![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
jurnali
1) RunME.exe ჩანს ვირუსია რომელიც CD-ს გაშვებასთან ერთად ინსტალირდება (ვხედავ CD-ების ავტომატური გაშვება არ გაქვს გამორთული). 2) რადგან ანტივირუსმა ინდიზაინი და ფოტოშოპი დახურა (ანუ მათი პროცესები "მოკლა"), დასკვნა შემდეგია: ისინიც დაავადებულია, ან საერთოდ დაავადების წყაროს წარმოადგენენ! ანტივირუსის პროცესი კი თვით ვირუსმა გააჩერა! გამოსავალი: 1) მოგიწევს ვინდოუზის თავიდან გადაყენება (თუ Windows XP-ს დააყენებ, სასურველია ინტეგრირებული SP2-თ) 2) ახალ დაყენებულ ვინდოუზზე, მან რაიმე სხვა პროგრამებს დააყენებ (თუგინდ დრაივრერებს), ანუ მანამ Windows-ის დისკის გარდა რაიმე სხვა დისკს ჩადებ ან რაიმე ფლეშ მოწყობილობას შეაერთებ (შენი მობილური სხვათაშორის სისტემის მიერ ისეთივე ფლაშ მოწყობილობად აღიქვება, როგორიცაა ჩვეულებრივი ფლეშ დრაივი. ანუ ვირუსს თავისუფლად შეუძლია მოკალათდეს შენ მობილურზე და შეერთებისას ავტომატურად გადმოძვრეს), გამორთე CD/DVD დისკების და ფლეშ მოწყობილობების ავტომატური გაშვება. კომპინფოში იყო აღწერილი როგორ გააკეთო ეს ... ეჰ, ეხლა მაჩქარებენ სასწავლებელში წავიდე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მანამდე, ფორუმელები დაგეხმარებიან! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 09:02 PM |