![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
როგორც იცით, ბოლო დროს კომპინფოზე ცუდი ამბები პირდაპირ ერთმანეთს წაეწყო - სერვერის გამოცვლა უარესობისკენ, ადმინისტრაციის მოუცლელობა, ბეჭდვითი ჟურნალის გაჩერება.. მოკლედ, ყველაფერმა ამან გავლენა საიტის პოპულარობაზე იქონია და დღეს სტუმრები თითქმის აღარ გვყავს.
ჩემი(და ალბათ ყველა აქტიური წევრის) სურვილია, კომპინფო დაუბრუნდეს თავის ძველ ადგილს, ამისთვის კი რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატია თუ სიახლეა საჭირო, მთავარმა გვერდმა უნდა შეავსოს ბეჭდვითი ჟურნალის დანაკარგიც. რადგანაც კომპინფომ თავის დროზე ფეხი ამადგმევინა კომპიუტერულ სამყაროში და დღესაც მეტ-ნაკლებად მეხმარება, მინდა ჩემი მადლიერება დახმარებით გამოვხატო - ვცდილობ თავისუფალ დროს რაც შეიძლება მეტი საინტერესო და გამოსადეგი სიახლე დავდო საიტზე. მოკლედ, ყველა მსურველს მოგიწოდებთ, თუკი ინტერნეტში სეირნობისას წააწყდით ისეთ რამეს, რაც გგონიათ, რომ შეიძლება კომპიუტერული თემატიკის საიტის მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, დაურთეთ მცირე განხილვა და დაპოსტეთ აქ, ან გამოაგზავნეთ მთავარ საიტზე სიახლის სახით. თუ წერა არ გეხერხებათ ან გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ ბმული დადოთ აქ და მას ჩვენ განვავრცობთ, გამოქვეყნებისას კი თქვენს სახელს მივუთითებთ. სიახლე შეგიძლიათ მოძებნოთ Google-ით, სიტყვებით "Sci/Tech News", "Tech News", "Computing News" და ა.შ. მართალია, ეს უფრო ქართული ვარეზების თხოვნას გავს, "თქვენ ამით არაფერი დაგაკლდებათ და გეხხვეწებით რაა..", მაგრამ დროა, ჩვენც გავაკეთოთ რამე კომპინფოსთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მაგრამ, იქნება კი ეს ნაბიჯი პოზიტიური ძვრა კომპინფოსთვის? უკვე ეჭვი მეპარება და მეშინია პირიქით არასასურველი უკუეფექტი არ მოჰყვეს. საშუალო ინტერნეტ მომხმარებელი შეჩვეულია და საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენ მოუწესრიგებელ .ge ზონაში. ამ "იდილიაში" ნებისმიერი (პოზიტიური) ცვლილების შეტანის მცდელობა ერთდროულად ძალზედ ადრეა და ძალზე გვიანი. თუ კომპინფოს სტუმარი დაინტერესებულია რაიმე არსებული ინფორმაციის პოვნით, ის მას აუცილებლად იპოვის მისაწვდომი საშუალებებითაც. ამიტომ დიდ ბოდიშს ვუხდი კომპინფოს (როგორც ადმინისტრაციას, ასევე მომხმარებლებს) არასერიოზული და უდროო გამოხტომისთვის!
მადლობთ ყურეადღებისთვის! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 05:10 AM |