სკრიპტები/Scripts, PHP/HTML/java/Perl/XML/ და ა. შ. |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
სკრიპტები/Scripts, PHP/HTML/java/Perl/XML/ და ა. შ. |
May 25 2006, 10:29 PM
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 243 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ლოს ანჯელესი [მალიბუს პლაჟზე] წევრი №: 9 |
აქ შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება სკრიპთებთან და პროგრამულ კოდებთან დაკავშირებით აქვე შეგიძლიათ დაწეროთ თხოვნები მზა სკრიპტებთან დაკავშირებით
ოფტოპიკები ისჯება კანონით !!! -------------------- ყველამ წაიკითხეთ ფორუმისა და კომპინფოს წესები თუ გინდათ რომ ვორნი არ მიიღოთ ვორნი კი შესაბამისად 30 დღე გექნებათ ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ 30 დღის განმავლობაში არ დაარღვევთ წესებს ასე რომ დამეხმარეთ და დაგეხმარებით
<?php echo "The Best Programing Language In The World"; ?> |
|
|
Nov 12 2007, 07:34 PM
პოსტი
#2
|
|
ფობოფობი ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 |
student777
კარგი, მაშინ სიტყვა-სიტყვით - ტუტორიალი, ვეძებთ განულებულ სკრიპტებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ოღონდ გაითვალისწინე, ეს შენ გასწავლის თევზის ჭერას და არა მის მირთმევას :-) ანუ, როგორ მოვძებნოთ სკრიპტის განულებული ვერსია საკუთარი ხელების და Google-ის დახმარებით. ავიღოთ შენი შემთხვევა: ესე იგი, გვინდა მთვლელის სკრიპტი. ჰმმ, მთვლელი ინგლისურად როგორ იყო?.. თვლა - count.. მთვლელი გამოვა counter. კარგი, პირველი პრობლემა მოიხსნა :-) შემდეგ ვთხოვთ გუგლს ამოგვიყაროს შედეგები ფრაზაზე "counter script"(შეიძლება ასევე ჩავამატოთ სიტყვა " statistics"). თუ ეს არ გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია მივუწეროთ წინ მაგიური სიტყვა "best", თუმცა თუ უადგილოდ გამოიყენეთ, უმეტეს შემთხვევაში სარეკლამო ქარიშხალის მეტი არაფერი გერგებათ. კარგი, ამოგვიყარა შედეგები ამ ფრაზისთვის. ახლა, შეძლებისდაგვარად ვეძებთ საიტებს, რომლებზეც სკრიპტების საცავს წარმოადგენენ. ასე მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელ სიტუაციას მიიღებთ, თან სხვადასხვა სკრიპტის შედარებაც შეგეძლებათ. დავუშვათ, იმ საიტებიდან, რომლების მონახულებაც არ დაგვეზარა, არცერთია სკრიპტების საცავი. მაშინ ვიწერთ ყველა შეხვედრილი სკრიპტის სახელს და ვეძებთ მათ განხილვებს(სინტაქსით "$სკრიპტის_სახელი review"). ვკითხულობთ ამ განხილვებს(თუ ენა ვიცით, რა თქმა უნდა) და ვარჩევთ სასურველს(სხვათა შორის, გირჩევთ, აქცენტი უფასო სკრიპტებზე გააკეთოთ). ავარჩიეთ სასურველი. ახლა დაგვრჩა მისი განულებული ვერსიის მოძებნა. გაითვალისწინეთ, სკრიპტის პოპულარობიდან გამომდინარე, შეიძლება მისი უახლესი ვერსიის ნულიფიცირებული ვარიანტი ოფიციალურის გამოსვლიდან ორ დღეში იყოს მისაწვდომი, შეიძლება საერთოდ ერთი წელი არავის გაახსენდეს. ძებნის სინტაქსი საკმაოდ მარტივია - "$სკრიპტის_სახელი $სკრიპტის_სასურველი ვერსია nulled". თუ არაფერი გამოვიდა, ვერსიის მოთხოვნას ამოვაკლებთ, ან უფრო ძველს ჩავწერთ. ეს არის და ეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დიდი ძნელი არაფერი. ასე რომ, student777, ჯერჯერობით CNStat-ის განულებულ ვერსიას არ დავაგდებ, თუ ამ ტუტორიალის შემდეგაც ვერ მოძებნი, დამიწერე და მოგცემ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 05:10 AM |