![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
კარგა ხანია ვირუსს "პირისპირ" არ შევხვედრივარ და დღეს, როცა ტორენტიდან გადმოწერილმა საინსტალაციომ გაშვებისას უსირცხვილოდ ჩამიგდო spyware ვინდის საქაღალდეში, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
არა, მთლად ჩემი ანტივირის ბრალიც კი არ ყოფილა, პატიოსნად იჭყივლა, "ვაი, ვირუსიო!", მაგრამ იმწამს ჩავაკმენდინე ხმა(ცრუ განგაში მეგონა) და ეს 15 მძიმე წუთად დამიჯდა - ყოველ ხუთ წამში ხტებოდა ფანჯარა რაღაც houi.exe-ს თუ რაღაც მაგდაგვარის ავარიული დახურვის შესახებ და "დაპანიკებასთან" ერთად გადაწყვეტის მოძებნასაც მიშლიდა. ბოლო-ბოლო AVG Anti-Spyware გადმოვწერე და ეს ფაილიც მოვიცილე თავიდან, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაწყვეტილა, პირიქით - უფრო შემახსენა თავი. მოკლედ, მაინტერესებს, თუ არსებობს უნივერსალური დაცვა, პროგრამა, რომელიც იქნება "ყველა ერთში" ისე, რომ არ მომიწიოს Firewall, Anti-Virus, Anti-Spyware, Anti-Spam და კიდევ ათასი რაღაც ცალ-ცალკე ვაყენო და ვაკონფიურირო, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და თუ უფასო არა, ადვილად გასატეხი მაინც. გაქვთ რამე შემოთავაზება? P.S. Sandboxie-ს გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
khakikrack
ერთზე შევთანხმდეთ - ეგეთი ნუბიც ნუ გეგონები! (IMG:style_emoticons/default/wink.gif) მეორე, მაინტერესებს, არსებობს თუ არა მართლა უნივერსალური დაცვა, რომელიც შენი შეწუხების გარეშე მოაგვარებს ყველაფერს და რესურსებსაც ბევრს არ წაიღებს (ასეთს დიდი სიამოვნებით დავაყენებდი და ბევრსაც ვურჩევდი), არა იმიტომ, რომ თავის დაცვის ელემენტარული წესები არ ვიცი, უბრალოდ, კომფორტი ყოველთვის კარგია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ციტატა 3 არ შეხვიდე პორნო საიტებზე (გაგიჭირდება მაგრამ უნდა მოითმინო) ლოოოლ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ცუდად არ გაიგო, უბრალოდ, ისედაც მშვენივრად ვითმენ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ციტატა ხოო კიდევ შენ რო ვერ ითმენ და პორნოგრაფაიას რო უყურებ მე პითონის და პერლის წიგნებს ვხსნი და იმათ უყურებ კიდევ ერთზეც შევთანხმდეთ - ამ ფორუმზე პორნოგრაფიის თემა აქტუალური არაა, ამ მხრივ forum.ge-სგან განვსხვავდებით. თუ კომპზე გინდა რამე კითხვის დასმა ან პასუხის დაწერა - სწორ ადგილას მოხვდი. P.S. გილოცავ დამდეგს! -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:54 AM |