|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Aug 5 2007, 11:44 PM
პოსტი
#1
|
|
![]() კომპიუტერი ადამიანის მეგობარია... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.128 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: tiplisi წევრი №: 426 |
ესეიგი საიტის გათავსება ინტერნეტში და მერე მისი მართვა და ასე შემდეგ... როგორ ხდება საერთოდ გარტყმაში არა ვარ...
გულის ოპერაციას უფრო გავაკეთებ ვიდრე მაგას... და თუ არ დაგეზარებათ დეტალურად ამიხსენით საერთოდ რა როგორ ხდება... მოკლედ იმდენიც არ ვიცი რომ ბევრი კიტხვები დავსვა... ან რამე ლინკი დადეთ მაგრამ არამგონია მე რო მინდა ისე დეტალურად იყოს სადმე ახსნილი... P.S: ამას ვკითხულობ არა იმიტომ, რომ ჩემი საიტის შექმნა მომინდა უეცრად არამედ იმიტომ რომ აზრზე მინდა მოვიდე ამ საკითხებში... აბა თქვენი იმედი მაქ ... P.P.S:და მგონი თემა იქ გავხსენი სადაც საჭიროა... თუ არადა გადაიტანთ და ეგ არის... -------------------- |
|
|
|
![]() |
Aug 8 2007, 07:55 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
ახლა, როცა უკვე [წესით] გასაგებია, თუ როგორ მუშაობს სერვერი ზოგადად, გადავიდეთ იმ საშუალებებზე, რომლებიც ბრაუზერს აიძულებენ, გამოსახოს ტექსტი, სურათები, ბმულები და ა.შ. ჩვენთვის სასურველი განლაგებით.
ამ "საშუალებებს" ვებ-პროგრამირების* ენები ჰქვიათ და რამდენიმე ტიპად იყოფიან. ესენია user-side და server-side ენები. user-side ენები არ საჭიროებენ არანაირ დამატებით გარემოს გვერდის დასაგენერირებლად, მათ ბრაუზერი პირდაპირ იგებს. ასეთებია, მაგალითად, HTML და JavaScript. server-side ენები საჭიროებენ სპეციალურ გარემოს, რომელსაც სხვადასხვა პროგრამები და სერვისების ნაკრებები ქმნიან. მათ გარეშე სერვერზე არსებული ფაილებს ბრაუზერი კი არ გიჩვენებთ, არამედ მათ ჩამოტვირთვას შემოგთავაზებთ. ეს კი, რაღა თქმა უნდა, არაფერშია საჭირო. თვითონ User-Side ენები მეტ-ნაკლებად სტატიკურები არიან - HTML ვერ მოქმედებს მომხმარებლის შესაბამისად, მთლიანად სტატიკურია და ყველას ერთსა და იმავე გვერდს უჩვენებს, JavaScript ცოტათი ახერხებს "გადინამიურებას", მაგრამ ეს გვერდისთვის მხოლოდ ანიმაციური ეფექტების(ცვალებადი ღილაკები, დამალული ტექსტის ცვლა და ა.შ. გვერდის გადაუტვირთავად) დამატების და ცოტა მეტის(მაგ. კალკულატორის გვერდზე დასმის, მომხმარებლის ბრაუზერის, OS-ის სახელის და ვერსიის გაგების) შესაძლებლობას იძლევა, JavaScript-ს მონაცემების დამახსოვრება(მაგ. რეგისტრაციისას) და სერვერთან ურთიერთობა არ შეუძლია. Server-Side ენებს(მაგ. PHP, Asp) ბრაუზერთან პირდაპირ კომუნიკაცია არ შეუძლიათ - მათ კოდს ბრაუზერი ვერ იგებს. თუმცა, არსებობს შუამავალი ენაც - HTML. რეალურად, როცა ჩვენ მივმართავთ რაიმე გვერდს, დაწერილს Server-Side ენაზე, მის მიხედვით სერვერი აგენერირებს** HTML გვერდს და ბრაუზერიც ამ უკანასკნელის მიხედვით ქმნის გვერდს, რომელისაც შემდეგ ჩვენ ვხედავთ. ასევე, ცოტა ხნის წინ აღიარეს AJAX(Asynchronous JavaScript and XML), პროგრამირების ენა, რომელიც, ფაქტობრივად, JavaScript-ის განვითარებულ ფორმას წარმოადგენს. მას შეუძლია სერვერთან კონტაქტის დამყარება და გვერდის შეცვლა განახლების გარეშე. ეს არის ის, რასაც ვებ-გვერდის ჩვეულებრივ პროგრამასთან მაქსიმალურად მიახლოება შეუძლია - მთელი მოქმედება მიმდინარეობს ერთ გვერდზე გადატვირთვის გარეშე. ასეთი საიტის მაგალითებია http://myvideo.ge და http://bude.ge . ისინი მთლიანად არიან გადასული AJAX ტექნოლოგიაზე, თუმცა ამასაც აქვს რამდენიმე ნაკლი(მაგ. არ მუშაობს Back და Forward ღილაკები), ამიტომ საიტების უმრავლესობა დღესაც მხოლოდ გაფორმების გასაუმჯობესებლად და გვერდის მცირე ნაწილების სამართავად იყენებს მას. თუმცაღა ინფორმაციის დამახსოვრება არც Server-Side პროგრამულ ენებს შეუძლიათ, მათ შეუძლიათ ამ დამმახსოვრებელთან(მონაცემთა ბაზასთან) ურთიერთობა. საჭირო შემთხვევაში ისინი აწვდიან ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, რომელსაც ეს უკანასკნელი იმახსოვრებს და შემდეგ საჭირო დროს უკან აბრუნებს კიდეც. ახლა განვიხილოთ მაგალითი: ვიძახებთ გვერდს "http://maputu.ge/index.php". სერვერი მოთხოვნას მიიღებს, გამოიძახებს გვერდს index.php, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გარდაქმნის მას ბრაუზერისთვის გასაგებ HTML ფაილად და ამ HTML ფაილს(და არა PHP-ს!) დაუბრუნებს ჩვენს ბრაუზერს, რომელიც წაიკითხავს და გამოსახავს მას. ამ პრინციპზეა აწყობილი დღევანდელი ვებ-გვერდები. გაგრძელება იქნება. --- * რამდენიმე წლის წინ ვებ-გვერდები ჩვეულებრივი პროგრამირების ენებზეც იწერებოდა, მაგრამ მათ არაპრაქტიკულობის გამო დღეს აღარავინ იყენებს. ** ანუ ქმნის HTML გვერდს მოცემული Server-Side ენაზე დაწერილი გვერდის მიხედვით. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 9 2007, 09:38 AM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
da_ta საიტის ინტერნეტში განთავსება/მართვა Aug 5 2007, 11:44 PM
გიგა ეძებ ჰოსტინგს და კ... Aug 6 2007, 09:00 AM
da_ta ციტატაეძებ ჰოსტინ... Aug 6 2007, 10:31 AM
otosaxel da_ta
პირველ რიგში უნდ... Aug 6 2007, 11:16 AM
da_ta ციტატა თუ გინდა კა... Aug 6 2007, 06:34 PM
otosaxel da_ta
ციტატამოდი ჯერ ა... Aug 6 2007, 09:28 PM
domen da_ta
შევეცდები ზოგად... Aug 8 2007, 02:48 PM
da_ta otosaxel
ციტატააბა რა კ... Aug 9 2007, 11:44 AM
da_ta otosaxel
ესეც პირველი კი... Aug 9 2007, 11:57 AM
domen da_ta
შენ ალბათ უფასო ... Aug 9 2007, 12:45 PM
otosaxel da_ta
ციტატაესეც პირვ... Aug 9 2007, 01:30 PM
otosaxel ეხლა როცა დარეგისტ... Aug 9 2007, 01:46 PM
da_ta domen
ციტატამარტივად ... Aug 9 2007, 02:34 PM
da_ta მოკლედ მიხდება თბი... Aug 9 2007, 09:25 PM
da_ta მოკლედ ცოტას დავლა... Sep 16 2007, 10:16 AM
DriZ ამის შესახებ მყწებ... Oct 28 2007, 07:24 PM
zaza.r http://nic.net.ge/index.php?page=1&lang=geo Oct 29 2007, 10:18 AM
otosaxel DriZ
ციტატაამის შესა... Oct 29 2007, 07:14 PM
DriZ ციტატა(otosaxel @ Oct 29 2007, 10... Oct 30 2007, 07:23 PM
otosaxel DriZ
ციტატაოკ დაგელო... Nov 1 2007, 12:50 PM
da_ta otosaxel domen
სულ დამავიწ... Nov 8 2007, 08:14 PM
Classical ციტატაამის მერე რა... May 26 2009, 09:58 AM
otosaxel Classical
ციტატა(classical @ 26t... May 26 2009, 11:23 AM
Classical ციტატაge დომენს შენ ... May 26 2009, 11:30 AM
otosaxel Classical
ციტატა(classical @ 26t... May 26 2009, 12:00 PM
Giga1 შენ .ge ზე გინდა .com ზე .... May 26 2009, 05:10 PM
Classical ციტატაისე იაფი არა... May 26 2009, 07:40 PM
Giga1 კარგი არჩევანია May 27 2009, 09:04 AM
Forumeli მინდა რო საიტი მქო... Aug 30 2009, 01:05 PM
otosaxel Forumeli
ციტატა(giorgi22 @ 30th ... Aug 30 2009, 07:33 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 08:25 AM |