![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
კარგა ხანია ვირუსს "პირისპირ" არ შევხვედრივარ და დღეს, როცა ტორენტიდან გადმოწერილმა საინსტალაციომ გაშვებისას უსირცხვილოდ ჩამიგდო spyware ვინდის საქაღალდეში, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
არა, მთლად ჩემი ანტივირის ბრალიც კი არ ყოფილა, პატიოსნად იჭყივლა, "ვაი, ვირუსიო!", მაგრამ იმწამს ჩავაკმენდინე ხმა(ცრუ განგაში მეგონა) და ეს 15 მძიმე წუთად დამიჯდა - ყოველ ხუთ წამში ხტებოდა ფანჯარა რაღაც houi.exe-ს თუ რაღაც მაგდაგვარის ავარიული დახურვის შესახებ და "დაპანიკებასთან" ერთად გადაწყვეტის მოძებნასაც მიშლიდა. ბოლო-ბოლო AVG Anti-Spyware გადმოვწერე და ეს ფაილიც მოვიცილე თავიდან, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაწყვეტილა, პირიქით - უფრო შემახსენა თავი. მოკლედ, მაინტერესებს, თუ არსებობს უნივერსალური დაცვა, პროგრამა, რომელიც იქნება "ყველა ერთში" ისე, რომ არ მომიწიოს Firewall, Anti-Virus, Anti-Spyware, Anti-Spam და კიდევ ათასი რაღაც ცალ-ცალკე ვაყენო და ვაკონფიურირო, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და თუ უფასო არა, ადვილად გასატეხი მაინც. გაქვთ რამე შემოთავაზება? P.S. Sandboxie-ს გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ოოო, არ მახსოვს. მგონი ვიღაც სხვა ანტივირუსთან (შესაძლოა კასპერსკი) მოვიდა კონფლიქტში (იეჭვიანა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). ხოდა კომპი ისედაც ჭედავდა, სულ დამიბრიდეს ჩხუბის გამო და ორივეს შემოვწყრი. ავასტს ვიყენებ ახლა, ხოლო ძველ სამსხურში სულაც არ მიყენია ანტივირი. იქაურმა ადმინმა ამიკრძალა პროგრამების დაყენება (მთხოვა) ნოდ-ის გარდა. მაგასაც არ ვაყენებ და არც სხვას... (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
ახლა Bit Defender-ს შევირიგებ და დავაყენებ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ბოლო-ბოლო თვითონ ვარ ადმინი! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Oct 30 2007, 02:35 PM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:56 AM |