![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
jurnali
დაწვრილებით გადავხედე ყველაფერს, დაწვრილებით გავეცანი შენს პრობლემას, მე მგონი უფრო სხვა რამეში უნდა იყოს საქმე ვიდრე მხოლოდ გაფუჭებულ ვირუსიან დისკში! ეხლა როგორ ვფიქრობ მე: ანუ ვინჩესტერზე არსებობს ასეთი ადგილი (ზონა) რომელსაც ქვია MBR (Master Boot Record) კი შენ გიწერია რომ დააფორმატე C,D, E Partition-ები მაგრამ ეგ დაფორმატება სულაც არ ეხება MBR-ს ანუ მაგას არ წვდება, ეხლა რატომ ვახსენე ესჩვენი MBR, ეს ვირუსი შეიძლება ჩაწერილი იყოს სწორედ მანდ. ანუ მაგ შემთხვევაში გიშველის მხოლოდ ერთი რამ - გაანულო ეს MBR. ანუ ამით ანულებ მთელს ვინჩესტერს იკარგება ყველა ფაილის ადგილმდებარეობა, ასევე ყველა Partition-ის ჩანაწერი (სად იწყება/სად მთავრდება, რა ფაილურ სისტემაშია, რამხელა ადგილი უკავია და ასე შემდეგ) მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ქენი ასეთი რამ: 1. ჩაიწერე ეს ფაილი ჩაწერე დისკზე (სასურველია ეს მოქმედებები ჩაატარო სხვა კომპზე) ეს არის Hirens Boot CD რომელზეც არის ერთი პროგრამა (სინამდვილეში 200-ზე მეტია, მაგრამ ჩვენ ერთი გვჭირდება) MBR Work (განყოფილებაში: MBR (Master Boot Record) Tools) ანუ შეხვალ დისკზე (ჩამტვირთავია) შემდეგ დააწვები 9-ანს ანუ Next, შემდეგ 1-ანს ანუ MBR (Master Boot Record) Tools და შემდეგ ისევ 1-ანს და Enter, პროგრამაში რომ შეხვალ დააჭირე 3-ს შემდეგ Enter გამოვა შეტყობინება ჩაუწერე y და ისევ Enter, შემდეგ ჩაწერე 4 Enter ისევ Y Enter. 2. შემდეგ ჩაწერე ახალი Windows-ის დისკი (ესეც სასურველია სხვა კომპზე და დააყენე სისტემა) 3. ხო სანამ ამ მოქმედებებს ჩაატარებ ჯობია ჩამოყარე ბიოსი, მაგრამ არ დაიჯერო რომ 5-10 წამით ელემენტის ამოღება შველის, მინიმუმ საჭიროა 5-10 წუთი (ელემენტს რომ ამოიღებ მას შემდეგ) ისე ჯობია დაამოკლო კიდეც! დასამოკლებლად: ელემენტი სადაც დევს, იქ არის ორი კონტაქტი + და - ხოდა ერთმანეთს შეახე ან სახრახნისით ან ბულავკით ან რაიმე რკინით(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მოკლედ მთავარია რკინა იყოს! ხო კიდე ეხლა მეტი არაფერი არ მახსენდება თუ ამანაც არ გაამართლა, დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებოდი მეთვითონ მაგ კომპს (მიყვარს სირტუLეები)(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ! -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 08:50 PM |