![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
აბა ხალხნო როგორც კარიბის მეკობრეების პოსტებიდან გავარკვიე კინო ბევრს გყვარებიათ (ნეტა ვინმეს არ უყვარს?(IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ხოდა აი აქ დაპოსტეთ თქვენი საყვარელი ფილმების სახელები და თუ ლინკებსაც მიაყოლებთ ხოლმე მთლად უკეთესი (მარტო იმ შემთხვევაში თუ ცნობილ ქართულ სერვერებზე არ არის) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე პირადად ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები როცა 1 ან 2 საათს ვხარჯავ ფილმის ყურებაში და ეს ფილმი აღმოჩნდება ხოლმე სრული სისულელე არადა რეკლამა, პოსტერი და მსახიობების ჩამონათვალი კარგად გამოიყურება ხოლმე მაგრამ ფილმი მაინც ვერ "ქაჩავს" ამიტომ თუ ერთმანეთს რჩევებს მივცემთ რის ყურებაზე არ დავხარჯოთ დრო და რა ფილმია მართლა ღირებული ძაან კარგი იქნება. მოდი დავიწყებ... მე პირადად არ გირჩევდით "Good night and Good luck"-ის ნახვას მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ კლუნის ფილმი და ჯორჯ კლუნი მონაწილეობს და თან ეს ფილმი ოსკარებზეც იყო წარდგენილი და დიდი აურზაურიც გამოიწვია, ჩემი აზრით დიდ არაფერი ფილმი არ არის და ჩემსავით ნუ შეცდებით და 2 საათს ნუ გადაყრით წყალში! ეხლა რაც შეეხება კარგ ფილმს! საერთოდ "კარგი ფილმი" ძალიან ზოგადი ცნებაა ზოგისთვის "ვარსკვლავური ომებია" კარგი ფილმი, ზოგისთვის "ხელოვნური ინტელექტი", ზოგისთვის "იქსმენი", ზოგისთვის ნებისმიერი ეროტიკა ( ვაი მაგათ პატრონს(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) და ზოგისთვისაც "პიანისტი"! კი ბატონო გასაგებია რო გემოვნებაზე არ დაობენო ( არადა ყველაზე მეტს მაგაზე დაობენ(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ არსებობენ კინოს სპეციალისტები რომელთა აზრსაჩ წესით ნორმალურმა კინომანმა ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემთვის პირადად ფილმის სიკარგისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენარს ანუ სიუჟეტის განვითარებას და შინაარსს. "კარგი ფილმი" ჩემთვის არის ისეთი ფილმი რომლიც რაღაც აზრს ატარებს, რაღაც საინტერესო შინაარსი აქვს და რაღაცაზე მიუთითებს. ასეთ ფილმები ბევრი მაგრამ დასაწყისისთვის მარტო ერთი ორს ჩამოვთვლი: "Pianist", "Ben Hur", "crash", "The Kid" -(ჩაპლინის),..... აბა ეხლა თქვენი ჯერია დაწერეთ რას ფიქრობთ ამ ფილმებზე და რომელია თქვენი საყვარელი ფილმი? -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 46 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 41 ![]() |
ციტატა(Reechard @ Jun 16 2006, 03:48 PM) [snapback]1686[/snapback] ბოლოს რაც ვნახე კაი ფილმი არის Get Rich Or Die Tryn' . მართალია Fifty-ს ცხოვრება თლათ მასეთი არ ყოფილა (ვიცი მე რაღაც რაღაცეები (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )) ) მაგრამ 70 პროცენტი ალბათ ნაღდია. ლოოოლ ეგ ალბათ შენი პირველი ფილმი იყო და იმიტომ ამბობ მასე. ვასკვლავური ომები არის ნაგავი. ისევე როგორც იქს-მენი. აი ტერმინატორი თავის ჟანრში მართლაც ამბობს სიტყვას. აღიარეთ შვიდი რვა წლის წინ მაგას რომ უყურებდით ასე ფიქრობდით?! პროსტა გოიმურად ავარდებიან ხოლმე და აგინებენ ერთმანეთის ხათრით... ფუუუუ. არ მევასება ასეთი აზროვნება. რას უწუნებთ ტერმინატორს ?!?!? იქსმენი კი არის ყოველგვარ მუღამს, დაძაბულობას, შინაარს მოკლებული ფაფა. როგორც ფაფას ჭამ ისე უნდა უყურო მაგასაც. არ ვარ მართალი ?! ჩემთვის სამივე ერთი და იგივეა...ტერმინატორს როცა ვუყურებდი მასე ნაგდად არ ვფიქრობიდ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) არც ეხლა ვამბობ რომ ნაგავია ან ტერმინატორი ან ვარსკვლავური ომები უბრალოდ ეგენი გასართობი კინოებია და მაგათი მთავარი დანიშნულება მაყურებლის გართობაა! ჩემი აზრით კი "კარგი კინო" ის არის რომელსაც გართობასთან ერთად შინაარსიანიცაა და რეჟისორის სათქმელსაც გადმოგვცემს... თუ ვინმე თვლით რო ტერმინატორში რამე ასეთი აზრი დევს ან კიდე ვარსკვლავურ ომებში იქნებ აქვე დაწეროთ? მე პირადა ასეთი აზრი და სათქმელი ვერ დავინახე მათში მაგრამ მაინც გავიმეორებ რო გასართობის პონტში ორივე საკაიფოა (IMG:style_emoticons/default/wink.gif) პ.ს. ისე ძაან არ მევასება ხოლმე როცა ვინმე დაწერს აი ეს ფილმი ძაან მომწონს და ჩემი საყვარელიაო და მერე ვიღაც მეორე უხეშად პირდაპირ მიახლის ეგ ფილმი ნაგავიაო (IMG:style_emoticons/default/unsure.gif) ! ჩემი აზრით ასეთი უტაქტობა ნამდვილად არაა ლამაზი და ჯობია კველამ თავისი აზრი ცოტა შერბილებულად გამოთქვას ხოლმე ისეთ ფილმებზეც სხვები გიჟდებიან და ის კიდე ნაგავად თვლის! ან ბოლო ბოლო როცა ამბობენ ნაგავიაო მაშინ ნება უნდა იბოძონ და დაასაბუთონ რატოა ესა თუ ის ფილმი ნაგავი და რატო ჯობია სხვა ფილმი! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ო რ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია!
ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტანჯვა ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი სიყვარულია! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 11:25 AM |