|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
| სტუმარი "otosaxel" |
Sep 17 2007, 06:35 PM
პოსტი
#1
|
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა |
მჭირდება კარგი ნაკლებად მომთხოვნი php/html-ის რედაქტორი რომელიც უპრობლემოთ გაიგებს უნიკოდს. (ეხლა არ მითხრათ დრიმვეივერიო თორე გავგიჟდები 7-დეს უნიკოდზე პრობლემები აქ ხოლო CS3-ი რო ვნახე იმხელაა რომ მარტო საისტალაციო შესანსლავს ჩემს ვინჩესტერს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )
|
|
|
|
![]() |
Sep 18 2007, 07:41 PM
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
otosaxel
მოკლედ, რადგანაც კონკურენტი((IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) არის, მოკლედ გეტყვი ორივეს შესაძლებლობებს(რამდენაცად მე ვხედავ, არანაირ განხილვებს არ ვიყენებ). EmEditor პატარა და ამავდროულად ძლიერი რედაქტორი. Celeron 1.7-ზე, XP-ზე, როცა Opera(ასე 4-5 ფანჯრით), XPTools, NOD32 და ერთი FTP ფანჯარაა გაშვებული, საკმაოდ დიდი PHP ფაილის ჩატვირთვას ანდომებს 5-6 წამს(თავიდან გახსნას 3-4 წამს), მუშაობა თავისუფლადაა შესაძლებელი. მუშაობს თითქმის ყველა გავრცელებულ პროგრამირების ენასთან, არ აქვს შაბლონები, გამოიყენება, როგორც Notepad-ის პროგრამირებისთვის ოპტიმიზირებული ვარიანტი, ანუ არ აქვს ზედმეტი გაფორმება, არ შეუძლია პროგრამის შიგნითვე დოკუმენტიდან HTML გვერდის მიღება, თუმცა სხვა ფუნქციები საკმაოდ განვითარებულია. აქვს ბევრი დოკუმენტის ერთად გახსნის, მაკროს გამოყენების და Plug-In-ებით გაფართოების შესაძლებლობები. მოკლედ, სადღაც ნახევარ-პროფესიონალებისთვის მაინცაა დაწერილი, ახალბედას(Dreamweaver-ის არსებობის გათვალისწინებით) აქ მუშაობა მიჩვევამდე გაუჭირდება. PHP Designer რაღაც შიალედური Dreamweaver-სა და EmEditor-ს შორის. გახსნას იმავე კომპზე(ჩართული იყო მხოლოდ ოპერა 5 ფანჯრით და NOD32) მოუნდა სადღაც 10 წამამდე, ბოლო ხუთი წამი სისტემა დაკიდებული იყო. ჰმმ, აქ საქმე მართლა სხვანაირადაა! ვებ-პროგრამირების ენებისთვის ზედა მენიუში ცალ-ცალკე განყოფილებებია გამოყოფილი, თითოეული ყველაზე გამოყენებადი ფუნქციების დოკუმენტში ჩასმას ითვალისწინებს(საკმაოდ მოხერხებულია), შაბლონების ბაზა ცარიელია, თუმცა დაყოფა წინასწარაა გაკეთებული. ასე რომ, თუ შაბლონებს შექმნი, მათი ძებნა მთელ კოლექციაში გაგიმარტივდება. კოდირება საკმაოდ მომეწონა, ამწუთას რომ გავხსენი და სტანდარტული ტეგები შევიყვანე, ძალიან მომინდა, რამე დამეწერა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) აქვს HTML Preview ფუნქცია, ანუ შეგიძლია მიმდინარე დოკუმენტი რომელიმე შენს კომპში არსებულ ბრაუზერში გახსნა(ეს EmEditor-საც აქვს, თუმცა მხოლოდ IE-სთვის). ასევე საინტერესოა ერთ-ერთი ფუნქცია - შეგიძლია პროგრამა შენს კომპში არსებულ სერვერს მიაბა და პროგრამიდანვე დააგენერირებინო PHP ფაილს HTML კოდი, შემდეგ კი ეს ყველაფერი ბრაუზერში ნახო - ყველაფერი ერთ წკაპში ხდება. აქცენტს გავაკეთებ პროგრამის სიზანტეზე - ყველა ფუნქციის გამოძახება კომპს ერთი-ორი წამით მაინც მიკიდებს(Dreamweaver ანელებს, მაგრამ არაფერი იჭედება), ანუ ჩემთვის უნივერსალური გამოსავალი ვერ იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) შეჯამება მოკლედ, მე მაინც EmEditor-ს ვარჩევ ერთი ნიშნით - სწრაფია. თუ ფუნქციონალურობა გინდათ, აგერ Dreamweaver, მაგაზე ფუნქციონალური რაღა უნდა იყოს? და თუ სისწრაფე გინდათ, აგერ Emeditor, Notepad-ზე სწრაფად იხსნება და საკმაოდ მძლავრია. ჩემი აზრით, PHP Designer გამოსავალია მაშინ, თუ Dreamweaver ძალიან ზანტი გეჩვენებათ, EmEditor კი ძალიან პრიმიტიული. სადღაც N93-ის ვარიანტი გამოდის - ყველაფერია ჩატენილი ტელეფონში, მაგრამ ხარისხი არაფრის ვარგა, მობილი კი მძიმეა და ძალიან ძვირი ღირს. P.S. გადმოსაწერი ბმული კინაღამ დამავიწყდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) http://files.ge/file/18014/Emeditor-Pro-v6-0-4-rar.html პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Sep 18 2007, 08:27 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
|
otosaxel PHP/html ედიტორი Sep 17 2007, 06:35 PM
LOADER otosaxel
php designer ცადე? Sep 17 2007, 06:48 PM
otosaxel LOADER
ციტატაphp designer ცადე... Sep 17 2007, 07:03 PM
domen otosaxel
Emeditor, DreamWeaver-ის თავი... Sep 17 2007, 07:10 PM
otosaxel domen
ციტატაეხლა გავდ... Sep 17 2007, 07:33 PM
LOADER otosaxel
http://warez.ge/forum/index.php?showtopic... Sep 17 2007, 09:17 PM
გიგა ციტატაეხლა არ მითხ... Sep 19 2007, 02:15 AM
Power_VANO გიგა
CS3-ს ანუ ბოლო ვე... Sep 19 2007, 10:30 AM
otosaxel domen
ახსისთვის ძალია... Sep 19 2007, 03:23 PM
Power_VANO otosaxel
ციტატარავი უნი... Sep 19 2007, 04:19 PM
otosaxel domen
კარგად მუშაობს... Sep 19 2007, 04:22 PM
domen otosaxel
ციტატარავი უნი... Sep 19 2007, 05:25 PM
otosaxel domen
ციტატაკაცო, რომ ... Sep 19 2007, 05:40 PM
domen otosaxel
ამისთანა რომელ... Sep 19 2007, 06:00 PM
Power_VANO domen
ციტატაამისთანა ... Sep 19 2007, 06:06 PM
otosaxel Power_VANO
ციტატაისე, კოდ... Sep 19 2007, 06:09 PM
LOADER otosaxel
თუ გინდა მარტო ht... Sep 19 2007, 06:12 PM
otosaxel LOADER
ციტატათუ გინდა ... Sep 19 2007, 06:15 PM
LOADER otosaxel
ააფერს რისი მად... Sep 19 2007, 06:19 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 08:59 AM |