![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
კარგა ხანია ვირუსს "პირისპირ" არ შევხვედრივარ და დღეს, როცა ტორენტიდან გადმოწერილმა საინსტალაციომ გაშვებისას უსირცხვილოდ ჩამიგდო spyware ვინდის საქაღალდეში, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
არა, მთლად ჩემი ანტივირის ბრალიც კი არ ყოფილა, პატიოსნად იჭყივლა, "ვაი, ვირუსიო!", მაგრამ იმწამს ჩავაკმენდინე ხმა(ცრუ განგაში მეგონა) და ეს 15 მძიმე წუთად დამიჯდა - ყოველ ხუთ წამში ხტებოდა ფანჯარა რაღაც houi.exe-ს თუ რაღაც მაგდაგვარის ავარიული დახურვის შესახებ და "დაპანიკებასთან" ერთად გადაწყვეტის მოძებნასაც მიშლიდა. ბოლო-ბოლო AVG Anti-Spyware გადმოვწერე და ეს ფაილიც მოვიცილე თავიდან, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაწყვეტილა, პირიქით - უფრო შემახსენა თავი. მოკლედ, მაინტერესებს, თუ არსებობს უნივერსალური დაცვა, პროგრამა, რომელიც იქნება "ყველა ერთში" ისე, რომ არ მომიწიოს Firewall, Anti-Virus, Anti-Spyware, Anti-Spam და კიდევ ათასი რაღაც ცალ-ცალკე ვაყენო და ვაკონფიურირო, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და თუ უფასო არა, ადვილად გასატეხი მაინც. გაქვთ რამე შემოთავაზება? P.S. Sandboxie-ს გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
სხვა საკითხებს არ შევეხები, მარტო ამ ერთზე დავწერ:
giorgius ციტატა როდის იყო კასპერსკი ინტერნეტს ანელებდა და კიდევ მე პირადად 7 ანტივირუსი მეყენა(გარკვეული პერიოდის განმავლბაში) და მაგდროსაც არ შემნელებია კომპი :happy: ანელებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) აბა დაფიქრდი, რას აკეთებს კასპერსკი, როცა შენ ინტერნეტში სერფინგობ? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) სანამ ბროუზერში აისახება ჩამოტვირთული ინფორმაცია, ჯერ კასპერსკი ამოწმებს. ამიტომ, გინდა შენ თუ არა, კასპერსკიც და სხვა ანტივირიც რომელიც ტრაფიკს ამოწმებს, ანელებს ინტერნეტს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 05:49 AM |