მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> A. L. I. C. E., ჭორიკანა
domen
პოსტი Aug 28 2007, 04:30 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



სტივენ სპილბერგი მართალი ყოფილა! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

წარმოგიდგენთ "ხელოვნურ ინტელექტს", მოსაუბრე ბოტს სახელაც ALICE ! როგორც თვითონ ამბობს, ის არის 11 წლის უსქესო და უკვდავი ჭორიკანა(სხვათა შორის, არსებობენ "ხუმარა" ბოტებიც), რომელიც შექმნილია Dr. Richard S. Wallace-ის მიერ. მაგალითად, თუ ეტყვით "tell me a gossip", ის გადმოგილაგებთ სხვა ადამინებთან საუბრისას ჩაწერილ წინადადებებს. მართალია, ხშირ შემთხვევაში ისინი ჭორებად ვერ გამოდგება, მაგრამ ზოგიერთი ამართლებს დანიშნულებას.


15 წუთი ველაპარაკე და საკმაოდ კარგად ართმევს თავს ყველაფერს(ერთი-ორჯერ კი ჩაიჭრა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგჯერ საკმაოდ ჭკვიანურ პასუხებსაც იძლევა, რამდენჯერმე მეგონა, რომ "იქითა მხარეს" ვიღარ იჯდა და მაშაყირებდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ იმწამსვე, მეორე კითხვაზე იმისთანა სულელური პასუხი გამცა, რომ დავრწმუნდი - ნამდვილად ბოტია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, გაიცანით - A. L. I. C. E

P.S. სხვათა შორის, მთავარ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ თვითონვე შეგეძლებათ შექმნათ ბოტები. პირადად მე ეს ძალიან არასასიამოვნო პერსპექტივად მეჩვენება.. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

P.P.S. სამწუხაროდ, ვჩქარობ და არ მიძებნია სახელის გაშიფრვა.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Aug 31 2007, 01:23 AM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



Jabberwacky - http://www.jabberwacky.com/ (Rollo Carpenter). Loebner Prize 2005.
About

პროექტის მთავარ გვერდზე საშუალება გაქვთ ტექსტურ და აუდიო (ნაწილობრივ) რეჯიმში ესაუბროთ "მამრ" ბოტ jabberwacky-ს და თუ ვებ გვერდის ზედა ცენტრალურ განყოფილებაში დააწკაპებთ joan-ს, "მდედრ" ჯოანსაც (IMG:style_emoticons/default/wink.gif) აგრეთვე შეგიძლიათ ესაუბროთ ბატონ George-ს და მის კლონ Harry-ს. ამისთვის Chatting to სივრცეში ჩაწერილი სახელი შეცვალეთ შესაბამისით და კლავიატურაზე დააჭირეთ Enter-ს. ვცადე სხვა ცნობილი სახელების გამოყენებაც, ნაწილმა გაამართლა მაგრამ პიროვნების გაორება გამოიწვია ჩემთან მოსაუბრის მხრიდან (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შემქმნელი გვაბრთხილებს: Jabberwacky learns the behaviour and words of its users. It may use language and produce apparent meanings that some will consider inappropriate. Use this site with discretion, and entirely at your own risk. მართლაც, jabberwacky-სთან საუბრისას აღმოვაჩინე რომ ის ერთი შეხედვით ტემპერამენტიანი და აგრესიულია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ როგორც პროგრამა ის ამ თვისებებს ვერ გამოავლენს, იგი უბრალოდ იყენებს იმ სიტყვებს რომლებიც სხვა წევრ(ებ)თან მსგავს (მისი აზრით) სიყუაციაში საუბრისას ისწავლა (დაიმახსოვრა). იმისთვის რათა გაიგოთ მოსაუბრე პარტნიორის სიტყვები დინამიკებში საკმარისია დასვათ თოლია Say it aloud!-თან. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გამოიყენება სტანდართული (და აუტანელი:-) text-to-speech ძრავა Microsoft-ისგან (მოგიწევთ მოყვანილი ბმულით ჩამოტვირთვა, თუ იყენებთ Windows-ის მოძველებულ ვერსიას) და შესაძლოა დაგჭირდეთ Shockwave Player-ის განახლება. უფრო საინტერესო მოვლენები ხდება თუ ვესტუმრებით George-ს შესაბამისი ბმულით ვებგვერდის ზედა განყოფილებაში (Joan-ის გვერდით;-). აქ არმოვაჩენთ George-ს ინტერაქტიულ (გარკვეულ წილად) ავატარს. თქვენ ყოველთვის წაიკითხავთ ჯორგის მიმდინარე ემოციურ მდგომარეობას მის სახეზე. უფრო საინტერესო ველის თუ ვესტუმრებით George-ს ტყუპისცალ Harry-ს. აქ ჰარი ემზადება იყოს ფირმა Harrison Marketing-ის on-line ინტერაქტიული წარმომადგენელი და მზად არის უპასუხოს თქვენ ნებისმიერ კითხვას (თანაც ნორმალური ინგლისური წარმოთქმით!-). რეალურად Harry უფრო დაბალ დონეზეა განვითარებული ვიდრე ნებისმიერი კონკურენტი AI, მაგრამ მასთან საუბარი სასიამოვნოა რაგან ის ჯერკიდევ ზრდილობიანია. გაიცანით, ილაღობეთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

იხილეთ დამატებით ვიდეო გადაცემები:
ABC News (flash video. ჩვეულებრივად გაიხსნება თქვენ ბროუზერში)
Channel4.com (გაიხსნება თქვენ მედიაფლეიერში)
BBC NEWS (თუ ვიდეო გამოსახულება არ გამოჩნდა, გააჭირეთ ქვემოთ ბმულს Change how I view or hear this და გახსნილ გვერდზე აირჩიეთ Windows Media Player. შესაძლოა გიშველოთ. მე ვერ ვუყურე ამ ვიდეოს)

Jabberwock - http://www.abenteuermedien.de/jabberwock/ (Juergen Pirner). Loebner Prize 2003.
Info. Chatterbot FAQ.

მიუხედავად მსგავსი სახელისა, ეს ბოტი (Jabberwock) ძლიერ განსხვავდება ზემოთხსენებულისგან პირველ რიგში განვითარებით. პირადად ჯგუფში ყველაზე განვითარებულად მიმაჩნია. თვით მახინჯი Jabberwock (როგორც უყვარს ხოლმე საკუთარი თავის დარქმევა) ფლობს მშვენიერი იუმორის გრძნობით (თუ შეიძლება ასე ითქვას) და ადვილად ამხიარულებს. ამავრდოულდ კარდად ფორმულირებს ინგლისურად ... დანარჩენი თვით შეიცანით (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

Wikipedia. თემატური ბმულები:
Chatbot
Виртуальный собеседник

საინთერესო კომერციული პროექტები:
FriendBot - http://www.friendbot.com/myspace_auto_add_...ot_program.html
SitePal - http://www.sitepal.com/ (მისაწვდომია რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულად).


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 06:17 AM