![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
როგორც იცით, ბოლო დროს კომპინფოზე ცუდი ამბები პირდაპირ ერთმანეთს წაეწყო - სერვერის გამოცვლა უარესობისკენ, ადმინისტრაციის მოუცლელობა, ბეჭდვითი ჟურნალის გაჩერება.. მოკლედ, ყველაფერმა ამან გავლენა საიტის პოპულარობაზე იქონია და დღეს სტუმრები თითქმის აღარ გვყავს.
ჩემი(და ალბათ ყველა აქტიური წევრის) სურვილია, კომპინფო დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს, ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატია თუ სიახლეა საჭირო, მთავარმა გვერდმა უნდა შეავსოს ბეჭდვითი ჟურნალის დანაკარგიც. რადგანაც კომპინფომ თავის დროზე ფეხი ამადგმევინა კომპიუტერულ სამყაროში და დღესაც მეტ-ნაკლებად მეხმარება, მინდა ჩემი მადლიერება დახმარებით გამოვხატო - ვცდილობ თავისუფალ დროს რაც შეიძლება მეტი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე დავდო საიტზე. მოკლედ, ყველა მსურველს მოგიწოდებთ, თუკი ინტერნეტში სეირნობისას წააწყდით ისეთ რამეს, რაც გგონიათ, რომ შეიძლება კომპიუტერული თემატიკის საიტის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, დაურთეთ მცირე განხილვა და დაპოსტეთ აქ, ან გამოაგზავნეთ მთავარ საიტზე სიახლის სახით. თუ წერა არ გეხერხებათ ან გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ ბმული დადოთ აქ და მას ჩვენ განვავრცობთ, გამოქვეყნებისას კი თქვენს სახელს მივუთითებთ. სიახლე შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ით, სიტყვებით "Sci/Tech News", "Tech News", "Computing News" და ა.შ. მართალია, ეს უფრო ქართული ვარეზების თხოვნას გავს, "თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ და გეხხვეწებით რაა..", მაგრამ დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
სტუმარი "otosaxel" |
![]()
პოსტი
#2
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა ![]() |
domen
ციტატა ჰარდი არაა, ვარეზი არაა, ე.ი. სოფტია ვაღიარებ, კატეგორიებად დაყოფა ნამდვილად მოიკოჭლებს სამწუხაროდ, ჯაჯას ჯერ არ სცალია, რომ ცოტა დაწვრილებით დაყოს ან ერთი-ორი კატეგორია დაამატოს, იმედია, მალე უფრო მოხერხებული სისტემა იქნება. მეც მაგის იმედი მაქ! ეჰ არც სოფტია, რაღა დავმალო და საიტის შემქმნელია, უბრალოდ piczo-ს დანახვა არ მინდა და MSN-ით ვიპოვე ეს პოსტალი რამდენიმე პიგზოს ფანი გადავიყვანე ამ სისტემაზე, ეს სისტემა იმითია კარგი რომ თავის ფორუმიც აქ და ადგილებში ქართულსაც იგებს. სპაიზას გავს უბრალოდ უკვე გამზადებული გხვდება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 05:11 AM |