![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
მეც მგონია რომ აქ სხვა რამეშია საქმე. დაწვრილებით ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ თეორიული ანალიზისათვის მაინც გამოდგება. პირველი პოსტიდან დღემდე მოვლენები ისე ვითარდება, რომ ჩემი კომიუტერის საქმე უკან და უკან მიდის. სდ არ იტვირთება თქო რომ ვთქვი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ ვიცი როგორ იტვირთება, უბრალოდ მიზანმიმართულად წყვეტს მიშაობას სხვადასხვა რამე. 5-6 რესტარტის შემდეგ სისტემამ მომთხოვა პაროლი, რომელიც მე არ მედო (?), ამის შემდეგ რომ გადავტვირთე, სდ-დან ჩაიტვირთა (?). დავაყენე LINUX, იმიტომ რომ ჩემს მეგობარს მოუვიდა აზრად , თუ ფლეშკა ამ ოპერაციულ სისტემაზეც ვერ დაინახა, ე.ი. აპარატურის ბრალიაო. ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც დავაყენე და ვ ე რ დ ა ი ნ ა ხ ა !!!! (თავს მოვიკლავ, აღარ შემიძლია). ფლეშკა კი არა, ახლა უკვე ის მაღელვებს, რომ XP აღარ დგება. რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ც. დ და ე ფართიშEნები გავაუქმე და თავიდან დავყავი ც და დ-დ. ახლა ჩავიტვირთე და ეს ფორუმი გავხსენი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხო, ელემენტი ამოვიღე, მანამდე მტვერს ვწმენდდი და ამიტომ წამებზე უფრო დიდ ხანს იყო ამოღებული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგრამ მაინც ვერ ხედავ ფლეშკას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
კარგი, ახლა ვფიქრობ ჯერ Giena- ს რჩევა გავითვალისწინო, მერე იმას გავაკეთებ რაც gearge-მა და Sh@ko-მ დაწერა (ხო, შაკო, პირობა ავასრულე. ნახე ახალი ნომერი(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ერთი რამე მინდა გთხოვოთ, აღარავინ მირჩიოთ სისტემის გადაყენება, თორემ თავი გამისკდება და ეგ იქნება, ისედაც უკიდურესად ვარ დაძაბული! პ.ს. Giena, თუ არაფერი გამომივიდა, სიამოვნებით მიგიღებ სტუმრად ჩემი კომპის გასაცნობად(IMG:style_emoticons/default/smile.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 02:33 AM |