![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 235 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Eastern plaguelands - ში ვხეტიალობ... წევრი №: 69 ![]() |
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო. იცით რომ ეს თემა ბევრ ქართულ და არა ქართულ ფორუმებზე აქტუალურია და ძალიან სახალისოც. ვინც არ იცის ავუხსნი რომ ესაა ერთგვარი თამაში, ანუ ერთი ფორუმელი დებს სკრინს ( PC თამაშიდან აუცილებლად) და სხვანი იჭყლეტენ ტვინს თუ რა თამაშია ეს.
აი წესები და 1000 უბედურება: 1. უნდა დაიდოს სკრინი PC თამაშიდან.(თამაში აუცილებლად გამოსული უნდა იყოს. არ შეიძლება იმ თამაშიდან სკრინის დადება რომელიც ჯერ არ გამოსულა ან ბეტა ევრსიაა მხოლოდ. ასევე სასურველია თუ თქვენ ნათამაშები გექნებათ ის თამაში, რომლის სკრინსაც დებთ). გამომცნობელს ენიჭება 1 ქულა და უფლება დადოს ახალი სკრინი. 2. არ შეიძლება სკრინის დადება რიგის დაცვის გარეშე, ასეთი სკრინი წაიშლება უმალვე. 3. თუ სკრინი ვერავინ გამოიცნო 24 საათის განმავლობაში, მაშინ მისი დამდები ამბობს თამაშის სახელს და დებს ახალ სკრინს. 4. თუ სკრინი რომელიც უნდა დადებულიყო და ვერ დაიდო ამა თუ იმ მიზეზის გამო 24 საათის განმავლობაში, მაშინ მოდერატორს ან ნებისმიერ მსურველს აქვთ უფლება დადონ ნებისმიერი სკრინი. 5. არ შეიძლება სკრინშოტზე გამოსახული იყოს კადრი სინემატიკიდან, სკრინზე აუცილებლად უნდა ჩანდეს თამაში ინტერფეისი. 6. სკრინის ფაილს ნუ დაარქმევთ ამავე თამაშის სახლეწოდებას რადგან მომამაძაღლო ორაგინზმებმა იგი შეიძლება save as.. ბრძანების მეშვეობით გაშიფრონ. ასევე ნუ მიუთითებთ სურათს პირდაპირ იმ საიტიდან სადაც სკრინი ნახეთ თორემ შეიძლება მიაგნონ და გამოიცნონ. 7. რაც შეეხება თამაშის დასახელების გამოცნობას, თამაშის სრული სახელი უნდა იქნეს დასახელებული იმ შემთხვევაში თუ ის რამდენიმე ვერსიაა და სხვა და სხვა ვერსიებს სხვა და სხვა სათაურები აქვს მაგალითად Prince of Persia არის სამი two thrones, Warrior Within, sands of time. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა დაასახელოთ სრული სახელი თამაშის ვერსიისა ხოლო თუ თამაშის ვერსიები დანომრილია მაგალითად Gothic არის სამი : Gothic, Gothic II, Gothic III. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სახელის დასახლება დამაკმაყოფილებელია და არაა სავალდებულო იმის დაკონკრეტება, თუ რიგით რომელია ეს თამაში. 8. ასევე სკრინი არ უნდა იყოს უხარისხო და გადღაბნილ-მიხატულ-მოხატული. მისი გარჩევადობა არ უნდა იყოს 800x600-ზე ნაკლები.. P.S. იაქტიურეთ რაც შეგიძლიათ და ნელ-ნელა ჩამოყალიბდება რეიტინგიც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) _ _ _ _ _ მაშ ასე, მე დავიწყებ: (IMG:http://b.foto.radikal.ru/0606/5be0cb574ba1.jpg) >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> >>>>საერთო რეიტინგი :<<<< >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 1. რჩეულა 5 ქულა; 2. Sh@ko 5ქულა ; 3. გიგა 4 ქულა ; Reechard 4 ქულა; 4. choxeti21 2 ქულა;DirectN 2 ქულა; 5. merabi 1 ქულა;Power_VANO 2 ქულა; -------------------- |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
გავიდა დათქმულ დროზე მეტი და პასუხი არ სჩანს. შეიძლება ვერავინ გამოიცნო, აან არავის დააინტერესა. მეორეს უფრო საქართველოს სუნი უდის. (IMG:style_emoticons/default/mellow.gif)
არ მინდა პოლიტიკაში გადავერთო, მაგრამ იქაც ესეთი სიტუაციაა: ჩვენი პასიურობით აქტიურად სარგებლობენ პოლიტიკოსები. ამის გამო მე თქვენ დაგსჯით, დაჯილდოვების მაგივრად. (IMG:style_emoticons/default/mad.gif) დასანანია, თამაში გამოუცნობად ითვლება, ამიტომ პრიზები ზღვაში უნდა გადავყარო. აქ ბოიარის ციხე-სიმაგრე ხომ არ არის?! სამაგიეროდ, როცა ფაილები აქაჩეზე ავქაჩე, ორი ბმული მომცეს: გადმოსაწერი და წასაშლელი, მეც წასაშლელს დავდებ და თქვენ თვითონ წაშლით. (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (სინამდვილეში ეგრე ბოროტი არ გამოვდექი და გადმოსაწერი ბმულები დავდე, მადლობა კი ჯეოსელს რომ არ დარჩენოდა, პრიზები ეკუთვნის იმას, ვისაც იდეა მოეწონა. ახლა ვინც გაიფიქრეთ, მაგრამ არ დაგიწერიათ, მე ვერ დავინახე (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) ) სკრინები იყო თამაშიდან Punisher და გთავაზობთ(ც) რამდენიმე სურათს ანუ ეპიზოდს ჯონი ჯალათის ცხოვრებიდამ. 1. მესაფლავე - პროფესიაა. მატაც აქვთ დატვირთული და ხალიავა დღეები. აი, როცა კლიენტები შემოაკლდებათ, თვითონ ზრუნავენ მათ მოზიდვაზე. ფრთხილად, ფეთქდება! 2. არამარტო ჩვენს ქვეყანაში არის დანერგილი გასართობი მომსახურება: კლოუნი გამოძახებით, კაცი გამოძახებით... ცხოვრება ზოგჯერ დაუნდობელია, მაგრამ ჭირისუფლებსაც სჭირდებათ გამხიარულება. იმერული ესკიზები, ანუ მესაფლავე გამოძახებით. 3. ვიდეოები გადაღებულია ჩემი ძმის მიერ. წინა სიუჟეტში დავუშალე შენობის წითლად შეღებვა, თავის გაჭირებაც ეყოფათ-მეთქი. მაგრამ ზოგი კი ამ სიკეთეს სათანადოდ არ აფასებს. (IMG:style_emoticons/default/dry.gif) რას იზამ, მოუწევთ ჭკუის სწავლება... ისე ძალიანაც ნუ გააბრაზებთ ამ კაცს. -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:00 PM |