![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
jurnali
მანამ ვწერდი Sh@ko-ს უკვე უთქვია სათქმელი. პირველ რიგში გამორთე კომპაქტ დისკების და ფლეშ დრაივების ავტომატურად გაშვება. ამ საქმისთვის მეც Neo Utilities-ს ვიყენებდი (როცა Windows-ი მეყენა:-). SDFix-ს (სიმართლე რომ ვთქვა პირველად მესმის ამ პროგრამაზე, მაგრამ მაინც ... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) რუტკიტები აღმოუჩინა. ეს არსებები საკმაოდ რთული საბრძოლველია (ანტივირუსების უმრავლესობა მათ ვერ/არ ებრძვის), მაიკროსოფტი კი გვარწმუნებს რომ მომუშავე ოპერაციული სისტემიდან მათი სრულად ამოინსტალირება საერთოდ არარეალურია! რუტკიტი არის ბოროტმოქმედი პროგრამა რომელიც სისტემაში აღმოჩენილი შეცდომის/ხარვეზის გამოყენებით უხილავად ინსტალირდება დრაივერის სახით სისტემის ყველაზე დაბალ (ფაქტიურად ბირთვიის) დონეზე, არეგისტრირებს თავის პროცესებს როგორც კრიტიკულ სისტემურ პროცესებს და მალავს მათ პროცესების მენეჯერებისგან. ამის შემდეგ რუტკიტების უმრავლესობის ქცევა პრაქტიკულად ემთხვევა ტიპიური ტროანების საქციელს. მაგრამ არის სპეციალური რუტკიტების სკანერები, რომლების არამარტო პოულობენ მათ არამედ შეძლებისდაგვარად ანადგურებენ კიდეც. ტესტირების შედეგებით ყველაზე წარმატებული ამ საკითხში არის Panda Anti-Rootkit, ის პოულობს და ანადგურებს თითქმის ყველა რუტკიტს და გამოსაყენებლად ყველაზე უსაბრთხოა რადგან არ ამოწმებს ციფრულად ხელმოწერილ სისტემურ ფაილებს (თუ ეს ხელმოწერა დარღვეული არ არის, რათქმაუნდა)! ნეკლებად წარმატებული, მგრამ ინტესიურად განვითარებადი არის AVG Anti-Rootkit. არის კიდევ სხვა პროგრამები, მგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურია. რუტკიტებისგან გაწმენდის გარდა გირჩევდი კიდევ ერთხელ შეამოწმო ვინდოუზი ტროანებით ინფიცირებაზე. გამოიყენე a2 (a-squared). გაითვალისწინე გამოიყენო Norman Malware Cleaner-იც. ასევე გირჩევდი დაასკანირო სისტემა Panda's NanoScan-ის (www.nanoscan.com) გამოყენებით (დაუჯერებლად სწრაფი და ეფექტური ონლაინ სკანერია). -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 09:01 PM |