მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პრობლემა ვინდოუსის ჩაწერის შემდეგ
zaza.r
პოსტი Sep 26 2007, 11:21 PM
პოსტი #1


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



ერთს ჩავუწერე ვინდოუსი,მანამდე მას თავისი ძალებით უცდია სამჯერ და სამჯერვე არ დააფორმატა ვინჩ.-ი.ასე რომ ჩართვისას ეკითხებოდა რომელი გავუშვა ამ სამთაგანო.მე ჩაწერის დროს რათქმაუნდა დავუფორმატე მაგრამ ისევ იგივეს აკეთებდა,იმ სამთაგანს რომ ვუთითებდი არ უშვებდა რაღაც ფაილები ვერ ვიპოვეო,ვარაუდობ რომ,სხვა ფართიშენებზე ქონდა ის ვინდოუსები დაყენებული და იმიტო,თქვენ რას ფიქრობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Sh@ko
პოსტი Sep 27 2007, 10:49 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



თუ მარტო პირველი ირთობა, სისტემა ნორმალურად მუშაობს? ანუ სხვა partition-ებზე არაა სისტემური საქაღალდე(ები) winwods ან documents and settings?

თუ იგი მარტო C: დისკზე ცდილობდა დაეყენებინა და იმაზე აწერდა მომდევნო ვინდებს, მაშინ მაგ ფაილის ჩასწორება ხდება შემდეგნაირად:

ჯერ უნდა გქონდეს დამალული ფაილების გამოჩენა ჩართული.*

მერე C: დისკზე, ან იქ, სადაც ვინდი აყენია იპოვი Boot.ini ფაილს, რომელსაც უნდა მოხსნა ატრიბუტი read only.

მაგ ფაილს რომ გახსნი, ხელი არაფერს ახლო. შენ გჭირდება მონახო სტრიქონი
პროგრამული კოდი
multi(0)disk(0)rdisk(0)partition(1)\WINDOWS="Microsoft Windows XP Professional" /noexecute=optin /fastdetect /

რადგან ჩატვირთვისას რამდენიმე ვერსიის ჩართვა გამოდის, აქაც იმდენივე ამდაგვარი წარწერა იქნება იდენტური. შენც პირველის გარდა ყველა წაშალე.

მერე არ დაგავიწყდეს ფაილისთვის ისევ read only- მინიჭება!

ბრჭყალებში რომ წერია "Microsoft Windows XP Professional", შეგიძლია დააწერო "Microsoft Windows Compinfo Edition" ან სხვა, ოღონდ მარტო ბრჭყალებში რაც არის, იმის მეტი არაფერი შეცვალო!!!

ასევე შეგიძლია შეცვალო timeout-ის მნიშვნელობა. თუ 0-ზე დააყენებ (თუ ერთი ხაზი დარჩება, აზრი არ აქვს), მალე ჩაირთობა, მაგრამ სხვადასხვა შემთხვევისთვის 3 ან 5 დაწერე, ანდაც სულაც ნუ შეცვლი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

* - ერთი ეშმაკური რჩევა: თუ ნეროს იყენებ, არაა აუცილებელი დამალული ფაილების გამოჩენა. გახსენი ნეროში ახალი დისკის ჩასაწერი სესია და ფაილ მენეჯერში boot.ini-ს პირდაპირ მოუხსნი read only-ს და მერე დანარჩენი დავწერე უკვე.


გახსოვდეს, Boot.ini ფაილის დაზიანების ან ზედმეტი სიმბოლოების ჩამატების შემთხვევაში კომპიუტერი არ ჩაირთობა. პანიკა არაა საჭირო, ჩამტვირთავი დისკით ან სხვა კომპიუტერზე ვინტის შეერთებით და boot.ini ფაილის შესწორებით პრობლემა მოგვარებადია.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Sep 27 2007, 10:55 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 12:28 AM