მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გამარჯობა, ხელპ მე პლიზ
Dirty_Kay
პოსტი Mar 14 2007, 02:10 PM
პოსტი #1


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 3
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 403



გამარჯობა ყველას!
მე ახალი მომხმარებელი ვარ და ამ ფორუმზე შემოხედვა პრობლემამ გადამაწყვეტინე.
მეყენა Windows XP რამაც გამაწამა და გამტანჯა. 2 წელია რაც კომპი მაქ ნაყიდი და უკვე იმდენჯერ მომიწია გადაინსტალება რო სათვალავი ამერია. ძირითადად იმიტომ ფუჭდება რო ძაბვა ვარდება, ან პირდაპირ დენიდან ითიშება ან რამე მასეთი. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მითხრეს მაგ მხრივ ლინუქსი ჯობიაო, ხოდა მეც ავდექი და გადავწყვიტე ლინუქსის დაყენება (ვინდოუსიც ვცადე მარა დედა აიფეთქა კომპმა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ). რამე პრობლემა ხომ არ იქნება რომ ინტერნეტიდან გადმოვწერო დისკზე ლინუქსი და ჩემით ვცადო დაყენება??? გამიჭირდება???
ვინდოუსი დავაყენე მარა რაღაცეებს ურევს და ა.შ.
არადა ჩემებმა რო გაიგონ რო კიდე კომპია გასაკეთებელი გამომაძევებენ სახლიდან.
თუ შეიძლება რო მე თვითონ დავაყენო ლინუქსი ჩემს კომპზე, იქნებ მითხრათ საიდან გადმოვწერო ან კი თუ ლინკს მომცემთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება არავინ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) დიდი მადლობა წინასწარ!!!
პ.ს. ეხლა მეზობლის კომპიუტერიდან ვპოსტავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jul 12 2007, 08:00 PM
პოსტი #2


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Dirty_Kay
მდაა ვიცინე იმ კაცზე ვინც Linux-ი გირჩია გამოსავლის სახით. Power_VANO-მ სწორე თქვა, ის ტიპი Linux-ის გაგებაში არაა, გამორთვისას linux-ი არანაკლებად ზიანდება და იწყებს ჟურნალირებული ფაილური სისტემის აღდგენას, სხვათაშორის გააჩნია შემთხვევას, ზოგჯერ იმდენიხანი ჩალიჩობს რომააააა :-)

ჟურნალირებული ფაილური სისტემაა NTFS-იც, ასე რომ მაგაზე გადადი, თუმცა გადატვირთვის საშველი ეგ არაა. შენ სამი რამ უნდა გაარკვიო შენი კომპის მიმართ:

1. იტვირთება კომპი დენის გამო
2. იტვირტება კომპი აპარატურის უთავსოების გამო
3. იტვირთება დაზიანებული ან დავირუსებული Windows-ის გამო

პირველს უშველის მხოლოდ UPS-ი და არა რაღაც მაგიური VISTA, LINUX, SOLARIS და MAC OS X-ი.

მეორეს შემთხვევაში ტავზე უნდა გადაამტვრიო კომპი იმ ფირმას ვინც უხარისხო დეტალები მოგყიდა

მესამეს შემთხვევაში ან შენ უნდა დაიჭრა ხელები იმისათვის რომ WINDWOS-ის მოხმარება გამოყენება არ იცი, ან იამს უნდა დააგლიჯო ხელები, ვინც უჯიშო WINDWOS-ი დაგიყენა.

ეს ყველაფერი იამს მოვაყოლე რომ WINDWOS-ზე ასე უაზროდ რაიმე ბრამდების მიკერება, მხოლოდ გამოუცდელ ღლაპს შეუძლია, რომელიც ვერ ერკლვევა აპარატურაში, დენში და ოპერაციულ სისტემებში, შენ გგონია LINUX-ის დაყენება ყველა შემთხვევაში 100%-იანი მუშობის გარანტია? რამდენი მინახია გათეთრებული სისხლით რომ იმას ვერ აყენებს, ეს არ მუშოაბს, ის არ არის.

LINUX-ში სამწუხაროდ ყველაფერი ისე ინტუიციურად მისახვედრად არ არის როგორც WINDWOS-ში, პრაქტიკულად არ არსებობს დრაივერები, ასე რომ ან ნერვების გლეჯაა, ან სისტემამ თუ რაიმე აღმოაჩინა თავისით ხომ კაი.
ყოველი ახალი შტუკის დაყენება გამართვა შეიძLება მარტივი იყოს, შეიძლება სისხლი გაგიშროს, იმიტომ რომ მოდულური სისტემაა, არ არისოპტიმიზირებული და ასე შემდეგ.

მოკელდ გამოუცდელი ადამიანისთვსი LINUX-ის არ არსი გამოსავალი, ან თავს იტყუებს ან გამოცდილი კაცია და საქმეს აკეთებს, ოღონს ამს აქმეს საატები სწირდება, ახლა შენი კომპისთვის მარტო ბირთვის და მტელი სისტემის გადაკონფიგურირებას 5-7 საათის განმავლობაშI არავინ დაიწყებს და სტანდარტულად ინსტალერით დაყენებული სისტემა კი მუშოაბს Pentium 1-ზე უფრო ნელი კომპიუტეტსი პარამეტრებით, ეს იმიტომაა გაკეტებლი რომ ტავსებადი იყოს ყველა თაობის პროცესორთან, სამაგიეროდ ბორთვია არ იყენებს, არც ახალ ტექნოლოგიერბს არ ეკონომიას, გამოთვლებს და არც სხვა არაფერს, იყენებს საბაზისო სტრუქტურას და პროცესორის მეგაჰერცებს. რეალურად ოპტიმიზირებული Linux-ი მინიმუმ 2-ჯერ უფრო ჩქარა მUშოაბს, ვიდრე სტანდარტულად დაყენებული, მაგრამ ასმას არა ერთი საათი გემრიელი ჩალიჩი უნდა.

მაგას შენ ვერ გააკეთებ და მცოდნე შენზე მაგ დროს არ დახარჯავს, ფული კი მაგ დროს 20 და 40 ლარით არ შემოიფარგლება, სრული მომსახურება შეიძლება ასეულობით ლარზე ან დოლარზე ავიდეს.

ასე რომ რუსები ამბობენ, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო, ასევეა ეგ Lინუხ-იც, უფასოდ დიდ კომფორტს ნუ მოელი რაც არ უნდა გიქონ, რამდენად დაიჯერებ ეგ შენი საქმეა, მაგრამ ეს არის მწარე რეალობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2025 - 07:10 AM