მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Games for SE, ისინი, რასაც ვებ-რესურსების თემაში არსებულ საიტებზე ვერ ვპოულობთ
Power_VANO
პოსტი Jul 18 2007, 11:10 AM
პოსტი #1


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Games for SE

1) Starcraft Mobile

(IMG:http://img1.nnm.ru/imagez/gallery/3/5/e/5/9/35e5971ac40b2c479559595b14fdd3fd_full.jpg)

176х208
176х220
320х240


2) 505 თამაში Domen-ისგან.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Aug 14 2007, 03:43 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



რახან თემამ გაიღვიძა, ერთ თამაშს მეც შემოგთავაზებთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

შეეგებეთ, 2006 წლის საუკეთესო თამაში - Galaxy On Fire !

შეფასებისთვის გეტყვით, რომ შოვში, დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, ეს თამაში ვითამაშე 20 საათი(თვითონ თვლის)!

მწარმოებელი: FishLabs( http://fishlabs.net )
გამოშვების წელი: 2005
პლატფორმა: მობილური
ჟანრი: კოსმოსური ბრძოლების სიმულატორი
GameSpot-ის შეფასება: 9.5(!)

თამაში ყველა კომპონენტში შესანიშნავია(მობილის პირობაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ). ერთადერთ მინუსად აუდიო უზრუნველყოფის პრაქტიკული უქონლობა შეიძლება ჩაითვალოს, თუმცაღა ეს ნაკლებად იგრძნობა.

თამაში მომავალში მიმდინარეობს. ამ დროს სამყარო გაყოფილია ორ ნაწილად - ტერანები(ადამიანები) და ვოსკები("ჩუდი ბიჯიები"), თუმცა რასების რაოდენობა 10-მდეა. თამაშის მთავარი მოქმედი პირი ადამიანი პილოტი კეიტ მაქსველია. სიუჟეტით აუცილებელი 13 მისიის შესრულების და ძვირფასი ადამიანის(ყველა თამაშის აუცილებელი პირობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) დაკარგვის შემდეგ უფლება გეძლევათ იხეტიალოთ უკიდეგანო სამყაროში პლანეტიდან პლანეტაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულოთ სხვადასხვაგვარი მისიები, იყიდოთ და გაყიდოთ ხომალდები და აღჭურვილობა, მიემხროთ ორი მთავარი დაჯგუფებიდან რომელიმეს(ეს თითოეულისთვიოს შესრულებული მისიების რაოდენობით ფასდება) . მე ვთქვი "უკიდეგანო სამყარო", მაგრამ ეს "ხატოვანი გამოთქმა" არ გეგონოთ! თამაშის სამყაროს საზღვრები პრაქტიკულად არ აქვს - 500 პლანეტა, თითოზე საშუალოდ 3-4 მისიით ცოტა ნამდვილად არ არის - 20 საათის თამაშის მერე გალაქტიკის მხოლოდ მეოთხედზე ცოტა მეტი მქონდა დაფარული. ეს კი მობილისთვის ცოტა სულაც არაა.

თამაშში 20-მდე სახეობის ხომალდი და კიდევ უფრო მეტი იარაღი შეგხვდებათ. ასევე გასათვალისწინებელია "პოლიტიკური ორიენტაციის" საკითხი - ვოსკებს აშკარად უფრო კარგი შეიარაღება აქვთ, ვიდრე ტერანებს, ასე რომ, გირჩევნიათ მათაც დაუმეგობრდეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასევე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი - მტრულად განწყობილი მხარე მის პლანეტაზე გავლისას მოქრთამვას საჭიროებს..

ესეც სკრინშოტები:




გადმოწერეთ აქედან


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2025 - 02:55 AM