![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ნიუსებში მსგავსი ტექსტების წერა. მაგალითად:
ციტატა როგორც მწარმოებელი იუწყება ეს არის ყველაზე უფრო სწრაფი ბრაუზერი მთელს მსოფლიოში და ოპერა მხოლოდ 4-ე ადგილზეა :-). არც ოპერაა ყველაზე სწრაფი, არც ფაირფოქსი და არც საფარი... დეზინფორმაცია გამოდის უბრალოდ. დღესდღეობით, მწარმოებლის საიტზე სისწრაფეების შედარება მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია და მეტი არაფერი. აბა დაფიქრდით, რანაირად შეიძლება იყოს ოპერა IE-ზე სწრაფი ან საფარი ოპერაზე სწრაფი? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა, რაღაც ზებუნებრივი ძალა აქვს რომელიმეს და ინტერნეტს ახალ ძალებს მატებს? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) არც ერთია მიზეზი და არც მეორე. თუ დააკვირდებით, ოპერა გვერდს "ნელ-ნელა" ხსნის, ანუ უცბად აჩენს ტექსტს, მერე აყოლებს სურათებს.. თუ გვერდი "გრძელია", ესეც ნელ-ნელა ჩნდება. ეს ყველაფერი სწორედ ზემოხსენებული "სისწრაფის" ილუზიას ქმნის. ნუ იგივე არ ხდება IE-ში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რა თქმა უნდა, არც IE ხსნის გვერდს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად ჩამოიტვირთება, მაგრამ არც ოპერასავით იქცევა. აი სწორედ ამ ფუნქციას იყენებენ მწარმოებლები მომხმარებლის თვალის ასახვევად და მოსატყუებლად, თორემ გვერდის ბოლომდე ჩამოტვირთვას ყველა ცნობილი ბროუზერი ერთნაირ დროს ანდომებს. ადრე, როდესაც ეს "უსწრაფესობის" ტერმინი ახლაშემოღებული იყო, სპეციალურად ტესტირებებიც ჩატარდა, anandtech-ზეც უნდა იყოს სადღაც 3-4 წლის წინანდელ არქივში, შედეგი კი ის იყო, რაც ერთი აბზაცით ზემოთ დავწერე. რატომღაც ვფიქრობდი, რომ დღეს იმდენად აქტუალური აღარ იყო ეს ტერმინი, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი, ამიტომაც დავპოსტე ეს თემა. გმადლობთ ყურადღებისათვის. -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Power_VANO
ციტატა დომენი სადაა ისე? მთელი დღეა არ მინახავს აქ... უნივერსტეტში ვიყავი მთელი გუშინდელი და დღევანდელი დღე, ძლივს გავიარე რეგისტრაცია (IMG:style_emoticons/default/sad.gif) სისწრაფეს რაც შეეხება, ეგ მართლა უნდა დაიწეროს, რომ გვერდის ჩამოტვირთვას ყველა ერთნაირ დროს ანდომებს, ახალბედებს კი ჰგონიათ, რომ "ჩუდი მაიკლოსოფტი" ძალად ანელებს ინტერნეტს :-) მაგრამ ოპერა რომ ყველაზე სწრაფად არენდერებს გვერდს, მაგასაც ვერავინ გადამარწმუნებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუნდაც სარეკლამო ტრიუკი იყოს ის, რომ ნელ-ნელა ჩნდება გვერდი, საბოლოო ჯამში ოპერა მაინც უფრო სწრაფად ამთავრებს დოკუმენტზე მუშაობას. მე ასე დავთვალე, ყოველ შემთხვევაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 11:06 PM |