![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
კარგა ხანია ვირუსს "პირისპირ" არ შევხვედრივარ და დღეს, როცა ტორენტიდან გადმოწერილმა საინსტალაციომ გაშვებისას უსირცხვილოდ ჩამიგდო spyware ვინდის საქაღალდეში, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
არა, მთლად ჩემი ანტივირის ბრალიც კი არ ყოფილა, პატიოსნად იჭყივლა, "ვაი, ვირუსიო!", მაგრამ იმწამს ჩავაკმენდინე ხმა(ცრუ განგაში მეგონა) და ეს 15 მძიმე წუთად დამიჯდა - ყოველ ხუთ წამში ხტებოდა ფანჯარა რაღაც houi.exe-ს თუ რაღაც მაგდაგვარის ავარიული დახურვის შესახებ და "დაპანიკებასთან" ერთად გადაწყვეტის მოძებნასაც მიშლიდა. ბოლო-ბოლო AVG Anti-Spyware გადმოვწერე და ეს ფაილიც მოვიცილე თავიდან, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაწყვეტილა, პირიქით - უფრო შემახსენა თავი. მოკლედ, მაინტერესებს, თუ არსებობს უნივერსალური დაცვა, პროგრამა, რომელიც იქნება "ყველა ერთში" ისე, რომ არ მომიწიოს Firewall, Anti-Virus, Anti-Spyware, Anti-Spam და კიდევ ათასი რაღაც ცალ-ცალკე ვაყენო და ვაკონფიურირო, თან ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და თუ უფასო არა, ადვილად გასატეხი მაინც. გაქვთ რამე შემოთავაზება? P.S. Sandboxie-ს გარდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
სტუმარი "otosaxel" |
![]()
პოსტი
#2
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა ![]() |
ნებისმიერი ანტივირი და ფაერვოლი ინტერნეტს ანელებს მარა ჩვენი ისედაც ნელი ინტერნეტის ფონზე არც თუ ისე ეტყობა. მაგალითად არის რაღაც ფაილი რომლის გამოქაჩვას რაღაც ინტით უნდა 0.5 წმ და ანტი ვირი 3 წმ სკანავს, მაშინ შეიმჩნევა, ხოლო ინტი როცა არის ნელი და იგივე ფაილის გადმოქაჩვას 10 წმ უნდა მაშინ ანელება არც თუ ისე შესამჩნევია. და საერთოდ თუ დაცული სისტემა გვინდა ეს ანელებაც უნდა მოვითმინოთ. მარა მარტო ანტივირი სიტუაციას ვერ უშველის სისტემას კიდევ კონფიგი უნდა და + მაგარი ფაერვოლი. ან საერთოდ ბრაუზერს ყველანაირი ჯავასკრიპტი და ასეთი აქტიური ელემენტები გამოურთეთ არც სურათები ჩაატვირთიოთ და ცარიელი ტექსტით ვირუსის აკიდება გაჭირდება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) .
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th July 2025 - 11:13 AM |