მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> უნივერსალური დაცვა, შესაძლებელია?
domen
პოსტი Oct 30 2007, 10:24 AM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



კარგა ხანია ვირუსს "პირისპირ" არ შევხვედრივარ და დღეს, როცა ტორენტიდან გადმოწერილმა საინსტალაციომ გაშვებისას უსირცხვილოდ ჩამიგდო spyware ვინდის საქაღალდეში, ცოტა არ იყოს, დავიბენი.

არა, მთლად ჩემი ანტივირის ბრალიც კი არ ყოფილა, პატიოსნად იჭყივლა, "ვაი, ვირუსიო!", მაგრამ იმწამს ჩავაკმენდინე ხმა(ცრუ განგაში მეგონა) და ეს 15 მძიმე წუთად დამიჯდა - ყოველ ხუთ წამში ხტებოდა ფანჯარა რაღაც houi.exe-ს თუ რაღაც მაგდაგვარის ავარიული დახურვის შესახებ და "დაპანიკებასთან" ერთად გადაწყვეტის მოძებნასაც მიშლიდა. ბოლო-ბოლო AVG Anti-Spyware გადმოვწერე და ეს ფაილიც მოვიცილე თავიდან, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაწყვეტილა, პირიქით - უფრო შემახსენა თავი.

მოკლედ, მაინტერესებს, თუ არსებობს უნივერსალური დაცვა, პროგრამა, რომელიც იქნება "ყველა ერთში" ისე, რომ არ მომიწიოს Firewall, Anti-Virus, Anti-Spyware, Anti-Spam და კიდევ ათასი რაღაც ცალ-ცალკე ვაყენო და ვაკონფიურირო, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და თუ უფასო არა, ადვილად გასატეხი მაინც.

გაქვთ რამე შემოთავაზება?

P.S. Sandboxie-ს გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
domen
პოსტი Nov 1 2007, 07:22 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
აეხლა თავი დამანებე! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

და გადმოდი უფრო ნერვების ნაკლებად მომხმარებელ კონფიგზე (IMG:style_emoticons/default/wink.gif)

მოკლედ, მგონი ვიპოვე უნივერსალური გამოსავალი.

ჩემი პირველი არჩევანი, BitDefender უსარგებლო გამოდგა. განა იმიტომ, რომ არაფუნქციონალურია, პირიქით, ზედმეტად ფუნქციონალურია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) და თან კასპერსკიზე უარესი ავადმყოფობა ჭირს - ჩემს პირობებში საერთოდ არ დაიკრეკა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რას იზამ, კარგი დაცვა კარგი ფულიც ღირს..

ესე იგი, სისტემა(BitDefender Total Security 2008) მუშაობს შემდეგნაირად:

სისტემა შედგება 4 მოდულისგან, რომელთა მოთხოვნების საბოლოოდ დაკმაყოფილება პრაქტიკულად შეუძლებელია! ყოველ შემთხვეევაში, ჩემისთანა ჯიუტი ნატურისთვის მაინც (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმისთვის, რომ სისტემამ გითხრას, ყველაფერი კარგადააო, უნდა დააკონფიგურირო მშობლების კონტროლის მოდული, გააკეთო დისკების დეფრაგმენტაცია, მოძებნო დუბლირებული ფაილები, ოპტიმიზაცია გაუკეთო რეესტრს, აუცილებლად დაარეზერვო რამე და ა.შ. და ა.შ. მოკლედ, პირველი დღე მაინც ამის მითითებების შესრულებას უნდა მოუნდე. ეს რაღაცით მაგონებს ზედმეტად ჭკვიან ადმინისტრატორს, რომელიც არ გიტოვებს საშუალებას, სისტემა შენს გემოზე მოირგო. ამან შეიძლება ჩვეულებრივი მომხმარებელი დააკმაყოფილოს, მე - ვერა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, ეს მოდულებია(ზოგი უკვე აღვნიშნე) - დაცვა, მშობლების კონტროლის სისტემა, დარეზერვება და სისტემის გაუმჯობესება. ეს ბოლო სამი პროდუქტისთვის, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ცოტა ზედმეტადაც კი მეჩვენება. თუმცა, პირველი დაყენებისას ხომ ორიდან ერთი შეგრძნება გიჩდება - ან "აუ, რა მაგარია, ამასაც აკეთეებს?!" ან კიდევ "არ მჭირდება, მაგრამ იყოს". მე მეორე უფრო მომივიდა თავში და ძალიანაც შევცდი - დაყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მთლად ასეც არაა - თუ ბოლომდე არ მიყევი დანიშნულებებს, ნერვებისმომშლელად იქნება ანთებული წითელი X-ები, და თუ მიყევი, შეიძლება სისტემა დააზიანო, რადგანაც ზოგიერთი მოდული(მაგ, სისტემის გაუმჯობესება(ანუ Tune-up)) ახალი ჩადგმულია და კომპანიის ამ კუთხით გამოუცდელობა მწარედ იჩენს თავს.

სხვა პრობლემა რომ არა, მხოლოდ ეს დამაწყებინებდა სხვა ანტივირის ძიებას, მაგრამ ნელ-ნელა სხვებმაც იჩინეს თავი. კერძოდ:

1. სისტემა არაფრით არ იკრეკება! ინტერნეტში გავრცელებულია მხოლოდ ერთი KeyGen, თუმცა მის მიერ გენერირებული კოდის შეყვანისას პროგრამა უკავშირდება მთავარ სერვერს და იმწუთში მეუბნება, რომ არასწორია. თუნდაც offline რეჟიმში დაკრეკვისას პროგრამა პირველივე განახლებისას(ასეთს კი საათში ერთხელ აკეთებს) ამოწმებს გასაღების ვალიდურობას და შედეგი მაინც იგივეა..

2. რატომღაც შესამჩნევზე მეტად ნელა მუშაობს თვითონ პროგრამა. მაქვს Core 2 Duo E6750, 1 გბ რამი და ახლად დაინსტალირებული ვინდოუსი. ასე რომ, ეს მხოლოდ თვითონ ანტივირუსს შეიძლება დაბრალდეს. მით უმეტეს, რომ PCMagazine-ის მონაცემებით BitDefender კომპს 124%-ით(!) ანელებს. ეს მაშინ, როცა NOD32-ის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია, კასპერსიკისი კი 10%(სხვათა შორის, ყველაზე დიდი BitDefender-ის შემდეგ).

ასე რომ, BitDefender გამომერიცხა. მივხედოთ სხვა ვარიანტებს.

დავიწყე ინტერნეტში სეირნობა, განხილვების კითხვა და ტესტების თვალიერება და ცოტა ხანში, ასე თუ ისე, ყველას ავკარგიანობაზე შემექმნა წარმოდგენა. ვიფიქრე, Panda-ს მოვსინჯავ-მეთქი, მაგრამ მას ერთი დიდი ბაგი აღმოაჩნდა - არასაკმარისი თავისუფალი რამის ქონის შემთხვევაში არ იშვება TruePrevent, ამასობაში კი სისტემა აჩვენებს, რომ ყველაფერი გაშვებულია! შეიძლება ძველი განხილვაც წავიკითხე და ახალ შუალედურ რელიზში ეს გასწორებულია კიდეც, მაგრამ ამ მწარმოებლისკენ მეტი აღარც მიმიხედია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მერე იყო AVG, ძალიან მომეწონა მისი ინტერფეისი. ლამის იყო, ამან არ გადამძალა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) მაგრამ ტესტების წყალობით დროზე მოვეგე გონს და ვეცი Mcafee Total Protection-ს. ჩამოტვირთვა ჯერ არ იყო დასრულებული, რომ უკვე გადავწყვიტე, არ დამეყენებინა. რატომ, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მერე საბალოოდ გადავწყვიტე, რომ "უნივერსალური დაცვა" საკუთარი თავის ჩემნაირი მომხმარებლისგან დაცვასაც მოახერხებდა(ასეთებია, მაგალითად, Kaspersky და BitDefender) და გადავწყვიტე, ცალ-ცალკე მქონოდა ანტივირუსი(ჩაშენებული Anti-Spyware, Anti-Spam RootKit Detector და ყველა სხვა ფუნქციით) და Firewall. ეს უკანასკნელი(Comodo Firewall Pro) კარგა ხანია ავარჩიე gearge-ს დახმარებით და საკმაოდ კმაყოფილიც ვარ, მით უმეტეს, რომ პროგრამა სრულიად უფასოა! არც კრეკების ძიებაზე ნერვების დაწყვეტაა საჭირო და არც დაბლოკილი Key-ს გამოგლოვება. მოკლედ, თქვენც გირჩევთ, გასინჯოთ.

ჰმმ, დამრჩა ანტივირუსი. ჩემს ამ მოთხოვნას განხილულებში აკმაყოფილებდა Norton Antivirus 2008 და... ჩემი "ბებერი, კეთილი NOD32". ნოდის დანახვაც არ მინდოდა უჟმური ინტერფეისის გამო(მაინც რამდენს ნიშნავს ეს!) და ნორტონი დავქაჩე. დაყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანტივირუსმა ქსელი მთლიანად გათიშა(რადგანაც ინტერნეტიც ქსელის იმიტაციაში გადის, ეგეც გაითიშა) და, რაც მთავარია, პროგრამა არ ირთვება(აი, მესმის გადაწყვეტა!) და პროცესებიდან ამოგდებაც არ შველის - სადღაც იმალება "მამიკო" პროცესი, რომელიც მთავარ პროცესს ამოგდებისთანავე უშვებს.

მოკლედ, მომიწია პროგრამის სტარტაპიდან ამოგდება და დარესტარტება, შემდეგ სიამოვნებით ამოვაინსტალირე და ჩემი ბებერი, ნაცადი NOD32 დავაყენე.

მოკლედ, "გასრულდა ესე ამბავი" ძალიან ბედნიერად, დავუბრუნდი ფესვებს და ძალიან კმაყოფილიც ვარ, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შემიძლია მთელი "შეკვრაც" მოგცეთ - Comodo Personal FireWall Pro v2.4 + NOD32 v2.7 Cracked + ინსტალაციის ინსტრუქციები. ალბათ ამას სტატიის სახითაც დავწერ, მგონი, მართლა კარგი კონფიგურაციაა. თქვენ რას იტყვით?

P.S. ოთო, File.ge-ზე შეიხედე, კარგი ამბავი გელოდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Nov 1 2007, 07:24 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   უნივერსალური დაცვა   Oct 30 2007, 10:24 AM
- - ja_ja   domen KIS-ის გარდა შემძლ...   Oct 30 2007, 10:29 AM
- - domen   ja_ja ჰო, კასპერსკი გა...   Oct 30 2007, 10:58 AM
- - Sh@ko   BitDefender ჩემი ძველი დარ...   Oct 30 2007, 11:37 AM
- - domen   Sh@ko მაშინ რაღატომ და...   Oct 30 2007, 11:59 AM
- - Sh@ko   ოოო, არ მახსოვს. მგო...   Oct 30 2007, 02:34 PM
- - Power_VANO   domen რა გირჩიო აბა? ჩ...   Oct 31 2007, 08:25 PM
- - otosaxel   domen KIS 7.0 იცი რა მაგრა ...   Nov 1 2007, 11:57 AM
- - domen   otosaxel აეხლა თავი დამა...   Nov 1 2007, 07:22 PM
- - otosaxel   domen ციტატადა გადმოდ...   Nov 2 2007, 11:58 AM
- - da_ta   giorgius დავაყენე ეგ პა...   Nov 5 2007, 08:32 PM
- - domen   giorgius ციტატავიფიქრე, ...   Nov 6 2007, 07:04 AM
- - otosaxel   KIS 7.0 მაღალ დონეზეა: პ...   Nov 6 2007, 12:01 PM
- - khakikrack   domen ანტივირუსს საერ...   Dec 31 2007, 02:09 PM
- - khakikrack   giorgius ჩემთვის საჭირო...   Dec 31 2007, 03:06 PM
- - khakikrack   giorgius უკვე საერთოდ ა...   Dec 31 2007, 03:13 PM
- - khakikrack   giorgius ისე მითხარი რ...   Dec 31 2007, 03:25 PM
- - khakikrack   giorgius უკვე ვისტაზე ვ...   Dec 31 2007, 03:31 PM
- - domen   khakikrack ერთზე შევთანხ...   Dec 31 2007, 07:27 PM
- - khakikrack   domen მეც გილოცავ არა ...   Dec 31 2007, 07:49 PM
- - khakikrack   giorgius რა ვერ გაიგეთ წ...   Dec 31 2007, 08:12 PM
- - otosaxel   khakikrack giorgius უნდა დაგეთ...   Dec 31 2007, 10:05 PM
- - domen   khakikrack ციტატახოდა ეს ...   Jan 1 2008, 09:40 AM
- - khakikrack   domen   Jan 1 2008, 10:22 AM
- - Power_VANO   სხვა საკითხებს არ ...   Jan 3 2008, 06:45 AM
- - khakikrack   Power_VANO მართალი ხარ მა...   Jan 3 2008, 09:58 AM
- - Power_VANO   khakikrack არ დაიჯერებს დ...   Jan 4 2008, 05:01 AM
- - otosaxel   ნებისმიერი ანტივი...   Jan 4 2008, 01:38 PM
- - Power_VANO   giorgius ჯოუ, ეს მე ვიყავ...   Jan 4 2008, 08:00 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st July 2025 - 05:56 AM