![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ამ თემის გახსნა განაპირობა ჩემს პრაქტიკაში არსებულმა და მოგვარებულმა პრობლემებმა. სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც მე გადავჭერი, შეიძლება სხვასაც დაემართოს, ამიტომ მსურს სხვებსაც გავუზიარო ზოგჯერ სულ პრიმიტიული ხერხით მოგვარების გზა. მოდერს ვთხოვ, თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1393 აქ გააერთიანოს. მგონი იმ თემის ავტორსაც იგივე საკითხი აინტერესებდა.
პრობლემის აღწერა და მათი მოგვარების გზა შემდეგი შეძლებისდაგვარად დეტალური და გასაგები ფორმატით გავაკეთოთ მსურველებმა: აღწერა: დამატებითი ოპერატიული მეხსიერება ვერ აღითქვა კომპმა. პრობლემა: მქონდა DDR 256 მბ ოპერატიული (PC3200). დედაპლატას არ აქვს დუალ რეჟიმის მხარდაჭერა. ფორუმელისგან ვიყიდე DDR 256 მბ (PC2700) ოპერატიული, დასამატებლად. ჩავსვი, მაგრამ არც ბიოსში, არც My computer properties-ში არ გამოჩნდა სასურველი 512 მბ ოპერატიული (ჩანდა 256 მბ). (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა CPU-z-ში ჩანდა, რომ 512 მბ მქონდა. ძველ ოპერს შეეძლო 166 და 200 მჰ სიხშირეზე მუშაობა, ახალს - 133 და 166 მჰც-ზე. ბიოსში მეხსიერების სიხშირე ეყენა ავტომატურ რეჟიმზე, ხელით არჩევისას შემეძლო ამერჩია 200, 240, 260 და ა.შ. საერთო 166 მჰც ვერ მივუთითებდი... გადაწყვეტა: ახალი მეხსიერება პირველ სლოტში ჩამისვია. ადგილების შენაცვლებით ძველი მეხსიერების 1-ლ სლოტში ჩასმით ბიოსმაც და კომპმაც აღიარეს ოპერატიულის გაზრდა! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ალბათ ვინდოუსის გადაყენება უშველიდა საქმეს, მაგრამ შესაძლოა ძველი მეხსიერება პირველ სლოტში იყო თავიდან და განსხვავებული სიხშირის მეხსიერება ვერ აღითქვა... TBC - To Be Continued (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის დამატება აქ არის, ცოტა ქვემოთ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jan 14 2008, 09:15 AM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
აღწერა: ვინდოუსი არ ირთობა / მუშა სისტემაზე ერთხელაც დაწერა: System Boot failure. Insert a boot media and restart computer / დამატებითი SATA ვინჩესტერი არ ჩანს კომპში
პრობლემა: ერთ დღესაც კომპმა გადაწყვიტა არ ჩაირთოს. წინა დღეს მუშაობდა მშვენივრად, არც პროგრამა დამიყენებია არც აფერი... კომპში ეყენა ორი SATA ვინტი. სხვა კომპზე სისტემური დისკის დათვალიერებისას ყველა ფაილი ნორმაში ჩანს, სხვა კონფიგურაციის კომპზე ეს სატა არ იტვირთება (სიკვდილის ლურჯი ეკრანი გამოდის ვინდოუსის ლოგოს ბუტსკინის მერე, ალბათ სულ სხვა აპარატურის გამო). სისტემის ახლიდან ინსტალაციისას ერთ-ერთი ვინჩესტერი საერთოდ არ ჩანს ჩამონათვალში... ციცინათელებივით არიან რა, ხან ჩნდებიან, ხან ქრებიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გადაწყვეტა: კიდევ ერთხელ ჩართვის მცდელობისას დამავიწყდა DVD რომის შეერთება და უპრობლემოდ ჩაირთო კომპი ორივე ვინჩესტერით. DVD-ის შეერთებისას, ჩაირთო მხოლოდ ერთი ვინტით, მეორე "გაქრა" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) DVD ჩართული დავტოვე, ფლოპი გამოვრთე და ორივე ჩანს. შესაძლოა, კვების უკმარისობის გამო, ავტომატურად ითიშებოდა ერთ-ერთი ვინტი, მათ შორის ჩამტვირთავი და მისი ბრალი იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 11:08 PM |