![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
ეს თემა ეხება ჩვენს ნიუსებში გამოქვეყნებულ სიახლეს, რომელის სწორედ ამ პრობლემას ეხება. სიახლეში განხილულია შემდეგი თემები:
Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი - ფაილის ჩამოქაჩვა; ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი - სტატია რომელიც მიეძღვნა UGT-ს პრესკონფერენციას; ქართული ენის LIP ფაილი - სიახლე რომელიც ჩვენთან გავიდა. ვინც დააყენეთ და რაიმე აზრი გაქვთ აქ დატოვეთ, თუ ვინმეს ინსტალაციის გევრდის ავლის შესაძლებლობის აზრები გაწუხებთ ეგეც აღწერეთ. ჩვენ ამჯერად ბევრ ვარიანტს განვიხილავთ, ხელით ახალი ინსტალერის შექმნიდან მთლიანად ანლერნატიული აქტივირებული ოპერაციული სისტემის ინსტალაციით დამთავრებული, რომელი მეთოდი გაამართლებს ჯერ არ ვიცით. სამწუხაროდ არსებული MSI ფაილი ჩვეულებრივ განარქივირებას არ ექვემდებარება. ვერ ხორციელდება მისი მოდიფიცირება, სკრიპტებამდე ვერ ჩავძვერით რომ ისტალერს ზედმეტი კითხვების დასმის სურვილი ავუკრძალოთ. უბრალოს MSI ფაილის დაშლა შედეგს არ იძლევა, პაკეტში მხოლოდ ძირითადი XML და DLL ფაილებია, პლიუს რამდენიმე JS ფაილია, ასევე სხვადასხვა ფაილები და სურათები. მათი უბრალოდ ამოყრა შედეგს არ იძლევა, შემსრულებელი ფაილი არ არსებობს, ყველაფერს სწორედ MSI ფაილი აკეთებს, მის სკრიპტებს კი ვერ ვასწორებთ (პრაქტიკულად ინსტრუმენტები არა გვაქვს მუშა და ნორმალური). სასიამოვნო იქნება თუ ამ საქმეში გამოცდილი ხალხი გამოგვეხმაურება მოკლედ ვნახოთ რა გამოგვივა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
აჰა ჩამოვქაჩე UGT-ს საიტიდან ეს ვერსია ოფიციალური ვერსია
აგერაა იგივე ოღონდ ვალიდაცია წაძრობილი ახლახანს მივახრჩე, თუ ამაშიც იგივე შეცდომებია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ვაი მერე Gandegili-ის ადვოკატობას (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გატეხილი ვერსია ინსტალერს სპეციალურად შევუცვალე დასახელაბა Properties-ში თუ შეიხედავ ნახავ რომ პაკეტს ჰქვია Windows Stupid Georgian Interface Pack და გამომშვები არის (Compinfo Edition) 12.06.2006 სპეციალურად დღევანდელი თარიღი მივაწერე. _____________________________________________________ კაროჩე Gandegili ჩაიჭერი, ცუდი ადვოკატი ხარ! იმიტომ რომ იგივეა აფსოლუტურად (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუ 3 წლის წინ ეს ტერმინები ჰქონდათ მაშინ ეს ბოლო 1.5 წელი რას აკეთებდნენ??? ან თუ 3 წლის წინანდელია ეს ტერმინები, მაშინ ეს ტერმინები ჯერ კიდევ თბილისის ფორუმზე დავბრაკეთ და გავთათხეთ, UGT- თქვა: მაგ ხალხის აზრს გავითვალისიწნებთო და რა არის ეს??? აგერ ჟურნალში ისეთი სტატია გავაშანშალე მე მტკივა მაგათ მაგივრად (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგ პაკეტზე პრესკომფერენციაზე ითქვა ათასობით კაცი მუშოაბდა და 600 აქტიური ადამიანო იყო აქედანო, ასევე ბევრი ლინგვისტი იყოო და ბევრი ტექნიკური მცოდნეო. ორ მაგალითს მოგიყვან და ორივე იმას მიუთითებს რომ არც ლინგვისტები მუშაობდნენ და რაც მთავარია IT ტექნოლოგიის გაგებაში არ იყო ის ტიპი ვინც მაგას თარგმნიდა, არ ვიცი რა ვთქვა UGT-არ არის IT სფეროს გაგებაში თუ უციდუინარ ხალხს მიანდო ეს საქმე და არც შეამოწმა ისე გამოუშვა თავისი სახელით. ორივე მძიმე ბრალდებაა და ერთი მეორეზე უარესია. მაშ ასე პირველი ლინგვისტური შეცდომები: Control Panel-ში დააკვირდით Mouce-ს ხატულა როგრორაა თარგმნილი, რა იყო ქართული სინონიმი არ არსებობს? კაი თუ ვინმე იტყვის ეგ ტექნიკური ტერმინიაო მომყავს მეორე ლინგვისტური შეცდომა რა ჰქვია ქართულ ვერსიაში საქაღალდეს?? "ფოლდერი" რომელი უცოდინარი ენათმცოდნე იყო რომ რუსული სიტყვა "პაპკა" არ მიიღო და ინგლისურ "ფოლდერს" ქართული შესატყვისი "საქარალდე" ვერ შეურჩია?? სიტყვა "ფოლდერიც" ტექნიკური სიტყვაა, მაგას ჯობდა სიტყვა "დირექტორია". ეს არის აფსოლუტური ენის უცოდინრობა და ვეიკელების ინკოლორში გულაობა. ტექნიკური IT ტერმინი, რომელიც კომენტარრს ვერ უძლებს. იგივე Control Panel-ში ძმურში მაჩვენეთ სად წავიდა "Wirless Network Setup Wizzard" აი მინდა უმავთულო კავშირის ქსელის გამართვა ამიხსენით რა სადაა უმავთულო ქსელის ინსტალაციის ოსტატი??? როგრო გაქრა?? ვაა მახსოვს ინგლისურ ვერსიაში მქონდა. ააა თურმე უმავთულო ქსელი ყოფილა "სისტემური ქსელის ინსტალაციის ოს" - კაი სიტყვა "ოს" ვპატიობ, მანდ "ოსტატია" ჩაფიქრებული ეტყობა არ დაეტია აი ვინ უნდა ამოიღოს ახლა ხმა? როგორ კაცო, სიტყვა "სისტემური" და სიტყვა "უმავთულო" დავიჯერო ერთი და იგივეა?? ესეიგი გაგებაში არაა ის კაცი ვინც მაგ ტერმინი მოიფიქრა, რას აკეთებს უმავთულო, იგივე რადიო, იგივე რაღაც დისტანციური, ან მფრინავი ქსელი. მისთვის ჰაერით და რადიო ტალღებით გავრცელებული ქსელის ინსტალირება იგივეა რაც სისტემური ქსელი. ამასობაში ამიხსენით საერთოდ რა ჯანდაბაა სისტემური ქსელი?? მე ეგეთი ცხოვრებაში არ დამიინსტალირებია და არ გამიმართია (დავიჯერო ჩამოვრჩი ტექნოლოგიას?). გამიკეთებია ლოკალური ქსელი, უმავთულო ქსელი, ინტერნეტ ქსელი, დომენური ქსელი და რავიცი ასე შედმეგ, ეს სისტემური ქსელი რას აკეთებს შეუძლია ვინმეს ამიხსნას?? რას გულისხმობს საერთოდ? სისტემას აინსტალირებს, თუ ორ ოპერაციულ სისტემას შორის ინსტალირებას იწყებს, ოღონდ რის ინსტალირება?? იქნება გამაგებინოთ? შეცდომები ვის არ მოსვლია, აგერ მე მქონდა აურაცხელი შეცდომა ჩემს საიტზე ტერმინებში (აგერ მომხმარებლებმაც მიმითითეს და უკვე გამოვასწორეთ, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 ათეული იყო), მარა მე ერთმა კაცმა ვიშრომე ამაზე (2 კაცი მეხმარებოდა ტერმინებში და საიტის ლოკალურ ტესტირებაში) და მაქსიმუმ 3 თვე დავხარჯე მთელი დვიჟოკიანად, და აქ 600 კაცი მუშოაბდა და 1.5 წელი?? თან საქმის მცოდნეები? კი ორი ხელით და 2 ფეხით თანახმა ვარ გადასათარგმნია მანდ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასეთი რამ ფართო საზოგადოებისთვის არ უნდა გამოუშვა. ეს ნიტოშტო BETA ეს არის არის 0.00000000001 Alpha ვერსიაც. ეს არის სამუშაო მაკეტი აქედან უნდა იწყებოდეს მუშაობა და ეს არ უნდა სახელდებოდეს ლამის მზა ვერსიად. რომდესაც რამდენიმე ტერმინი აქვს ჩასასწორებელი. რამდენიმე კი არა კაი გაქექვისას დარწმუნებული ვარ 50%-ზე მეტი იქნება ასეთი. მაინც მაიძულეთ ამ ხალხის მიმართ არაკორექტულად გამოვსულიყავი, ნუ არ არის ეს ჩემი მხრიდან ლამაზი. იმიტომ რომ ჩემს სიტყვას ხალხი სხვანაირად უყურებს, უბრალო იუზერად ნამდვილად ვერ განმიხილავს ვერც აქ მყოფი ხალხი და ვერც UGT. ისციან ვინც ვარ, საერთო საქმეც გვქონია, საწყენია რომ ასეთი აზრის გამოთქმა მომიწია, იმედია გაიგებენ რომ ეს პირადული არა არის, სუფთა საქმიდან გამომდინარე გამოთქმული აზრებია. არ ვიცი რამდენად შეხედავენ ამ კუთხით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 12:04 PM |