|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Aug 5 2007, 11:44 PM
პოსტი
#1
|
|
![]() კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
ესეიგი საიტის გათავსება ინტერნეტში და მერე მისი მართვა და ასე შემდეგ... როგორ ხდება საერთოდ გარტყმაში არა ვარ...
გულის ოპერაციას უფრო გავაკეთებ ვიდრე მაგას... და თუ არ დაგეზარებათ დეტალურად ამიხსენით საერთოდ რა როგორ ხდება... მოკლედ იმდენიც არ ვიცი რომ ბევრი კიტხვები დავსვა... ან რამე ლინკი დადეთ მაგრამ არამგონია მე რო მინდა ისე დეტალურად იყოს სადმე ახსნილი... P.S: ამას ვკითხულობ არა იმიტომ, რომ ჩემი საიტის შექმნა მომინდა უეცრად არამედ იმიტომ რომ აზრზე მინდა მოვიდე ამ საკითხებში... აბა თქვენი იმედი მაქ ... P.P.S:და მგონი თემა იქ გავხსენი სადაც საჭიროა... თუ არადა გადაიტანთ და ეგ არის... -------------------- |
|
|
|
![]() |
Aug 8 2007, 02:48 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
da_ta
შევეცდები ზოგადად აგიხსნა. დავიწყოთ იქიდან, რომ გინდა საიტის განთავსება ინტერნეტში(ჯერ დინამიურობა/სტატიკურობას, თემატიკას და ეგეთებს არ ვაქცევთ ყურადღებას). შესაბამისად, გჭირდება კომპი, რომელიც დაკავშირებულია ინტერნერტთან და დაკონფიგურირებულია ისე, რომ მომხმარებლის მიღება შეუძლია(ანუ არაა ჩაკეტილი FireWall-ით). ამის მერე რაიმე პროგრამა (VertrigoServ, Xampp ..) ან სერვისების ნაკრები (Apache+PHP+MySQL, IIS+ASP+MSSQL ..), რომლებიც მოემსახურებიან მომხმარებლებს ისე, რომ მათ ამ კომპისგან ვებ-ინფორმაცია მიიღონ. ეს ნიშნავს შემდეგს: როცა მომხმარებელი აკრიფავს "http://შენი IP", ბრაუზერი მოვა შენს კომპზე, ეტყვის მას, რომ სჭირდება ინფორმაცია ვებ-სერვერისგან (ამას წინ მიწერილი პროტოკოლის სახელი "http" აღნიშნავს), შენი კომპი კი ინსტალირებული პროგრამების/სერვისების მეშვეობით გასცემს მას პასუხს. მაგალითი თვალსაჩინოებისთვის: მე შევასრულე ყველა ის მოქმედება, რომლის შემდეგად ჩემი კომპი ვებ-სერვერობას თავს გაართმევს*, ვებ-სერვერის საქაღალდედ ჩემს კომპზე ავიღე საქაღალდე "c:\www" და მოგეცი შენ ჩემი IP. დავუშვათ, ჩემი IP-ია 127.0.0.1**. შენ კრეფ ბრაუზერში "http://127.0.0.1" და ხვდები ჩემს კომპზე საქაღალდეში "C:/www". თუ შენ აკრეფ მისამართს "http://127.0.0.1/maputu", მაშინ მოხვდები ჩემს კომპში მისამართზე "C:/www/maputu". თუ ასეთი საქაღალდე ჩემს კომპში არ არსებობს, მაშინ შესაბამის შეცდომის ფანჯარას დაინახავ. ზუსტად ამავეს აკეთებენ ფასიანი ჰოსტერები, უბრალოდ, ისინი ამ ყველაფერზე თვითონ წვალობენ, შენ კი ამის მაგივრად ფულს იხდი და გამზადებულ სერვერს იღებ. იმედია, გასაგებად ავხსენი. შეკითხვები თუ გექნა, დაწერე.. დანარჩენი შემდეგ პოსტში :-) --- * ამისთვის საჭიროა კომპი((IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), კავშირი ინტერნეტთან, პორტების გადამისამართება და კონფიგურირებული პროგრამა ან სერვისების ნაკრები, რომლებიც კომპზე ამუშავებენ ვებ-სერვერს. ** ეს IP დღევანდელ IP-ების სისტემაში(IPv4) გამოიყენება, როგორც აღნიშვნა. ვებ-სერვერისთვის ეს IP თავისივე თავს აღნიშნავს, შესაბამისად, ეს IP არავის ეკუთვნის. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Oct 4 2009, 03:13 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
da_ta საიტის ინტერნეტში განთავსება/მართვა Aug 5 2007, 11:44 PM
გიგა ეძებ ჰოსტინგს და კ... Aug 6 2007, 09:00 AM
da_ta ციტატაეძებ ჰოსტინ... Aug 6 2007, 10:31 AM
otosaxel da_ta
პირველ რიგში უნდ... Aug 6 2007, 11:16 AM
da_ta ციტატა თუ გინდა კა... Aug 6 2007, 06:34 PM
otosaxel da_ta
ციტატამოდი ჯერ ა... Aug 6 2007, 09:28 PM
domen ახლა, როცა უკვე [წეს... Aug 8 2007, 07:55 PM
da_ta otosaxel
ციტატააბა რა კ... Aug 9 2007, 11:44 AM
da_ta otosaxel
ესეც პირველი კი... Aug 9 2007, 11:57 AM
domen da_ta
შენ ალბათ უფასო ... Aug 9 2007, 12:45 PM
otosaxel da_ta
ციტატაესეც პირვ... Aug 9 2007, 01:30 PM
otosaxel ეხლა როცა დარეგისტ... Aug 9 2007, 01:46 PM
da_ta domen
ციტატამარტივად ... Aug 9 2007, 02:34 PM
da_ta მოკლედ მიხდება თბი... Aug 9 2007, 09:25 PM
da_ta მოკლედ ცოტას დავლა... Sep 16 2007, 10:16 AM
DriZ ამის შესახებ მყწებ... Oct 28 2007, 07:24 PM
zaza.r http://nic.net.ge/index.php?page=1&lang=geo Oct 29 2007, 10:18 AM
otosaxel DriZ
ციტატაამის შესა... Oct 29 2007, 07:14 PM
DriZ ციტატა(otosaxel @ Oct 29 2007, 10... Oct 30 2007, 07:23 PM
otosaxel DriZ
ციტატაოკ დაგელო... Nov 1 2007, 12:50 PM
da_ta otosaxel domen
სულ დამავიწ... Nov 8 2007, 08:14 PM
Classical ციტატაამის მერე რა... May 26 2009, 09:58 AM
otosaxel Classical
ციტატა(classical @ 26t... May 26 2009, 11:23 AM
Classical ციტატაge დომენს შენ ... May 26 2009, 11:30 AM
otosaxel Classical
ციტატა(classical @ 26t... May 26 2009, 12:00 PM
Giga1 შენ .ge ზე გინდა .com ზე .... May 26 2009, 05:10 PM
Classical ციტატაისე იაფი არა... May 26 2009, 07:40 PM
Giga1 კარგი არჩევანია May 27 2009, 09:04 AM
Forumeli მინდა რო საიტი მქო... Aug 30 2009, 01:05 PM
otosaxel Forumeli
ციტატა(giorgi22 @ 30th ... Aug 30 2009, 07:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 09:30 AM |