კომპიუტერული განათლების პრობლემა საქართველოში, ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
კომპიუტერული განათლების პრობლემა საქართველოში, ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე |
Sep 17 2007, 09:40 PM
პოსტი
#1
|
|
კიბერ ბაიტი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia-Tbilisi წევრი №: 354 |
გაუმარჯოს კაი ტკბილ მურაბა და განათლებულ ხალხს
ხალხო ფაქტია რომ დღეს დღეობით ქართული ინტერნეტ სივრცე დიდი პრობლემის წინაშე დგას ინტერნეტში განთავსებულ საიტთა 70-80% ვარეზია კარგი იყოს ვარეზი მაგრამ ავრგოდეს მაინც კაცო ერთმანეთს პარავენ ლინკებს ყველგან ერთი და იგივეა საერთოდ ვარეზი საკუთარ ftp-ზე უნდა მუშაობდეს და არა უფასო ასაქაჩ სერვერზებზე რა ჯანდაბაა ვერ გავიგე ამ ხალხს იდეის ჩამოყალიბების უნარი არ აქვს კაცოო რა მუღამი აქვს ამ ვარეზს მე იმდენი ვებ იდეა მაქვს იმდენი რო ზოგი მავიყდება კიდეც სხვას არ მოსდის აზრი რო განსხვავებული სინაარსის საიტი შექმნას და დააინტერესოს მომხარებელი? |
|
|
Sep 18 2007, 08:22 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
LOADER
ამისთვის იქმნება სტანდარტების ორგანიზაცია, თუმცა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, გაჩერებულია (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მეც ზუსტად მასე ვფიქრობ - იდეები მაქვს ყელამდე, მაგრამ ეხლა რომ განხორციელება დავიწყო, სწავლას ვეღარ მოვასწრებ და დავრჩები იმ დონეზე, რომელზეც ეხლა ვარ, ეს კი ძალიან არ მინდა. ვარეზების პრობლემას რაც შეეხება, აქ საქმე, ჩემი აზრით, ცოტა სხვაგვარადაა - ქართული ინტერნეტი ახლა ბავშვების(მეტწილად კლასიკური განათლების უქონელების, მათს, ვინც ბირჟავიკობას მემარჯვენეობა არჩია) ხელშია, ჯერ მასიურად არ გაზრდილა ის თაობა, რომელიც სხვა თემატიკის მომგებიანობას მიხვდება, უფროსებმა(ასე 35+) კი არც იციან, ინტერნეტი რა ხილია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დააკვირდი, თითქმის ყველა პროექტი, რომელსაც არავარეზული საქმიანობიდან მოგება მოაქვს, ვებ-სტუდიების, ანუ მოზრდილი ხალხის, გაკეთებულია. ამ საქმეს ერთ წელიწადში ვერ ეშველება, ჯერ უნდა მოვიდეს ბევრი ცოტა უფრო მოზრდილი და განათლებული ადამიანი, რომელიც იმდენ საინტერესო პროექტს გააკეთებს, რომ ამ ვარეზებს(გარდა ერთი-ორი ყველაზე მსხვილი საიტისა) მკითხველიც აღარ ეყოლებათ. აი მაშინ მიხვდებიან ეს "ადმინები" და"ვებ-მასტერები", რომ თუ ინტერნეტში შენი ადგილის დამკვიდრება გინდა, ან ძალიან ბევრი უნდა იცოდე და ინოვაციურის გამოგონების ნიჭი გქონდეს, ან კიდევ ბობოლა ბიძა უნდა იყო და შენი დაკვეთით გაკეთდეს რაიმე დიდი პროექტი, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, MySpace-ის შემთხვევაში. დღეს წარმატებული პროექტის უკან ან დიდი ჭკუა და ადამიანური რესურსი უნდა იდგეს, ან ბევრი ფული, საქართველოც მალე მივა აქამდე. იქამდე კი ჩვენ უნდა ჩავინიშნოთ ჩვენი ყოველი იდეა, ვისწავლოთ თავდაუზოგავად და ველოდოთ იმ დღეს, როცა გვექნება ყველა რესურსი იმისთვის, რომ რაიმე მართლაც ღირებული გავაკეთოთ. P.S. იდეებზე ყოველთვის ერთი ანეკდოტი მახსენდება, აქ კი არაფერ შუაშია, მაგრამ :-) კომუნისტების პერიოდია. მიხო სოფელში ლენინივით თავგადაპარსული და ბლანჟემოშვებული დადის. გაიგებენ ამას "ზევით" და გამოუგზავნიან კაგებეს ხალხს. მოვლენ ესენი და ეუბნებიან მიხოს, წვერი უნდა გაიპარსო და თმა მოუშვა, ასე დიდი ბელადივით არ შეიძლებაო. მიხო ეტყვის: "ბიჯო, თმას კი მოვუშვებ და წვერსაც გავიპარსავ, მაგრამ იდეებ რა ვუყოო?" -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:33 AM |