![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
პრინტერის დრაივერებსი დაყენებამდე ვაერთებ ფლეშკას და არ ხევად.
ადრე სპ1 ეყენა და ხედავდა, სპ2-ზეც ხედავდა. ფლეშკას სდ მოყვა, იმასაც ვაინსტალირებ, მაგრამ შედეგი გივეა, გინდ ყოფილა, გინდ არა. არ ვიცი რამდენად კავშირშია, მაგრამ აი ახლა, როდესაც კომპში არც ერთი პროგრამა არ აყენია ანტივირუსის გარდა, ვინდოუსი ისე მუშაობს, გეგონება მთელი მსოფლიოს ტვირთი აქვს აკიდებული. რაც საინტერესოა, პეიჯმეიკერს და ფოტოშოპს რომ დავაყენებ, თითქოს საერთოდ ვერ უნდა გაინძრეს, მაგრამ ისე თავისუფლად მუშაობს - მიკვირს, არადა My Computer - ის გახსნა რომ მოვთხოვო, რამდენიმე წუთს ხარჯავს ამ ოპერაციის შEსრულებაზე სხვა USB-ც ვცადე, სხვა კაბელიც ვცადე =0 |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 09:02 PM |