მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> win xp ვარიაციები, მათ შორის განსხვავება
da_ta
პოსტი Oct 26 2007, 04:22 PM
პოსტი #1


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



ja_ja-ს სტატიაში ”Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია” ვკითხულობთ...
ციტატა
არსებობს მინიმუმ 4 ვარიაცია სახლის მომხმარებლებისთვის, ესენია Windows XP Media Edition, Windows XP Pro, Windows XP Home Edition და Windows XP Starter Edition.
თითოეული მათგანის ზოგადი დახასიათება მაინტერესებს. ერთმანეთისაგან რითი განსხვავდებიან, რომელს რა უპირატესობა აქვს და ა.შ... ასევე არსებობს თუ არა კიდევ სხვა ვარიაციები ამ 4-ის გარდა და რომლებია?

აქვე ერთი კითხვა: როგორ გავიგო ჩემი ვინდოუსი რომელიამოთხთაგანია?

კიდე ერთი კითხვა:windows XP pro და windows xp professional ერთიდაიგივეა? მოკლედ რომ ვთქვათ pro professional-ს ნიშნავს?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Oct 27 2007, 08:07 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



da_ta
გეხერხება კარგი შეკითხვების დასმა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

დამაინტერესა საკითხმა, მეც მინდოდა გავრკვეულიყავი. გავერკვიე და ბარემ აქაც დავწერ მოკლედ, შენც გამოგადგება და, იმედია, სხვასაც (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ესე იგი, როგორც ვიკიპედია ამბობს, Windows XP ვრცელდება ორ მთავარ ვერსიად - Professional(ბიზნეს-მომხმარებლებისთვის, მთელი XP ხაზის "ვიტამინებს" შეიცავს) და Home(სახელიდან გამომდინარე - სახლის პირობებში გამოსაყენებლად). დანარჩენი ვერსიები შექმნილია უფრო ვიწრო გამოყენებისთვის და ბევრმა მათი არსებობაც არ იცის, თუმცა გამოყენების სფერო ყველას აქვს. განვიხილოთ ისინი.

Windows XP Professional თუ Windows XP Home Edition
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სხვაობა ცალსახაა - Windows XP წარმოადგენს საერთოდ XP-ს, ამ სისტემის ყველა ღირსებით, Windows Home Edition კი Windows XP-ს შეკვეცილი ვერსიაა. ანუ არანაირი "ამას ეს აქვს უკეთესი, იმას ის, ნეტავ რომელი ავიღო?". გადამწყვეტი აქ მხოლოდ "ჯიბის სისქეა". გაქვს ფული - იღებ Pro-ს, არ გაქვს საკმარისი ფული - იღებ Home Edition-ს, საერთოდ არ გაქვს ფული - იღებ Linux-ს :-)

სიმართლე ითქვას, Windows Home Edition-იდან ფუნქციები საკმაოდ ჭკვიანურადაა ამოცლილი, ჩვეულებრივ სახლის პირობებში მეტი არც არაფერი უნდა დაგჭირდეს, ახლა სხვა საქმეა, ყველაფერზე მოდება თუ გვიყვარს :-)

განსხვავებების სია შეგიძლია იხილო აქ, ერთი-ორჯერ მოგიწევს ჩამოფურცვლა.

Windows XP - სხვა ვერსიები
ისევ და ისევ ვიკიპედიაზე დაყრნობით ჩამოვწერ ამ ვერსიებს. ესენია:

Windows XP 64-bit Edition - ეს ვერსია გამოიცემოდა Intel Itanium პროცესორზე დაფუძნებული სისტემებისთვის. პროექტი დაიხურა მას შემდეგ, რაც HP-მაც შეწყვიტა ასეთი სისტემების გამოშვება. ამ ვერსიის ფუნქციები შეითავსა Windows-ის სერვერულმა ვერსიებმა.

Windows XP Professional x64 Edition - ეს არის 64-ბიტიან პროცესორებთან თავსებადი ვერსია, დიდი გამოყენება არ ექნება, შენც მიხვდები.

Windows XP Media Center Edition - ეს ვერსია თავდაპირეველად მხოლოდ Media Center სისტემებისთვის გამოიცემოდა, მაგრამ შემდეგ PC ვერსიაც გაჩნდა. ეს არის Home Edition + გაძლიერებული მულტიმედიური ფუნქციები.

Windows XP Tablet PC Edition - დიდი ახსნა ალბათ არ უნდა, ვერსია თავსებადია Tablet PC-ებთან. განსხვავებული ფუნქციებიდან აღსანიშნავია Portrait-mode-ის(90 გრადუსით მობრუნებული ეკრანის, ანუ) და მგრძნობიარე(Touch-sensitive) ეკრანების მხარდაჭერა. მისი ხილვა მხოლოდ Tablet PC-ებზეა შესაძლებელი, ცალკე არ იყიდება.

Windows XP Embedded - ვერსია სპეც. მოწყობილობებისთვის. ასეთებია, მაგალითად, ბანკომატი ან სამედიცინო მოწყობილობები.

Windows Fundamentals for Legacy PCs - ვერაფერი გავიგე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ვინმე თუ მიხვდებით რამეს, მეც გამინაწილეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Windows XP Starter Edition
ეს არის ვერსია განვითარებადი ქვეყნებისთვის. უკვე განვითარებულებში არც იყიდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) სხვა ვერსიებთან შედარებით ღირს ძალიან იაფი და ფუნქციები ძალიან შეკვეცილია(მაგაითად, ერთდროულად სამ პროგრამაზე მეტი არ იშვება). შექმნილია იმისთვის, რომ შესაბამის რეგიონებში ლინუქსისა და სხვა უფასო პროდუქტების გავრცელებას შეუშალოს ხელი. ძირითადად გამოიყენება სისტემასთან გასაცნობად.

და ბოლოს, Windows XP Edition N
2004 წლის მარტში European Commission-მა მაიკროსოფტი დააჯარიმა 497 მილიონი ევროთი. მათ მიიჩნიეს, რომ მაიკროსოფტი თავის მონოპოლიას იყენებდა ბოროტად და ხელს უწყობდა Windows Media Player-ის გავრცელებას(თან აყოლებდა ამ უკანასკნელს Windows-ის ყველა ვერსიას). ჯარიმის პირობებით, მაიკროსოფტს ასევე უნდა გამოეშვა ოპერაციული სისტემა ხსენებული პლეერის გარეშე. ასე შეიქმნა Windows XP Edition N(N აბრევიატურაა ფრაზისა "not with media player"). თუმცა, იმის გამო, რომ ვერსია იყიდებოდა ჩვეულებრივი Pro-სა და Home Edition-ის ფასად, ის ნელ-ნელა ჩაიძირა.

ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება ჩართული ბმულების მეშვეობით, ოღონდ ეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა.

P.S. ვინდოუსის ვერსიის ნახვა შეიძლება ასეც: მარჯვენა კლიკი My Computer-ზე > Properties.

-------------

უი, ჯაჯას დაუწერია უკვე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 07:18 AM