილ პასუხს: ციტატა სამართლიანი შეკითხვა არის. უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რა გარანტია გაქვთ რომ თანხა არ დაგეკარგებათ ვებმანიში მაგალითად? აფრენს ავტორი, ასეთ შტუკას ცხოვრებაში არ დავწერდი რომც არ მქონდეს სხვა სათქმელი, აქ პირდაპირ მიგითიტებს კაცი რომ გაგებაში არაა რას ჰკიდებს ხელს, იგივე WM-ი მაგალიტად თავისით ჰაერში კი არ არსებობს, არამედ მის უკან 2 რუსული ბანკი დგას. ხოლო უკრაინლებმა როდესაც გააკეტეს ტავიანთი განყოფილებ, აუცილებელი პირობა იყო გამოშვებული ბარათების საფასურის გარანტი თანხა ერთერთ უკრაუნულ ბანკში ყოფილიყო შეტანილი, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაშI ანაზღაურება შესაძLებელი ყოფილიყო. ასე რომ WM-ში პირადად მე გარანტია არ მაქვს, იმიტომ რომ დიდი თანხა არ მაქვს და თან ემ საქართველოში ვარ და ახლა 60$-ისთვის თავს არ მოვიკლავ, მაგრამ რუსები, თავის ტრერიტორიაზე შესაბამის გარანტ ბანკს მიაკითხავენ. აქ ვის მივაკითხო, ჩემი 20 თუ 60$-ისთვის მის ოჯახს? ეგეთი ერთი მოვალე მყავს, მოვუგე 15 თვიანი სასამართლო პროცესი, დააკისრა სასამართლომ ჩემს სასარკებლოდ კაი სოლიდური თანხის გადახდა, მაგრამ წუწუნეს და იხდის თვეში 180 ლარს მეტს ვერ ვშოულობო, თავზე დაადგა აღმასრულებელი, აღმოჩნდა რომ თავის თავზე არაფერი არა აქვს გაფორმებული, კოვზი და სკამიც კი. ამიტომ მის ხელფასებს დავსდევთ მთელს საქართველოში (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , ასეთი ტემპებით ეს ტიპი, მინიმუმ 14 წელი ჩემს ვალში იქნება. მეტყვით რატომ არ მიხვალ თავყბას არ გაუერთიანებო? იმიტომ რომ კლაოზნიკია, ეგრევე გაიქცევა პოლიციაში და საქმეს გახსნის, აი ფულს მძალავსო, სამწუხაროდ სხვა ხერხი ვერ მოვნახე მაგაზე სამოქმედო. (პატარა გადახვევა - ისე ამ ბოლოდროს ზოგიერთებს რომ იჭერენ ფულს სძალავდა ვითომ ვალის პონტშიო, ეგრევე ჩემი დურაკი მევალე მახსენდება, მეთქი საქმის გარჩევა რომ დავუწყო ისეთი მშიშარაა ქე ჩაისვრის, მაგრამ პახოდო ალბათ ამ პოლიციას მეც დამაყენებს მეთქი. ამასობაში სულ იმას ვფიქრობ, ხოლმე ეს ხალხი რომ დაიჭირეს ეგეთოვე საქმეზე, კაცმა არ იცის, მართლა ვის ვოსო ვალი ფქონდა, ეგებ, მართლა მართებს ამ დურაკებს, მაგრამ გარვიბიან პოლიციაში და საქმეს უფუჭებენ ტი[ებს. ისე მე რომ ეგეტი გამიჩალიჩოს არ გავატრაკებ მოვიხდი სასჯელს, მაგრამ რომ გამოვალ სად მიწაში უნდა დამემალოს, მეკიდება ყველაფერი ჩემი ხელით დავრგავ ნოყიერ მიწაში, ამაზე რატომ არ ფიქრობენ ეს ვითომ დაზარალებული კლაოზნიკები. გავიხსენოთ იგივე მოჭიდავეების საქმე, 10%-იანი ზუსტად ეგეთი სუნი უდის.) ეს იმას მოვაყოლე რომ ვთქვათ და დაიხურა მისი კანტორა, ჩემი ნიმიმალური თანხისთვის კარდაკარ უნდა ვსდიო ვიღაცის ოჯახს? ნებისმერი საფინანსო ორგანო პირველ რიგში უსაფრთხოებაზე და გარანტიაზე ატრაკებს. ციტატა ერთადერთი გარანტია ის არის, რომ თქვენი ფულის მითვისება, გინდა ინტერნეტით და გინდა ჩვეულებრივ რეალობაში არის სისხლის სამართლის საქმე. მაგალითად თაღლითობა. ეს სრული ტუფტაა და იდიოტიზმია, თავის დროზეც არსებობდა ეგ კანონი, მაგრამ 2 დღის გახსნილი ბანკები რომ თამაშებდნენ პირამიდობანას და 2 თვეში ფულიანად ქრებოდნენ ვინ რა პასუხი აგო მაგ მოქმედებაზე? იგივე კითხვა მიჩნდება ვის სად ვსდიო? ციტატა იმ შემთქვევაში თუ ვინმე გაიგებს თქვენს პაროლს, ან შეძლებს თქვენი იმეილის გატეხვას, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე იმ პიროვნების მიმართ იქნება აღძრული. ხოლო თუ უბრალოდ მე მივითვისე მაშინ ჩემს წინააღმდეგ. სისულელეა, ჯერესერთი შესაბამისი თანხა უნდა იყოს მაგ ანგარისშე რომ სასამართლო საქმის აღძვრა ღირდეს, 5-10 და 40$-ისთვის უბრალოდ სასამართლო ხარჯებს ვერ გაწვდები, ხარჯები მეტი იქნება ვიდრე ამოღებული თანხა, პლიუს მანამდე იმის გაგებაა საჭირო ვინ და სად რა გატეხა, პლიუს მიამატე საქართველოში ციფრული კანონები პრაქტიკუალდ არ მოქმედებს. და ასე შემდეგ, კაროჩე მაგრა ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ ინფომ, ამასობაში ვაღიარებ ძალიან, ძალიან მინდა რომ რაიმე ეგეთი ონლაინ სისტემა ამოქმედდეს, ეგ მეც და ბევრ სხვასაც გაუმარტივებს სიცოცხლეს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th August 2025 - 02:59 AM |