![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
როგორც იქნა, მეღირსა და ჩემი Celeron 1.7 ჩავაბარე წარსულს, გუშინ მომიტანეს ახალი კომპი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
როგორც გაირკვა, ჯერჯერობით ძველი კომპი პენსიაზე ვერ გავა(არადა კი ეკუთვნის საწყალს), უნდა იმუშავოს ისეთივე დატვირთვით, როგორც უწინ, თანაც ახალთანაც უნდა ჰქონდეს კავშირი. მოკლედ, მინდა ავაწყო ქსელი ორ კომპს შორის ისე, რომ ორივეს შეეძლოს დამოუკიდებლად შესვლა ინტერნეტში(თუმცა ეს არ არის აუცილებელი პირობა) და ერთმანეთთანაც შეეძლოთ ფაილების გაცვლა. ქსელზე მაქვს ძაალიან ბუნდოვანი წარმოდგენა - რეალურად შეხება თითქმის არც მქონია(შნურის შეერთება-გამოერთებას თუ არ ჩავთვლით), ასე რომ, არაფერი გამეგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველა ინგლისურ ან რუსულენოვანი ტუტორიალი გამომადგება, ქართული ხომ საერთოდ უკეთესი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
domen, რადგან ორივეს დამოუკიდებლად უნდა შესვლა, ე.ი. ერთს უკვე აქვს პრივილეგია, ანუ ახალი კომპი შედის ინტერნეტში როუტერით? მეზობლები გყავს ქსელში? თუ როუტერს-მოდემს აქვს ცარიელი პორტი, შეიძლება მიუერთო მეორე კომპიც უპრობლემოდ, თუ არა და სვიჩის ყიდვა მოგიწევს. მავთულის შეერთება გეცოდინება, კომპინფოს ძველ ნომრებშია აღწერილი. თუ არ გაქვს, დავწერ: ორივე წვერზე ერთნაირად სვიჩიდან კომპში - თეთრ-სტაფილოსფერი, სტაფილოსფერი, თეთრ-მწვანე, ლურჯი, თეთრ-ლურჯი, მწვანე, თეთრ-ყავისფერი, ყავისფერი.
ქსელის დაყენება პროგრამულად ხდება My Network places-იდან Set up home or small office network-ზე (სისტემური ქსელის დაყენება თქვენი სახლის თუ ოფისის, UGთ, ლოოლ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) დაწკაპუნებით. ორივე კომპს უნდა აურჩიო ერთი Workgroup-ი (სახელი რაც გინდა დაარქვი), Gateway ერთი IP ჩაუწერე და კომპიუტერებს სხვადასხვა IP მიანიჭე მაგალითად, Gateway - 192.168.1.1, 1 IP - 192.168.1.15, 2 IP - 192.168.1.20. თუ ინტერნეტი გაქვს ერთ კომპზე, მაშინ DNS იგივე ჩაუწერე მეორე კომპსაც. ამ IP-ების შეცვლა შეიძლება ტრეიში კომპების ხატულაზე დაკლიკებით, properties -> Internet Protocol (TCP/IP) -> Properties. ან Network Connections -> Local area network ->Internet Protocol (TCP/IP) -> Properties. შერინგების გაკეთებაც არ დაგავიწყდეს, რათა ერთი კომპიდან მეორეში დაინახო რამე. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Oct 25 2007, 10:28 AM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 07:43 PM |